პაწაწინა მთვარის ზომის პლანეტა – ახალი რეკორდი მცირე ეგზოპლანეტების აღმოჩენაში
თებერვალი 20, 2013 დატოვე კომენტარი
სურათზე მარცხნიდან მერკური, Kepler 37b და მთვარე
კეპლერის მისიის მეცნიერებმა დააანონსეს ახალი პლანეტური სისტემის აღმოჩენის შესახებ. პლანეტური სისტემა განსაკუთრებულია იმით რომ აღმოჩენილია უმცირესი ეგზოპლანეტა. პლანეტა Kepler 37b ყველაზე მცირე ზომის პლანეტაა არა მხოლოდ ეგზოპლანეტებს შორის არამედ ჩვენ მზის სისტემის პლანეტებს შორისაც. ის მერკურზე უფრო მცირეა და ზომით ოდნავ აღემატება ჩვენ მთვარეს. ეს აღმოჩენა არის ახალი ზღვარი პლანეტურ მეცნიერებაში.
პლანეტურ სისტემაში აღმოჩენილია სამი ეგზოპლანეტა რომლებიც გარემოექცევიან ვარსკვლავ Kepler 37-ს რომელიც მზეზე ოდნავ მომცრო და ცივია. ვარსკვლავი მდებარეობს ჩვენგან 210 სინათლის წლის მანძილზე. სამივე პლანეტა Kepler 37b; Kepler 37c და Kepler 37d ვარსკვლავს საკმაოდ ახლო გარემოექცევიან. რაც მათ სიცოცხლისთვის უვარგისს ხდის. Kepler 37b (ყველაზე მომცრო) მშობელ ვარსკვლავიდან დაშორებულია მხოლოდ 15 მილიონი კილომეტრით (დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი არის 150 მილიონი კილომეტრი) პაწაწინა პლანეტა ორბიტას 13 დღეში ასრულებს. მისი ზედაპირის ტემპერატურა სავარაუდოდ არის +400 გრადუსი ცელსიუსით. შემდეგი პლანეტა Kepler 37c 20 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული მშობელი მზისგან და ვენერაზე უფრო მომცროა. (ვენერა დედამიწაზე ოდნავ მომცროა) იგი სიცოცხლის არსებობისთვის კარგი კანდიდატი იქნებოდა რომ არა მისი ასე ახლო ყოფნა ვარსკვლავთან. უდიდესი ამ პლანეტათაგან არის Kepler 37d რომელიც დედამიწაზე ორჯერ დიდია. მეცნიერები ფიქრობენ რომ ის სავარაუდოდ გაზის პლანეტაა და ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლისთვის არახელსაყრელია. მისი დაშორება ვარსკვლავიდან არის 30 მილიონი კილომეტრი.
მისია 2009 წლიდან ეძებს დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს. კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი იყენებს ეგზოპლანეტების ძებნის შედარებით ახალ მეთოდს. ტრანზიტულ მეთოდს. აღმოჩენის მეთოდი მდგომარეობს მრავალი ვარსკვლვის ერთდროულ დაკვირვებაში. როდესაც შეუმჩნეველი (უზარმაზარი მანძილის, სიცირისა და არასაკმარისი სინათლის არეკვლის გამო) პლანეტა გაივლის ვარსკვლავსა და კეპლერის ობიექტივს შორის. კეპლერის ფოტომეტრი აფისქირებს მცირე დაბნელებას. ანუ ვარსკვლავის სინათლის ინტენსივობის კლებას. იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის სინათლეს ასხივებს ვარსკვლავი და ამ მცირე დაბნელებამ რა რაოდენობის სინათლე დაბლოკა. დგინდება ობიექტის (პლანეტის) ზომა და ორბიტული გარშემოვლის პერიოდი, ამის შედეგად კი საშუალო დაშორება ვარსკვავამდე.
მზის სისტემის და Kepler 37-ის სამი პლანეტის შედარებითი სიდიდეები
კეპლერის მეშვეობით აღმოჩენილი იქნა უამრავი პლანეტა. თუ კეპლერამდე პლანეტათა აღმოჩენა შედარებით იშვიათად ხდებოდა, კეპლერის დროს პლანეტათა რაოდენობა პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა. წინამორბედი მეთოდებით ხდებოდა ძირითადად დიდი პლანეტების, ცხელი იუპიტერების აღმოჩენა. კეპლერმა კი შესაძლებელი გახადა დედამიწის ზომის პლანეტების აღმოჩენა. შემდეგ როგორც ხედავთ უფრო შორსაც გაიჭრა და დედამიწაზე მომცრო პლანეტებიც აღმოაჩინა. დაახლოებით ვენერას ზომის. შემდეგ მარსზე ოდნავ მოზრდილი და ახლა სულ პაწაწინა, თითქმის ჩვენი მთვარის ტოლი. ეს ნიშნავს რომ აღმოჩენის ტექნიკა იხვეწება. ჩვენ დიდებულ ეპოქაში ვხოვრობთ როცა ისტორიაში პირველად არისტარქეს და ჯორდანო ბრუნოს იდეები ცოცხლდება.
დღესდღეობით ცნობილია 900-მდე ეგზოპლანეტა, კეპლერის პლანეტათა კადიდატების სია კი 2300 პლანეტას ითვლის. რომელთა უმრაველოსბაც დიდად სავარაუდოდ დამტკიცდება. აღმოჩენის დამტკიცებისთვის პლანეტამ მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გაიაროს ობიექტივსა და ვარსკვლავს შორის. სწორედ ამიტომ ხდება უფრო ადვილად იმ პლანეტების აღმოჩენა რომლებიც ვარსკვლავთან ალხოს იმყოფებიან. ისინი უფრო ხშირად ახერეხებენ “ტრანზიტს”.
Kepler 37b მნიშვნელოვანია პლანეტური სისტემების მრავალფეროვნების გაცნობიერებაში. ეს არის ახალი საფეხური პლანეტური სისტემების ფორმირებაში, რომ ასე ახლოს ვარსკვლავთან შესაძლებელია ასეთი მცირე პლანეტის წარმოქმნა. უფრო და უფრო მცირე ზომის პლანეტების აღმოჩენის შესაძლებლობა მე პირადად იმედს მანძლევს რომ ამ ყველაფერის ლოგიკური გაგრძელება იქნება უფრო და უფრო მეტი დეტალის გაგება უცხო პლანეტებზე. მაგალითად ატმოსფერული კომპოზიციის შესახებ. სიცოცხლის არსებობის შანსის შესახებ და ა.შ. არც ისე შორსაა ის დრო როდესაც პირდაპირ სურათებსაც კი გადავუღებთ მათ. თუ ასეთ შორეულ პლანეტბებს არა ახლო მახლო პლანეტებს მაინც. ჩვენს ირგვლივ კარის სამეზობლოში უამრავი ვარსკვლავია.