დედამიწის მსგავსი პლანეტები შესაძლოა უფრო ახლოა


724904main_Red Dwarf planet cfa_4x3_946-710

კოსმოსურ ტელესკოპ კეპლერის მეშვეობით, ასტრონომებმა ჰარვარდ სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრში გამოითვალეს რომ ჩვენს გალაქტიკაში  წითელი ჯუჯების 6% გააჩნიათ დედამიწის ზომების პლანეტები ე.წ “საცხოვრებელ ზონებში” ეს არის ზონა ვარსკვლავის გარშემო რომელშიც შესაძლებელია თხევადი წყლი არსებობა. 

მზის სამეზობლოში ვარსკვლავთა უმრავლესობა წითელი ჯუჯაა. მკვლევარებს სჯერათ რომ დედამიწის ზომის პლანეტა, ზომიერი ტემპერატურით, შეიძლება მდებარეობდეს მხოლოდ 13 სინათლის წლის მოშორებით. “ჩვენ არ ვიცით შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსებობა პლანეტაზე რომელიც წითელ ჯუჯას გარემოექცევა, მაგრამ ეს აღმოჩენები გამოწვევას უზმადებს ჩემს ცნობისმოყვარეობას, თუ სიცოცხლის კოსმოსური აკვნები, უფრო სხვადასხვაგვარია ვიდრე ჩვენ ადამიანებს წარმოგვიდგენია.” ამბობს ნატალი ბათალჰა კეპლერის მისიის მეცნიერი.

მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია 95 პლანეტის კანდიდატი, კეპლერის კატალოგიდან რომლებიც გარემოექცევიან 64 წითელ ჯუჯას. მათგან სამი კანდიდატი შესანიშნავ ტემპერატურულ ზონაში იმყოფება, პლანეტების ზომით აღემატებიან დედამიწას არაუმეტეს 2-ჯერ.

წითელი ჯუჯა ვარსკვლავები, ჩვენ მზეზე მომცრო და ცივები არიან. საშუალო ზომის წითელი ჯუჯა სამჯერ მცირეა მზეზე და ათასჯერ ნაკლებად ბრწყინვალე, შედეგად მათი საცხოვრებელი ზონა მეტად ახლოა ვარსკვლავთან.

“ახლოს მდებარე საცხოვრებელი ზონები, ცივი ვარსკვლავების გარშემო, უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვარსკვლავური ქარიშხლების და გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო. ეს მდგომარეობა ართულებს მათი სიცოცხლის უნარიანობის გაგებას.” ამბობს ვიქტორია მიდოუზი ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან. ” მაგრამ თუ ამ კვლევიდან გამომდინარე ისინი იმყოფებიან ჩვენგან ძალიან ახლოს, მაშინ გაგვიადვილდება ამ გამომწვევი დაკვირვებების გაკეთება, რათა მათ შესახებ მეტი შევიტყოთ, ამ საკითხის ჩათვლით: – შესაძლებელია თუ არა მათზე სიცოცხლის არსებობა”

პლანეტის სამი კანდიდატი კეპლერის ინტერესთა სამიზნეში არიან. (KOI) 1422.02 რომელიც არის ზომით დედამიწის 90%. ვარსკვლავს გარემოექცევა 20 დღიან ორბიტაზე. KOI-2626.01 1,4-ჯერ დიდია დედამიწაზე, ვარსკვლავს გარემოექცევა 38 დღეში. და KOI-854.01 1,7-ჯერ აღემატება დედამიწას ორბიტას ასრულებს 56 დღეში. ისინი მდებარეობენჩვენგან 300-600 სინათლის წელიწადის მოშორებით. მათი მშობელი ვარსკვლავის ტემპერატურა მოიცავს 3400; 3500 კელვინს. (შესადარებლად მზის ტემპერატურა არის დაახლოებით 5800 კელვინი)

კეპლერის მისია არის პირველი მისია რომელსაც შეუძლია დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენა. ის ტრანზიტული მეთოდის მეშვეობით ეძებს მომცრო პლანეტებს. თუმცა ის აგრეთვე პოულობს სხვადასხვა ტიპის პლანეტებს რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ორბიტებით, ზომით, ტემპერატურით და ა.შ. რაც ეხმარება მეცნიერებს უკეთესად შეიცნონ ჩვენი ადგილი სამყაროში.

ახლახან კეპლერის მისიამ დაასრულა მისიის ძირითადი დრო. მაგრამ მისია გრძელდება წინ კი ალბათ კვლავ ბევრი აღმოჩნება გველოდება.

წყარო: nasa.gov

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: