რა ღირს მეცნიერება?


downloadხშირად შემხვედრია ადამიანები რომლებიც ამბობენ – რაში იხარჯება ამდენი ფული? 10 მილიარდი დოლარი რაღაც ამაჩქარებლისთვის? 2.5 მილიარდი რაღაც მარსმავალში? დედამიწაზე ხომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ და ეხლა მარსსაც ვეპოტინებით? მილიარდი ევრო  უკიდურესად დიდი ტელესკოპისთვის რომ ვიღაც მეცნიერმა ორგაზმი განიცადოს გალაქტიკების სურათის ყურებისას? – არ ჯობია ეს ფული ქველმოქმედებისთვის გამოვიყენოთ? რეალური პრობლემები მოვაგვაროთ? – ეს გაუგებრობა გამოწვეულია მხოლოდ იმიტომ რომ ამ ხალხს არ აქვს გაცნობიერებული მეცნიერების როლი და მნიშვნელობა. ადამიანს რომელიც თავისი ცხვირის იქეთ ვერ იყურება, არ შეუძლია წარმოიდგინოს რა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მეცნიერებას და ტექნოლოგიას. აქ იგივე სახის პრობლემას ვაწყდებით, რამაც ქართულ სივრცეში გზების მშენებლობასთან დაკავშირებული მეტად ცნობილი ხუმრობის გაჩენა გამოიწვია “ასფალტი ვჭამოთ?” ასფალტს რათქმაუნდა ვერ შეჭამ, მაგრამ იმ გზაზე ხვალ ზეგ გადაზიდავენ საქონელს რაც ეკონომიკას წაადგება.

პროტონებს იმიტომ არ აჯახებენ რომ მეცნიერები გაერთონ, გალაქტიკების სურათებს იმიტომ არ იღებენ რომ რომელიმე მეცნიერმა ორგაზმი განიცადოს. ეს ყველაფერი არის ცოდნისთვის რომელიც ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი შანსია. ვერც ერთი ქველმოქმედება, ვერც ერთი სოციალური პროექტი ვერ გიხსნის ცოდნის გარეშე. თუ არ იცი როგორ გადარჩე. გადარჩენა კი იმაზე აქტუალურია ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

რიგითი მოქალაქისთვის, რომელიც არ დაეძებს ცაში არაფერს და არ აინტერესებს. ადამიანი რომელიც ფიქრობს რა ჩაიცვას, რა ჭამოს და რა როლი შეასრულოს თავის ნაცნობებში. შეიძლება მოეჩვენოს რომ მეცნიერები ვიღაც ახირებული მეოცნებე ტიპები არიან, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ მთავრობებს დასცინცლონ მილიარდობით დოლარი, იმისთვის რომ მიიღონ სრულიად უსარგებლო ფოტოები და მონაცემები რომელიც მას არაფერში გამოადგება.

 ევროპული უკიდურესად დიდი ტელესკოპი ფასი 1 მილიარდი ევრო (პროექტი)

elt-telescope

მოდით განვიხილოთ რაში გვჭირდება მთელი ეს ძვირადღირებული მეცნიერება და რა სარგებლობა მოაქვს. თუ რამდენად უმეცარია იმ ადამიანთა ჩივილი ფულზე რომელმლებსაც საერთოდ არ ესმით რას ნიშნავს მეცნიერება და ტექნოლოგია თანამედროვე ცივილიზაციისთვის. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ ის რაც დღეს ჩვეულებვირივ და აუცილებელი საგანია, თავის დროზე იყო მხოლოდ მეცნიერული ცნობისმოყვარეობა. ალბათ მაშინაც იყვნენ ტიპები რომლებსაც არ ესმოდათ რა საჭირო იყო ელექტროობა და ფიქრობდნენ რომ ელექტრო სადგურების მშენებლობა და მოსახლეობის ელექტროფიკაცია ტყუილი ფულის გადაყრა იყო, აკი უკვე ქონდათ გაზის სანათები და სანთლები? ალბათ იქნებოდნენ ადამიანები ვისი თვალთახედვით, კვანტური მექანიკის შექმნაში ჩადებული უამრავი ადამიანის წვლილი უნაყოფო ცნობისმოყვარეობა იყო? წარმოიდგინეთ რა ტყუილად უკირკიტებენ ატომებს ეს მეცნიერები? რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მაგას? რა მნიშვნელობა აქვს ატომი განუყოფელია თუ კიდე სხვა რამისგან შედგება? მიუხედავად იმისა თუ როგორია ატომის ბუნება მე მაინც ისე ვიცხოვრებ როგორც აქამდე ვცხოვრობდი. მაგრამ რეალურად კვანტურმა მექანიკამ დიდი გავლენა მოახდინა ყველაფერზე და კიდევ უფრო დიდ ცვლილებებს გვპირდება უახლოეს მომავალში, სწორედ ახლა, კვანტური მექანიკის წყალობით ვდგავართ კვანტური კომპიუტერის შექმნის მიჯნაზე, რისი საბოლოო განხორციელებაც გამოიწვევს რევოლუციას გამოთვლაში. და საბოლოო ჯამში ალბათ რევოლუციას ჩვენ ცხოვრებაში. საერთოდ როგორ შეიძლება მატერიის ფუნდამენტის შეცნობამ არ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება? საერთოდ როგორ შეიძლება შეცნობამ არ შეცვალოს რამე? თუ მეცნიერებას და ექსპერიმენტს არ მივმართავდით, ვერ გავიგებდით ვერც მექანიკის კანონებს, ვერ აღმოვაჩენდით ელექტრობას და ნავთობს, ვიქნებოდით ისევ ურმების ამარა.

დიდი ადრონული კოლაიდერი უდიდესი მანქანა კაცობრიობის ისტორიაში – ფასი 10 მილიარდი $

LHC-Cern

ადრე მეცნიერება გაცილებით იაფი იყო. მაგალითად გალილეოს ექსპერიმენტები მოიცავდა პიზის კოშკიდან რაღაცეების გადმოგდებას და პატარა ტელესკოპის დამზადებას რომელსაც სულ ორი ლინზა ქონდა ერთი ამოზნექილი მეორე ჩაზნექილი.  ტიხო ბრაჰეს დაკვირვებები საერთოდ არაფერი ჯდებოდა, ის შეუაიარეღებელი თვალით აკვირდებოდა ცას 20 წლის მანძილზე. უფრო ძველად ერატოსთენე დედამიწის მერიდიანის გასაზომად იყენებდა მხოლოდ ჯოხს. მაგრამ მას მერე ჩვენი თვალსაწიერი იმდენად გაიზარდა რომ ჩვენ მეცნიერებას ჯოხები და ორ ლინზიანი პატარა დურბინდი არ ეყოფა. წარმოიდგინეთ რომ გალილეოს არ გაეუმჯობესებინა თავისი ტელესკოპი არ აღმოეჩინა იუპიტერის მთვარეები, არ განესაზღვრა სხეულთა ვარდნის სიჩქარე. კეპლერს არ ემუშავა პლანეტათა მოძრაობის კანონებზე. რა იქნებოდა დღეს? თითქოს ეს ძალიან ელემენტარული რამეა უკვე, რომ დედამიწა სფეროა, რომ ცნობილია მისი გარშემოწირულობა, სეზონების მონაცვლეობის მიზეზი. ყველაფერს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს ცოდნა ჰაერიდან არ მოსულა, ცოდნა მოვიდა მეცნიერებისგან, ერთ დროს ამ ყველაფრის გარკვევა იყო ფუნდამენტური მეცნიერება. მართალია იაფი იყო მარტივი ექპსერიმენტები და მარტივი ინსტრუმენტები, მაგრამ სამაგიეროდ ცოდნაც შესაბამის დონეზე იყო. მას შემდეგ ჩვენი ცოდნა იმდენად გაიზარდა რომ იოლად ვეღარ გავალთ უბრალო ჯოხებით და დურბინდებით. არადა ფუნდამენტური მეცნიერება ისევე, და კიდევ უფრო მეტად საჭიროა. მაშინდელი მსოფლიო ნაკლებად იყო დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, ახლანდელი მსოფლიო კი სასიცოცხლოდ დამოკიდებულია მასზე. ვიღაცას შეიძლება ეს სისუსტედ მოეჩვენოს, მაგრამ ტექნოლოგიამ მოგვცა უდიდესი ძალა და შესაძლებლობები. ის რასაც ვერასდროს მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები. ტექნოლოგიამ მოგვცა საკუთარი ბედის მართვის სადაავეები.

მარსმავალი Curiosity ფასი 2,5მილიარდი $

curiosity-rover

რა გვინდა სხვა პლანეტებზე? რა საჭიროა 2,5 მილიარდიანი მანქანა? სხვა პლანეტების შესწავლამ მოგვცა ის პასუხები რაც შესაძლოა დედამიწაზე ვერასდროს გაგვერკვია, მაგალითად ვენერას ატმოსფერომ გვაჩვენა რა შედეგები მოაქვს სითბური აირების დაგროვებას. სადამდე შეიძლება მოგვიყვანოს გლობალურმა დათბობამ. ვენერას ატმოსფეროს შესწავლამ გვაჩვენა რომ CFC (ქლორ ფტორ ნახშირწყალბადი) შლის ოზონის შრეს და თუ გავაგრძელებთ მასიურ წარმოებას მაცივრების და კონდიციონერების ამ ნივთიერების  შემცველობით, საფრხთეს შეუქმნის ოზონის შრეს, რომელიც გვიცავს ჩვენ მზის მავნე რადიაციისგან. მაგრამ წინასწარ არავინ იცოდა რა შეიძლებოდა მოეცა ვენერას ატმოსფეროს შესწავლას. ეს იყო მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, თუმცა მოგვცა პრაქტიკული ცოდნა იმაზე თუ როგორ უნდა მოვიქცეთ აქ, ჩვენთან, დედამიწაზე.

მარსი ერთ დროს ძალიან გავდა დედამიწას, მასზე იყო ზღვები, მდინარეები და შესაძლოა სიცოცხლეც კი. მაგრამ შემდეგ მკვდარ პლანეტად გარდაიქმნა, ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ გახდა მაგნიტური ველის დასუსტება და გაქრობა (მარსის მაგნიტური ველი მთლიანად არ გამქრალა, არამედ გახდა ფრაგმენტული და ძალიან სუსტი) დედამიწის მაგნიტური ველი განიცდის ცვლილებებს. მარსის ისტორიის შესწავლამ შეიძლება მოგვცეს პაუხები იმაზე თუ რა მოელის დედამიწას. მეცნიერება მით უფრო ზუსტია რაც უფრო მეტი ნიმუში გაქვს შესადარებლად. ამგვარად შეგიძლია დებულების ჭეშმარიტება გადაამოწმო. სწორედ ამ პრინციპით დედამიწის უკეთ შესაცნობად გვჭირდება სხვა პლანეტების გამოკვლევა. ამიტომაც საჭიროა 2,5 მილიარდიანი ლაბორატორია მარსზე, ამიტომ არის საჭირო კოსმოსური ზონდები და ობსერვატორიები. სწორედ ამ ძვირიანი კოსმოსური ტელესკოპების მეშვეობით გაირკვა რომ 2036-ში აპოფისი არ აპირებს ჩვენთან შეჯახებას. მაგრამ ერთ დღესაც რომელიმე კოსმოსური ლოდი აუცილებლად დაგვემუქრება და თუ ჩვენ გადავწყვეტთ  რომ არ გვინდა ძვირიანი კოსმოსური ტელესკოპები, ობსერვატორიები და ტექნოლოგიები, მაშინ ამ საფრთხის წინაშე უსუსურები აღმოვჩნდებით და ვერავინ გვიხსნის გლობალური კატასტროფისგან. ეს საფრთხე ჰოლივუდს არ მოუგონია. ის ნამდვილია. 1908 წელს ციმბირის თავზე ტუნგუსკას რეგიონში უზარმაზარი კომეტა აფეთქდა, აფეთქების ტალღა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს. საბედნიეროდ ეს მოხდა ციმბირის უზარმაზარი დაუსახლებელი ტერიტორიების, ტყეების თავზე, იმ დროის დიდი ქალაქის თავზე ეს გამოიწვევდა უზარმაზარ მსხვერპლს.

მეცნიერება უზარმაზარი ინვესტიციაა მომავალში. შეიძლება დღეს ვერაფერ შედეგს ვერ ხედავ იმის რომ ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს. პირადად შენთვის გინდა ყოფილა გინდა არა. მაგრამ მომავლისთვის სამყაროს შეცნობას – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ იცხოვრებს ადამიანი, თუ რა იქნება მისი მომავალი.

GPS 

gps-constellation-of-satellites

რამდენიმე ხნის წინ ერთ მოსწრებულ კომენტარს წავაწყდი იუთუბზე რომელიც პასუხობდა მსგავსი ტიპის ჩივილს, სწორედ ამ მომჩივანის სიტყვები ვისეხსე ამ პოსტშიც. მისი აზრით კოსმოსური ტელესკოპები და კოსმოსური პროგრამა მხოლოდ გარკვეულ მეცნიერთა ორგაზმის განცდას ემსახურება. მაგრამ ისე როგორ იქნებოდა რომ ვინმეს ღირსეული პასუხი არ გაეცა. ადრე ნანახი კომენტარი ვეღარ ვიპოვე, მაგრამ დაახლოებით მახსოვს რას პასუხობდა: “და ალბათ ამას წერ შენს აიფონში რომელიც კოსმოსურმა პროგრამამ მოგცა, ან შენს კომპიუტერში რომელიც ასევე კოსმოსურმა პროგრამამ მოგცა, ალბათ იყენებ GPS-საც რომელიც კოსმოსურმა პროგრამამ მოგცა, შეიძლება იყენებ სატელიტურ ინტერნეტსაც რომელიც მოგცა კოსმოსურმა პროგრამამ.” და მართლაც დღევანდელი ტექნოლოგიის უმეტესობა კოსმოსთან არის კავშირში. რომ არა სატელიტური კავშირი ტელეფონები ვერ იმუშავებდნენ სათანადოდ, GPS  მთლიანად ხელოვნურ თანამგზავრებზეა დამოკიდებული, ისინი ზომავენ დროს და მანძილს ერთმანეთის და შენს მიმართ. რითიც ადგენენ შენს ადგილმდებარეობას ერთი ნაბიჯის სიზუსტით. კომპიუტერული პროგრამირება კი აპოლოს მთვარის მისიებმა მნიშვნელოვნად განავითარა. სწორედ აპოლოს მთვარის მისიების დროს ჩაეყარა საფუძველი ფრენის დისტანციურ მართვის პროგრამას.

რა უნდოდა ადამიანს მთვარეზე? პოლიტიკური ამბიციების გამო გადაყარეს მილიონები. გაისეირნეს მთვარეზე დაგვიქნიეს იქიდან ხელი და მორჩა? აპოლოს მისიებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტებს დაუდო საფუძველი მთვარის წარმოშობის შესახებ, განავითარა კოსმოსური ხომალდების და კომპიუტერების ინჟინერია. განავითარა კომპიუტერული პროგრამები. რადგან მთვარეზე გაფრენა გამოწვევა იყო არა მხოლოდ ასტრონავტებისა და ინჟინრებისთვის რომლებსაც ხომალდი უნდა დაეპროექტებინათ, არამედ პროგრამისტებისთვისაც რომელთაც უნდა შეექმნათ ამ სისტემების კომპიუტერული მართვის შესაძლებლობა. რომელსაც უზადოდ უნდა ემუშავათ. ერთი შეცდომა და ასტრონავტები განწირულნი იყვნენ დასაღუპად.

მეცნიერება საჭიროებაზე მეტია, ეს არის აუცილებლობა. ფუნდამენტური მეცნიერება ერთი შეხედვით მხოლოდ ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება, მაგრამ მას მოაქვს ის ცოდნა რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, ცოდნა რომელიც გადამწყვეტია გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუ არ იცი როგორ შეაჩერო მეტეორი დაიღუპები. თუ არ იცი როგორ მართო კლიმატი დაიღუპები. თუ არ იცი როგორ გადაურჩე მზის კორონალურ ამოფქრვევას დაიღუპები. თუ არ იცი როგორ გადაურჩე ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებას დაიღუპები და ა.შ. პასუხები მოაქვს მხოლოდ მეცნიერებას.

უფრო გონივრული იქნება იმ ადამიანებმა ვითომ მეცნიერებაში დახარჯული ფული რომ ენანებათ, ინერვიულონ სამხედრო სფეროში დახარჯულ ტრილიონებზე. წარმოიდგინეთ ყველა ადამიანს, ერს, ქვეყანასა და მთავრობას შეგნებული ქონდეს – რომ ყველა ადამიანი თაბანარია. რომ რესურსები ყველას თანაბრად ეკუთვნის. რომ გასაყოფი არაფერია. რომ ერთმანეთისგან დასაცავი არაფერი გვაქვს. მაშინ ხომ გამონთავიუფლდებოდა უზარმაზარი რესურსი რომელიც შეიარაღებაში მიდის და მოხმარდებოდა სასიკეთო საქმეს? მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტს რომ გადახედოთ მეცნიერებაში დახარჯული ფული სახსენებელიც არაა.

იმედს ვიტოვებ რომ თანამედროვე ეპოქა წაგვიყვანს იქ სადაც სამხედრო ხარჯები შემცირდება და გაიზრდება მეცნიერების.

Advertisements

7 Responses to რა ღირს მეცნიერება?

  1. ეს არის არაჩვეულებრივი, არგუმენტირებული სტატია, რომელშიც ჩანს ავტორის შესანიშნავი განათლება და ასევე, დიდი სიყვარული მეცნიერებისადმი. ვფიქრობ, ნებისმიერ მედია-საშუალებას შეშურდებოდა ასეთი კარგი სტატია თუ სიუჟეტი. ვხდები თვენი ბლოგის მიმდევარი და თაყვანისმცემელი, და გისურვებთ წარმატებას!

  2. maromar says:

    ფორუმზე რომ დაწერეს ახლახანს კურიოზიტის თემაში, ის გამახსენდა, არ ვპოსტავ, მაგრამ მეც ვკითხულობ ხოლმე იმ თემას..

    :უსერ:

  3. Mikha says:

    ყველაფერში ვეთანხმები ავტორს, მხოლოდ ბოლო 2 აბზაცზე გავაკეთებ კომენტარს: რომ არა დაპირისპირება ადამიანებს შორის, არ იქნებოდა ტექნოლოგიური განვითარება. ვინაიდან სწორედ სამხედრო პროექტების განვითარებას მოსდევს მეცნიერების განვითარებაც. რომ არა აღნიშნული ხარჯები, რა თქმა უნდა ყველა ეს თანხა სოციალურ პროექტებში დაიხარჯებოდა – სამწუხაროდ ადამიანების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აინტერესებს მეცნიერება, თავდაცვაზე/თავდასხმაზე კი ძალიან ბევრი ფიქრობს.

    • michael says:

      გეთანხმები რომ ხშირად და უმეტეს წილად სამხედრო სფერო აძლევს ტექნოლოგიას და მეცნიერებას ბიძგს რათა სწრაფად განვითარდეს, მაგალითად ამერიკა რუსეთის ცივი ომი და დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, ამერიკელები მთვარეზე არც დაჯდებოდნენ 1969-ში, მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა წავიოცნებოთ,რომ ეს ბიძგი მისცეს არა სამხედრო სფერომ არამედ ცნობისმოყვარეობამ, ცოდნის მიღების სურვილმა. როგორი მომავალი გვინდა? რადგან დღეს ძალაუფლების სურვილი და დაპყრობა ეხმარება ტექნოლოგიას ხვალაც ასე დავტოვოთ? ხომ ჯობია მეცნიერება და ცოდნა გავხადოთ უფრო ფართო მასებისთვის რომ ეს ბიძგი ცნობისმოყვარეობამ მისცეს და არა ომის სურვილმა.
      წავიოცნებე რა 😀
      მადლობა კომენტარისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: