კითხვები & პასუხები

lead_with_questions1ბევრ ადამიანს აინტერესებს რა ხდება სამყაროში. პასუხის მისაღებად ისინი გუგლს ან სხვა რომელიმე საძიებო სისტემას მიმართავენ. წერენ კითხვას და ეძებენ პასუხს. ასეთი კითხვების პატრონები ხშირად ხვდებიან ჩემ ბლოგზე. ცუდი ისაა რომ საძიებო სისტემა კითხვის შინაარს კი არ იგებს და ზუსტად პასუხობს. არამედ წინადადების ცალკეულ სიტყვებს პოულობს. ადამიანებიც ხშირად ვერ იღებენ ზუსტ პასუხს. უცხოურ (უმეტესად ინგლისურ) წყაროებში ბევრი ინფორმაციაა, ქართული წყაროები კი მწირია. უცხო ენა ბევრმა არ იცის. ამიტომ გადავწყვიტე ჩემ ბლოგზე მოვუყარო თავი იმ ელემენტარულ კითხვებს, რომლებითაც აქ ხვდებიან ადამიანები. ხშირად გვგონია რომ ვიცით ელემენტარული საგნები, რატომაა ცა ლურჯი, რატომ ხდება მიქცევა და მოქცევა, ან რატომ ციმციმებენ ვარსკვლავები. მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ცოდნა ფრაგმენტულია, ან რომელიმე ასეთ მარტივ კითხვაზე არ დავფიქრებულვართ აქამდე და მერე უცებ ცნობისმოყვარეობა გვიპყრობს. მაგრამ ინფორმაცია ქართულად ძალიან მწირია. ზოგჯერ ამ მარტივ კითხვებზე გვჭირდება მაქსიმალურად მარტივი, მოკლე და გასაგები პასუხები. მეც სწორედ ამას ვეცდები ამ გვერდზე, ვუპასუხებ იმ კითხვებს რომლებიც ჩემ ბლოგზე მოხვდნენ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ ყოველთვის მარტივი და მოკლე პასუხი არ გამოვა. ზოგჯერ კითხვა მარტივი ჩანს მაგრამ რთულ თემას ეხება.

კითხვები დალაგებული იქნება თემების მიხედვით. და დროდადრო განახლდება ახალი კითხვების გაჩენასთან ერთად. კითხვის დასმას მივესალმები კომენტარებშიც

თემა: დედამიწა და მთვარე

კითხვა: რატომ ჭირდება მთვარე დედამიწას?

პასუხი:

დედამიწას არ ჭირდება მთვარე, მის გარეშეც მშვენივრად იარსებებდა. მთვარე საჭიროა დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის და ეკოსისტემისთვის. რადგან იგი არეგულირებს დედამიწის ღერძის გადახრას ეკლიპტიკის სიბტყისადმი. ეკლიპტიკის სიბრტყე წარმოადგენს წარმოსახვით დისკოს, რომელსაც ქმნის დედამიწის ორბიტა. დედამიწის ღერძის გადახრა და ამ გადახრის დიდ ხანს შენარჩუნება იწვევს სეზონების განვითარებას, რის შედეგადაც პლანეტა მზიდან მიღებულ ენერგიას მეტ ნაკლებად თანაბრად ანაწილებს. სეზონების სტაბილურ მონაცვლეობაზე დამოკიდებულია დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უდიდესი ნაწილი. რომ არა მთვარე დედამიწის ღერძის გადახრა გაცილებით არასტაბილური იქნებოდა (ხშირად შეიცვლებოდა) რაც გამოიწვევდა სეზონების მოშლას. ზოგ ადგილას საშინელი სიცხე იქნებოდა ზოგან კი საშინელი სიცივე. გარემო ხშირად შეიცვლებოდა და ცოცხალ ორგანიზმებს ექნებოდათ ადაპტაციის პრობლემა. რომ არა მთვარე შესაძლოა სიცოცხლე არც განვითარებულიყო. რადგან დედამიწის ადრეულ ისტორიაში მთვარე იწვევდა გაცილებით დიდ მიქცევებს ოკეანეში. რაც ქიმიური ნივთიერებების უკეთ შერევას უწყობდა ხელს. თუმცა მთვარე რომ არ ყოფილიყო ეს სულაც არ ნიშნავს რომ სიცოცხლის განვითარებას და ევოლუციას არ ქონდა შანსი. მთვარის გარეშე შესაძლოა სიცოცხლე უბრალოდ უფრო ექსტრემალური და შემგუებლური ყოფილიყო. თუმცა დღევანდელი სიცოცხლის ჩამოყალიებებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩვენს თანამგზავრს. მან შეგვიქმნა სტაბილური გარემო. სავსე მთვარე ბევრ ორგანიზმზე მოქმედებდა და მოქმედებს, რადგან ღამე განათებული მთვარე ქმნიდა დამატებით არენას მათი მოქმედებისთვის.

earth axis

კითხვა: მზის ენერგია რომ შეწყდეს რა მოხდება დედამიწაზე?

პასუხი: საშინლად აცივდება. თუ მზე გაითიშება (რაც ფიზიკურად შეუძლებელია) დედამიწაზე დაიწყება ყველაზე დიდი გამყინვარება რაც კი მის ისტორიას ახსოვს. თუმცა ეს გამყინვარება მყისიერად არ მოხდება, მზის გაქრობას ჩვენ რეალური მოვლენიდან 8 წუთში ვნახავთ. (სინათლეს მზიდან დედამიწამდე მოსაღწევად 8 წუთი ჭირდება) შემდეგ დაისადგურებს საუკუნო ღამე. ერთ კვირაში გლობალური ტემპერატურა საშუალოდ -20 ცელსიუსამდე დაეცემა. ეს ნიშნავს რომ ეკვატორზე ტემპერატურა საშაულოდ იქნება -20. წელიწადში კი -100 გრადუსამდე. მზის ჩაქრობიდან მალევე დაიწყება ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვა. ფოტოსინთეზი შეწყდება და მცენარეების უმეტესი ნაწილი პირველივე დღეებში დაიღუპება. სიკვდილი გარდაუვალი იქნება დედამიწის ზედაპირზე მცხივრები ყველა ორგანიზმისთვის. მხოლოდ მიწის და ოკეანის სიღრმეში მცხოვრებს ორგანიზმებს ექნებათ გადარჩენის შანსი, რადგან დედამიწას გააჩნია გეოთერმული ენერგიის წყარო, მიწის სიღრმიდან ამომავალი სითბო. ოკეანეები გაიყინება, მაგრამ მის სიღრმეებში დიდ ხანს დარჩება თხევადი წყალი და სითბო, წყალქვეშა ვულკანების და გეოთერმული ენერგიის გამო. ამიტომ წყალქვეშა და მიწისქვეშა მიკროორგანიზმების ზოგიერთი წარმომადგენელი გადარჩება და კიდევ დიდ ხანს გააგრძელებს სიცოცხლეს. ადამიანთა მცირე ნაწილი წინასწარ მომზადების შემთხვევაში გადარჩება. შეეძლებათ იცხოვრონ წყალქვეშა ხომალდებში. ყველაზე ღრმა და თბილ ადგილებში. მათ შეეძლებათ გამოიყენონ გეოთერმული და ატომური ენერგია რათა გააგრძელონ არსებობა და ცხოვრება. მზის ჩაქრობა გამოიწვევს არა მხოლოდ გამყინვარებას არამედ. დედამიწის ორბიტიდან მოწყვეტას. ჩვენი პლანეტა გახდება მოხეტიალე და მომთაბარე. რომელიც უსასრულოდ იხეტიალებს კოსმოსურ ოკეანეში. ასეთი მოხეტიალე პლანეტები მართლაც არსებობენ, თუმცა მათი მზეები  მყისიერად არ ჩამქრალან. ისინი ან დაბერდნენ და თეთრ ჯუჯად გადაიქცნენ ან სხვა რომელიმე პლანეტის გრავიტაციამ ამოაგდო ეს პლანეტები ორბიტიდან. ახლა ეს ობოლი პლანეტები უგვზო უკვლოდ დახეტიალობენ კოსმოსში. შესაძლოა მათზეც არსებობს სიცოცხლე რომელიც მათ წიაღში იმალება.

კითხვა: წარმოიქმნება თუ არა მთვარეზე ბგერები?

პასუხი: არა, მთვარეს არ გააჩნია ატმოსფერო. ბგერა კი ვაკუუმში არ ვრცელდება. მას ჭირდება რაიმე სუბსტანცია, მაგალითად ჰაერი, ან წყალი. ბგერა სხვა არაფერია თუ არა, რაიმე სუბსტანციის მოლეკულათა ვიბრაცია და შეჯახება.

კითხვა: რისგან ჩნდება კრატერები?

1. კრატერები ჩნდება, პლანეტაზე, მთვარეზე (ბუნებრივ თანამგზავრზე) ასტეროიდზე (მყარ ციურ სხეულებზე) სხვა ციური სხეულის შეჯახებით, როგორიცაა ასტეროიდი, მეტეორიტი და კომეტა. კოსმოსში ბევრი ციური სხეულია რომელთა ორბიტებიც ხშირად კვეთავენ სხვა უფრო მოზრდილი ციური სხეულების ორბიტებს. (მცირე სხეულების ორბიტები უფრო ხშირაც იცვლება კიდეც) დაჯახებისას ობიექტის კინეტიკური ენერგია გამონთავისუფლდება, რაც პლანეტის (მთვარის, ასტეროიდის) ზედაპირზე იწვევს აფეთქების მსგავს ეფექტს. ბუნებრივია ძლიერი შეჯახებისას პლანეტის (ციური სხეულის) ზედაპირზე ჩნდება ღრმული. სწორედ ეს არის კრატერი.

2. ასევე არსებობს ვულკანური კრატერი, რომელიც ვულკანური ამოფრქვევისას ჩნდება და არა შეჯახებისგან. როდესაც პლანეტა ან მთვარე (ბუნებრივი თანამგზვრი) ვულკანურად აქტიურია. პლანეტის შიგთავსი ცხელი და მდნარია. ეს ცხელი მასა ზოგჯერ ზედაპირზე გამოსასვლელს ნახულობს და წნევის შედეგად ამოიფრქვევა. ამოფრქვევის ადგილზე ჩნდება ძაბრის ფორმის ღრმული,  ვულკანური კრატერი.

თემა: ატმოსფერული მოვლენები

კითხვა: რატომ ჩნდება ცისარტყელა?

პასუხი:

ხილული სინათლე (უხილავიც არსებობს) შედგება სხვადასხვა სიგრძის ტალღებისგან რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს სხვადასხვა ფრად. ესენია ცისარტყელას ფერები. ყველაზე მოკლე ტალღები აქვს იისფერს და ლურჯს, ყველაზე გრძელი წითელს. როცა ყველა ეს სხვადასხვაფერი სინათლე თავმოყრილია ერთად, ის ქმნის თეთრ სინათლეს. მზის სინათლეც ზუსტად ასეთია ის თეთრია, მაგრამ თუ პრიზმაში გავატარებთ, სინათლე გარდატყდება ცისარტყელას ფერებად. (სხვადასხვა ფერის ტალღა განსხვავებული კუთხით გადაიხრება და ამიტომ ერთი მთლიანი თეთრი სინათლე დაიშლება) ცაზე ცისარტყელაც ანალოგიური მიზეზით ჩნდება. ხანდახან როცა მსუბუქად წვიმს, ცის ერთ მხარეს მზე გამოანათებს ხოლმე. მზის სხივები გაივლის წვიმის წვეთებში და ცისარტყელას ფერებად დაიშლება. წვიმის წვეთები პრიზმის ფუნქციას ასრულებენ.

Prism

კითხვა: ოზონის ეკრანი გვიცავს ?

პასუხი: ოზონის შრე, გვიცავს მზის და კოსმოსური რადიაციისგან, რადგან ულტრაიისფერი და სხვა მაღალი ენერგიის სინათლის დიდ რაოდენობას ირეკლავს.

თემა: კოსმოსი

კითხვა: რას წარმოადგენს გალაქტიკა?

პასუხი: გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ნისლეულების, პლანეტების და სხვა ციური სხეულების უზარმაზარი გაერთიანება. მათ ერთიანობას უზრუნველყოფს გრავიტაცია. არსებობს ძირითადად სამი ტიპის გალაქტიკა. სპირალური, ელიფსური და უფორმო.

კითხვა: რატომ არის მზე ლაქებიანი?

პასუხი: მზეს ყოვლეთვის არ აქვს ლაქები, 11 წლიანი ციკლის განმავლობაში მზეზე ხან ბევრი ლაქები შეიმჩნევა, ხან ცოტა და ზოგჯერ საერთოდ სუფთაა მზის ზედაპირი. ლაქები, მზის მაგნიტური ველის გამო ჩნდება. დედამიწისგან განსხვავებით მზის მაგნიტური ველი უფრო არაწესიერია, მზის ცხელი აირები, მაგნიტური ლუპების მიმართულებით ზედაპირიდან ზევით უფრო სწრაფად მოძრაობს. რაც ამ ლუპების ძირში იწვევს ტემპერატურის დაწევას ზედაპირის სხვა უბნებთან შედარებით. შედარებით ცივი რეგიონები, შესაბამისად უფრო მუქი ჩანს, ეს არის სწორედ ლაქები.

კითხვა: რას ზომავენ სინათლის წელიწადით?

სინათლის წლებით, ზომავენ მანძილს. ერთი სინათლის წელი  არის ის მანძილი რასაც სინათლე გაივლის ერთ წელიწადში.  1 სინათლის წელი უდრის დაახლოებით 9.4 ტრილიონ კილომეტრს. სინათლის წლების გარდა ასტრონომიაში შესაძლებელია სინათლის საათების და წამების გამოყენებაც. თუმცა უფრო მცირე მანძილებზე.

კითხვა: რას ნიშნავს სიტყვა ორბიტული მოძრაობა სივრცეში?

ორბიტული მოძრაობა არის მოძრაობა კოსმოსურ სხეულებს შორის რომელიც გამოწვეულია გრავიტაციული ურთიერთქმედებით. მაგალითად. დედამიწა მოძრაობს ორბიტაზე მზის გარშემო. დედამიწას და მზეს ერთმანეთთან გრავიტაცია აკავშირებს. უფრო აკურატულად რომ ვთქვათ დედამიწა და მზე მოძრაობენ საერთო სიმძიმის ცენტრის გარშემო. ისინი ასრულებენ ორბიტულ მოძრაობას. სივრცის აღნიშვნა არც არის აუცილებელი რადგან ყველა მოძრაობა ისედაც სივრცეში ხდება. თუ რატომ ხდება ორბირული მოძრაობა ამის პასუხი უკვე აინშტაინის ზოგად ფარდობითობაშია და ალბათ ცალკე მსჯელობის საგანია.

P.S: განახლებები დრო და დრო იქნება. ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა ბლოგის არქივში.

40 Responses to კითხვები & პასუხები

  1. Tsiklauri says:

    magariaa dzaann ♥ ♥ dzaan kargia rom aseti gverdi arsebobs qartul internetsivrceshi ♥

  2. nini says:

    ნამდვილად კარგი გვერდია 🙂

  3. Soso says:

    წინასწარ ვწუხვარ, თუ ცოტა გაუგებრად ჩამოვაყალიბებ:
    როგორც ვიცით 21 დეკემბერს არის ყველაზე მოკლე დღე დედამიწის ჩრდილო-ნახევარსფეროში, რის შემდეგაც დღე იწყებს ზრდას. მიჩნეულია, რომ სინამდვილეში ამ დღეს იწყება ზამთარი და არა 1 დეკემბერს.
    მაგრამ, მგონია, რომ 21 დეკემბერი არა ზამთრის დასაწყისად უნდა იყოს მიჩნეული, არამედ – მის შუა ნაწილად. რადგანაც ამ დღეს (ისევე, როგორც მის საპირისპირო – 21 ივნისს) დედამიწა იმყოფება ორბიტის იმ წერტილში, როდესაც მისი ღერძი ყველაზე მეტად არის დახრილი მზის მიმართ, მეჩვენება, რომ ამ პერიოდში კი არ იწყება შემდეგი,ახალი სეზონი, არამედ არის სეზონის შუა პერიოდი..
    ანუ, თუ 90 დღედ დავყოფთ თითო სეზონს, 21 დეკემბერი უნდა იყოს ზამთრის 45-ე დღე, და არა პირველი.. შესაბამისად, ამ მიდგომის მიხედვით, ზამთარი იწყება დაახლ. 6-7 ნოემბერს.
    კითხვა: მაინტერესებს რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ სეზონების ასე დაყოფა?
    გმადლობთ.

    • Soso says:

      ცოტა კორექტივები შევიტანე კითხვაში..ის პირველი, ამის ზემოთ, შეგიძლიათ წაშალოთ. გმადლობთ.
      როგორც ვიცით, 21 დეკემბერს არის ყველაზე მოკლე ნათელი დღე და გრძელი ღამე დედამიწის ჩრდილო-ნახევარსფეროში, რის შემდეგაც ნათელი დღეები ისევ იწყებს მატებას. მიჩნეულია, რომ სინამდვილეში ამ დღეს იწყება ზამთარი და არა 1 დეკემბერს.
      მაგრამ, მგონია, რომ 21 დეკემბერი არა ზამთრის დასაწყისად უნდა იყოს მიჩნეული, არამედ – მის შუა ნაწილად.
      იმის გამო, რომ ამ დღეს (ისევე, როგორც მის საპირისპირო – 21 ივნისს) დედამიწა იმყოფება ორბიტის იმ წერტილში, როდესაც მისი ღერძი ყველაზე მეტად არის დახრილი მზის მიმართ, მეჩვენება, რომ ამ პერიოდში კი არ იწყება შემდეგი,ახალი სეზონი, არამედ არის სეზონის შუა პერიოდი..
      თუ 90 დღედ ვყოფთ თითო სეზონს, მაშინ 21 დეკემბერი უნდა იყოს ზამთრის 45-ე დღე, და არა პირველი.. შესაბამისად, ამ მიდგომის მიხედვით, ზამთარი იწყება დაახლ. 6-7 ნოემბერს.
      კითხვა: მაინტერესებს რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ სეზონების ასე დაყოფა?
      გმადლობთ.

      • michael says:

        ჩემი აზრით როგორც არის თანამედროვე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით დაყოფილი სეზონები, ჯერ ჯერობით მუშაობს. რამდენადაც ემთხვევა ამა თუ იმ ნახევარსფეროში აციების ან დათბობის ძირითად ციკლს. ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს ზამთრის დასაწყისად 1 დეკემბერს მივიჩნევთ 21 დეკემბერს თუ 6-7 ნოემბერს. მთავარი ისაა რომ ვიცით ნოემრის მოახლოებისას იწყება ცივი სეზონი, აპირლის დროს კი თებება. მთავარი ისაა რომ კალენდარმა მაქსიმალურად ზუსტად აღწეროს წელიწადის დრო და არა ის კონკრეტული სეზონის დასაწყისად რა კონკრეტულ თარიღს ავირჩევთ. ეს ჩემი პირადი აზრია. ეს საკითხი სამეცნიერო პრობლემა არაა.
        მადლობა კითხვისთვის.

  4. Guja says:

    ძალიან საინტერესო ინფოებია ასე გააგრძელე 😉

  5. lasha says:

    gtxovt mitxrat ras nishnavs sinatlis weliwadi??

    • michael says:

      სინათლის წელიწადი არის მანძილის ერთეული. ანუ ის მანძილი რასაც სინათლე გაივლის ერთ წელიწადში, დაახლოებით უდრის 9,5 ტრილიონ კილომეტრს

  6. ლილე says:

    რა მოხდება დედამიწის წარმოსახვითი ღერძი ორბიტის სიბრტყის მიამართ დახრილი რომ არ იყოს?

    • michael says:

      რა მოხდება და არ იქნება სეზონები, ეკვატორზე იქნება სიცხე ჩრდილოეთით და სამხრეთით განედების ზრდასთან ერთად აცივდება, სავარაუდოდ ჩრდილო ევროპაში ამერიკასა და რუსეთში სულ ზამთარი იქნება

  7. გამოხმაურება: კითხვები & პასუხები | nanasoutlook

  8. ruso says:

    მაინტერესებს რისი წელი იყო 2009და 2012 წელი

    • michael says:

      ჰროსკოპს მეკითხებით?
      ეს ასტროლოგიური ბლოგი არაა, ასტროლოგია და ასტრონომია, სხვადასხვა რამეა. ასტრონომია და საერთოდ მეცნიერება არ აღიარებს ასტროლოგიას რადგან ის ფსევდომეცნიერებაა.

  9. ლიზი says:

    მაინტერესებს თუ რა სიჩქარით ვრცელდება ჰაერში სინათლე?

    • michael says:

      სინათლის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში არის (დაახლოებით) 300 000 კმ წამში, ჰაერში და სხვადასხვა სუბტსანციაში შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან მცირე და უმნიშვნელო იქნება. ჰაერში მითუმეტეს.

    • გორგი says:

      300000კმ/წმ

  10. misha says:

    მაინტერესებს- რა აფართოვებს სამყაროს მუდმივად?

    • michael says:

      უკანასკნელი თეორიების მიხედვით ბნელი ენერგია არის ის რაც აფართოვებს სამყაროს აჩქარებულად. რომელსაც ასევე ვაკუუმის ენერგიას ეძახიან.

  11. ლევან გოგელიძე says:

    რა სიჩქარით ვრცელდება ჰაერში სინათლე?

  12. Elni says:

    დედამიწაზე არის ისეთი ადგილები სადაც სეზონები არ იცვლება,რითაა ეს გამოწვეული?

  13. babi ^_^ says:

    რა არის ისეთი რაც ყველაფერს ჭირდება მათ შორის დედამიწასაც და თვით ჰაერსაც კი

    • michael says:

      კითხვას ვერ მივხვდი,
      თუ აუცილებელ ინგრედიენტს გულისხმობ, ყველა (თითქმის) მატერიალური სხეული შედგება ატომებისგან. ყველაფრის “ასაგებად” საჭიროა ატომები. :)))

  14. amiliusi says:

    რატომ არის, რომ შავი ხვრელი სხვადახსხვანაირად მოქმედებს გრავიტაციაზე და სინათლეზე, რომლებიც ერთნაირი სიჩქარით ვრცელდებიან სივრცეში. გრავიტაცია გამოდის შავი ხვრელიდან და ელექტრომაგნიტური გამოსხივება ვერა. სივრცე ხომ ერთნაირად მრუდდება ორივესთვის? თუ სივრცის გამრუდება გრავიტაციის გავრცელებაზე ვერ ხდენს ზემოქმედებას?

  15. მადლობა ძალიან დამეხმარეთ

  16. Lana says:

    გმადლობთ, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და საინტერესოდ აყალიბებთ. კოსმოსი ძალიან მაინტერესებს ხშირად ვესტუმრები ამ გვერდს 🙂 წარმატებები თქვენ!

  17. გორგი says:

    არსებობს თუ არა დედამიწაზე ადგიები,სადაც სეზონები არ იცვლება

  18. გორგი says:

    რომელ სეზონშია დღეები უფრო გრძელი, ხოლო ღამეები მოკლე??? რატომ????

  19. მარიამი says:

    ერთი კითხვა მაქვს რა მოხდებოდა დედამიწის წარმოსახვითი ღერძი ორბიტის სიბრტყის მიმართ დახრილი რომ არ იყოს?

  20. tamari says:

    რა არის ტროპიკული და პოლარული სარტყლები?

  21. qeti says:

    Gtxovt mitxarit ratom ar iqneboda weliwadis droebi, dedamiwis gerdzi daxrili rom ar iyos

  22. qeti says:

    ratom ar iqneboda weliwadis droebi, dedamiwis gerdzi daxrili rom ar iyos?

  23. ბარბარე says:

    გამარჯობა, მე შენი ბლოგი ძალიან მომწონს, ასე განაგრძე, მაგრამ მაქვს კითხვა: არსებობს რაიმე მწერი, ცხოველი, ფრინველი… რომელიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობს და უკვდავსაც ეძახიან???

  24. ანასტასია says:

    რომელი ფაქტორები ქმნის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს

Leave a reply to Guja კომენტარის გაუქმება

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ