სამყარო კიდევ უფრო ხნიერია


735681main_pia16873-43_946-710

ადრეული სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა, რომელიც შეადგინა პლანკმა

სამყარო კიდევ უფრო ხნიერია – ახალ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ მეცნიერები. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ ცვლის საერთო სურათს. თუმცა ჩვენი ყოველდღიური სტანდარტებით 100 მილიონი წელი ძალიან დიდი დროა, სამყაროსთვის არც ისე დიდი დროა. ეს დაახლოებით იგივეა 14 წლამდე ბავშვის ასაკის განსაზღვრაში 1 თვე რომ შეგვეშალოს.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის მისიის მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13.82 მილიარდ წელიწადს. აქამდე ყველაზე ზუსტი მონაცემები, ცნობილი იყო WMAP-ისგან 13.72 მილიარდი წელიწადი. თუმცა მეცნიერები ამბობენ რომ პლანკმა უფრო დეტალური მონაცემები მოაგროვა და შესაბამისად ახალი გაზომვები უფრო სანდოა. ახალი მონაცემები მიუთითებს არა მარტო სამყაროს ასაკზე არამედ მის შემცველობასა და მდგომარეობაზე. მაგალითად იგივე მონაცემების მიხედვით ირკვევა რომ სამყარო ოდნავ უფრო ნელა ფართოვდება და შესაბამისად უფრო ნაკლებ ბნელ ენერგიას შეიცავს.

ახალი მონაცემების შედეგები  მოკლედ ასე გამოიყურება:

  • სამყაროს ასაკია 13.82 მილიარდი წელიწადი და არა 13.72
  • სამყარო ფართოვდება შედარებით უფრო ნელა ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
  • სამყაროს შემცველობა ასეთია 4.9% ჩვეულებვრივი მატერია 26.8% ბნელი მატერია და 68.3% ბნელი ენერგია. (ძველი მონაცემები: 4.6%; 24%; 71.4%)

პლანკის მისია და ადრეული სამყარო

ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის კოსმოსური ობსერვატორია 2010 წლიდან ატარებს კოსმოსური მიკროტალღური ფონის სრულ აღწერას და მიიჩნევა WMAP-ის გაუმჯობესებულ მემკვიდრედ. მისი ინსტრუმენტები გაცილებით მგრძნობიარე და ზუსტია ვიდრე რომელიმე მისი წინამორბედის (COBE; WMAP) პლანკი აღწერს იმ გამოსხივებას (რომელსაც ახლა უკვე მიკროტალღური ფონის სახე აქვს) რომელიც ადრეულმა სამყარომ დატოვა როგორც ანაბეჭდი. შემდეგ სამყაროს გაფართოებასთან ერთად ეს თერმული გამოსხივება გაცივდა (ტალღები გაიწელა) და დროთა განმავლობაში გარდაიქმნა რადიო და მიკრო ტალღებად.

COBE, WMAP და Planck-ის გარჩევადობა

PIA16874-CobeWmapPlanckComparison-20130321

ადრეული სამყაროს მიკროტალღური ფონი, თითქმის ერთგვაროვანია, თუმცა მას გააჩნია მცირე ტემპერატურული ვარიაციები, ფლუქტუაციები. მეცნიერების აზრით ეს ფლუქტუაციები წარმოიქმნა მაშინ როცა სამყარო იყო პროტონზე უფრო მცირე, ეს არის კვანტური ფლუქტუაციები რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამყაროს სტრუქტურას. გალაქტიკათა ჯგუფების წარმოქმნას. ამ მცირე ტემპერატურულ ვარიაციებს აღწერს სწორედ პლანკი, სწორედ მათ შეუძლიათ გვითხრან სამყაროზე ბევრი რამ.

სამყაროს ასაკი

სამყარო ცოტა უფრო ხნიერი აღმოჩნდა. ვიდრე აქამდე გვეგონა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისმა წინამორბედმა WMAP-მა ვერ შეასრულა კარგად დავალება, ან დიდი ცდომილება გვქონდა. საქმე იმაშია რომ პლანკი უფრო ზუსტი ინსტრუმენტია. WMAP-ის მონაცემებში გათვალისწინებული იყო საშუალო ცდომილება 120 მილიონი წელი. (ყველა კომპეტენტურ წყაროში სამყაროს ასაკი მითითებული იყო  WMAP-ის მოპოვებული მონაცემებით როგორც 13.73 +/- 0.12 მილიარდი წელი) ანუ WMAP-ზე უფრო ზუსტ მონაცემებს შეიძლებოდა ეჩვენებინათ სამყაროს ასაკი როგორც 13.82 მილიარდი წელი ისე 13.61. როგორც თავიდან აღვნიშნე. ახალი მონაცემები ძირეულად არ ცვლის ჩვენს წარმოდგენას სამყაროს ასაკზე, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სამყაროს გაფართოებასა და შემადგენლობაზე.

სამყარო უფრო ნელა ფართოვდება

სამყაროს გაფართოების გაზომვა სხვადასხვა მეთოდებით ხდება. გალაქტიკების წითელი წანაცვლების და ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების გამოსხივების შედარებით, ასტრონომიული ობიექტების (ე.წ სტანდარტული სანთლების) მანძილის და დაშორების სიჩქარიდან გამომდინარე, რაც უფრო შორს იხედები მით უფრო სწრაფად ფართოვდება სამყარო, რადგან დიდ მანძილებზე უფრო შესამჩნევია გაფართოება ვიდრე მცირეზე. ორი ერთმანეთისგან ძალზედ დაშორებული წერტილი უფრო სწრაფად შორდება ერთმანეთს ვიდრე ახლო მდებარე. პლანკმა აღმოაჩინა რომ სამყარო ფართოვდება 67.3 კილომეტრით წამში ერთ მეგაპარსეკზე. მეგაპარსეკი არის 3.26 მილიონი სინათლის წელი. ეს ნიშნავს რომ გალაქტიკა რომელიც დაშორებულია ჩვენგან 1 მეგაპარსეკით, გვშორდება 67.3 კმ/წამში სიჩქარით. 2 მეგაპარსეკით დაშორებული გალაქტიკა დაგვშორდება ორჯერ უფრო სწრაფად. 134.6 კმ/წამში სიჩქარით და ა.შ. პლანკის გაზომვამდე სამყაროს გაფართოების შესახებ გვქონდა მონაცემები რომლებიც შეადგენდა 74.2 კმ/წმ მეგაპარსეკზე. 

Planck-CRUISE

სამყაროს შემადგენლობა

საოცარია რომ სამყაროს ასაკს და გაფართოებას შეუძლია გვითხრას სამყაროს შემცველობის პროპორციები. რომელიც ასე გამოიყურება

  • 4.9% ჩვეულებვრივი მატერია
  • 26.8 ბნელი მატერია
  • 68.3% ბნელი ენერგია

ჩვეულებვრივი მატერია არის ის რისი ხილვაც შეგვიძლია. მასში შედის ყველაფერი რაც აღქმადია ჩვენი ბიოლოგიური თვალით. (ასევე ზოგიერთი რამ რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ შეგვიძლია გავზომოთ) ყველაფერი რაც ატომებისგან, (პროტონებისგან, ნეიტრონებისგან, ელექტრონებისგან) შედგება. ვარსკვლავები, გალაქტიკები, პლანეტები, მთვარეები, ასტეროიდები, ჩვენც ადამიანები, ყველაფერი ჩვეულებვირივი მატერიის ნაწილია.

ბნელი მატერია, არის უჩინარი მატერია, (ანუ არ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტიზმთან) რომელიც ვიცით რომ არსებობს რადგან ვხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტს. ვხედავთ როგორ მოქმედებს ის გალაქტიკათა ბრუნვაზე და საერთოდ შესაძლებელს ხდის გალაქტიკების არსებობას. ასევე ვხედავთ მისი არსებობის არაპირდაპირ მტკიცებულებას გრავიტაციული ლინზირების შედეგად.

ბნელი ენერგია აღმოჩენილ იქნა 1998 წელს. როცა მეცნიერებმა გაზომეს სამყაროს გაფართების სიჩქარე და აღმოჩნდა რომ გაფართოება ჩქარდება. ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩენა იყო, რადგან ფარდობითობის მიხედვით, გრავიტაციამ უნდა შეანელოს გაფართოება, ადრე თუ გვიან აფეთქების შედეგად გატყორცნილმა ობიექტებმა უნდა დაიწყონ ერთმანეთის მიზიდვა და მინიმუმ შეანელონ გაფართოების სიჩქარე. მაგრამ დაკვირვებები საპირისპიროს ამტკიცებდა (ამტკიცებს) აქედან გამომდინარე გაჩნდა უჩინარი ენერგიის იდეა რომელიც იწვევს ამ გაფართოებას. მასზე ბევრი არაფერი არაა ცნობილი, გარდა იმისა რომ არსებობს. მისი რაოდენობა სამყაროს ენერგეტიკულ ბიუჯეტში გამოითვლება იმის მიხედვით თუ რა ნიშნულზეა გაფართების აჩქარება.

ახალი მონაცემები მეცნიერებს დაეხმმარებათ უკეთესი თეორიების ჩამოსაყალიბებლად. უფრო ზუსტი მოდელების შესაქმნელად და სამყაროს უკეთ ამოსაცნობად.

P.S: ამ გაზომვებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სპეკულაციური საკითხია რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდები. (ჯერ თავად გავერკვე კარგად 😀 )

Slate.com -ის მიხედვით

2 Responses to სამყარო კიდევ უფრო ხნიერია

  1. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – Site Title

  2. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – პრომეთე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: