მარსის კოლონიზაცია – კითხვები და პასუხები


MARS-One

ორგანიზაცია Mars One გეგმავს მარსის კოლონიზაციის დაწყებას 2023 წელს. 2022 წელს პირველი ოთხი კოლონისტი გაეშურება მარსისკენ და 2023 წელს მოეწყობა ახალ ბინაში, მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ჩააკითხავს ახალი ჯგუფი საჭირო ინვენტარით და საკვების მარაგით. ამ თემაზე სულ ცოტა ხნის წინ დავწერე პოსტში რატომ არ მივფრინავთ მარსზე? თუ რატომ მივუბრუნდი საკითხს ასე მალე ამის მიზეზია space.com-ის ახალი ინტერვიუ Mars One-ის დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან ბას ლანდსროპთან. Mars One შემოსავლების მისაღებად და ხარჯების დასაფარად  აპირებს პროექტი უპრეცედენტო მასშტაბის სატელევიზიო შოუდ აქციოს.

წარმოგიდგენთ space.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბას ლანდსროპთან

bas-lansdorp-portrait

კითხვა: როგორ მიხვედით ამ აზრამდე რომ მარსის კოლონიზაციის მცდელობისთვის დაფინანსება მოგეძიებინათ გლობალური მედია ღონისძიებით?

ბას ლანდსროპი: როდესაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავლების მაჩვენებლები ვიხილე, როდესაც მე და თანადამფუძნებელმა არნო უელდერსმა ვნახეთ ეს ციფრები, დავუკავშირდით პოლ რომერს, კარგად ცნობილ ჰოლანდიელ მედია ექპსერტს და განვიხილეთ ამ ყველაფრის მედია ღირებულება. შემდეგ ჩვენ ამ სფეროს ბევრ სხვადასხვა ექსპერტსაც ვესაუბრეთ. ყველა მათგანი დარწმუნებულია რომ პროექტის მედია ღირებულება ბევრად მღალია ვიდრე მისიის ხარჯი.

კითხვა: რას ფიქრობთ, რამდენი ხანი გააგრძელებს ხალხი ამის ყურებას? რამდენიმე წელიწადს? რამდენიმე ათწლეულს?

ბ.ლ: Mars One-ის მისია ბევრად გრანდიოზული მცდელობაა ვიდრე უბრალოდ დროშის ჩარჭობა. ეს დედამიწის მისიაა და მასში ჩართული იქნებიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ნებისმიერი რომელიც იქნება 18 წლის ზემოთ, შეეძლება იყოს ერთ-ერთი პირველი ასტრონავტი. მას შემდეგ რაც Mars One-ის ექსპერტები გამორიცხავენ შეუფერებელ კანდიდატებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ პუბლიკას რათა დემოკრატიულად აირჩეს დედამიწის პირველი ელჩები ახალ პლანეტაზე. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი სახეობის ისტორიაში. პუბლიკა ჩართული იქნება არჩეული კანდიდატების მომზადებისას, ასევე მათ ცხოვრებაში, მოგზაურობისას და მარსზე ყოფნისას. პირდაპირი ეთერით და ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებით. ასტრონავტებს რომელბსაც ექნებათ ეს საოცარი შესაძლებლობა პუბლიკის მხარდაჭერით, დარჩებიან მჭიდრო კავშირში თავის მხარდამჭერებთან დედამიწაზე. ისინი მაქსიმალურად გაუზიარებენ გამოცდილებას თუ როგორია მარსზე ცხოვრება. ყოველ წელიწადს აირჩევა ახალი კანდიდატები, ყოველ ორ წელიწადში კი ახალი ეკიპაჟი გაემგზავრება მარსზე. კაცობრიობა გახდება მულტი პლანეტური ცივილიზაცია. ეს არის ისტორია რომელსაც ხალხი ათწლეულების მანძილზე გაყვება.

კითხვა: რას ეტყვით ხალხს რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი თქვენი ბიზნეს გეგმის მიმართ?

ბ.ლ: მე ვეტყოდი “არ უყურებთ ადამიანებს რომლებიც მარსზე დადიან?”

კითხვა: რამდენად დიდი კოლონია შეიქმნება თქვენი აზრით? რა არის თქვენი მოლოდინი?

ბ.ლ: ვიმედოვნებ რომ კოლონია გახდება საკმარისად დიდი რომ იყოს თვითმყოფადი – მაგრამ ამას დასჭირდება მრავალი ათწლეული. საბედნიეროდ Mars One არ იქნება ერთადერთი რომელიც ამ მიზანზე იმუშავებს. პრივატული და საჯარო საწარმოები ითამაშებენ თავიანთ როლს კაცობრიობის ახალ პლანეტაზე გადასაყვანად. უდიდეს მისიაში კაცობრიობის ისტორაში. საპასუხოდ გეტყვით – მე იმედი მაქვს რომ Mars One დააფუძნებს პირველ ოთხ კაციან დასახლებას, პირველი ჯგუფის დაფუძნება ყველაზე რთული იქნება, ორივე, ტექნიკური და ფინანსური მხრივ. დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი პირველი ეკიპაჟი ჩავა, მას ბევრი მიყვება უკან.

კითხვა: რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რომელიც უნდა გადაილახოს Mars One-მა წარმატებისთვის?

ბ.ლ: მარსის მისია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. სამი მთავარი გამოწვევაა. ახლო პერსპექტივაში ეს არის იმ უფსკრულის დაფინანსება რაც არის აპარატურულ დანახარჯებსა და მედია ღონისძიებებიდან მომდინარე შემოსავლებს შორის. საშუალო პერსპექტივაში ეს არის, ყოველმა ეტაპმა ჩაიაროს ისე როგორც დაგეგმილი იყო, როგორც ასეთი მასშტაბის პროეტს შეეფერება. შორეულ პერსპექტივაში ეს იქნება:  ეკიპაჟის მოძიება და მომზადება, რომ მათ წარმატებით შეასრულონ მისია პირველ სამ წელიწადს, სანამ ახალი ეკიპაჟი არ ჩააკითხავთ.

Mars-One1

კითხვა: გამოხატა თუ არა ბევრმა ადამიანმა ინტერესი გახდეს Mars One-ის ასტრონავტი?

ბ.ლ: პირველი შვიდი თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი გეგმა 2012 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ დაახლოებით ათასი ელექტრონული წერილი დაინტერესებული ადამიანებისგან. ასევე ბოლო კვირის მანძილზე ჩვენ მივიღეთ ათასი წერილი და დაახლოებით 30 000 -მა ადამიანმა გამოიწერა საფოსტო განახლებები, არჩევის პროცედურების სიახლეთა გასაგებად.

კითხვა: რას მნიშვნელობა ექნება კაცობრიობისთვის Mars One-ის წარმატებას წითელ პლანეტაზე კოლონიის შექმნაში?

ბ.ლ: მე მჯერა რომ ის მართლაც შეცვლის ჩვენი სახეობის პერსპექტივას. თუ კაცობრიობას შეუძლია ადამიანის გაგზავნა მარსზე, დარჩა კი რამე რაც არ შეგვიძლია? ვიმედოვნებ რომ Mars One-ის საერთაშორისო მიღწევა, ხალხს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ამ პლანეტაზე, მაშინ როცა ამდენი კონფლიქტი და ტანჯვაა Mars One მოახდენს დემონსტრირებას თუ როგორ შეიძლება ერთად მოემზადონ განსხვავებული ჯგუფები, სხვადასხვა კულტურული ფონით და სხვადასხვა ქვეყნიდან გაემგზავრონ ამ რთულ მისიაში. ეს წარმატება აამაღლებს ცნობიერებას კულტურულ განსხვავებებსა და მსგავსებების შესახებ, რათა დავაფასოთ თუ ვინ ვართ. და თუ მარსზე აღმოვაჩენთ სიცოცხლეს ეს საფუძვლიანად შეცვლის ჩვენი სამყაროს ხედვას.

კითხვა: თქვენ თუ გაქვთ პირადი ინტერესი მარსზე გამგზავრების?

ბ.ლ: დიახ 15 წლის წინ დავიწყე ჩემი იდეის ჩამოყალიბება Mars One, რადგან მინდოდა რომ წავსულიყავი მარსზე. მაგრამ 15 წლის წინ 20 წლის ვიყავი. ახლა მე მყავს შესანიშნავი მეგობარი გოგონა. ვეჭვობ მან ოდესმე დატოვოს დედამიწა. თუმცა ვნახოთ. ეჭვგარეშეა ძლიერ შემშურდება და თან გამიხარდება როდესაც პირველი ოთხი ადამიანი დატოვებს დედამიწას, და გაეშურება კაცობრიობის ისტორიაში აქამდე მომხდარ უდიდეს ექსპედიციაში.

მოკლე მაგრამ საინტერესო ვიდეო ინტერვიუ

P.S: მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ეს ყველაფერი ჯერ ოცნებას გავს, რადგან მარსზე კოლონიის დაარსება ბევრ პრობლემას უკავშირდება, კერძოდ უამრავ მანქანას და ტექნოლოგიას სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად. წყლის საიმედო წყაროს პოვნას, ჟანგბადის მუდმივ გამომუშავებას. საკვები ინდუსტრიის შექმნას. ჯანმრთელობის პრობლემების გამკლავებას. შეიძლება ამ წინდადებების წაკითხვა ადვილია მაგრამ რომ წარმოვიდგენ რამდენად რთული და ძვირია ეს ყველაფერი, მგონია რომ მისტერ ბას ლანდსროპი ნამდვილად ოცნებობს. უფრო დეტალურად მარსზე დარჩენის სირთულეებზე წაიკითეთ პოსტში: რატომ არ მივფრინავთ მარსზე? თუმცა მინდა გითხრათ რომ ამ პოსტშიც კი ზერელედაა განხილული მარსზე დარჩენის პრობლემები. რაც შეეხება დადებითს: თავისთავად მარსზე კოლონიის დაარსების მცდელობა, ყველა სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს რომ თავი დავანებოთ დიდ გამოცდილებას მოგვცემს მეცნიერებაშიც და ინჟნერიაშიც, მაგრამ სასურველი იქნება პროექტს მეტი სამეცნიერო დატვირთვა მისცენ. კოლონისტებს გაატანონ რამე სამეცნიერო ისტრუმეტები და მოამზადონ მეცნიერებაშიც. ამ მხრივ ამ ინტერვიუში ბას ლანდსროპის სიტყვები – თუ მარსზე სიცოცხლეს ვიპოვითო ცოტა იმედის მომცემია რომ პროექტს შესაძლოა ქონდეს მნიშვნელოვანი მეცნიერული დატვირთვაც. (არ ვიცი შეიძლება მარსმავლების იმედზეა)

მე მაინც მგონია რომ პროექტი ან არ შედგება ან გადაიდება. ესენი 10 წელიწადში ვერ მოასწრებენ უზარმაზარი თანხების მიღებას, უამრავი ტექნოლოგიის დახვეწას და გაგზავნას, იქ შესაფერისი ადგილის და რესურსების მოძებნას, საცხოვრებლების მოწყობას და ადამიანების გაგზავნას, ისე რომ კოლონისტებს ქონდეთ გარანტირებული უსაფრთხოება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

%d bloggers like this: