სად მივყავართ ევოლუციას?


evolutionდაახლოებით ნახევარი წლის წინ კამათი მომივიდა ჩემ დასთან. თემა ეხებოდა საქართველოში კარგად ნაცნობ ყბადაღებულ ჩიპებს. ალბათ გახსოვთ ჩვენ ქვეყანაში გავრცელებული ლეგენდები და მითები ბიოჩიპების შესახებ. თუ ვინ და როგორ გაავრცელა ეს ლეგენდები და მითები ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მითუმეტეს ეს არც ამ ახალი ბლოგის თემატიკაა და არც კამათის გასაღები. ჩვენ უფრო ვკამათობდით ჩიპებზე და ადამიანის როლზე. მოგეხსენებათ სიახლეს (რომელიც მხოლოდ იდეის დონეზეა მსოფლიო მასშტაბით) არც თუ ისე ადვლად ეგუება ადამიანთა უმრავლესობა და მითუმეტეს ისეთ უცნაურ რამეს როგორიცაა ბიოჩიპი. თუ გამოვაკლებთ რელიგიურ ფუნდამენტალისტებს და ფანატიკოსებს, რომლებიც ამ ბიოჩიპებში რაღაც მეორედ მოსვლის ნიშნებს, ანტიქრისტეს ბეჭედს და სატანის ხელს ხედავენ, დაგვრჩება ადამიანთა უზარმაზარი მასა რომელიც არც თუ უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მისტიფიკაციის და რელიგიური გრძნობების გარეშე, ერთგვარი შიშით და უნდობლობით უყურებს ბიოჩიპების არც თუ ისე ახლო პერსპეტქტივას. ეს ბუნებრივია – ჩნდება ერთგვარი შიში. ხომ შეიძლება ეს მთავრობებმა და მონსტრმა კორპორაციებმა ბოროტად გამოიყენონ? ხომ შეიძლება ეს იყოს კონტროლის და ადამიანის უფლებების შემზღუდავი საშუალება. ჩემი პასუხია – კი როგორ არა, თავისუფლად. მაგრამ კამათი მაინც უფრო სხვა რამეს ეხებოდა. მე რათქმაუნდა ვაცნობიერებ და სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია რომ ბიოჩიპი ვიღაცამ ან ვიღაცეებმა შესაძლოა არაკეთისინდისიერი მიზნით გამოიყენონ, მაგრამ ამ საფრთხის მიღმა არ მესმის რა მორალური ბარიერი უნდა ეღობებოდეს ადამიანს.

ჩემი და კი როგორც ჩანს დიდ წინააღმდეგობას აწყდება და სვავს მისი აზრით გადაულახავ კითხვას “სადამდე შეიძლება წავიდეს ადამიანი?” ჩემი აზრით მსგავსი პოზიცია ცდილობს გაავლოს საზღვარი ადამიანსა და კიბორგს შორის ან ადამიანსა და რაღაც სხვას შორის. სწორედ აქ წარმოიქმნება წინააღმდეგობა. თუ ჩავიდგით ჩიპები და რაღაც მოწყობილობები სხეულში. გავაგრძელეთ ეს პერსპექტივა გავიუმჯობესეთ ხედვა ან რამე სხვა მახასიათებლები, ბოლო ბოლო სად არის ზღვარი ადამიანად ყოფნასა და რაღაც სხვას შორის? ეს კითხა აშინებს ადამიანს, რადგან მან თავისი მნიშვნელობა რაღაც საკრალურს დაუკავშირა. ჩიპები და სხვადასხვა მოწყობილობები უსულოა. ადამიანი რაღაც უფრო მეტი. კითხვაზე ‘სადამდე შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი” ჩემი აზრით პასუხი უნდა იყოს “სადამდეც ევოლუცია წაგვიყვანს” ადამიანთა დიდ ნაწილს, წარმოუდგენია რომ ევოლუცია (თუ ასეთი რამე ოდესმე მომხდარა) იყო ადრე. რაღაც სახეობები იცვლებოდა და და აი მოვედით თანამედროვე ეპოქში სადაც ყველაფერი ჩამოყალიბებულია, ადამიანი ადამიანია და სპილო კიდევ სპილო. ასეც იქნება მანამ ვარსებობთ. ეს მცდარი აზრია, რადგან ევოლუცია არ დამთავრებულა და არც დამთავრდება სანამ ჩვენ პლანეტაზე ან სხვაგან იმოძრავებს რაიმე. ადამიანი ყოველთვის არ იყო, და არც ყოველთვის ადამიანად დარჩება.  თუ ჩვენ ცივილიზაციას კვლავ დიდ ხანს უწერია არსებობა მაშინ ადამიანი აუცილებლად შეიცვლება რაღაც სხვად. ეს იქნება ისეთივე გარდაუვალი საფეხური როგორც ალბათ  ავსტრალოპითეკის ჩანაცვლება ჰომო საპიენსით. მე ვფიქრობ ამჯერად ეს არ იქნება ბიოლოგიური ევოლუცია. ეს იქნება ევოლუცია სხვა სიბრტყეში.

ალბათ როგორც ადამიანთა უმრავლესობას (ჩვენ ქვეყანაში მაინც) მიგაჩნიათ რომ ყოველგვარი ბიოჩიპი და ხელოვნური მოწყობილობა სხეულში ზედმეტია. რომ ადამიანი ბუნებრივი უნდა იყოს. რომ ეს ბუნებრივობა ქმნის ადამიანს ადამიანად. ჩემ დას ასეთი რამ ვკითხე. თუ ბიოჩიპი ყოვლად მიუღებელია, მაშინ მიუღებელი უნდა იყოს მაგალითად ფეხის პროტეზიც. რა შუაშია ფეხის პროტეზი? ფეხის პროტეზიც არ არის ნამდვილი ფეხი. ეს ხომ ხელოვნურია? ეს ხომ რაღაც მოწყობილობაა…თუ  ფეხის პროტეზი ჭირდება ადამიანს რომელმაც ფეხი დაკარგა, აი ჩიპი კი არ არის საჭირო? განსხვავება მხოლოდ ისაა რომ პროტეზი აუცილებელიც კია. ბიოჩიპი ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ მოდი შევხედოთ სხვანაირად. ჩვენ უკვე ვართ კიბორგები გარკვეული გაგებით. ჩვენ უკვე ვიყენებთ უამრავ მოწყობილობას რომელიც აუმჯობესებს ჩვენ აღქმას, კავშირს და ათასობით ყოველდღიურ საქმიანობას.ჩვენ უკვე მივიერთეთ გონებასა და სხეულზე ტექნოლოგიური ჯადოსნობები. ეს ტელეფონები, კომპიუტერები ჩვენი სმენის გაფართოებაა. ჩვენ შეგვიძლია გავარღვიოთ დრო და სივრცე და დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოვისმინოთ თითქმის ნებისმიერი ადამიანის ხმა. გადავისროლოთ ჩვენი ყური 15 000 კილომეტრის მიღმა და ისევე ვესაუბროთ ვინმეს როგორც გვერდით მდგომს. ეს ჩვენი ახალი ყურია რომელიც მთელ დედამიწას წვდება, ისე რომ გეოგრაფიული გადაადგილებაც არ ჭირდება. ტელესკოპები ეს ჩვენი თვალების გაფართოებაა, ჩვენ ვიხედებით სხვა პლანეტებზე და სამყაროს კიდემდე, სადაც არასდროს აქამდე არავის გაუხედია თავისი ჩვეულებვრივი თვალებით. მარსმავალი რობოტები ეს ჩვენი ფეხების და ხელების გაფართოებაა რომელიც სხვა პლანეტაზე გრუნტს და ქვებს ეპოტინება. მთელი ეს ტექნოლოგიური საოცრებები უკვე არის ჩვენი თვალები, ყურები,  ხელები და ფეხები. უბრალოდ ამას ბევრი ვერ ხვდება. მთელი ეს ტექნოლოგიები ჩვენს სხეულს გარეთაა, მაგრამ ისინი ჩვენი სხეულის გაგრძელებასCyborg Dante წარმოადგენენ. აქვს კი დიდი მნიშვნელობა სად განთავსდება ჩიპი, სათვალეში, ჯიბეში თუ სხეულის რომელიმე ნაწილში? ჯიბეში თუ გიდევს არ გაკნინებს და თუ სხეულშია, ეს უკვე სხვაა? მნიშვნელობა აქვს, ალბათ უფრო პრაქტიკული და არა მორალური. რადგან ეს პროცსი აბსოლიტურად ბუნებრივი და კანონზომიერია. ადამიანი განწირულია შესაცვლელად. ადამიანი გადაშენდება ისევე როგორც მილიონობით სხვა სახეობა გადაშენებულა ევოლუციური ისტორიის მანძილზე. თუმცა შესაძლებელია სხვა მხრივაც განვიხილოთ ეს მოვლენა ეს იქნება არა მთლად გადაშენება, არამედ გარდაქმნა, თვითგარდაქმნა. გადაშენება მხოლოდ იმას უსვამს ხაზს რომ სახეობა ჰომო საპიენსი (ადამიანი) სავარაუდოდ შეწყვეტს არსებობას. მაგრამ ის შექმნის მემკვიდრეობას, რომელიც მის საქმეს, მის მისწრაფებებს, მის ხელს სამყაროს შორეთში წაიღებს. ერთის მხრივ ადამიანი არც კი გაქრება, უბრალოდ დატოვებს ბიოლოგიურ სხეულს. ჩვენი ბედია გავხდეთ ტრანს ადამიანები, კიბორგები და რობოტები. რაოდენ ბანალურადაც და ფანტასტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს აზრი არც სპილბერგის გავლენაა და არც სხვა ფანტასტი რეჟისორის თუ მწერლის. ეს არის ევოლუციური გზა რომელიც სავარაუდოდ უნდა გავიაროთ განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ეს არის კაცობრიობის დიდი სურათი, და სწორედ ამიტომ შეიძლება ვინმესთვის ისე ჟღერდეს როგორც აბსურდი და სისულელე.

თუ გვინდა სერიოზულად მივიღოთ ეს აზრი, მაშინ უნდა განვიხილოთ ისიც თუ რატომაა ეს გზა ჩვენი “ბედი”. რატომ კიბორგი და რობოტი? არ შეიძლება ადამიანად დავრჩეთ? ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენ ტექნოლოგიას, რომელიც დამოკიდებულია ელექტრონულ მოწყობილობაზე. ტექნოლოგია ხდება ჩვენი გრძნობის ორგანოების გაფართოება. ჩვენი გრძნობის ორგანოები და შესაძლებლობები ფართოვდება ტექნოლოგიაში და არა ბიოლოგიურ ორგანიზმში. ეს პროცესი თავის დროზე გამოიწვევს ჩვენს მთლიან გარდაქმნას. რადგან ამ მხრივ განვითარება უფრო ადვილია. ბიოლოგიის ხელოვნური სტიმულირებაც შეიძლება, მაგრამ ბიოლოგიური მდგომარეობა გაცილებით მეტად ლიმიტირებულია ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. ბუნება კი ამჯერად ჩვენი სახით და ხელით მიისწრაფვის უფრო ეფექტური და მოსახერხებელი მდგომარეობისკენ.

TRANSHUMAN

ყველაფერ ამაში მე ვხედავ ბუნების კანონზომიერ მოქმედებას. რის ფარგლებშიც სიცოცხლე ამჯერად ადამიანის სახით, მიისწრაფვის გაფართოებისკენ. სანამ ადამიანის წინაპარში ტვინი განვითარდებოდა, მანამდე იყო მხოლოდ გენები. გენები განიცდიდნენ მუტაციებს და ბედი მხოლოდ იმ ორგანიზმებს სწყალობდათ რომელთაც აღმოაჩნდებოდათ სასარგებლო მუტაცია. სიცოცხლე მთლიანად დამოკიდებული იყო დედამიწის კეთილგანწყობაზე. გარემო პირობებზე. გარემო პირობებთან შეგუების მაღალი სტანდარტი ნიშნავს იმას რომ გადარჩენა აღარ იყოს დამოკიდებული შემთხვევით მუტაციებზე. ამისთვის თავად სახეობამ უნდა შეცვალოს გარემო. ყველა ცოცხალი სახეობა გარდაქმნის გარემოს, მაგრამ ეს სიცოცხლის ორგანული ნარჩენებია და არა გამიზნული ფორმირება. სიცოცხლე მოაზროვნე სახეობამდე  მარტივად რომ ვთქვათ იყო კოპირება, გენების უზარმაზარი ინფორმაციის კოპირება, მაგრამ ინფორმაციის კოპირება და ამ ინფორმაციაში მცირე შემთხვევითი ცვლილებები ვერ იქნებოდა სტაბილური. ამიტომ შემდეგი საფეხური თავდაცვის უკეთესი სისტემისთვის გახდა ტვინი. შემდგომ კი ძუძუმწოვრის ტვინი, სადაც განვითარდა ტვინის ქერქი. ამ ორგანოს განვითარება წარმოადგენდა უფრო მობილურ იარაღს, რომელსაც შეეძლო გაცილებით ეფექტური ყოფილიყო ვიდრე მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევას და გენების შემთხვევით ცვილებებს შეეძლო. თუ აზროვნებ, შეგიძლია მიიღო შენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ნაცვლად იმისა რომ ბუნების წყალობაზე იყო დამოკიდებული. და სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა, თუ გენების ცვლილება მთლიანად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, ტვინი უკვე თავად ამუშავებს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებებს. ორგანიზმს შეუძლია რეალურ დროში იმოქმედოს თავად, მოვლენები დაჩქარდა, მას შეუძლია თავად შეიქმნას ის გარემო რაც ჭირდება. და აი პოულობს ცეცხლს, აშენებს სახლს, იდგავს კონდიციონერს, გამათბობელს და ა.შ. მალე თავისი გრძნობის ორგანოები არ ყოფნის და აფართოებს მათ. ხედავს X გამოსხივებაში და ინფრაწითელ დიაპაზონში, ესმის ის რაც წესით მის ბიოლოგიურ ყურს არ შეუძლია აღიქვას. ხედავს იმას რასაც მისი ბიოლოგიური თვალი ვერასდროს დაინახავს. გადაადგილდება იქ სადაც მისი ორი ფეხი ვერასდროს მიიყვანდა. შემდეგი საფეხური უნდა იყოს კიდევ უფრო შორს წასვლა, კიდევ უფრო მეტის დანახვა. იქ სადაც ტექნოლოგია ჩვენი პერსპეტივიდან ღვთაებრივ შესაძლებლობებს უტოლდება ბიოლოგიური ორგანიზმი საჭირო აღარაა, უფრო მეტიც ხელის შემშლელია. ბიოლოგიური ორგანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს სპეციფიურ პირობებს და გაცილებით არაეფექტურია. მაგალითად ვერ უძლებს გარკვეულ აჩქარებას, აქვს ლიმიტირებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. მისი არსებობის დროც ლიმიტირებულია. მისი ორგანოების მუდმივი განახლებაც უფრო რთული ვიდრე მანქანის.  თუ ეს ყველაფერი ექსტრემალურად დაუჯერებელია, დაფიქრდით შორეულ პერსპეტივაზე და არა ხვალინდელ დღეზე. დედამიწის რესურსები ამოწურვადია, პლუს დიდი საფრთხეა იმის რომ ადამიანმა როგორც ახალგაზრდა გამოუცდელმა სახეობამ დროზე ადრე დახარჯოს რესურსები და ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის საჭირო საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გააუარესოს. შორეულ პერსპექტივაში ჩვენ ან ჩვენი მემკვიდრეები აუცილებლად გავალთ კოსმოსში, რათა გადავარჩინოთ ცივილიზაცია, გავალთ რესურსებისთვის, საფრთხის თავიდან ასაცილებლად და იმიტომაც რომ დედამიწაზე უბრალოდ ვეღარ დავეტევით ყველა. ჩვენს ამბიციას ვეღარ გაწვდება დედამიწა. ეს იქნება აუცილებელი საფეხური და არა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულების ახირება. კოსმოსში თუ მასიურად გავალთ, ალბათ არ დავიწყებთ ფერმერობას და მეცხოველეობას, რათა საუკუნეების განმავლობაში ასეთი სახით ვიკვებოთ. ისეთი საკვები ინდუსტრიის მშენეებლობა როგორც დედამიწაზეა კოსმოსში არაეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში ჩვენ გადავალთ უფრო ეფექტურ ენერგიაზე, ეს კი არ იქნება ბიოლოგიური საკვები. ბიოლოგიურ საკვებს თუ არ მივიღებთ, არც თავად ვიქნებით ბიოლოგიური არსებები.

კი მაგრამ ცნობიერება? და ადამიანის არსი? მე არ მგონია რომ ეს რაღაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ინფორმაცია. ინფორმაცია კი შეიძლება ჩავწეროთ ციფრულ ფორმატში.

P.S: ბონუსი: კიბერ ანთროპლოგი ემბერ ქეისი “ჩვენ ყველანი კიბორგები ვართ ახლა”

17 Responses to სად მივყავართ ევოლუციას?

  1. maromar says:

    რა ქენი, გადაარწმუნე შენი და? 😀

    აუ ისე რა მაგარია, ნაწილებს რო იცვლი, მაღაზიაში რო ყიდულობ ხელს, ფეხს და ესეთ რაღაცეებს, დაქალს რო აჩვენებ, ნახე რა ზმანი თირკმელი ავაგდე 😀
    ერთი ალბათ მეხსიერება იქნება შეუცვლელი, მაგრამ იმასაც გადავიწერთ ახალში ალბათ, ძველს გადავაგდებთ, აი თუ გადაწერამდე დაზიანდა, მაშინ დადგება სიკვდილი 😛

    • michael says:

      ასე ფართოდ არ გაგვიშლია საკითხი, როგორც ამ პოსტში. ასე რომ ისევ ისე ფიქრობს (ალბათ)
      ჰოო აი გადაწერისას თუ მოხდა ერორი მერე ცუდად იქნება საქმე. ოღონდ გააჩნია, თუ მარტო მეხსიერებამ გაჭედა მაშინ ამნეზია გექნება და თუ ცნობიერების გადაწერამ გაჭედა მაშინ ალბათ სიკვდილი 😀

      • maromar says:

        მერე მაყუთი თუ გექნა, უფრო ფართო შესაძლებლობების ტვინს იყიდი, ასეთ ტვინს თუ იყიდი, უფრო მეტი შესაძლებლობა გექნება, რომ უფრო მაგარი ტვინი შექმნა და ასე შენ თავს განავითარებ. გარეგნობასაც ასე შეცვლი. შეხვალ მაღაზიაში და ააგდებ მაგარ ფიგურას 😀 რაც მეტი ფული გექნება, მით უფრო სიმპატიური და ჭკვიანი გახდები. კიდევ უფრო მეტად დაგჭირდება ფული, ვიდრე დღეს.. 😦 პრინციპში ეხლაც მასეა, თუ არ გაქვს საშუალება, კარგ განათლებას ვერ იღებ, სილამაზის სალონში ვერ ივლი, ცხვირი თუ არ მოგწონს, ცხვირის ოპერაციასაც ვერ გაიკეთებ და ასე შემდეგ..

        კონკურენცია ალბათ უფრო გამძაფრდება, ვიდრე დღეს.. 😦

      • michael says:

        ჰოო ეხლაც არის ეგ პრობლემა და მერე უფრო გამძაფრდება. მარტო მდიდრები იქნებიან კაი ტიპები. ასე რომ სხვა ეკონომიკური მოდელი გვინდა. კაპიტალიზმი დამღუპველი იქნება მასეთი განვითარების ეპოქაში. რაღაც კიდევ უფრო ეფექტური მოდელია საჭირო, სადაც ყველას თანაბარი შანსი ექნება. ასე თუ არ იქნა, საუკუნეებს მანძილზე მივიღებთ სხვადასხვა სახეობებს, რომელთა შორისაც ისევ იქნება შუღლი, ომი, რასიზმი და ა.შ.

  2. არც ისე დიდი ხანია ბლოგი მაქვს, მაგრამ მგონი პიველია, როცა სხვის ბლოგის პოსტი ჩავიკითხე დიდი ინტერესით..

    კომენტარებიც კარგი იყო.. ეს ფილმი გამახსენდა http://www.imdb.com/title/tt1053424/

    ნამდვილად, თუ კაპიტალიზმი ამ წლებს გასცდა მინიმუმ ხომ უსამართლობას და აქედან გამომდინარე თავად მეცნიერების განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ხოლო უარეს შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციას მოეღოს ბოლო

  3. ეხლა მინდა კითხვის დროს გზადაგზა გაჩენილი შენიშვნები მოგწერო:

    1) ევოლუციას თუ კარგად გაიაზრებ არ უნდა შეხედო ცალსახად, რადგან გეთანხმები რომ ტექნოლოგია ევოლუციის გზაზე გადარჩენის ალბათობას ზრდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანის მომავალ განვითარებას მხოლოდ მეტალის ბედი აქვს, თან ეს ბედი რელიგიური სიტყვაა და არ გირჩევ მის ხმარებას საერთოდ

    2) მგონი ძალიან კრიტიკულად გიდგები, მაგრამ არაუშავს, ეს ჩემი დადებითი განწყობითაა განპირობებული (მოყვარეს პირში უძრახეო 🙂 )

    “ტელესკოპები ეს ჩვენი თვალების გაფართოებაა, ჩვენ ვიხედებით სხვა პლანეტებზე და სამყაროს კიდემდე, სადაც არასდროს აქამდე არავის გაუხედია თავისი ჩვეულებვრივი თვალებით. მარსმავალი რობოტები ეს ჩვენი ფეხების და ხელების გაფართოებაა რომელიც სხვა პლანეტაზე გრუნტს და ქვებს ეპოტინება. ” – ეს მე პოეტურ გამონათქვამად მეჩვენება, რადგან უშუალოდ ადამიანი ყური და თვალი არ შეცვლილა, ის ისეთივეა როგორიც იყო 30 000 წლის წინ.

    თვალი იმ შემთხვევაში განვითარდებოდა თუ შეიცვლებოდა მისი მოლეკულური, უჯრედული, მოკლედ ბიოლოგიური უნარები. ტექნოლოგია ჩვენთვის ხილვადს და სმენადს კი არ ხდის იმას რასაც ჩვენ სინამდვილეში მაინც ვერ აღვიქვამთ, მაგალითად წითელ წინაცვლებას და ვთქვათ დაბალ ჰერცებს, ის უბრალოდ ვიცით რომ ობიექტურ დონეზე არსებობს, მაგრამ ხელსაწყო მას თარგმნის ისევ ჩვენი შეზღუდული აღქმის ენაზე მხოლოდ. ნუ რათქმაუნდა ეს განვითარებაა, მაგრამ ჩვენ გრძნობის დონეზე ვერ აღვიქვამთ ისე, როგორც ღამურა ან გველი. ამიტომ ევოლუციის შემდგომ ეტაპად მეც კიბორკები მიმაჩნია, რომლებიც გარემოში ადაპტაციისთვის იქნებიან აღჭურვილნი დამატებითი მეტალო-პლასტმასის ინსტრუმენტებით, ესენი ისედაც არსებობს მაგრამ კიბორკი ნიშნავს ალბათ ისეთ ბიოლოგიურ სხეულს, რომელსაც მაგ, პორტატულ დონეზე აქვს ტელესკოპი, ან რეაქტიული ძრავა ზურგჩანთასავით.

    3) დავუბრუნდეთ ევოლუციას, როგორც ცნობილია ადამიანსა და მაიმუნს საერთო წინაპარი ყავდა, ანუ ის წინაპარი ევოლუცირდა ნიშნავს რომ განვითარება გაიყო ორი მიმართულებით – ადამიანად და მაიმუნად, წინაპარი დღეს არ არსებობს. არაცალსახოვანი დამოკიდებულება სწორედ ამგვარ ალბათობას გულისხმობს, ნუ ევოლუცია ისეთი თეორიაა რომელიც კი ხსნის არსებულს მაგრამ წინასწარმეტყველების საშალებას არ იძლევა, ამიტომ ყველა შესაძლო განვითარება უფრო სავარაუდოს დონეზეა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ დავინახოთ ტენდენციები და იმგვარს შევუწყოთ ხელი რომელიც უფრო ეფექტური იქნება.

    4) დიახ დღევანდელი სახის ადამიანი “ვერ უძლებს გარკვეულ აჩქარებას, აქვს ლიმიტირებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. მისი არსებობის დროც ლიმიტირებულია. მისი ორგანოების მუდმივი განახლებაც უფრო რთული ვიდრე მანქანის. ისეთი საკვები ინდუსტრიის მშენეებლობა როგორც დედამიწაზეა კოსმოსში არაეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში ჩვენ გადავალთ უფრო ეფექტურ ენერგიაზე, ეს კი არ იქნება ბიოლოგიური საკვები. ბიოლოგიურ საკვებს თუ არ მივიღებთ, არც თავად ვიქნებით ბიოლოგიური არსებები.”

    მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, მაგალითად მეცნიერების განვითარების წყალობით შეიძლება დამზადება ბილოგიური საკვების სინთეზური ნივთიერებების, რომელიც შეიძლება დამზადებულ იქნას, როგორც ულუფად ასევე ინექციად, და რომელიც ათეულობით მეტი ენერგიის შემცველი იქნებ ავიდრე ხორცი, ან ბოსტნეულობა.

    მაგ. ბრმა ნაწლავი დაქვეითდა, ისევე შეიძლება დაქვეითდეს საერთოდ კუჭი და დარჩეს მხოლოდ სხვადსხვა ტოქსინების გამომყოფი ორგანო, მოკლედ შეიძლება ბიოლოგიურად განვითარება იმ დონემდეც კი რომ სხეული უძლებდეს რადიოაქტიურ გამოსხივებას.

    5) დასკვნა 🙂 ის რომ კაი პოსტი იყო, და ევოლუცია შეიძლება მაიმუნებისა და ადამიანების მსგავსად გაგრძელდეს, ისე რომ მათი საერთო წინაპარი იქნება ადამიანი ხოლო პოპულაციები: კიბორგები, მუტანტები და რობოტები (ფაქტია რომ მაიმუნებშიც უამრავი სახეობა და ჯგუფია)

    ან უფრო მეტიც ხელოვნური ინტელექტის სერვერულმა არსებობამ შეიძლება საერთოდ მოსპოს ინდივიდები და დარჩეს მხოლოდ ერთი ცენტრალური ცნობიერება, სუპერ ტვინი და დანარჩენი დედამიწაზე და სხვაგან იქნება მხოლოდ მისი ორგანოები და საწარმოო ძალები 😉

    • michael says:

      მადლობა კომენტარისთვის. მე ყოველთვის მივესალმები კრიტიკულ განხილვას.
      ჩემი აზრი შენს კომენტარზე ასეთია:
      1. რათქმაუნდა მე წინასწარმეტყველი არ ვარ და შეიძლება ვცდებოდე. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენი გამეტალება უკვე დაიწყო. საბოლოო შედეგი კი იქნება ხელოვნური ინტელექტი რომელიც ჩვენი მემკვიდრე გახდება. რათქმაუნდა მანამდე (სრულ გამეტალებამდე) ბიოტექნოლოოგიები წყალობით გაუმჯობესდება ჩვენი ბიოლოგიური მახასიათებლები. მაგრამ მგონია რომ საბოლოო ბედი მაინც გამეტალებაა. რადგან ბევრად ეფექტური იქნება ე.წ გაჯეთი ვიდრე ბიოლოგია, რაც არ უნდა სტიმულირება გაუკეთო. ჰო რაც შეეხება ბედს. ნუ შეხედავ ბედს როგორც რელიგიურ სიტყვას, რა თქმაუნდა მე არ ვგულისხმობ რაღაც ღმერთის მიერ შედგენილ გეგმას ან მისტიკურ წიგნს რომელშიც წინასწარ წერია ყველაფერი. ბედი ეს არის გარკვეული პერსპექტივით გარდაუვალი მოვლენა.(ნუ გარდაუვალთან ახლოს მაინც)
      2.კი ცოტა პოეტური ნათქვამია. ტელეფონი უშუალოდ შენი ყური არაა. თუმცა კი აფართოებს შენი გრძნობის ორგანოების მოქმედების არეალს..ტელესკოპი აფართოებს ხედვის არეალს. და ა.შ. ერთის მხრივ ეს გრძნობის ორგანოების განვითარებაა, იმიტომ რომ აფართოებს მათი მოქმედების არეალს. ოღონდ ეს ჩვენი “ყურები” და “თვალები” ვითარდება ტექნოლოგიაში და არა ბიოლოგიაში. სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ ჩვენი ბედი გამეტალებაა. იმაში გეთანხმები რომ შემდეგი ეტაპი კიბორგია. ანუ ბიოლოგია+გაჯეთი.ბიოტექნოლოგიას აქვს მომავალი რათქმაუნდა. და ადამიანი ასე იოლად არ შეელევა ბიოლოგიურ ყოფას. მაგრამ მე ვფიქრობ რომ საბოლოო ეფექტური “ყოფა” იქნება ხელოვნური ინტელექტი.
      3. ჰო სწორედ ტენდენციიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამას თორე ევოლოციის თეორია რომ არ გულისხმობს თავის თავში ამ გზას ეგ ვიცი. ევოლუციის თეორია ეხება ბიოლოგიურ განვითარებას. ჰომო საპიენსის შემთხვევაში კი საქმე ცოტა სხვაგვარადაა. იმიტომ რომ ჩვენ მივაღწიეთ იმ დონის გონიერებას და კულტურულ ცივილიზაციას სადაც უკვე ბიოლოგიური ევოლუციის მნიშნველობა დრამატულად დაეცა. იმიტომ რომ ბუნებრივი გადარჩევის ნელ პროცესზე აღარ ვართ დამოკიდებული. ადაპტაციურ რადიაცაის აღარ აქვს მნიშვნელობა. ბუნებრივ პირობებს ჩვენთვითონვე ვცვლით. აწი ჩვენი ევოლუცია იქნებ უკვე ჩვენივე ხელით და არა ბუნებრივი გადარჩევის გზით. ეს იქნება ევოლუცია ამჯერად არა ბუნებრივი კანონზომიერებებით არამედ არამედ ადამიანის გონებით დაგეგმარებული და გათვალისწინებული. ბიოლოგიური ევოლუცია ალბათ შეეხება კოსმოსურ კოლონისტებს, მაგალითად ნაკლები გრავიტაციის გამო.
      4. კი რათქმაუნდა. ბიოლოგიაც განვითარდება. ჩვენი ბიოტექნოლოგია ბევრ რამეს შეცვლის. მე არ ვამბობ რომ ბიოლოგიური საფეხურიდან მაშინვე ხელოვნურზე გადავხტებით. მანამდე იქნება გარდამავალი ფორმები ანუ კიბორგები. და კიბორგებში განვითარდება არა მხოლოდ მეტალი არამედ ბიოლოგიაც. ბიო კვებაც. მაგრამ ბიოლოგიურ მდგომარეობას მაინც უფრო ვიწრო საზღვრები ექნება. იმიტომ რომ ბიოლოგია წარმოიშვა დედამიწაზე. გარკვეულ პირობებში და რაც არ უნდა დააპდეითო მაინც რაღაც სპეციფიური მდგომარეობა ჭირდება. რაც არ უნდა გააუმჯებესო ალბათ დიდ აჩქარებას მაინც ვერ გაუძლებს. გარკვეულ ტემპერატურას. გარკვეულ წნევას. ბიოლოგიურ ორგანიზმზე გამძლე ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება იყოს მანქანა.
      5. კი ალბათ მასე იქნება. თუ კოსმოსში გავლენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები. და შექმნიან ცალკე ცივილიზაციას ან რაღაც მცირე ავტონომიას დროთა განმავლობაში ჩვენი გზები გაიყოფა და განვითარების სხვადასხვა დონემ მოგვცეს სხვადასხვა რასები და სახეობები. ჰოს სუპერ ტვინი ალბათ ფინალური საფეხურია. იმის იქეთ რა უნდა იყოს უბრალოდ არ მიფიქრია. 😀 მადლობა საინტერესო კომენტარისთვის

    • amiliusi says:

      კი ავტორს ვეთანხმები. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ჩვენი ხელები, ფეხები, თვალები და ყურები უკვე გაცილებით მეტი რამეა ვიდრე უბრალოდ ბიოლოგიური ორგანოები. ადამიანი ყველაზე კარგად გონებით ხედავს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ტვინს უშუალოდ ორგანო მიაწვდის ინფორმაციას თუ განვითარებული ტექნოლოგია, მთავარი ინფორმაციაა რომელიც ტვინს მიეწოდება და უკურეაციაში მთავარი გავლენაა, რომელსაც მოახდენს ტვინი გარემოზე. მნიშვნელობა არ აქვს ხელით გადააადგილებ ქვას თუ მარსმავალი გააკეთებს ამას მთავარი მხოლოდ ერთია ტვინმა მოახდინოს გავლენა გარემოზე. ასე რომ თვალის ჯრედული სტრუქტურა როგორია მაგას დიდი კი არა საერთოდაც აღარ აქვს მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენი ორგანოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩანაცვლებული იქნება, ხოლო რამდენიმე ასეულ წელიწადში ყველა ორგანო შეგვეცვლება ტვინის ჩათვლით.

  4. გმადლობ გამოხმაურებისათვის

    როცა დარვინმა და უოლესმა შექმნეს ევოლუციის თეორია და რომელიც ეხებოდა კონკრეტულად ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობასა და განვითარებას, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ ეს თეორია განზოგადდებოდა მეცნიერული მეთოდის დონემდე. მას შემდეგ ამ მეთოდს იყენებენ არა მარტო ცოცხალი ორგანიზმების სახეობათა აღსაწერად არამედ საერთოდ სამყაროს, მატერიის, ციური სხეულების და ადამიანების ეთიკის (ზნეობრივი წარმოდგენების) განვითარების ასახსნელადაც.

    რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, მე მომწონს შენი დამოკიდებულება იმის გაცნობიერებით რომ ადამიანს შეუძლია დროში მოქმედება და პერსპექტივის დანახვა, მაგრამ ისტორია არ შეიძლება დასასრული ქონდეს, შეიძლება ადამიანები საერთოდ განადგურდნენ ამ წელსაც თუ ბირთვული ომი გაჩაღდება, ისტორია ცოცხალი პროცესია და ის გარემო პირობებზე იქნება სულ დამოკიდებული, მიუხედავად იმისა რომ ადამიანებმა გარემოსთან შეგუება იმით გაიფართოეს რომ შეუძლიათ შეცვალონ გარემო, მაგრამ ფიზიკური კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია იზოლირებული სისტემის (სრულიად უსაფრთხო გარემოს) შექმნა, ამას დამატებული ის რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ძირითადად ადამიანის, არსებული გენოტიპის შენარჩუნება მიმდინარეობს ამიტომ ეს ტენდენცია შეიძლება უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, თან იმის ფონზე, რომ როგორც ვიცი ხელოვნურ ინტელექტზე ეიფორია ჩაცხრა 90-იანი წლების მერე და საერთოდ არვიცი კონკრეტულად რა განმარტება აქვს ამ “ობიექტს” დღეს.

    ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ როცა არსებულით უკმაყოფილოები ვცდილობთ უკეთესი დავინახოთ (მომავალი, ალტერნატივა) არ უნდა გადავვარდეთ უკიდურესობაში და მესმის ადამიანურია, ის რომ გინდა საკუთარი პროდუქტი სრულყოფილი იყოს, ისეთი რომ დროს გაუძლოს, მაგრამ მსგავსი ობიექტი არ არსებობს სამყაროში და ენტროპიით საერთოდ შეუძლებელია რომ არსებობდეს. აქედან გამომდინარეც ცხადია რომ ფინალური შეიძლება ფინალისთვისაც ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, თუ ის საერთოდ ისეთი შედგა, როგორიც ჩაფიქრებული იყო. ასევე ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა რადგან შემოსქმედების უნარით ადამიანს სულ შეუძლია კომბინირება და აგლუტინაცია – მოკლედ რომ ვთქვა შენ წარმოსახვაში ვარჯიში (რაც აუცილებელია რუტინისაგან თავის დასაღწევად მინიმუმ) არსებული გამოცდილებით თამაშია. და ამ ლოგიკით დაწერა ჟიულ ვერნიმაც თავისი წიგნები და ეხლანდელი ჟიულიც ამ ლოგიკით წერს და ე.წ. ფინალურ წესრიგშიც დაწერს თუ შემოქმედების უნარი შენაჩუნებულ ექნა “სინტელექტს” და მაშინ ის ჩვენთვის წარმოუდგენელ რეალობაზე იოცნებებს.

    ამ ლოგიკით ადამიანი როგორც არსი არ იცვლება, იცვლება ფიზიკური სხეული მოქმედებებით, ხოლო ადამიანამდე მსგავსი (დროში მოაზროვნე) უბრალოდ არ არსებობდა.

    მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მომავალი დავინახოთ პრაქტიკულად ანუ ფინალურად იმ გაგებით რომ ჩვენი მიზანია ამის შექმნა, თუ “ამისამდე” მივაღწევთ ე.ი. ფინალში ვართ, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ და ამ პროცესის დორს უფრო იხვეწება ფინალი და შეიძლება შეიცვალოს კიდევაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო ფინალში არ უნდა ვიგულისხმოთ ისტორიის დასასრული და შენ არც გულისხმობ ამას.. მე გავუტიე სულ 🙂

    რაც შეეხება ზემოთაღნიშნულ ტენდენციას, თუ გარემოებამ მოითხოვა მე პირველი დავთმობ ბიოლოგიურ სხეულს თუ მე დავრჩი, ანუ არ ვარ ბიოფილი 🙂 უბრალოდ, ან შეიძლება იმიტომ ვაგრძელებ საუბარს რომ არ მაქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე რასაც შენ ფინალად მოიხსნიებ, ამიტომ თუ შენ ამიხსნი ფინალს და უფრო კარგად შევძლებ გაგრძელებას.

  5. ანუ ე.წ. ხელოვნური ინტელექტის არსს.

    სანამ მიპასუხებდე მე გავაგრძელებ ადამიანის ბიოლოგიური “განვითარების” ჩემს სხვა ხედვას: მაგალითად მედიცინა, ინდუსტრია იმ დაშვებით რომ ის განთავისუფლებულია კაპიტალიზმისაგან და მისი ბუნებრივი ტენდენციით -შრომის შემსუბუქებისკენაა მიმართული შეიძლება განვითარება გაგრძელდეს (მხედველობაში მაქვს ადამიანის ბიოლოგიური სხეული) ოღონდ არა მუტაციური გზით, ანუ შემთხვევით მუტაციებს აღმოფხვრიან და ადამიანი მხოლოდ ცოტათი თუ შეიცვლება, სამაგიეროდ იმგავრი გარემოს შექმნით იქნება დაკავებული რომ თვითონ როგორც არსებობს ისეთი შენარჩუნდეს. თან ცხოველთადამცველები, ეკოანარქისტები ცდილობენ ეკოსისტემა შენარჩუნებულ იქნას და ამ ტენდენციების გათვალისწინებით რატომ უნდა მიმართონ მეცნიერებმა ძალისხმევა ადამიანის ევოლუციის სვლას მაინცდამაინც გამეტალებისკენ? ისინი ხომ ამ მეტალებს (ტექნოლოგიას, მანქანებს) გამოიყენებენ არსებული ეკოსისტემის შენარჩუნებისათვის?

    საწინააღმდეგო არგუმენტი, ის რომ დედამიწას ბევრი საფრთხე ემუქრება თავი რომ გავანებოთ თვითონ ადამიანებს გარედა და ამიტომ ადამიანებმა ადრე თუ გვიან დედამიწა უნდა დატოვონ. მაგრამ ხომ შეიძლება მეცნიერებმა ეს ძალისხმევა დედამიწის როგორც დედა პლანეტის შენარჩუნებისაკენ მიმართონ და დედამიწა აქციონ ხომალდად? და საერთოდ მზის სისტემა დატოვონ?

    ოღონდ ამ კითხვა- არგუმენტის საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება ის რომ მერე ადამიანების მზარდი მოსახლეობასრა ვუყოთ, დედამიწის ორბიტიდან ამოგდებას ბევრი ენერგია დაჭირდება, მერე ფოტოსინთეზი როგორ წავა და ა.შ. რადგან თუ ადამიანებს აქვთ იდეა სამყაროში ჭიახვრელების შექმნის დედამიწის უბრალო აჩქარება ტივის გამოგონებას გავს 🙂

  6. michael says:

    ფინალი პირობითია და ამ შემთხვევაში გამოხატავს მხოლოდ იმას რომ მე პირადად იმაზე შორს არ მიფიქრია ვიდრე სუპერ ტვინი. მეტი არაფერი.ანუ მე არანაირი დასკვნა არ გამომაქვს რომ რაიმე მდგომარეობა ფინალია და იმის იქეთ არაფერია. ფინალი ალბათ სამყაროს სიკვდილია. ყოველშემთხვევაში სამყაროსი თუ არა მატერიის. მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ ცარიელ სივრცეს ბევრი რამ შეუძლია.
    რაც შეეხება კვლავ გამეტალებას. ეს პროცესი შესაძლოა იყოს ადამიანური ამბიციის აუცილებელი კომპონენტი. დავუშვათ ყველანაირი პირობა გვაქვს რომ დავრჩეთ ბიოლოგიურ სხეულში და შევინარჩუნოთ ბიოლოგიური არსებობა.დედამიწაზე საჭირო ეკოლოგიურ პირობებს აღვადგენთ. შავ საქმეს მანქანები გააკეთებენ, ჩვენ მაგივრად რობოტები გამოიკვლევენ სამყაროს და მოგვაწვდიან უკვე გამზადებულ ცოდნას. ჩემი აზრით ასეთ იდილიურ ყოფას მაინც დიდი ხანი არ უწერია.დედამიწა ჩვენ ამბიციებს ვერ გაწვდება, თუნდაც მოსახლეობის ზრდის გამო. თუნდაც ადამიანების ამბიციურობის გამო ყოველთვის იქნებიან დიდი ჯგუფები რომლებიც გაიუმჯობესებენ თავიანთ ფიზიკურ მახასიათებლებს ანუ წავლენ გაჯეთის, გამეტალების გზაზე. დიდი ტექნიკური შესაძლებლობები მაცდურია. ბევრი არ აირჩევს ჩვეულებვრივ ადამიანურ ყოფას. რაღაც დიდი ნაწილი ( ჩემი აზრით) ეცდება იყოს “სუპერმენი” ეს პროცესი თავისთავად გარკვეულ ნაწილს აუცილებლად წაიყვანს “გამეტალებამდე” მოსახლეობის ზრდის გამო ალბათ კოსმოსი კოლონიზება გარდაუვალი იქნება. ეს გამოიწვევს სხვადასხვა რასების და კულტურების ჩამოყალიბებას. ეს ცალკე განყენებული მეცნიერები არ იქნებიან სხვადასხვა მოდიფიკაციის ინიციატორები. ამ გზას თვითონ ადამიანთა ამბიცია და კონკურენცია გამოიწვევს. მითუმეტეს კონკურენცია სხვადასხვა კოსმოსურ კოლონიებს შორის. კოსმოსში ცხოვრება კიდევ უფრო პრაქტიკული იქნება კიბორგებისთვის და რობოტებისთვის ვიდრე ჰომო საპიენსისთვის. ასე რომ ისინი უფრო ორიენტირებული იქნებიან ცვლილებისკენ ვიდრე დედამიწაზე დარჩენილი ხალხი. არსებობს კიდევ ერთი მომენტი, შესაძლოა მომავალში ხელოვნური ინტელექტი იმდენად ჭკვიანი და დამოუკიდებელი გახდეს რომ ადამიანს აუჯანყდეს კიდეც. რამაც გამოიწვიოს ჰომო საპიენსის საერთოდ გადაშენება. ნუ ეს შეიძლება ნამეტანი სპეკულაციური თემაა, არ ვიცი მაგრამ მგონია რომ გასათვალისწინებელია ეს ვარაუდიც.

  7. მე ვამობ რომ აჭრელდება მოაზროვნეთა პოპულაცია, კონკურენცია მხოლოდ კაპიტალიზმის მახასიათებელი ლოგიკაა მოაზროვნე არსებებისთვის დღეს, მაგრამ დადგენილია რომ თანამშრომლობით პროგრესი უფრო იზრდება.. კომიქსის სუოერგმირების რეალობა რადგან არ არის აბსურდულია იფიქრო მათი ქცევების მოტივებზე და მიზნებზე, რადგან ეს კომიქსები აგებულია მხოლოდ დღევანდელი ურთიერთობების პრინციპებზე, მაგრამ ევოლუციას ძალიან ვიწროდ ნუ განიხილავ, ევოლუცია ურთიერთობათა პრინციპებშიცაა. მაგ, მსგავსი პერსპექტივით ევოლუცია გადაიტანე დავუშვათ პარალელურად სოციალურ ურთიერთობებში, რატომ გგონია რომ ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ გაიმართება?

    მე ზოგადი მონახაზიც ვერ მივიღე იმაზე თუ რა არის სუპერტვინი, კი ვიმეორებთ მაგრამ მე არ ვიცი და გეკითხები რა არის? როგორ ფორმაში შეიძლბა იყოს და რა უნდა იყოს მისი მამოძრავებელი ძალები? იმიტომ რომ თავისთავად ობიექტია ქვაც, მეტეორიც და ის მეტალიც, მაგრამ ქვას არანაირი მიზნები არ გააჩნია ხოლო მას უნდა გააჩნდეს, ჰოდა რა ? თუ ის რაც ადამიანს გააჩნია მაშნ არსებითად არაფერი იცვლება..

    ჩემი აზრით ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ჩვენზე მეტს, ისევე როგორც დავუშვათ ორგანზომილებიანი სხეული ვერასოდეს აღიქვამს სამს და ა,შ.

  8. მოკლედ დავაზუსტებ კითხვას: რა არის სუპერ ტვინი და რობოტი? რა არის არსებობდეს რობოტი? იგივე ადამიანი რომელიც კოპირებულია მეტალო-პლასტმასში? ანუ დამიხასიათე … თორემ რაღაც ბუნდოვან ფანტასტიკად ჩავთვლი ამ ყველაფერს და დიალოგს ნამდვილად ვერ გავაგრძელებ…

    • michael says:

      სუპერ ტვინად შეიძლება განვიხილოთ ის მდგომარეობა სადაც უკვე ინდივიდებს მაქსიმალურად ნაკლები მნიშვნელობა აქვთ. (ჩვენი წარმოდგენით) მდგომარეობა სადაც ცივილიზაცია წარმოდგენილია როგორც ერთი ორგანიზმი (არა ფიზიკური რათქმაუნდა) სადაც ყოველი შემადგენილი ნაწილი სინქრონიზებულია და გააჩნია რაღაც საერთო მიზნები. მე ასე წარმომიდგენია ყოველშემთხვევაში. ანუ ისევე შეთანხმებულად მუშაობს როგორც ტვინი.
      რობოტის მრავალი ფორმა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მაგალითად მანქანა რომელიც დაპროგრამებულია, რაიმე კონკრეტული საქმის შესასრულებლად. ან მანქანა რომელსაც გააჩნია ხელოვნური ინტელექტი. შესაძლოა ისეთი მანქანაც რომელშიც ჩაწერილია რომელიმე პიროვნების პერსონალობაც (თუ შესაძლებელია ეს)
      რაც შეეხება კონკურენციას და ევოლუციას.
      უტოპიურად მეჩვენება ის რომ მენტალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყველას თანაბრად ექნება შეგნებული საერთო პრინციპებით მოქმედების სარგებლიანობა.მომავალში თუ შეიქმნება უკეთესი ალტერნატივა.ვიდრე კაპიტალიზმი ეს სულაც არ იქნება კონკურენციის მოსპობა. მიმაჩნია რომ კონკურენცია მალე არ მოისპობა და კვლავ დიდ ხანს იქნება, ალბათ სანამ ინდივიდები იარსებებენ მანამდე იქნება თუნდაც პიროვნული კონკურენცია. იქ სადაც ინდივიდია, ყოველთვის არის გარკვეული განსხვავებები.და შესაბამისად კონკურენციაც.იქ სადაც ეს აღარაა ალბათ უკვე სუპერ ტვინია. (ალბათ) კონკურენცია ეს კაპიტალიზმის პირმშო კი არაა არამედ ადამიანური ბუნება და ჩვენც ალბათ სანამ ადამიანური ბუნება გვექნება თუნდაც 90% ჩვენი ორგანოებისა გაჯეთი იყოს მანამდე ალბათ იქნება განსხვავებები. მითუმეტეს თუ ჩვენი შთამომავლების გზები გაიყო, კოსმოსში კოლონისტებსა და დედამიწაზე დარჩენილებს შორის.განვითარება სხვადასხვა გზით წავა.განსხვავებულ ჯგუფებს შორის კი კონკურენცია ყოველთვის მეტია. უკეთესი სოციალური თანაცხოვრების მოდელი რათქმაუნდა უფრო ეფექტურ კონსოლიდაციას მოახდენს ცივილიზაციისა, რათა მეტად კონცეტრირებული იყოს საერთო მიზნებზე და საერთო სარგებელზე. მაგრამ კონკურენციას ვერ გააქრობს. ევოლუცია ვერ აღმოფხვრის კონკურენციას მანამ სანამ იქნებიან გარკვეულწილად დამოუკიდებელი ინდივიდები. სადაც კონკურენციაა იქ ყოველთვის არის დაპირისპირების შანსი, თუმცა მე მჯერა რომ რაც უფრო მეტად განვითარებული იქნებიან ადამიანები მეტი სურვილი ექნებათ ერთიანობის და ზრუნვის ვიდრე დაპირისპირების.

      • გასაგებია შენი აზრი, მაგალითად ჭიანჭველების მაგალითს შეგვიძლია შევადაროთ მსგავსი სისტემა როცა ინდივიდებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს , მთავარია როგორც სახეობა ჭიანჭველა გადრჩეს. მაგრამ ევოლუცია ნიშნავს მარტივიდან რთულისკენ სვლას და ადამიანების, ინდივიდუალიზმის გაჩენა ამ მხრივ გართულებაა – ხოლო გართულება გადარჩენის ალბათობას ზრდის, რადგან მოაროვნეებს შეეძლოთ დისკუსია და გარჩევა სწორისა და არასწორის. ამიტომ ადამიანის მსგავსი მოაზროვნე ოღონდ ერთი სისტემა ჩემი აზრით გადარჩენის შანს არ ზრდის.. რადგან ვინ მიუთითებს იმაზე რომ არასწორ გადაწყვეტილებას ღებულობს? და ამის ალბათობა ხომ არსებობს? როგორ გამოირიცხება? ნუ შეიძლება ადამიანებმაც მიიღონ არასწორი გადაწყვეტილება მაგრამ ეს მინიმუმ საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება იქნება 

        რაც შეეხება კონკურენციას, ეს დამახასიათებელია ადამიანისთვის და ადამიანამდე არსებობდა, მაგრამ ეს ცხოველთა სახეობის შიგნით უმნიშვნელო როლს ასრულებდა, ანუ ადამიანთა ისტორიის მეცნიერული შესწავლით იმ დასკვნამდე მივდივართ რომ პირველყოფილ ერაში კონკურენცია ადამიანებს შორის, როგორც სახეობას შიგნით ნულის ტოლი იყო, კონკურენცია ვერ გაქრება და სისულელეც იქნება ინდივიდების არსებობის შემთხევაში და გეთანხმები, მაგრამ მე კონკურენციას ფართო გაგებით, ადამიანთა ურთიერთობის დომინანტურ სისტემას ვგულისხმობდი კაიტალიზმის სახით, რომელიც მავნეა და დამღუველად იმოქმედებს თუ ასე გაგრძელდა. სინამდვილეში კი კონკურენცია დღეს მხოლოდ მუშებს შორის უფროა რომ სამუშაო ადგილი იშოვონ – თავიანთი სამუშაო ძალა გაყიდონ რომ სანაცვლოდ ელემენტარული საარსებო საშუალებები მიიღონ. ხოლო კაპიტალისტები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ამაზე მეტყველებს მათი კავშირი სახელმწიფოსთან და რელიგიასთან რომ ხალხი ამყოფონ გონებრივ და ეკონომიკურ მონობაში, რომ შეძლონ ექსპლოატაცია.. მოკლედ ეს სხვა თემაა…

Leave a reply to amiliusi კომენტარის გაუქმება

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ