ავტორის შესახებ

Funy faceბლოგის მიზნები უკვე გაგაცანით მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია ისიც თუ ვინ არის მისი ავტორი. ვინ გესაუბრებათ, ვინ გთავაზობთ ამ თემებს. პირველ რიგში ვიტყვი რომ არ ვარ ასტრონომი. კოსმოსი უბრალოდ ჩემი სტიქიაა და აქედან გამომდინარე ყველა ფუნდამენტური მეცნიერება. ასე რომ სიამოვნებით მივიღებდი ვინმე უფრო კომპეტენტურის შენიშვნებს ჩემ პოსტებთან დაკავშირებით. ასევე სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერი დაინტერესებული პირის შეკითხვას და კომენტარს. თემატური ბლოგის გაკეთება უფრო იმან გადამაწყვეტინა რომ ამ თემაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში არც ისე ბევრი მასალა მოიპოვება.

ბლოგინგის გარდა (მეორე ბლოგი იხ: M(ichael’s)y images) ჩემი საქმიანობა სხვა სფეროებსაც ეხება, მაგალითად ინტერიერის დიზაინს (ნამდვილი პროფესია რაც მაქვს) კოსმოსურ ვნებას კი ბლოგებით და ფორუმებით ვიკმაყოფილებ. მოკლედ ინტერნეტია ძირითადი წყარო, ცოდნის მისაღებად და ასევე ჩემი სათქმელის გამოსახატად.

ვწერ ძირითადად ორი სახის პოსტს: 1) თავად ვაყალიბებ, თემას, სათქმელს, საკვანძო მომენტებს,  ვიძიებ სანდო მასალას და ა.შ. 2) მეორე ვარიანტი ეს არის საინტერესო სტატიის თარგმნა.

ცოდნის გაფართოებისთვის ინტერნეტი არც თუ ისე მცირე შესაძლებლობებს იძლევა და მეც აქტიურად ვცდილობ უფრო ღრმად ჩავიხედო კოსმოსში.  დოკუმენტურ ფილმების კოლექციასთან ერთად ინტერნეტში მოიძებნება არაერთი საინტერეოსო შემეცნებითი სტატია, ელ.წიგნი და კვლევა. ვიდეო ლექციები და ონლაინ კურსები. მაგალითად ამჟამად აღებული მაქვს Coursera-ს ძალიან საინტერესო ორი ონლაინ კურსი. ეს არის ასტრობიოლოგია, რომელსაც ედინბურგის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჩარლზ კოკელი კითხულობს. (ვიდეო ლექციებს) და ასევე კოსმოლოგიის კურსი რომელსაც კალიფორნიის ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ჯორჯ ჯორგოვსკი კითხულობს. თუ დაინტერედით თქვენც ცადეთ Coursera, კურსები აბსოლიტურად უფასოა და თან ძალიან საინტერესო, ვიდეო ლექციების გარდა, თქვენ უნდა შეავსოთ ყოველკვირეული ტესტები, რათა შეამოწმოთ თქვენი ცოდნა და ასევე შეგიძლიათ იურთიერთოთ, განიხილოთ თემები, ფორუმებზე სხვა სტუდენტებთან რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიან ცოდნის მისაღებად.

კონტაქტი და სხვა დეტალები

სახელი: მიშა (ინტერნეტ სივრცეში ძირითადად Michael)

ასაკი: 27 წლის

მდებარეობა: ირმის ნახტომის გალაქტიკა. პლანეტა დედამიწა. საქართველო თბილისი.  😀

კიდევ უფრო მეტის გასაგებად ჩემი facebook ღიაა ყველასთვის

ელ ფოსტა: michael.kaulashvili@gmail.com

Skype: misha2624

Facebook_icon

google_plus

TwitterIcon

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: