Symphony of Science – მუსიკას + მეცნიერება


symphony-of-science-bundle-1-5-by-symphony-of-science

წინა პოსტები ცოტა რთულ საკითხებს ეხებოდა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება და ბნელი მატერია. ისე კი შევეცადე მარტივად მიმეტანა მკითხველამდე. ამჯერად კი Relax and listen to Symphony of Science. ბევრს გექნებათ მოსმენილი, ვისაც არა და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ “მეცნიერების სიმფონია” ეს არის პროექტი რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზებას მუსიკით. მისი შექმნელი ჯონ დ. ბოსუელი ამბობს რომ პროექტის მიზანია მეცნიერული ცოდნის და ფილოსფიის მიტანა პუბლიკასთან. რაც ჩემი აზრით მისასალმებელია. მუსიკა ყველას უყვარს (ალბათ) და თუ ის რაიმე ღირებულს გეტყვის ან აღძრავს შთაგონებას, მაგას რა ჯობია. “მუსიკა და მეცნიერება ეს ჩემი ვნებაა” ამბობს იგი. “რომელთა გაერთიანებისკენაც მივილტვი, რათა მსმენელამდე მივიტანო ღირებული მესიჯი.”  Symphony of Science სხავდასხვა მეცნიერთა საუბარს თუ პრეზენტაციას მუსიკად აქცევს. არემიქსებს მათ საუბარს და ადებს მუსიკას. შემდეგი კი ძალიან საინტერესო გამოდის. რაც მთავარია შთამაგონებელიც კი. ძირითადად გააჩნია ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

ჯონ დევიდ ბოსუელი

img_john_d_boswelljpg

პროექტის ფარგლებში უკვე გამოსულია 15 ვიდეო კლიპი და ალბომი. YouTube-ზე ყველაზე პოპულარულ Symphony of Science-ის ვიდეოებს აქვს რამდენიმე მილიონი ნახვა. პირველი ვიდეო გამოჩნდა 2009 წელს A Glorious Dawn სადაც კარლ სეიგანის და სტივენ ჰოკინგის სიტყვებია გარემიქსებულია და საკმაოდ შთამბეჭდავიც გამოვიდა. ეს არის მეოცე საუკუნის ორი დიდი მეცნიერის და მასწავლებლის, შთამაგონებელი სიტყვები, პოპულარული დოკუმენტური ფილმებიდან რომელმაც პუბლიკას შეაყვარა მეცნიერება. ეს არის კარლ სეიგანის ზეპოპულარული წიგნი და სატელევიზიო სერიები – კოსმოსი. და სტივენ ჰოკინგის – სტივენ ჰოკინგის სამყარო. ამ ყველაფერთან ერთად როგორც მხოლოდ მუსიკა – კარგია, თანამედროვე და დინამიური. თუ პოპულარული მეცნიერება გიყვართ მაშინ მითუმეტეს სასიამოვნოა მოსმენა. და თუ ვიდეოებსაც უყურებთ და უსმენთ მაშინ.. 😀 თუმცა ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მესიჯის ინტერპრეტაცია რაც ამ მეცნიერებს უნდოდათ რომ თქვან. ინტერპრეტაცია მუსიკის ენაზე. მეცნიერების გავლენა კულტურაზე. ხომ არ შეიძლება მუსიკა ეხებოდეს მხოლოდ ისეთ თემებს როგორიცაა სიყვარული, სევდა და მხიარულება? არანაკლებ ამაღელვებელია, გალაქტიკები, ვარსკვლავები, სამყარო და მისი შეცნობა. ადამიანის ტვინი და ა.შ.

სასიამოვნოა უსმინო როგორ “მღერიან” ისეთი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მეცნიერები, როგორიცაა კარლ სეიგანი, სტივენ ჰოკინგი, რიჩარდ ფეინმანი, ნილ დეგრეის ტაისონი და  ვილიანურ რამაჩანდრანი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო (არც არის ბევრი სალაპარაკო, მოსასმენი უფროა)  მოუსმინეთ ჩემ რამდენიმე ფავორიტს. დანარჩენისთვის კი უბრალოდ ჩაწერეთ YouTube-ში Symphony of Science

Enjoy!

Carl Sagan ft Stephen Hawking – A glorious Down

Our biggest Challange – უდიდესი გამოწვევა  – კლიმატის ცვილებაზე

Science is a poetry of reality- მეცნიერება რეალობის პოეზიაა.

Our Place in Cosmos -ჩვენი ადგილი სამყაროში (რიჩარდ დოვკინსს კარგი მისამღერი აქვს აქ 😀 )

და ტვინზე.

P.S: კიდე მყავს ფავორიტები მაგრამ ძალიან ბევრი გამოდის პოსტში დასადებად, ეგ არაფერი იუთუბი თქვენი მეგობარია და ადვილად იპოვით უბრალოდ აკრიფეთ კლავიატურაზე  Symphony of Science

Symphony-of-Science

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: