Across the Universe პოლარულ ვარსკვლავზე
თებერვალი 3, 2013 დატოვე კომენტარი
5 წლის წინ 2008 წლის 4 თებერვალს NASA დაარსებიდან 50 წლისთავს აღნიშნავდა. ზეპოპულარული ბითლზის ასევე ზეპოპულარული სიმღერა Across the Universe კი დაბადებიდან (ჩაწერიდან) 40 წლის თავს. NASA-ს კიდევ ქონდა რამდენიმე იუბილე პირველი ამერიკული თანამგზავრის Explorer 1-ის 50 წლის იუბილე და Deep Space Network-ის (ანტენების საერთაშორისო ქსელი) 45 წლის თავი. NASA-მ ეს თარიღები აღნიშნა ბითლზის ლეგენდარული სიმღერის კოსმოსში გაშვებით. სიგნალი გაშვებული იქნა პოლარული ვარსკვლავის მიმართულებით, რომელიც ჩვენგან 431 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ასე რომ ბითლზის Across the Universe კვლავ გზაში იმყოფება და დანიშნულების ადგილს 426 წლის შემდეგ ჩააღწევს (სიმღერა სინათლის სიჩქარით მიისწრაფვის) თუმცა პოლარული ვარსკვლავი სუპერგიგანტია და ნაკლებად სავარაუდოა სიცოცხლისთვის სათანადო პლანეტები გარემოექცეოდნენ მის ირგვლივ (ზოგ ბიტლომანს გაუტყდა :D) მაგრამ სამყარო დიდია და Across the Universe-საც დიდი გზა აქვს. ვინ იცის მანამდე ვინ დაიჭერს 😀 და მოუსმენს? იმედია უცხოპლანეტელებს მოეწონებათ 😀
იდეა ეკუთვნის ბითლზის ისტორიკოსს მარტინ ლევისს. იდეა მოიწონეს ბიტლომანებმა, ლენონის ქვრივმა იოკო ონომ პოლ მაკარტნიმ Apple Records-მა და რათქმაუნდა ნასამ რომელიც როგორც ჩანს ბიტლომანების ნაკლებობას არ უჩივის.
შესანიშნავია NASA – აღნიშნა პოლ მაკარტნიმ – გადაეცით უცხოპლანეტელებს ჩემი სიყვარული (Send my love to aliens)
იოკოს კომენტარი კი ასეთი იყო – მე ვხედავ რომ ეს არის ახალი ერის დასაწყისი როდესაც ჩვენ დავუკავშირედებით მილიარდობით პლანეტას სამყაროს ირგვლივ”
2008-ში 4 თებერვალი გამოცხადდა როგორც Across the Universe day, ამ დღის აღანიშნავად ნასამ სიმღერის კოსმოსში გასაშვებად მოაწყო ღონისძიება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ადამიანი ასრულებდა Across the Universe ნასა კი მათ შესრულებულს კოსმოსში უშვებდა.
Across the Universe არ არის ბითლზის ერთადერთი სიმღერა რომელიც ნასამ გამოიყენა. 2005 წელს სერ პოლ მაკარტნიმ კონცერტზე The Space within us შეასრულა სიმღერები Good Day Sunshine; Ticket to Ride; A Hard Day’s Night; და სხვა. კონცერტი გადაიცემოდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
P.S თქვენც დატკბით სიმღერით. მართლა ისეთი სიმღერაა, რომელიც სამყაროში უნდა ისმოდეს.