მთვარეები – დამოუკიდებელი სამყაროები


საუკუნეების განმავლობაში ღამის ცაზე ვუყურებდით ჩვენი თანამგზავრის ლაქებიან სახეს და ვცდილობდით გაგვეგო რა არის. რისთვის არის… ის ხან ღვთაება იყო, ხან მნათობი, სპეციალურად ღამის გასანათებლად. (დაბადება 1.16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.) მაგრამ ახალ ეპოქაში, მეცნიერების განვითარებამ გამოავლინა რომ მთვარე ისეთივე სხეულია როგორც დედამიწა. მას აქვს მთები, ველები და კრატერები. დედამიწის მსგავსად ისიც ქანების და კლდის დიდი სფეროა, იმ განსხვავებით რომ მთვარე შიშველია, არც წყალი, არც სიცოცხლე. ამ ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაირკვა რომ ჩვენი მთვარე არ არის ერთადერთი თანამგზავრი რომელიც პლანეტას გარემოექცევა. 1610 წელს გალილეომ იხილა იუპიტერის ოთხი დიდი მთვარე. დედამიწა ერთადერთი არ ყოფილა რომელსაც ყავს ბუნებრივი თანამგზავრი. მეოცე საუკუნის განმავლობაში როცა ადამიანმა შორეულ კოსმოსში ზონდების გაგზავნა დაიწყო, გამოვლინდა რომ ვენერას და მერკურის გარდა ყველა პლანეტას ყავს თავისი მთვარეები. დიდ პლანეტებს კი თანამგზავრთა მთელი ანტურაჟი ახლავს.  ჩვენ მზის სისტემაში 300-ზე მეტი მთვარეა. ასეთი დიდი რაოდენობის გამო ძალზედ მრავალფეროვანია მათი ტიპები. ჩვენ მზის სისტემაში, ბუნებრივი თანამგზავრები კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ ვიდრე პლანეტები, რათქმაუნდა თუ გამოვრიცხავთ დედამიწას, რადგან დედამიწა მრავალფეროვნების და ფერადოვანი სამყაროს ჩემპიონია. მაგრამ დედამიწა ჩვენთვის ნაცნობი ადგილია. მთვარეები კი განსხავებულ და მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ, გადავხედოთ რამდენიმე საინტერესო მთვარეს:

მზის სისტემის მთვარეების შედარებითი სიდიდეები

moons_summary

ჩვენი მთვარე

4911მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ითვლებოდა რომ მთვარე ჩამოყალიბდა დედამიწასთან ერთად, პროტო პლანეტური დისკის ერთ უბანში. 60-იან წლებში გაჩნდა თეორია რომ მთვარე ჩამოყალიბდა უფრო მოგვიანებით, დიდი შეჯახების შედეგად. ამ თეორიის წარმოშობის მიზეზი მარტივი იყო, ჩვენი მთვარე დედამიწის ზომის პლანეტისთვის ძალზედ დიდია. თუ მთვარე და დედამიწა პარალელურად ჩამოყალიბდნენ, მაშინ მთვარე უფრო პატარა უნდა იყოს, მაგრამ სანამ არ არსებობდა ამ თეორიის მხარდამჭერი მტკიცებულება მანამდე ეს თეორია ჰაერში ეკიდა. თუმცა აპოლოს მთვარის მისიებმა მოიპოვა მტკიცებულება რომ შეჯახების თეორია მართალი იყო. აღმოჩნდა რომ მთვარის ქანების შემადგენლობა ემთხვეოდა დედამიწისას, მაგრამ უფრო ახალგაზრდა იყო. ამის ახსნა მხოლოდ შეჯახების თეორიით იყო შესაძლებელი, ახალგაზრდა დედამიწას შეეჯახა რომელიმე პროტო პლანეტა, დედამიწა განადგურებას გადაურჩა, თუმცა მძიმე იარა მიიღო. ჩვენი პლანეტის ნამსხვრევები ორბიტაზე მიმოიბნა, რისგანაც ჩამოყალიბდა მთვარე. უკანასკნელი კვლებების მიხედვით ითვლება რომ ადრეულ ეტაპზე ნამსხვრევებისგან ჩამოყალიბდა ორი მთვარე, რომლებიც მოგივანებით შეეჯახნენ ერთმანეთს და წარმოქმნეს ბუნებრივი თანამგზავრი რომელსაც ჩვენ ცაზე ვხედავთ.

მართალია ჩვენი მთვარე მკვდარი და შიშველია, თუმცა მან გადამწყვეტი როლი ითამაშა სიცოცხლის ჩამოყალიბებაში და დედამიწაზე საჭირო პირობების წარმოქმნაში. მთვარემ დაამუხრუჭა დედამიწის ბრუნვა და 6 საათიანი დღე ღამე 24 საათს გაუთანაბრა. რომ არა მთვარე ახლა 6 საათიანი დღე ღამე გვექნებოდა, თუმცა კი არ “გვექნებოდა” არამედ იქნებოდა, რადგან მთვარის გარეშე ალბათ სიცოცხლე დღევანდელი ფორმით არც ჩამოყალიბდებოდა. შესაძლოა საერთოდაც არ ყოფილიყო. რადგან მთვარის გრავიტაციულმა გავლენამ და ოკეანის მიმოქცევამ სავარაუდოდ შექმნა ე.წ თავდაპირველი სუპი, სადაც სიცოცხლე ჩამოყალიბდა. დედამიწის ადრეულ ისტორიაში როცა მთვარეც ახალგაზრდა იყო, ჩვენი თანამგზავრი გაცილებით ახლოს იყო დედამიწის ზედაპირთან, ამიტომ წარმოქმნიდა გაცილებით დიდ მიქცევებს. რაც ხელს უწყობდა წყლის მეშვეობით სხვადასხვა ნივთიარებების და მინერალების შერევას. (წყალი საუკეთესო გამხსნელია) რომ არა მთვარე, დედამიწის ღერძის დახრილობა ხშირად შეიცვლებოდა, რაც გამოიწვევდა სეზონების მოშლას. ყინულის მასიურ დნობას, ან გამყინვარებას. სეზონების მეშვეობით დედამიწის თითქმის ყველა რეგიონი იღებს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას. ასევე სეზონები ქმნის ერთგვარ სტაბილურ ციკლს, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლე.

ასევე მთვარის ფაზები მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის რადგან, მილიონობით წლის განმავლობაში, ღამით განათებული სავსე მთვარე ქმნიდა აქტიური ღამის სცენას.

სწორედ ამიტომ ზოგიერთი სახეობის გამრავლება, ნადირობა და სხვა აქტივობები დამოკიდებული იყო სავსე მთვარეზე. მე ვფიქრობ სწორედ ეს საფუძველი აქვს იმ ლეგენდებს რომლებიც სავსე მთვარეს უკავშირდება. თუ ნათელი ღამე ხელსაყრელი იყო სხვადასხვა სახეობისთვის, ასევე ხელსაყრელი იქნებოდა ადამიანისთვისაც. სავსე მთვარეს მოხდებოდა მეტი, ვიდრე სხვა დროს შედარებით უფრო ბნელ ღამეს. ახლა თანამედროვე მსოფლიოში ღამის ქალაქები ბევრად განათებულია ვიდრე მთვარეს შეუძლია გაანათოს, მაგრამ ეს ლეგენდები კვლავ არსებობს, რადგან მისი გავლენა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და შეუძლებელია ასე მალე გამქრალიყო. მთვარის გავლენა აშკარაა ადამიანის ბიოლოგიაზეც, ამის აშკარა დადასტურებაა მენსტრუაციული ციკლი. სავსე მთვარის დროს უფრო აქტიური იყო ბევრი სახეობა, რადგან განათებული ღამე უფრო ხელსაყრელი იყო ყველანაირი საქმიანობისას. ეს დაიმახსოვრა ჩვენმა სხეულმა და გენებმა.

იო (იუპიტერის მთვარე)

ioიო მზის სისტემის გასაოცარი მთვარეა, ის მზის სამფლობელოში ვულკანურად  ყველაზე აქტიურია, მის ზედაპირზე მძვინვარებს ასობით (შეიძლება ათასობით) ვულკანი, რომელიც გამუდმებით ცვლის იოს ზედაპირს. უზარმაზარი სუპერ ვულკანები კოსმოსში ასობით კილომეტრის სიმაღლეზე ისვრის  გოგირდოვან ლავას. იოს ზედაპირი ისევე იცვლება როგორც ამინდი დედამიწაზე. ამიტომ თითქმის ყოველ ჯერზე როდესაც ვღებულობთ იოს სურათებს  ტელესკოპებიდან და კოსმოსური ზონდებიდან, მას განსხვავებული ზედაპირი აქვს. ზედაპირზე კრატერების კვალი საერთოდ გამქრალია და მხატვრის პალიტრას მოგვაგონებს. მოწითალო მოყვითალო და მონარინჯისფრო. ეს გოგირდის სხვადასხვა ფენებია. რომლებიც სხვადასხვა დროს ამოიფრქვა და განსხვავებული ტემპერატურის გამო სხვადასხვა ფერი მიიღო. (ძველი უფრო ცივია ახალი უფრ თბილი) მსგავსი ვულკანური აქტივობა არც ერთ პლანეტას არ გააჩნია. ჩვენ ვიცით რომ წესით ასეთი პატარა სხეული (ჩვენ მთვარეზე სულ ოდნავ დიდი) მკვდარი უნდა იყოს, რადგან ამ ზომის და წონის სხეული მის წიაღში ვერ წარმოქმნის ვულკანური აქტივობისთვის საკმარის წნევას. მაგრამ იოს ვულკანობა სულაც არაა მისი დამსახურება. მის აქტიურობას იწვევს გიგანტი იუპიტერი. რომელთანაც იო ისეთივე მანძილითაა დაშორებული როგორც ჩვენი მთვარე დედამიწიდან. იოს ორბიტა არაა იდეალური წრე, ის ოდნავ ელიფსურია, ამიტომ იუპიტერის მძლავრი გრავიტაცია და ასევე მეზობელი მთვარეების გრავიტაციული გავლენა იოს პერიოდულად კუმშავს და აფართოებს. რის შედეგადაც იოს ინტერიერის ტემპერატურა იწევს და ქმნის წარმოუდგენელ ვულკანიზმს.

ევროპა (იუპიტერის მთვარე)

Europa-moonგალილეოს კიდევ ერთი შესანიშნავი მთვარე რომელიც შესაძლოა დიდ საიდუმლოებებსაც ინახავდეს ყინულის სქელი ფენის ქვეშ. იოს მეზობელი ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მთვარეა, რადგან მისი სიღრმეები შესაძლოა სიცოცხლის რთულ ფორმებსაც კი მალავდეს. ჩვენ დიდი ხანი შევქეროდით მარსს და გვაინტრიგებდა მასზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა, მაგრამ მარსი ცივი უდაბნო აღმოჩნდა, აქ მხოლოდ მიკრობული სიცოცხლის ფორმების იმედიღა დაგვრჩა. ბევრი ადამიანი აკეთებს თამამ დაკსვნას რომ მზის სისტემაში მხოლოდ დედამიწაზეა შესაძლებელი რთული სიცოცხლის ფორმების არსებობა. ევროპა კი მხედველობიდან რჩებათ. არადა ამ პაწაწინა მთვარეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მასზე წყლის რაოდენობა აჭარბებს დედამიწაზე არსებული წყლის რაოდებობას. ერთი შეხედვით ევროპა მზიდან საკმაოდ შორსაა ამიტომ მისი წყალი სულ ყინულის სახით უნდა იყოს. მისი ზედაპირის ტემპერატურა -160 გრადუსია ცელსიუსით, მაგრამ იგივე ეფექტი რაც იოს ხდის ჰიპერ აქტიურს, ევროპას ინტერიერსაც ათბობს. ზედაპირზე რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულის ქვეშ მდებარეობს უზარმაზარი თხევადი წყლის ოკეანე. მისი ფსკერი კლდოვანია და ვულკანურად აქტიური. ინტერიერის სითბო ინარჩუნებს წყალს თხევად მდგომარეობაში. 70-იან წლებამდე მიიჩნეოდა რომ სიცოცხლის არსებობისთვის საჭიროა მზის ენერგია. თუმცა აღმოჩნდა რომ დედამიწაზე ცხოვრობენ სახეობები რომელიც მზის ენერგიას მთლიანად მოკლებულნი არიან. ცხოვრობენ ღრმა ოკეანეში სადაც მზის სინათლე საერთოდ ვერ აღწევს, სამაგიეროდ აქვთ სითბო ვულკანებისგან. მსგავსი ანალოგიით ევროპაზე სრულიად შესაძლებელია იყოს სიცოცხლე. მომავალში სავარაუდოდ გაიგზავნება მისია რომელის ფარგლებშიც რობოტი გაჭრის ყინულს და გამოიკვლევს ევროპას ოკეანეს. მანამდე კი რჩება მხოლოდ მოლოდინი და სპეკულაცია.

ტიტანი (სატურნის მთვარე)

358bbe88fc0541cb2a622e5af2fd458eტიტანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მთვარეა. ის პლანეტა მერკურზე უფრო დიდია და მთვარეებს შორის მეორეა განიმედეს შემდეგ. მაგრამ ერთადერთია რომელსაც აქვს სქელი ატმოსფერო, მდინარეები, ტბები და ზღვები. ამჯერად ეს ტბები და მდინარეები არ არის წყლის. ის შედგება თხევადი ეთანისგან და მეთანისგან. მთვარეზე იცვლება ამინდი, ქრის ქარი, ცაზე ჩნდება მეთანის ღრუბლები, წვიმს  და ა.შ.  მეთანი დედამიწაზე აირის სახითაა (ბუნებრივი გაზი, რასაც ჩვენ საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად, ასევე ინდუსტრიაში ვიყენებთ) ტიტანზე კი დაბალი ტემპერატურის გამო ეს გაზი გვხდება თხევადი და მყარი სახითაც. მისი შემადგენლობა მოიცავს ასევე დიდი რაოდენობით წყალსაც, რომელიც სავარაუდოდ თანამგზავრის შიდა ფენებში ყინულის სახით უნდა იყოს. თუმცა ზონდ კასინის უკანასკნელი კვლევა მიუთითებს რომ შესაძლოა ტიტანს ყინულის შრის ქვეშ გააჩნია თხევადი წყლის ოკეანე. კვლევის შესაბამისად წყლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტია ვიდრე ევროპაზე და შესაბამისად დედამიწაზე. ტიტანს გააჩნია დედამიწაზე მეტად სქელი, აზოტით მდიდარი ატმოსფერო. ასევე გვხვდება წყალბადი. მთვარეზე უხვად მოიპოვება  ორგანული ნივთიერებები. ეს ყველაფერი იძლევა ვარაუდის საშუალებას რომ შესაძლოა ტიტანზე სიცოცხლეც კი იყოს. ოღონდ არა წყალზე დამოკიდებული. რადგან საამისოდ იქ საკმაოდ ცივა. თუმცა ტიტანის ყინულქვეშა წყლის ოკეანე ჩვენთვის ნაცნობ სიცოცხლის ტიპსაც აძლევს შანსს. ისევე როგორც ევროპაზე, აქაც შესაძლებელია არსებობდეს ღრმა ოკეანის სიცოცხლე.

ტიტანი ახლოდან პირველად ზონდმა ვოიაჯერ 1-მა მოინახულა, მეცნიერებს ბევრი სიურპრიზი დახვდათ, მაგრამ ვოიაჯერმა ბევრ კითხვას ვერ უპასუხა. ამიტომ NASA-მ ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად (ESA) განახორციელა ახალი მისია კასინი-ჰიუგენსი. რომელიც 12 წლიანი მისიის ფარგლებში გამოკვლევდა სატურნის სისტემას. ESA-მ დააპროექტა ზონდი ჰიიუგენსი, რომელიც კასინისთან ერთად გაფრინდა სატურნისკენ, ტიტანთან მიახლოებისას, ჰიუგენსი გამოეყო კასინის და 2005 წლის 14 იანვარს დაეშვა ტიტანზე. ეს იყო ისტორიაში პირველი დაჯდომა გარე მზის სისტემის სხეულზე. ზონდი 90 წუთის განმავლობაში გადმოსცემდა მონაცემებს (განსაზღვრული იყო მხოლოდ რამდენიმე საათი) მან გამოაგზავნა ტიტანის ზედაპირის რამდენიმე სურათი და დაშვების ვიდეო კადრი. მან იხილა ტიტანის მთაგრეხილები. დამშრალი არხები და ნარინჯისფერი ზეცა. ჰიუიგენსი ვერ შეესწრო მაგრამ წარმომიდგენია რა საოცარი სანახავი იქნებოდა მეთანის წვიმა ტიტანზე. დაბალი გრავიტაციის გამო და მეთანის თვისებებიდან გამომდინარე, წვიმის წვეთები იქნებოდა ძალზედ დიდი, მუჭის ოდენა და თოვლის ფიფქებივით ნელ-ნელა წამოვიდოდა მიწისკენ. მე ვფიქრობ ტიტანი მზის სისტემის განსაკუთრებული წევრია თავისი მრავალფეროვნების გამო.

ჰიუგენსის გადაღებული ტიტანის ზედაპირის სურათი დაჯდომისას

PIA08115_n

ჰიუიგენსის დაშვება ტიტანზე (მხატვრის წარმოსახვა)

An artist's concept shows the European Space Agency's Huygens probe descent sequence to Saturn's moon Titan

ენცელადე (სატურნის მთვარე)

IDL TIFF fileენცელადე მზის სისტემის მორიგი ბრწყინვალებაა. ის ყინულის მთვარეა. და ძალიან გავს იუპიტერის თანამგზავრ ევროპას. თუმცა მასზე მომცროა. ენცელადეს თეთრი მბრწყინავი ყინულის ქვეშ ასევე იმალება თხევადი წყლის ოკეანე, მაგრამ აქ რაღაც იოს მსგავსი ხდება, ვულკანიზმი, ოღონდ ამჯერად წყლის ვულკანები. უზარმაზარი გეიზერები იფქრვევა კოსმოსში ასობით კილომეტრის სიმაღლეზე. წყლის ვულკანების და გეიზერების არსებობის მიზეზი იგივეა რაც იოზე და ევროპაზე. სატურნის გრავიტაცია პერიოდულად კუმშავს და აფართოებს ენცელადეს რაც წარმოქმნის აქტიურ ვულკანიზმს. ენცელადეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზედაპირზე შესამჩნევია კრატერები, სამხრეთ ნახევარსფერო კი შედარებით სუფთაა და არხების მაგვარი სტრუქტურები შეიმჩნევა. რაც მიანიშნებს რომ ჩრდილო ნახევარსფერო გაცილებით ძველია, სამხრეთში კი შეიმჩნევა ზედაპირის განახლება. აღსანიშნავია რომ ეს “არხები” სავარაუდოდ წარმოადგენენ ტექტონიკური ფილების მსგავსი წარმონაქმნების საზღვრებს. ყინულის დიდი ფილები მოძრაობენ თხევად ოკეანეზე და მათი დაშორების ადგილებში ნელ ნელა წარმოიქმნება ახალი ფენა.

მთვარეები არაჩვეულებვრივ სამყაროს შლიან ჩვენ თვალწინ და შესაძლოა სიცოცხლის საიდუმლოებებსაც ინახავენ. ამ თემას მალე გავაგრძელებ და შემოგთავაზებთ ჩვენი მზის სისტემის კიდევ რამდენიმე საინტერესო მთვარეს.

P.S: და ბონუსად ჰიუგენსის კამერით (დაშვების კამერა  ე.წ Descent Imager) გადაღებული ტიტანის ზედაპირზე 4 საათიანი დაშვება რომელიც შემცირებულია 5-წუთზე ნაკლები დროით.

Advertisements

One Response to მთვარეები – დამოუკიდებელი სამყაროები

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Ninucanion (@ninucanion) კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: