ალკუბიერეს ძრავი – შორეული კოსმოსური მოგზაურობის შესაძლებლობა


საუკუნეების მანძილზე უცქერდნენ ცას ვარსკვლავთმრიცხველები, ასტრონომები და ასტროლოგები, ალბათ სრულიად უცოდინარი გლეხები და მონებიც, რომელსაც ქონდათ დიდი ცნობისმოყავრეობა, მაგრამ განათლების საშუალება არა. ათასობით თაობას აინტერესებდა რა ხდებოდა ცაში. მაგრამ ალბათ ძალიან ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს რომ ერთ დღესაც ადამიანი ჩაჯდებოდა ხომალდში და გადაცურავდა კოსმოსურ ზღვას, ისევე როგორც წყალთა ზღვას სერავენ მოგზაურები და ვაჭრები. როდესაც გამოიკვეთა სურათი რომ პლანეტები და მთვარეები რაღაც დედამიწის მსგავსი სამყაროებია, მიწით მთებით და შესაძლოა სხვა რამეებითაც, გაჩნდა შორეული მოგზაურობების ოცნებაც, მაგრამ ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო სხვა პლანეტებზე მოგზაურობა როდესაც ჯერ ფრენის ოცნებაც კი არ იყო რეალობასთან.

original

როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იქ? როგორ უნდა გამოისხას ფრთები? მას შეუძლია ააგოს დიდი ხომალდი, რომელიც წყალზე იტივეტივებს და წაიყვანს შორეული კონტინენტებისკენ, მაგრამ იქ სხვა პლანეტებამდე? 15-ე საუკუნეში ლეონარდო და ვინჩი შეპყრობილი იყო ფრენის იდეით და არაერთი  საფრენი მანქანის მოდელი შეიმუშავა. ის ბრწყინვალე ინჟინერი იყო, რომელიც ცუდ დროს დაიბადა. ლეონარდო თავისი იდეებით და საქმით დროს უსწრებდა, მაგრამ გაფრენამდე მაინც ძალზედ  შორი იყო. ამისთვის საჭირო იყო რევოლუცია ტექნოლოგიაში და მეცნიერებაში. რასაც ვერც ერთი ცალკე აღებული გენიოსი ვერ ქმნის. ამას ქმნის მთელი კაცობრიობა. თუმცა არიან ერთეულები რომლებიც ახალ ახალ კარიბჭეებს პირველად არგებენ გასაღებს, რის მიღმაც არაჩვეულებვრივი შესაძლებლობები იშლება. მეოცე საუკუნის დასაწყისში ძმებმა რაიტებმა პირველად აზიარებს კაცობრიობა ფრენას – ეს იყო ფრთების პირველი შეფრთხიალება. შემდეგ რობერტ გოდარდმა ძველი ჩინური ტექნოლოგიის გაუმჯობესებით გაიყვანა ადამიანი იქ სადაც ის მანამდე არ ყოფილა და ალბათ ვერც წარმოიდგენდა ჯადოქრობის და მისტიკის გარეშე. ჯერ დედამიწას შემოუარა ადამიანმა ორბიტიდან. შემდეგ კი იქამდე მივიდა საქმე რომ მთვარეზეც დაჯდა. ეს იყო კოსმოსური ოცნებების ეპოქა. ყველა ბავშვს კოსმონავტობა და ასტრონავტობა სურდა. თითქოს მთელი სამყარო მისაწვდომი გახდა, აი ცოტაც და მარსზეც გადავალთ, სულ ცოტა ხანში კი იუპიტერის და სატურნის მთვარეებისკენაც გავეშურებით. მერე ვარსკვლავებისკენ და უცხო პლანეტებისკენ. კოსმოსური ეპოქა დაიწყო, ისევე როგორც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, ცოტა მეტი გამებდაობაა საჭირო და როგორც დედამიწის გარსშემოვლის პრობლემა დაიმსხვრა ასევე დაიმსხვრევა ვარსკვლავების მიუწვდომლობის მითი.

earth-from-space

მაგრამ ეს მგზნებარე ოცნებები მალე მინავლდა, კოსმოსური რბოლას პოლიტიკური და შესაბამისად ფინანსური მხარდაჭერა მოაკლდა, მაგრამ ოცნებების ჩაცხრომის მთავარი მიზეზი იყო ის რომ ადამიანმა გააცნობიერა, კოსმოსური მოგზაურობის მთელი სირთულე. შორეული კოსმოსური მოგზაურობის პერსპეტივაში უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი, მათ შორის: სიცოცხლისთვის საჭირო პირობების ხანგრძლივი უზრუნველყოფა, ყველა წყაროდან შორს. ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნების პრობლემა და რაც ყველაზე მთავარია დროის ხანგრძლივობა, უზარმაზარი მანძილისთვის. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისშიც იყო მსგავსი პრობლემები. გემები საკმარისად გამძლე და დიდი არ იყო რომ ოკეანე გადაეცურა, პრობლემა იყო ნავიგაციაშიც, გრძედის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. გემებს არ ქონდა საკმარისი ადგილი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის საჭირო საკვების მარაგის დასატევად. მაგრამ ეს პრობლემები ნელ ნელა გამოცდილების მიღების კვლადაკვალ გამოსწორდა, დაიხვეწა ინჟინერია, ნავიგაციის მეთოდები, და ადამიანმაც მთელ დედამიწას შემოუარა. გადაცურა ყველა ზღვა და ოკეანე, და გააერთიანა დედამიწა. კოსმოსი შემთხვევაც იგივე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი სივრცეები წარმოუდგენლად დიდი აღმოჩნდა. განსაკუთრებით თამამი მეოცნებეები აღმოჩნდნენ მკაცრი რეალობის პირისპირ. ალბათ შედარებით მალე მივაღწევთ მარსს (პილოტირებულ მისიას) იუპიტერის და სატურნის მთვარეებს, მაგრამ ვარსკვავები? ეს უკვე სულ სხვა თემაა. ისინი იმდენად შორს არიან რომ ჩვენი თხევად საწვავიანი რაკეტებით უახლოეს ვარსკვლავამდე მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, და თუ შეძელი ამ ყველაფერს ათი ათასობით წელი დაჭირდება. ადამიანის გაგზავნა ასეთ მისიაში ყოველად შეუძლებელი და უაზროა. იმედი იყო რომ გამოჩნდებოდა უფრო ეფექტური ძრავი რომელიც ჩაანაცვლებდა დღევანდელ თხევად საწვავიან რაკეტებს, მაგრამ ჯერ ჯერობით კოსმოსური ფრენების ტექნოლოგიაში დიდი არაფერი შეცვლილა. თუმცა არის რამდენიმე საინტერესო პროექტი რომელიც უკეთეს, უფრო სწრაფ ხომალდებს გვპირდება. მაგრამ შორეული კოსმოსური მოგზაურობის პრობლემა ისევ რჩება. თავს იჩენს ფუნდამენტური ფიზიკური პრობლემა: – სივრცეში გადაადგილების სიჩქარის ლიმიტი. ეს არის სინათლის სიჩქარე, რომელზე სწრაფად გადაადგილებაც სამყაროს ფუნდამენტურ მექანიზმს ეწინააღმდეგება, ასე რომ საუკეთესო შემთხვევაში თუ შექმნი ხომალდს რომელიც სინათლის სიჩქარის 99%-ს მიაღწევს, უახლოეს ვარსკვლავამდე რამდენიმე წელიწადში ჩააღწევ. მაგრამ ხომალდის ამ სიჩქარებმდე აჩქარებას და შემდეგ შენელებას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია უნდა. მოგზაურობის ძირითადი დრო წავა აჩქარებაზე და შენელებაზე. მეცნიერები უამრავ ვარიანტს განიხილავდნენ, ე.წ ჭიახველის წარმოქმნას, ზე ეფექტურ საწვავს, მაგრამ არაფერს შეეძლო სათანადოდ დაეძლია ხანგრძლივი მოგზაურობის ფუნდამენტური პრობლემა.

original

1994 წელს მექსიკელმა ფიზიკოსმა მიგელ ალკუბიერემ წარმოადგინა ძრავის ჰიპოთეზა, რომელსაც ვარპ ძრავს (Warp Drive) ან ალკუბიერეს ძრავს უწოდებენ. ძრავის იდეაა სივრცის გამრუდების საშუალებით გადაადგილება. სივრცის გამრუდების წარმოსადგენად მარტივი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუ კლასიკურად მიიჩნევა რომ A-წერტილიდან B წერტილამდე უმოკლესი გზა არის წრფე. აინშტაინის ფარდობითობის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კიდევ უფრო მოკლე გზით წასვლა, ჩვენ შეგვიძლია მოვკეცოთ ის ფურცელი, რომელზეც A და B არის დატანილი, ისე რომ წერტილები ერთმანეთს შეეხონ. თუმცა ეს უფრო ჭიახვრელის (Wormhole)  დემონსტრირებაა ვიდრე ალკუბიერეს ძრავით გადაადგილების. ძრავი ერთბაშად არ გამრუდებს სივრცეს იმგვარად რომ ალფა კენტავრის სისტემა კარებთან მოგიტანოს, ის შედარებით მცირედ გაამრუდებს სივრცეს მის ირგვლივ და ვარსკვლავებამდე რამდენიმე კვირაში მიგვიყვანს. თუმცა სიხარული ნაადრევია, ყველაფერი ჯერ ისევ სამეცნიერო ფანტასტიკაა, ალკუბიერეს ძრავის თეორია მათემატიკურად გამართულია, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას რომ მისი არსებობა ფიზიკურად გამართლებულია. მთავარი პრობლემა რჩება ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა რომელიც ჭირდება ძრავს. ასეთი ენერგიის მისაღებად საჭიროა ანტიმატერია ან ეგზოტიკური მატერია. ეგზოტიკური მატერია ჯერ არ ვიცით საერთოდ არსებობს თუ არა, ანტიმატერია ნამდვილად არსებობს, (სრული სახით არა, მაგრამ შეგვიძლია მისი შექმნა) მატერიის და ანტიმატერიის შეხება იწვევს აფეთქებას, რის შედეგადაც ანტიმატერიაც და მატერიაც სრულად გარდაქიმნება ენერგიად. ამ პროცესს ანიჰილაცია ეწოდება. ანტიმატერია ძალზედ ეფექტური საწვავი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ პირობებში ლაბორატორიაში ერთი გრამი ანტიმატერიის შექმნასაც კი წლები სჭირდება. მისი შენარჩუნება ძნელია, რადგან ირგვლივ ყოველთვის მატერიაა. ანტიმატერია და მატერია კი ერთმანეთს ვერ იტანენ. ანტიმატერიის დაყოვნებაში რეკორდი ცერნში დაამყარეს, მეცნიერებმა რეკორდული დროით შეინარჩუნეს იგი, სულ რაღაც 16 წუთით, რათა დაკვირვებოდნენ მის “ქცევას”. ნუ წარმოიდგენთ ანტიმატერიით სავსე ჭურჭელს, ეს იყო რამდენიმე ანტიატომი.

abstract_wormhole_desktop_1028x768_wallpaper-218888

რამდენიმე თვის წინ ფიზიკოს ჰაროლდ უაითმა კვლავ აალაპარაკა მსოფლიო ალკუბიერეს ძრავის შესახებ, როდესაც მან განაცხადა რომ ის NASA-ს ჯგუფთან ერთად მუშაობს ე.წ ვარპ ძრავზე. უაითის და კიდევ რამდენიმე მეცნიერის განცხადებით ახალი გამოთვლები ადასტურებს იმას რომ ძრავის შექმნა სავსებით რეალურია და მას გაცილებით ნაკლები ენერგია ჭირდება ვიდრე ალკუბიერეს გამოთვლებიდან ჩანს. ეს ენერგია არის მაგალითად ზონდ ვოიაჯერის მასის შესაბამისი. შეიძლება ეს არ გამოიყურება როგორც ბევრი. მაგრამ თუ 722 კილოგრამს სრულად  გარდაქმნი ენერგიად აინშტაინის ცნობილი ფორმულის მიხედვით E=mc2 გამოვა – 6.5×1019 ჯოული. ენერგიის ამ რაოდენობას შეერთებული შტატები ხარჯავს დაახლოებით წელიწადში. ეს რათქმაუნდა კვლავ ბევრია და მოუხერხებელი, მაგრამ არა იმდენად როგორც ალკუბიერე აჩვენებდა.

ძრავი წარმოქმნის ტალღებს რისი მეშვეობითაც ხომალდი ექცევა სფეროში. შიგნით დრო სივრცე ნორმალურ მდგომარეობაში იქნება, გარშემო კი გამრუდებული. სფეროს წინა ნაწილში დრო სივრცე შემჭიდროვდება უკან კი გაიჭიმება. ეს ყველაფერი ხომალდს მისცემს საშუალებას სინათლის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ სწრაფად გადაადგილდეს. ალფა კენტავრამდე მიღწევა სულ რაღაც ორ კვირაში გახდება შესაძლებელი.

თუმცა ეს ნამდვილად არაა ხვალინდელი დღის პერსპექტივა. ნურც ის გეგონებათ რომ რადგან NASA მუშაობს ამაზე უკვე ნახევრად აწყობილი აქვს ძრავი ქარხანაში. ეს ჯერ მხოლოდ გამოთვლებზეა საუბარი და ფიზიკურ კონცეფციებზე.

მე პირადად იმედი მაქვს რომ  ალკუბიერეს ძრავი ოდესმე რეალობა გახდება და წაგვიყვანს იქ სადაც იქამდე ვერც კი წარმოვიდგენდით. მანამდე კი გამოჩნდება ალბათ რამე უფრო ეფექტური საშუალებები ვიდრე დღევანდელი რაკეტა მატარებლები.

P.S: ცნობილი ფიზიკოსი და ტელესახე მიჩიო კაკუ ხსნის ვარპ ძრავის პრინციპს

წყარო: space.comnews.discovery.com

Advertisements

3 Responses to ალკუბიერეს ძრავი – შორეული კოსმოსური მოგზაურობის შესაძლებლობა

  1. Tara Merrick says:

    შესაძლებელია, ამას ჩემი პირადი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდე, მაგრამ დღეს ვერ დავასახელებთ ვერაფერს, რაც ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკაში იყო აღწერილი და დღეს რეალობად არ იქცა. რადგანაც მუშაობის პრინციპი ცნობილია, მაშასადამე ამ ძრავის აგებაც შესაძლებელია. აქ მეორე საკითხია, როგორ უნდა განისაზღვროს სივრცის ის წერტილი ზუსტად, სადაც გვინდა რომ მოვხვდეთ? თუ რამე შეგვეშალა, უკან როგორ უნდა დავბრუნდეთ? შორეულ პერსპექტივაში, თუ ძრავი გამოვიდა, ალბათ კოსმოსური მასშტაბის მოძრაობის წესების შემოღება გახდება საჭირო 🙂

  2. michael says:

    ეს ხომ ჭიახვრელი (wormhole) არ არის, რომ არ ვიცოდეთ სად ამოვყოფთ თავს? ჩემი აზრით უბრალოდ მიმართულებას ავირჩევთ, როგორც ჩვეულებვრივი ხომალდები აკეთებენ,ჩავრთავთ ძრავს და ზეწარივით მოვკეცავთ სივრცეს იმ მიმართლებით საითაც გვინდა რომ გადავადგილდეთ.:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

%d bloggers like this: