Across the Universe პოლარულ ვარსკვლავზე


210280main_dns-20080204

5 წლის წინ 2008 წლის 4 თებერვალს NASA დაარსებიდან 50 წლისთავს აღნიშნავდა. ზეპოპულარული ბითლზის ასევე ზეპოპულარული სიმღერა Across the Universe  კი დაბადებიდან (ჩაწერიდან) 40 წლის თავს. NASA-ს კიდევ ქონდა რამდენიმე იუბილე პირველი ამერიკული თანამგზავრის Explorer  1-ის 50 წლის იუბილე და Deep Space Network-ის (ანტენების საერთაშორისო ქსელი) 45 წლის თავი. NASA-მ ეს თარიღები აღნიშნა ბითლზის ლეგენდარული სიმღერის კოსმოსში გაშვებით. სიგნალი გაშვებული იქნა პოლარული ვარსკვლავის მიმართულებით, რომელიც ჩვენგან 431 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ასე რომ ბითლზის Across the Universe კვლავ გზაში იმყოფება და დანიშნულების ადგილს 426 წლის შემდეგ ჩააღწევს (სიმღერა სინათლის სიჩქარით მიისწრაფვის) თუმცა პოლარული ვარსკვლავი სუპერგიგანტია და ნაკლებად სავარაუდოა სიცოცხლისთვის სათანადო პლანეტები გარემოექცეოდნენ მის ირგვლივ (ზოგ ბიტლომანს გაუტყდა :D)  მაგრამ სამყარო დიდია და Across the Universe-საც დიდი გზა აქვს. ვინ იცის მანამდე ვინ დაიჭერს 😀  და მოუსმენს? იმედია უცხოპლანეტელებს მოეწონებათ 😀

იდეა ეკუთვნის ბითლზის ისტორიკოსს მარტინ ლევისს. იდეა მოიწონეს ბიტლომანებმა, ლენონის ქვრივმა იოკო ონომ პოლ მაკარტნიმ Apple Records-მა და რათქმაუნდა ნასამ რომელიც როგორც ჩანს ბიტლომანების ნაკლებობას არ უჩივის.

შესანიშნავია NASA – აღნიშნა პოლ მაკარტნიმ – გადაეცით უცხოპლანეტელებს ჩემი სიყვარული (Send my love to aliens)

Beatles-send-into-space-myMzone

იოკოს კომენტარი კი ასეთი იყო  – მე ვხედავ რომ ეს არის ახალი ერის დასაწყისი როდესაც ჩვენ დავუკავშირედებით მილიარდობით პლანეტას სამყაროს ირგვლივ”

2008-ში 4 თებერვალი გამოცხადდა როგორც Across the Universe day, ამ დღის აღანიშნავად ნასამ სიმღერის კოსმოსში გასაშვებად მოაწყო ღონისძიება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ადამიანი ასრულებდა Across the Universe ნასა კი მათ შესრულებულს კოსმოსში უშვებდა.

Across the Universe არ არის ბითლზის ერთადერთი სიმღერა რომელიც ნასამ გამოიყენა. 2005 წელს სერ პოლ მაკარტნიმ კონცერტზე The Space within us  შეასრულა სიმღერები  Good Day Sunshine; Ticket to Ride;  A Hard Day’s Night; და სხვა. კონცერტი გადაიცემოდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე

P.S თქვენც დატკბით სიმღერით. მართლა ისეთი სიმღერაა, რომელიც სამყაროში უნდა ისმოდეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: