ევოლუცია და მისი მტკიცებულებები II ნაწილი


ევოლუციის მოქმედების მექანიზმი მეტ-ნაკლებად აღვწერეთ პირვლ ნაწილში. ახლა ყურადღბა დავუთმოთ მეცნიერულ მტკიბულებებს, რომლებიც აჩვენებს ევოლუციის რეალურობას.

მტკიცებულებები

ევოლუციას მრავალი მტკიცებულება გააჩნია, რომელიც დამოუკიდებლად მიანიშნებს ევოლუციურ წარსულზე. მათ მივყავართ ერთადერთ პასუხამდე. სიცოცხლე განვითარდა და ჩამოყალიბდა ევოლუციური პროცესების შედეგად. უფრო მეტიც, მტკიცებულებები არ არის მხოლოდ ცალკეული ფაქტები, არამედ ევოლუციას მხარს უჭერს მთელი რიგი მეცნიერებები, როგორიცაა, გეოლოგია, პალეონტოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა, ანთროპოლოგია და ა.შ.

გავიაროთ ევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

C14work1_L

გეოლოგია და ქანების დათარიღება

გეოლოგია შეისწავლის დედამიწის ქერქს, ქანებს და ნიადაგს. ქანების შესწავლა და დათარიღება მნიშვნელოვნად ეხმარება ევოლუციურ მეცნიერებას წარსულის აღწერაში. ნამარხების დათარიღება სხვადასხვა მეთოდით ხდება. რათქმაუნდა დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქანის დათარიღებას რომელშიც ესა თუ ის ნამარხი იქნა ნაპოვნი. ქანების დათარიღების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს შედარებითი და აბსოლიტური. ისინი თავის მხრივ მოიცავენ რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს. შედარებით დათარიღებისას, გეოლოგები დროის პერიოდს ითვლიან ქანების ფორმირების და სტრუქტურის მიხედვით, როგორ ყალიბდება ესა თუ ის ქანი პასუხს გვცემს იმაზეც თუ საშუალოდ რა დრო სჭირდებოდა მის ფორმირებას, ასევე რაც უფრო ღრმადაა ესა თუ ის ქანი ნიადაგში, უფრო ძველია. ქანების დეტალური შესწავლით შესაძლებელია განისაზღვროს მათი საშუალო ასაკი. აბსოლიტური დათარიღება უფრო ზუსტია, თუმცა შედარებითი დათარიღება კვლავ გამოიყენება. აბსოლიტური დათარიღება-მოიცავს რადიომეტრულ დათარიღებას. ქანებში სხვადასხვა მინერალები, შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპებს. რომლებიც დროთა განმავლობაში გარკვეული სიჩქარით ექსპონენციაურად იშლებიან. (ნახევარ დაშლა) მათი მეშვეობით შესაძლებელია ქანების ასაკის დადგენა. რადიომეტრული დათარიღებით ხდება თავად ნამარხების ასაკის დადგენაც.

ამრიგად. ჩვენ მრავალი გზით შეგვიძლია ნამარხის ასაკის განსაზღვრა.

  • შედარებითი მეთოდით (რომელიც თავის მხრივ კიდევ მოიცავს რამდენიმე მეთოდს) შეგვიძლია განვსაზღვროთ ქანების ასაკი. რის შედეგად შესაძლებელია განვსაზღვროთ ნამარხის სავარაუდო ასაკი
  • აბსოლიტური მეთოდით, რადიომეტრული დათარიღების მეშვეობით განვსაზღვროთ ქანის ასაკი. აქაც საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს, სხვადასხვა დათარიღებებში. მაგალითად. ურანზე დაფუძნებული დათარიღება. სამარიუმ-ნეოდიუმი. კალიუმ-არგონი და ა.შ.
  • რადიომეტრული დათარიღება შეგვიძლია გამოვიყენოთ თავად ნამარხის ასაკის განსაზღვრისთვისაც. მაგალითად რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით.
  • ყველა ამ მეთოდის გამოყენებით და ერთმანეთთან შედარებით ვიღებთ ევოლუციურ სურათს, კერძოდ სახეობების წარმოშობის და გადაშენების ქრონოლოგიურ სურათს. იგივე სურათი მიუთითებს რომ ყველა სახეობას არასდროს უცხოვრია ერთდროულად.

დათარიღება მნიშვნელოვანდ გვეხმარება ევოლუციის მტკიცებულებების მოპოვებაში. მისი მეშვეობით გვაქვს ევოლუციური წარსულის, დროის შკალა. ყველაზე ძველი სიცოცხლის მარტივი ფორმები თარიღდება 3.5 – 3.8 მილიარდი წლით. ყველაზე ძველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი 520 -635 მილიონი წლით. დედამიწის გეოლოგიური სურათი და დათარიღების მეთოდები, ნამარხებთან ერთად  გვაჩვენებენ რომ ზოგიერთი სახეობა არსებობდა გარკვეულ ეპოქაში, ზოგიერთი წარმოშივა გვიან, ზოგი  ადრე. ბევრი სახეობა კი გადაშენდა.

კრეაციონისტები ხშირად  ეჭვ ქვეშ აყენებენ რადიომეტრულ დათარიღებას. და ამტიცებენ თითქოს რადიოაქტიური დაშლის სიჩქარე იცვლებოდა დროის მანძილზე და ამიტომაც არც ისე სანდოა დათარიღების მეთოდი. თუმცა ასტრონომიიდან ცნობილია რომ რადიოაქტიური დაშლის სიჩქარე წარსულშიც ანალოგიური იყო. ასტრონომიულ დაკვირვებას ერთი ფრიად საინტერესო მოვლენა ახლავს თან. რაც უფრო შორეულ ობიექტს აკვირდები, მით უფრო წარსულში იცქირები. ასტრონომიული დაკვირვება ერთგვარი დროის მანქანაა. ჩვენ ვიღებთ ფოტონებს, (სინათლის ნაწილაკი) რომელთაც მოაქვთ ინფორმაცია ზეახალი ვარსკვლავებიდან, რომლებიც ათასი, მილიონი და მილიარდი წლის წინ აფეთქდნენ. (და მათმა სინათლემ ახლახან მოიტანა ის უძველესი ინფორმაცია) ზეახალი ვარსკვლავები ერთგვარი ქიმიური ელემენტების მწარმოებელი ქარხნებია, სადაც წარმოიქმნება როგორც სტაბილური ელემენტები ასევე არასტაბილური  რადიოაქტიური იზოტოპები. სპექტროგრაფული ანალიზის შედეგად ვარკვევთ რომ მათი დაშლის პერიოდი ანალოგიურია წარსულშიც.

Strata_Colors_in_Makhtesh_Ramon

პალეონტოლოგია და ნამარხები

პალეონტოლოგია სწავლობს პრეისტორიულ სიცოცხლეს ნამარხების მეშვეობით. ნამარხები წარმოადგენენ ევოლუციური წარსულის ერთგვარ ფოტოალბომს. ფოტოალბომში ზოგიერთი წევრი აკლია, მაგრამ საერთო ჯამში ის ნათლად ანახებს ევოლუციური წარსულის ჭეშმარიტებას.

ნამარხები წარმოადგენენ ევოლუციის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას

  • გეოლოგიურად ახალი ფენებში ნამარხები უფრო და უფრო ემსგავსებიან დღეს არსებულ სახეობებს.
  • რაც უფრო ძველ გეოლოგიურ ფენაშია ნამარხი მით უფრო განსხვავდება თანამედროვე სახეობებისგან
  • რაც დრო გადის სულ უფრო მეტი ნამარხების აღმოჩენა ხდება რომლებიც ავსებენ სხვადასხვა ევოლუციური ხაზის ნაპრალებს.
  • გარდამავალ სახეობებს უმეტესად აქვთ ის მახასიათებლები რასაც წინასწარმეტყველებს ევოლუციის თეორია.
  • ნებისმიერი სახეობის ნამარხი ნაპოვნია გეოლოგიურად უფრო ახალ ფენაში, ვიდრე მისი წინაპარი სახეობის ნამარხი. “თუ ჩვენ ვიპოვეთ კურდღლის ნამარხი იურულ პერიოდში (206-144 მილიონი წლის წინ) მაშინ მთელი ევოლუციის თეორიის უარყოფა მოგვიწევს.”  აღნიშნა ერთხელ ცნობილმა ევოლუციონისტმა ჯონ ჰალდეინმა.

ამ ყველაფრის შერწყმით ვიღებთ ევოლუციურ სურათს. გარდამავალი სახეობები გვაჩვენებენ სხვადასხვა მახასიათებლებს რომლებიც ვითარდებოდა დროის მანძილზე, ისინი ორგანიზმებს ეხმარებოდნენ დღევანდელი ფორმების ჩამოყალიბებაში.

ის რომ დინოზავრის და ადამიანის ნამარხი ერთად, ან ერთიდაიგივე გეოლოგიურ ფენაში არასდროს არაა და ჰომინიდების წარმომადგენელი ყოვლეთვის იმყოფება უფრო ზედა ფენებში მიანიშნებს რომ ამ ორ სახეობას არასდროს უცხოვრია ერთ ეპოქაში. ზოგიერთი კრეაციონისტი ამტკიცებს რომ თითქოს ეს მხოლოდ იმიტომაა ასე რომ დინოზავრებს და ადამიანებს ერთ გეოგრაფიულ არეალში არ უცხოვრიათ, ან ამ ფაქტის დამადასტურებელი ნამარხი არ შემორჩა. თუმცა ეს არგუმენტი უსუსურია რადგანაც ჩვენი მტკიცება ეხება არა მხოლოდ ადამიანისა და დინოზავრის შემთხვევას არამედ უამრავ სხვა სახეობისაც. გვიანდელი სახეობებიდან არც ერთი მათგანი არ გვხვდება იმ გეოლოგიურ ფენაში სადაც იურული პერიოდის ნამარხებია. მაგალითად როგორც ზემოთ ჯონ ჰალდეინის სიტყვებით აღვნიშნე. (კურდღელი [და არც სხვა რომელიმე მოგვიანებით ჩამყალიბებული სახეობა] ჯერ არ უპოვიათ იურიული პერიოდის ნამარხებს შორის)

geolog-strata-crosscut-ca-1910

ნამარხების ამ თანმიმდევრობას რომლებიც ევოლუციურ სურათს აშკარად ეთანხმება. კრეაციონისტემა მეტად სასაცილო ახსნა მოუძებნეს (ყველა არ ეთანხმება, უფრო ე.წ ახალგაზრდა დედამიწის მომხრეები) რომ თითქოს ნამარხების ასე ქრონოლოგიურად “ჩალაგება” გამოიწვია დიდმა წარღვნამ (მითი წარღვნასა და ნოეს კიდობნის შესახებ) 40 დღე-ღამიანმა წვიმამ გამოიწვია მთელი დედამიწის დატბორვა. რის გამოც ნოეს და მისი ცხოველების გარდა ყველა ადამიანი და ცხოველი დაიღუპა (ეტყობა დინოზავრები ნამეტანი უწმინდური ცხოველები იყვნენ და ამიტომ არ წაიყვანა ნოემ) ნამარხები კი ამგვარად იმიტომ “დალაგდა” რომ თურმე ჭკვიანი ცხოვლები და ადამიანები უფრო დიდ ხანს ცურავდნენ და უფრო მოგვიანებით დაიხრჩვნენ. “ტუპოი” ცხოველები კი მალე ჩაიძირნენ და ამიტომ ქვედა ფენებში მოხვდნენ. როგორც ბიოლოგი კენ მილერი იუმორით აღნიშნავს, ნამარხების მიხედვით ადამიანებს მთელი 39 დღე უნდა ეცურათ და მაინცადამაინც ბოლო დღეს დამხრჩვალიყვნენ. ეს ჰიპოთეზა აბსოლიტური სისულელეა რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ 40 დღიანი წვიმა ვერ შექმნის ამდენ გეოლოგიურ შრეს, რომელთა ფორმირებასაც ზოგჯერ დროის დიდი პერიოდები უნდა. გლობალურ წარღვნას გრდა იმისა რომ არც ერთი გეოლოგიური ფაქტი არ ადასტურებს. ელემენტარულად დედამიწაზე არასდროს ყოფილა საკმარისი რაოდენობის წყალი რომ მთელი ხმელეთი დაეფარა. იმისთვის რომ მთელი დედამიწა წყლით დაფარო. ჩვენს პლანეტაზე არსებულ წყლის მარაგზე სამჯერ მეტი დაგჭირდება (რაოდენობაში შედის არამარტო თხევადი წყალი, არამედ, ანტარქტიდის და გრელანდიის ყინულიც. ყველა აისბერგი ,ყველა მყინვარის ყინული. წყლის კონცენტრაცია ატმოსფეროში და საერთოდ ყოველი წვეთი ჩვენს პლანეტაზე) და მიუხედავად ყველაფრისა, თუკი მაინც იყო გლობალური წარღვნა. ის წყალი სად წავიდა? ჯადოსნურად გაქრა?

dinosaur-Noah

ბიოგეოგრაფია

ბიოგეოგრაფია სწავლობს ორგანიზმების გავრცელებას სხვადასხვა დროსა და ადგილზე. დედამიწის ქერქი მუდმივად იცვლება, კონტინენტური და ოკეანური ტექტონიკური ფილები მოძრაობს. წარმოიქმნება მთაგრეხილები, ფორმირდება და ქრება ოკეანეები. ცვლილებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცოცხალი ორგანიზმების გავრცელებას და მათ ევოლუციას. ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ სიცოცხლის ევოლუციური განვითარების ისტორია, იმის მიხედვით თუ სად ცხოვრობდნენ ისინი და სად არიან ახლა.

ბიოგეოგრაფია ევოლუციის მტკიცებულების მნიშვნელოვანი ნაწილია

  • სახეობათა წარმოშობის გეოგრაფიული არეალი ბევრ რამეს გვეუბნევა ევოლუციის რეალურობაზე.მაგალითად სახეობები წარმოიშვნენ ერთ რომელიმე ადგილზე და შემდეგ გავრცელდნენ. თუ ვიპოვნით მსგავს სახეობებს, მაგალითად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაძლებელი იქნება გავყვეთ მათ ევოლუციურ წარსულს რომელიც მიგვიყვანს იმ ადგილას სადაც ისინი საერთო საცხოვრებელ ადგილს იზიარებდნენ. და მართლაც ზუსტად იგივე ხდება რეალურად – ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის ცხოველთა სამყარო ერთმანეთს გავს. გეოლოგიური ფაქტები კი გვეუბნება რომ წარსულში ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთი მიწა იყო.
  • როდესაც, რომელიმე სახეობის პოპულაციას გაყოფს გეოგრაფიული ბარიერი, ერთმანეთს მოწყვეტილ ორად გაყოფილ პოპულაციებს შორის, დროსთან ერთად მათ შორის თანდათან მეტი განსხვავება დაგროვდება. ზუსტად იგივე სურათს მივიღებთ თუ შევადარებთ ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკასთან. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა დაკავშირებული იყვნენ 40 მილიონი წლის წინ. სამხრეთ ამერიკა და აფრიკა კი 80 მილიონი წლის წინ. აქედან გამომდინარე სახეობათა მსგავსება უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის, ვიდრე სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას შორის. და რათქმაუნდა ასეც არის. ევოლუციის გარეშე ამის ახსნა თითქმის შეუძლებელია. 

გალაპაგოსის სკვინჩები ბიოგეოგრაფიის კლასიკური მაგალითია, რომელიც ევოლუციის რეალურობას გვაჩვენებს. სხვადასხვა კუნძულებზე სახლობენ სკვინჩის სხვადასხვა სახეობები. არც ერთი მათგანი არ სახლობს სხვაგან თუნდაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ან მის მახლობლად. თუმცა გალაპაგოსის სკვინჩების, მსგავსი სახეობები სახლობენ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ამ სახეობებს ყავთ საერთო წინაპარი. მათი გავრცელების არეალი განსხვავებები და მსგავსებები გვანახებენ ევოლუციურ დივერსიფიკაციას. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ იმიტომ რომ მათ შორის არის ბარიერი ოკეანე. მსგავსნი კი იმიტომ არიან რომ ყავთ საერთო წინაპარი.

finch_group

biogeography

გენეტიკა და მოლეკულური საათი

გენეტიკა და დნმ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევოლუციის მტკიცებულებებში. რაც უფრო მეტად გვანან სახეობები გარეგნულად ერთმანეთს მით მეტია მათ შორის გენეტიკური მსგავსება. რაც აშკარად მიუთითებს, იმაზე რომ წარსულის გარკვეულ მომენტში ამ ორ სახეობას ყავდა საერთო წინაპარი. საერთოდ ვიზუალური მსგავსება და გენეტიკური მსგავსება ემთხვევა ერთმანეთს და ქმნის საერთო ევოლუციურ სურათს. თქვენ ხედავთ რომ ადამიანს მეტად გავს შიმპანზე ან ორანგუნტანგი ვიდრე ვირთხა, ასეა გენებიც. ჩვენ გენეტიკურად შიმპანზესთან უფრო ახლო ვართ ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებთან, ასევე ყველა ძუძუმწოვარის გენეტიკა უფრო მსგავსია ვიდრე რეპტილიისა და ძუძუმწოვრის და ა.შ. გენების შედარებით ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ ევოლუციური ხე. თუ სიცოცხლე ერთდროულად შეიქმნა გონიერი დიზაინერის მიერ მაშინ გენეტიკური მსგავსებების დამთხვევა გარეგნულ მსგავსებებთან აბსოლიტურად გაუგებარია, განგებ შევყავართ გონიერ შემოქმედს შეცდომაში?

ჩვენი ყველაზე ახლო ნათესავია შიმპანზე, რომელთანაც გენების მსგავსება 98%-ია შიმპანზე და ადამიანი გარეგნულად მეტად მსგავსნი არიან ვიდრე ადამიანი და ძაღლი. ძაღლთან გენეტიკური მსგავსება შესაბამისად უფრო ნაკლებია 82%.

არსებობს დათარიღების კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც მოლეკულური საათი ეწოდება. მოლეკულური დათარიღება ხდება რომელიმე ევოლუციურ ხაზში, სახეობათა გენების შედარებით. ან ამინო მჟავების მეშვეობით ცილებში. მისი დახმარებით დგინდება როდის გაიყო კონკეტული შტო, როდის ცხოვრობდა საერთო წინაპარი. და რომელი სახეობებია ერთმანეთთან უფრო ახლო წარსულით დაკავშირებული. 1960-იან წლებში მეცნიებმა აღმოაჩინეს რომ  სხვადასხვა ევოლუციურ ხაზებში ამინო მჟავების რაოდენობრივი განსხვავება ჰემოგლობინში დროსთან ერთად სწორხაზოვნად იცვლება. ასევე დნმ-ის მუტაციების შედარებით, რომელიც საშუალოდ ,გარკვეული სიხშირით (დროის ინტერვალებით) მიმდინარეობს. (დროის დიდ პერიოდებზე უფრო მუდმივი ხასიათი აქვს მუტაციების სიხშირეს, ვიდრე მოკლე პერიოდზე) დათარიღების ეს მეთოდი არ არის ისეთი ზუსტი როგორც მაგალითად აბსოლიტური, რადიომეტრული დათარიღება. მაგრამ რიგ შემთხვევებში გამოდგება. მითუმეტეს მაშინ როდესაც კონკრეტული სახეობების საერთო წინაპრის ნამრხი არაა აღმოჩენილი. ამ შემთხვევაში გაცილებით ზუსტია პასუხი საერთო წინაპრის თაობაზე, (მსგავსი მუტაციები ადასტურებს) ვიდრე ზუსტ თარიღზე. მაგრამ თუ ნამარხიც არსებობს მაშინ, შეგვიძლია სხვა დათარიღების მეთოდებიც მოვიშველიოთ. რის შედეგადაც მივიღებთ ევოლუციურ სურათს რომელიც მრავალმხრივაა გადამოწმებული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი მიუთითებს რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა სახეობას ყავდა საერთო წინაპარი. რომ ზოგიერთი სახეობა უფრო გვიან წარმოიშვა, წინაპარი სახეობისგან. ზოგიერთი კი გაცილებით ადრე ცხოვრობდა.

The-Genetic-Basis-of-Advanced-Sleep-Phase-Syndrome-FASPS-gene

მორფოლოგია

მორფოლოგია ბიოლოგიაში აღნიშნავს ორგანიზმის სტრუქტურას და ფორმას. ჩვენ შეგვიძლია ორგანიზმების კლასიფიკაცია, დაჯგუფება მათი მორფოლოგიის მიხედვით. ეს გვეხმარება განვსაზღვროთ მათი ფიზიკური მახასიათებლების წარმოშობა. სხვადასხვა სახეობების ნამარხებში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შედარებით ახლი საერთო წინაპრით ვხედავთ მეტ მსგავსებას ვიდრე, უფრო შორეულ “ნათესავებს” შორის. ნამარხი ჩონჩხის და ძვლების ფორმების შედარებით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ კონკრეტული სახეობის წინაპარი და აგრეთვე სახეობიდან სახეობამდე რა ცვლილებები განიცადა ორგანიზმმა. როგორ ჩამოყალიბდა გარკვეული ორგანიზმები. და ა.შ. მორფოლოგია გვანახებს სახეობათა გარდამავალ ფორმებს და მათ ისტორიულ განვითარებას. ევოლუციის ფაქტები სახეზეა. თუმცა უფლება გაქვს  თვალი დახუჭო, გენეტიკურ მსგავსებებზე. მოლეკულური საათით დათარიღებაზე. ქანების აბსოლიტურ და შედარებით დათარიღებაზე. ნამარხების რადიომეტრულ დათარიღებაზე. მორფოლოგიურ მსგავსებებზე და ამტკიცო რომ ეს გარდამავალი სახეობები სინამდვილეში სხვა ცხოველებია რომლებიც 10 000 წელზე მეტი ხნის წინ არ ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს ცარიელი მტკიცება მეცნიერულ ფაქტებს ვერ გააქრობს და ევოლუციასაც ვერ გახდის ტყუილს.

განვითარების ბიოლოგია

განვითარების ბიოლოგია შეისწავლის ორგანიზმის განვითარებას ერთი უჯრედიდან სრულ განვითარებამდე. განსაკუთრებით კარგად შესწავლილი საგანია, ხერხემლიანების ემბრიონული განვითარება. ხერხემლიანები ემბრიონული განვითარების საოცრად მსგავს საფეხურებს გადიან. მაგალითად  მათ უმეტეს ნაწილს ემბრიონული განვითარების საწყის ეტაპზე აქვს კუდი. ლაყუჩების მსგავსი ჭრილი და უმეტესობა მათგანი გავს თევზს. მხოლოდ მოგვიანებით ყალიბდება ემბრიონი და მისთვის არასაჭირო წარმონაქმნები სცილდება ან გარდაიქმნება სხვა ორგანოებად.

embryo_comparisons

თუ რატომ ხდება ეს ამის ახსნა მხოლოდ ევოლუციის თეორიითა შესაძლებლი. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, მერე რა რომ ხერმხემილიანების ემბრიონები საწყის ეტაპზე ძალიან გვანან ერთმანეთს. ეგ თავისთავად არ ნიშნავს რომ ევოლუცია მართალია. მაგრამ აბა დაფიქრდით. სხვა რითი აიხსნება ის რომ ადამიანი გოჭი კუ და თევზი საოცრად გვანან პირველ ეტაპზე? ნუ კარგი ეს გავატაროთ, ლაყუჩების ჭრილი რად უნდა ადამიანის ემბრიონს? განა ყოვლისშემძლე დიზაინერს სპეციალურად შევყევართ შეცდომაში? ამის სათანადო ახსნა მხოლოდ ევოლუციას აქვს.

ევოლუციური ნარჩენები

ბუნებაში ბევრ ორგანიზმს და სახეობას აქვს არასაჭირო ორგანოები. ევოლუციური ნარჩენები. ე.წ ნარჩენი სტრუქტურები.

მაგალითად

  • ვეშაპს აქვს ბარძაყის ძვლები რომლებიც ხერხემალთან დაკავშირებულიც კი არაა. მას საერთოდ არ აქვს ფეხები, მაგრამ ბარძაყის ძვალი შემორჩენილია. რაც სრულიად ზედმეტია მისთვის.
  • არსებობს სხვადასხვა სახეობები რომლებსაც აქვთ თვალები, მაგრამ ხედვა არ შეუძლიათ. ასეთია მაგალითად გამოქვაბულის ბრმა თევზი. რომელიც მთელ ცხოვრებას უსინათლო, ოკეანქვეშა გამოქვაბულში ატარებს. ასეთ გამოქვაბულებში სინათლე თითქმის საერთოდ არ აღწევს, მაგრამ თევზებს თვალები მაინც აქვთ. მათ ნავიგაციისთვის სხვა გრძნობები აქვთ განვითარებული. (არსებობს კიდევ სხვა ბრმა სახეობები, ხვლიკები, მწერები და ობობები, რომელთაც თვალები არ ჭირდებათ, მაგრამ აქვთ) 
  • ასევე არასაჭირო, ევოლუციურ ნარჩენებს წარმოადგენენ, ადამიანის ჭიანაწლავი რომელსაც ფუნქცია დაკარგული აქვს და კუდუსუნის ძვალი. (მისი დანიშნულება კუდის დაჭერა იყო, მაგრამ კუდი აღარ გვაქვს) 
  • ფრინველები რომლებსაც დაკარგული აქვთ ფრენის უნარი, მაგრამ ფრთები ისევ აქვთ. მაგალითად სირაქლემა. (არ მითხრას ვინმემ სირბილისთვის უნდაო)

jZ85x

ამ ყველაფრის ახსნა მხოლოდ ევოლუციის თეორიითაა შესაძლებელია. თუ გონიერი შემოქმედის “თეორიას” მივყვებით მაშინ საერთოდ გაუგებარია რომელ გონიერ დიზაინერს შეიძლება შეექმნა ფეხებიანი ვეშაპი? არა ფეხებიანიც კი არაა. ვეშაპი რომლის მუცელშიც ტყუილად არის დატოვებული ბარძაყის ძვლები? იფიქრეთ რამდენიც გინდათ, დანიშნულებას ვერ მოუძებნით. ევოლუციის თეორია კი საკმაოდ ნათლად აჩვენებს რომ ვეშაპი განვითარდა მიწაზე მობინადრე ოთხ ფეხზე მოძრავი ცხოველისგან. ფეხების ნარჩენებიც გასაგები ხდება. მითუმეტეს რომ გარდამავალი სახეობებიც სახეზეა. გონიერი შემოქმედისგან განსხვაებით ევოლუცია ბრმა პროცესია, რომელიც სულაც არ ცდილობს ვინმეს ან რამის სრულყოფას. და თვალები თევზისთვის რომელიც ისედაც ვერ ხედავს?

გარდამავალი ფორმები

საინტერესო რამ ხდება როდესაც, იმ ნამარხებს რომლები აღმოჩენილია დავალაგებთ დროის შკალაზე. სიძველის მიხედვით (დათარიღების ბევრ მეთოდს გადავავლეთ თვალი უკვე) დავინახავთ როგორ იცვლება სხვადასხვა სახეობები თანდათან. ნამარხები აშკარად გვიყვებიან ევოლუციურ ცვლილებებზე.

ვეშაპის და დელფინის ევოლუცია – გარდამავალი ფორმები

evvvvvvvvvv

არქეოპტერიქსი, გარდამავალი ფორმა რეპტილიებსა და ფრინველებს შორის

Archaeopteryx_bavarica_Detail

არქეოპტერიქსი – რეკონსტრუქცია

firstbirdmodel

ადამიანის ევოლუცია და გარდამავალი სახეობები (გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე)

australo_homo_clado

P.S: ამ თემაზე კიდევ ბევრია მოსაყოლი. მაგრამ ჯერ ჯერობით ამას დავჯერდეთ. სამწუხაროდ ვეღარ ჩაეტია ბევრი საინტერესო საკითხი, თუნდაც ადამიანის ევოლუცია.

Advertisements

29 Responses to ევოლუცია და მისი მტკიცებულებები II ნაწილი

  1. Charlius says:

    წარღვნის ვერსია მაგარი იყო, არ მქონდა გაგონილი 😀 კაი პოსტია ორივე, კარგად გიშრომია

  2. maromar says:

    “თურმე ჭკვიანი ცხოვლები და ადამიანები უფრო დიდ ხანს ცურავდნენ და უფრო მოგვიანებით დაიხრჩვნენ. “ტუპოი” ცხოველები კი მალე ჩაიძირნენ და ამიტომ ქვედა ფენებში მოხვდნენ.” – ეს ძაან მაგარი იყო, თურმე რა ჭკვიანი თევზები გვყავს და არ გვცოდნია 😛 😀

  3. ina says:

    madlobt postistvis,martali xar adamianis evolutiase mindoda kidev zota vrzlad da dazvrilebit ,aris sahvaleba mesame postis konkretulad adamianis evoluziase?

  4. kirakli says:

    მიშა, დათარიღების მეთოდებზეც ხომ არ დაწერდი რაიმეს? თუ რაიმეში გამოგადგები მეც დაგეხმარებოდი

    • michael says:

      კარგი აზრია. დავწერ ალბათ მაგაზეც. დასაწერი ბევრია… 😀 მადლობა შემოთავაზებისთვის, თუ გამიჭირდა მოგმართავ (მეილი მომწერე)

      • იმეილს ისევ ფბ ვიკონტაქტოთ ჯობია. ახლა მომივიდა კიდევ ერთი იდეა, ეს პოსტი კარგი იქნება დასაწყისისთვის და თანდათან უფრო დეტალურად რომ განვავრცოთ და სხვადასხვა პოპულარული საკითხი განვიხილოთ

      • michael says:

        იუანუს შენ ხარ? არ ვიცოდი 😀 კი კარგი აზრია. ამ დღეებში მაგის მუღმზე რომ ვიქნები დავიწყებ განვრცობას, თუმცა ამ ბლოგზე იგივე პოსტს არ გამოვაქვეყნებ ჯერ ჯერობით. რომ მოვრჩები მერე გადავწყვიტოთ სად დავდოთ ეს თემა. მერე აქაც მივუთითებ განვრცობილ თემას

  5. მიშა ძალიან გულიანი და საინტერესო ნაშრომია! ნებისმიერ წამკითხველს თვალს გაუხელს 😀

  6. გენაცვალე says:

    თვითონ მუტაციები როგორ ხდება სხვადასხვა სახეობებში? აი მაგალითად, ორგანიზმის დნმის ერთ-ერთი გენი, რომელიც კანის სისქეზეა პასუხისმგებელი ,,გადაწყვეტს, რომ მის პატრონს პერმანენტულ სიცივეში უწევს ყოფნა” და საჭიროა მომავალ გამეტას უფრო სქელი კანის მაფორმირებელი გენი გადაეცეს, მეიოზის დროს კი უკვე ახალი შესაძლებლობის მქონე გენი მიდის გამეტაში, რომელმაც მანამდე თავისით შეძლო თავისი თავის ტრანსფორმირება და ორგანიზმს სიცივისგან თავის დაცვაში დაეხმარა? შეიძლება ცუდად ავხსენი რისი გაგებაც მინდა, მაგრამ საატესტატოებისთვის ამ თემას გავდიოდი და ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ ხდება ზემოთ აღნიშნული :დ

    • michael says:

      გენი ვერაფერს ვერ გადაწყვეტს, სიტყვის პირადაპირი მნიშვნელობით, დნმ-ს უნდა ქონდეს იმის პოტენციალი რომ საჭირო გენების კომბინაციამ გამოიწვიოს უფრო სქელი კანი, თუ ამის პოტენციალი არ არსებობს მაშინ ვერ განუვითარდება სქელი კანი და სახეობა დაიღუპება (თუ აუცილებელია ამ შემთხვევაში სქელი კანის განვითარება) თუ არსებობს პოტენციალი და მოხდა სასარგებლო მუტაციები სახეობას განუვითარდა რეპროდუქციული უპირატესობა ამ შემთხვევაში სქელი კანი, მაშინ გადარჩება. ანუ გენები არაფერს არ წყვეტს, ზოგს უმართლებს ზოგს არა.

  7. john says:

    ”თუ სიცოცხლე ერთდროულად შეიქმნა გონიერი დიზაინერის მიერ მაშინ გენეტიკური მსგავსებების დამთხვევა გარეგნულ მსგავსებებთან აბსოლიტურად გაუგებარია, განგებ შევყავართ გონიერ შემოქმედს შეცდომაში?”

    თუ ვუშვებთ გონიერი შემოქმედის არსებობას,მაშინ მას შეეძლო გენებისათვის მიეცა კანონზომიერი დანიშნულება,რაც უფრო ახლო წარსულში ჰყავდა მაგალითად ადამიანს წინაპარი მით უფრო მგვანებოდა მას,რათა ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის და განწყობისათვის სიყვარულის გამოხატვის ერთერთი საშუალებაც ყოფილიყო ან მიზეზი, მშობლებსა და შვილებს შორის.წარმოიდგინეთ მდგომარეობა როდესაც მშობლებს არ უჩნდებათ ჯანსაღი შვილი,ან როდესაც მაგალითად შვედებს გაუჩნდათ ავსტრალიელი აბორიგენების შესახედაობის ახალშობილი. და პროცესი როდესაც მშობლებს არ ეყოლებოდათ მსგავსი შთამომავლობა სიყვარულის და სხვა გრძნობები ალბათ ისეთი არ იქნებოდა როგორც ეს მაშინაა როდესაც შთამომავლობა ჰგავს მშობლებს. ეს ერთერთი უტოპია როგორი უტოპიაც იმის ასპორცენტიანი მტკიცებაა რომ ყველაფერი შემთხვევით და არ ვუშვებთ არაფერს რაც ინტელექტს უკავშირდება.ეს ისეთი საკითხია რომელსაც ვერც საპირისპიროდ გაეცემა პასუხი!

    და სიცოცხლე რომ ერთდროულად იყოს შექმნილი გონიერი დიზაინერის მიერ ამაში რა არის დაუჯერებელი,პირიქით, დაკვირვებად ბიომრავალფეროვნებაში აშკარად ჩანს რომ სახეობა მსგავს სახეობას შობს ანუ დარეგულირებულ ფაქტებთან გვაქვს საქმე, ფაქტია რომ მწყობრშია სამყაროს ზოგადი და სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

    გენეტიკური მსგავსებების დამთხვევა გარეგნობასთან რეალურია და ლოგიკურიც დაგეთანხმებით ამ საკითხში თუმცა შემოქმედის აღიარების ფონზე, შეცდომაში შეყვანა უადგილოა , რატომაც პასუხს სცემს ზემოთ დაწერილი თუ გაანალიზებთ.

    წარღვნის ამბავი არაა უკუსაგდები,თუმცა არც პირდაპირ მისაღები,მისი განხილვა ალეგორიულ ჭრილში შეიძლება.

    რაც გიწერიათ ზღვაში წვეთია და ძალიან მოკლე მიმოხილვა თანაც იმდენად მცირე მასშტაბის საკითხების რომ ეს თემა მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ავსებს თქვენს ვებგვერდს.

    ეხლა სხვა საკითხს მინდა შევეხო კერძოდ ადამიანი გენომის პროექტს,ჩემი ქრომოსომული ანუ მამობრვი ხაზის Y დნმ არის ჰაპლოჯგუფი I2c,ჰაპლოჯგუფ I -ს ერთერთი სუბკლადი , ეს ჰაპლოჯგუფი არის უძველესი ევროპული ჰაპლოჯგუფი ვიდრე სხვა ჰაპლოჯგუფები,იყოფა ორ I1 – გერმანულ და I2 ბალკანურ იგივე სამხრეთ სლავურ სუბკლადებად. ჩემი Y დნმ არის I2 -ს ქვეჯგუფი I2c. გენეტიკური მსგავსება რომ პირდაპირ კავშირშია ანთროპოლოგიასთან ეს ფაქტია,ამას მე სრულიად სხვა დაკვირვებადი შეხედულებებიდან გამომდინარე ვასკვნი. კერძოდ იმით რომ გენეტიკური მსგავსება არამარტო ანთროპოლოგიურ მსგავსებაშიც ვლინდება არამედ და მინდა ამას ხაზი განსაკუთრებულად გავუსვა რასაც მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ”მივაგენი” ხმის ტონში და მოძრაობით მანერებშიც კი.გენეტიკური მსგავსება ვლინდება ფსიქოლოგიაშიც და ეს მსგავსება ვლინდება როგორც პატარა ასაკის ისე მოზრდილ ასაკში მყოფი ადამიანების ”ყველაფერში” საერთო მასშტაბით.მაგალითად სანამ ჩვენი გვარის დნმ-ს გავიგებდი და ველოდებოდით პასუხს,არადა სეროზულად მქონდა შესწავლილი მანამდე ყოველი დეტალი,გვარის წარმოშობის,დახასიათების,გარეგნობის,ისტორიულ წყაროებში მოხსენიების არათუ გაგონების არამედ გვარების ანთროპოლოგიურ ხასიათობრივ თვისებებში,პირადად როდესაც შეხება გაქვს გვართან როგორც ერთი წინაპრულ ჯიშობრივ მოდგმასთან დასკვნა დადებით შედეგს იძლევა,ველოდებოდი რომ რომელიმე ევროპული ჰაპლოჯგუფი იქნებოდა,ოღონდ მიუკერძოებელი სურვილების გარეშე ,საკითხის ღრმა შესწავლიდან გამომდინარე,ამასთან სხვა ფაქტორების შესწავლა ალბათობის დონეზე მავარაუდებინებდა რომ რომელიღაც ევროპულ ხალხთან ვიქნებოდით დაკავშირებული ჯიშობრივად მამობრივი ხაზით,მაგალითად ვიტყვი რომ ოსებში რაცაა დომინანტური ჰაპლოჯგუფი G და ოსების ანთროპოლოგია რომელიც ამ გენის წარმომადგენლებისგან შედგება რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი გვარის ანთროპოლოგია ოსური ყველაფრისაგან აი ამ ერთერთმა მცირე ფაქტმაც მავარაუდებინა რომ G ჰაპლოჯგუფის წარმომადგენლები არ ვიქნებოდით ამაში ვიყავი 100%-ით დარწმუნებული,ჩემი გვარის წარმომადგენლებს თითქმის ნახევარს ვცნობ,ქუჩშიც კი ბევრჯერ შემხვედრიან შემთხვევით.ყველა მონაცემები და ინფორმაციები,შესწავლილი ზოგადი ხასიათი რომელიც გვარის წარმომადგენლებს ახასიათებს გამოიხატება გარეგნობიდან დაწყებული,ხმის სფეციფიკურობით დამთავრებული,ხასიათშიც ჩანს ეს. ჰაპლოჯგუფი რომელსაც მე მივეკუთვნები საქართველოში 2-3 %-ია ანუ გენეტიკურად და ხასიათობრივად უფრო მეტად არ ვართ მაინცდამაინც მსგავსნი ქართული საზოგადოების როგორც ვიქნებით სერბებში და გერმანელებში. სწორედაც გენეტიკურმა ფაქტმა დამაკავშირა მე გერმანელებთან ცოდნის დონეზე თუ8მცა რომც არ ვიცოდეთ რომელიმე მოდგმაში თუ ხალხში ვიღაცას ეყოლება დომინატური მამობრივი ხაზის ხალხი. სხვათა შორის ქუჩაში როცა გავდივარ ბევრს ანთროპოლოგიაზეც ეტყობას სავარუდოდ რა Y დნმ-ის მატარებელი იქნება მითუმეტეს თუ სფეციფიკური გარეგნობა ახასიათებს ოღონდ ღრმად უნდა იცნობდე კონკრეტული ჰაპლოჯგუფების გავრცელების არეალს და ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენლების ანთროპოლოგიას როგორც თანამედროვეს ისე ძველსაც. ქართველებშიც იგივე ჰაპლოჯგუფია დომინანტური რაც ოსებში G -40%, მეორეა J-30%,მაგალითად ვინმე პიროვნებაში ოსებისათვის აშკარად დამახასიათებელი და გამოხატული ანთროპოლოგია მავარაუდებინებს რომ G ჰაპლოჯგუფს ეკუთვნის,ასეთი მცირე დაკვირვებადი შესწავლები უძველესი წინაპრის სავარაუდო ანთროპოლოგიასაც აგნებს თითქოს,ანუ იქ სადაც დღეს დომინანტურია ესა თუ ის ჰაპლოჯგუფი უძველესი წინაპარი ვინც პირველად მუტაცია განიცადა მსგავსი იქნებოდა ახლანდელი მისი შთამომავლებისა. ასე ღრმად რომ მივყვეთ შორს წაგვიყვანს მსგავს თემებზე საუბარი. უკვე კარგა ხანია რაც დაკვირვებებს ვახდენ რამდენად კავშირშია საერთო ჰაპლოჯგუფების მქონე ხალხის მსგავსება ერთმანეთში, ასეთი დაკვირვებები ჭეშმარიტებას აგნებს რაც ლოგიკურია. ასე რომ ახლა თქვენ გენეტიკურ გერმანელს ანდა რეალური ევროპული ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელს ესაუბრებით 🙂 როდესაც გენეტიკურ ჭრილში ვსაუბრობთ,შეიძლება უამრავ საკითხზე საუბარი,ბევრ თემაზე მაგრამ ამ შემთხვევაში უადგილოა ამაზე საუბარი,ამასთან თქვენ რომ უკეთ გაიგოთ მთელი რიგი საკითხები რაზეც შეიძლება მე ვისაუბრო თქვენც აუტისტური ხასიათი უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე რაც შეიძლება წინასწარ განვსაზღვრო რაღაც მან თქვენ შეიძლება გაფიქრებინოთ რომ მე რაიმე ვერ გავიგე ან ვერ განვსაზღვრე,ნებისმიერი დეტალი რისი განხილვაც შესაძლებელია, ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია.

    თქვენ თუ გაქვთ ჩატარებული დნმ -ის ტესტი? ან ქრომოსომული ან აუტოსომური?

  8. cotne says:

    შენ ეხლა ეცადე რელიგიისგან მეცნიერება დაგეშორებინა მაგრამ საქმე ისაა რომ ორივე ერთმანეთს ემთხვევა.
    სად იყვნენ მეცნიერები ბიბლიაში რომ ეწერა კოსმოსის უსასრულო სივრცის შესახებ და დედამიწის სიმრგვალის შესახებ? ეგ მომენტები არ წაგიკითხავს ხომ???

    ზეზვა და მზიას ნამარხებიც ხშირად მოგყავთ ხოლმე ათეისტებს არგუმენტად. მაგაზე კი უბრალოდ გეტყვი, მამონტი სპილო ხომ არ არის? ზეზვა და მზია ძალიან გვანან მაიმუნს და უფრო მაიმუნის მაგვარ არსებებს ჰგვანან ვიდრე ადამიანს და ამაზე ასეთი პასუხი ამქვს როგორც მამონტი გადაშენდა ისე გადაშენდა ის ზეზვა და მზიაც და მისნაირები. ქრისტიანობა ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა მილიარდობით წლის წინ, (ზოგს ჰგონია 7500 წელზე მეტს ვერ ითვლის) არავინ იცის რას გულისხმობდა წელიწადში ის ვინც ამას წერდა, წარღვნამდე და წარღვნის შემდეგ როგორი იყო დროის ათვლა მათთვის არავინ იცის ასე რომ ზუსტად არ ვკონკრეტდებით რომ 7500 წელი იყო ადამიანის დედამიწაზე ყოფნის დრო, უმეტესი ტექსტი შენ მიუძღვენი ქანების შესწავლის მეთოდების ახსნას, ევოლუციურ ნარჩენებს, გენეტიკას, მაგრამ რაოდენ ზუსტია ეგ რადიონახშირბადული ცალკე საკითხია, ერთად არ უცხოვრია ყველა ცხოველსო რომ თქვი ეგ მხოლოდ ამტკიცებს ბიბლიის სიმართლეს, ბიბლიაში როგორც წერია, ნელნელა შექმნა ღმერთმა ცალკე თევზები, ცალკე ფრინველები ცალკე ქვეწარმავლები, ცალკე შინაური ცხოველები და ასე შემდეგ, რახან წერია რომ ორ დღეში შექმნა ეგ იმას არ ნიშნავს რომ დედამიწა მობრუნდა ორჯერ და შექმნა, პირველი ღმერთმა რაც შექმნა ცოცხალი იყო მცენარე, ძალიან ჭკვიანური იყო იმიტომ რომ ცოცხალ არსებებს სუნთქვა სჭირდებოდათ მას შემდეგ რამოენიმე “ბიბლიური დღის შემდეგ” შექმნა ცხოველები და ბოლოს თავის ანარეკლად ადამიანი. ბიბლიური დღე არ იგულისხმება რეალური დღე!
    მოკლედ მარტივად დავამთავრებ, შენ რაც მეცნიერულად ახსენი შესწავლილი მაქვს ძალიან ბევრჯერ დასაბამიდან დღემდე, მე ამით ვამთავრებ ჩემს სიტყვას, მე მჯერა რომ ამ პლანეტაზე მიწაზე ტყუილად არ ვარ მოვლენილი, მე არ მჯერა რომ მოვკვდები თვალებს დავხუჭავ და მორჩება ყველაფერი, მე არ მჯერა რომ სიკვდილის შემდეგ არაფერია, მე მჯერა რომ რაღაც მიზანი მაქვს რახან ცოცხალი ვარ, რახან ვარსებობ, შენ არ დაიჯერებ მაგრამ მომხდარა ბევრი სასწაული ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ვერც ერთი მეცნიერება ვერ მოუძებნის ახსნას, ახსნას უძებნის მხოლოდ ჩემი რელიგია. მე ამით იმის თქმა არ მინდოდა რომ სასწაულების გამო მჯერა ჩემი ღმერთის, როცა ღმერთს გრძნობ ძნელია უარყო ის, შენ მარტო იმიტომ რომ ღმერთს ვგრძნობ და ღრმად მწამს მისი. შენ ვერასოდეს დამიმტკიცებ ბიბლიის სიმცდარეს. სულ რომ იერუსალიმის პატრიარქი გამოვიდეს და თქვას აღდგომაზე ცეცხლს გაზით ვანთებდითო შიგნითო ეგეც კი ვერ გადამარწმუნებს, მე ვგრძნობ ღმერთს, თითოეულ ადამიანში არის ღმერთის გრძნობა უბრალოდ სხვადასხვა ეთნიკური სხვადასხვა გარემოში მცხოვრები ხალხი სხვანაირად ხედავდა ზოგი არასწორადაც იმიტომ რომ ღმერთს დაშორდნენ, იმ ღმერთს რომელმაც შეგვქმნა და იმ ღმერთს რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენს გამო.
    ბევრი სულელი ათეისტი იმასაც ეჭვობს იესო არ არსებობდაო, მისი სუდარა და სამსჭვალისები კი ზუსტადაც მისი არსებობის მტკიცებულებაა.
    კიდევ ერთი საინტერესო რაღაც არის რასაც ვერანაირი ფიზიკა ვერ ახსნის, ბარძიმიდან ამოღებული სამი სისხლის ბურთულა რომელიც არ მახსოვს სად ინახება (სავარაუდოთ იტალიაში) სამივე ერთად იწონის იმდენს რამდენსაც სამივე ცალცალკე, ბევრი ასეთი სასწაული არის ჯერ კიდევ შემორჩენილი, მოკლედ გამგები გამიგებს, ვინც ღმერთს ეძებს ის იპოვის ხოლო ვინც თვლის რომ ღმერთი არ არსებობს და არც მისი მოძებნა უნდა და დასჯერდება იმას რომ ამ ქვეყნად იმისთვის არის მოსული რომ კვადრატული მიწა შემოხაზოს სიცოცხლის ბოლოს და ამითი დაამთავროს ასეთ ადამიანს მე ვერაფერს დავუმტკიცებ.
    რწმენის საკითხია, რწმენა ერთადერთი მაკავშირებელია ღმერთსა და ადამიანს შორის, ღმერთის გრძნობა უკვე არის ღმერთის არსებობის მტკიცებულება.
    შენ რაც გიწერია პოსტში ყველაფერს აქვს ახსნა თუნდაც ბიბლიურად ან თუნდაც რელიგიურად.

  9. michael says:

    რწმენა და მეცნიერება ისედაც სხვადასხვა ფუნდამენტზე დგას.
    რელიგიური რწმენა ეფუძნება საბუთის გარეშე რწმენას, ავტორიტეტზე დაყრდნობით (წიგნი იქნება ეს თუ გადმოცემა ან მღვდელმსახური)
    მეცნიერება ეფუძნება ექპსერიმენტს, ობსერვაციას, ლოგიკას და ა.შ.

    ასე რომ ჩემი გაყოფა არ ჭირდება. ისედაც სხვადასხვა რამეზე დგას, ისედაც სხვადასხვა რამეა!

    დედამიწის სიმრგვალის შესახებ რამდენადაც ვიცი ბიბლიაში არ წერია. მისი წაკითხვით შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება რომ დედამიწა ბრტყელი დისკოა. თუმცა ეს ასეც რომ არ იყოს, ეს საკითხი ვერანაირ წონას ვერ მატებს ბიბლიას, ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმაც იცოდნენ რომ დედამიწა სფეროს ფორმის იყო.

    ქრისტიანობა არაფერს არ ამბობს მილიარდობით წლის სამყაროზე. ეს არის შენი ფანტაზია, ალბათ ახალ რელიგიას იგონებ.

    ის რომ დაბადებაში შესაძლოა მრავალი წელი იგულისხმება, არის 19-20-ე საუკუნის ინტერპრეტაცია, მას შემდეგ რაც მეცნიერებამ გაარკვია რომ სამყარო გაცილებით ხნიერია ვიდრე მანამდე ეგონათ. ხაზს ვუსვამ რომ ეს არის ინტერპრეტაცია და არა ის რასაც ორიგინალური ქრისტიანობა ასწავლის. ვერც ერთ ძველ ქრისტიანულ ტექსტში (ბიბლიის ჩათვლით) ვერ ნახავ მილიარდ ან მილიონ წელს.

    ზეზვა და მზიაზე რას მეუბნები ვერ მივხვდი.
    ჰომო ერექტუსი გადაშენდა, მართალია, მაგრამ სწორედ ეს ამტკიცებს ევოლუციას. იმიტომ რომ ისინი ოჯახი ჰომოს წარმომადგენლები იყვნენ.

    ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა ცალ-ცალკე შექმნა ყველა არსება.
    სინამდვილეში ასე არაა. ევოლუცია გვეუბნება რომ ბიომრავალფეროვნება წარმოშვა ერთი სახეობიდან მრავალი სახეობის წარმოშობამ. ამისთვის გვთავაზობს აბსოლიტურად ბუნებრივ გზას, ყოველგვარი ზებუნებრივის ჩარევის აუცილებლობის გარეშე.

    ნელ-ნელა შექმნა თუ ჩქარ-ჩქარა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია რომ ცალ-ცალკე შექმნას არ უჭერს მხარს მეცნიერული სურათი.

    1 დღეში მართლა მილიონი წელი იგულისხმება თუ არა არავინ იცის. იმიტომ რომ ეს ინტერპრეტაცია არის ქრისტიანების განწირული ვაიფილოსოფიის შედეგი.
    ეს ინტერპრეტაციაც მას მერე გაჩნდა რაც მეცნიერებამ გაარკვია რომ ამ პლანეტის და სიცოცხლის ჩამოყალიბებას ჭირდება დიდი დრო და ბუნებრივი მოვლენების კასკადი.

    მთელი ქრისტიანული აპოლოგეტიკა არის ფაქტებისთვის “წმინდა” წერილის მორგება. რევერსული ლოგიკა.

    “შენ მარტო იმიტომ რომ ღმერთს ვგრძნობ და ღრმად მწამს მისი. შენ ვერასოდეს დამიმტკიცებ ბიბლიის სიმცდარეს. სულ რომ იერუსალიმის პატრიარქი გამოვიდეს და თქვას აღდგომაზე ცეცხლს გაზით ვანთებდითო შიგნითო ეგეც კი ვერ გადამარწმუნებს,”

    იგივენაირად მაიას ტომის წარმომადგენელი გრძნობდა რომ კუკულკანი მართლა არსებობდა. იგივენაირად ვიკინგი გრძნობდა რომ თორი და ოდინი მართლა არსებობდნენ და ა.შ.

    შენ რას გრძნობ მაგას ობიექტურად არ აქვს მნიშვნელობა

    მე შეიძლება ვგრძნობ რომ სპაგეტის მფრინავი მონსტრი ნამდვილად არსებობს, მაგრამ შენთვის ეს არაფერს ნიშნავს. და ასეც უნდა იყოს.
    არგუმენტს პირადი გამოცდილებიდან ჩალის ფასი აქვს.

    ძალიან გთხოვ ამაზე კამათს ნუღარ გავაგრძელებთ. ეს პოსტი ეხება ევოლუციას და თუ გინდა მის გარშემო ვიმსჯელოთ.

    პოსტში არ მაქვს საუბარი არც რელიგიაზე, არც სასწაულებზე და არც ბიბლიაზე.

    P.S: ძალიან ცუდია როცა ადამიანს არც ერთ შემთხვევაში არ შეუძლია აზრის შეცვლა, მიუხედავად იმისა რაზე მეტყველებს მტკიცებულებები.

  10. michael says:

    “ღმერთის გრძნობა უკვე არის ღმერთის არსებობის მტკიცებულება.”

    კუკულკანის გრძნობა არის კუკულკანის არსებობის მტკიცებულება!

    ვაშა კუკულკანი არსებობს

    P.S: უფრო სერიოზული მაგალითი რომ მოვიყვანო. მე ხშირად მქონდა ღამით შეგრძნება რომ უფსკრულში ვვარდებოდი. სერიოზულად ვამბობ. აბსოლიტურად რეალური გრძნობა იყო. არა სიზმრისეული.
    ეს იმას ნიშნავს რომ მე მართლა ვვარდებოდი? სინამდვილეში ხომ საწოლში ვიწექი!

    შესაბამისად ეგ არგუმენტი აბსოლიტურად მცდარია!

  11. cotne says:

    “დედამიწის სიმრგვალის შესახებ რამდენადაც ვიცი ბიბლიაში არ წერია. მისი წაკითხვით შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება რომ დედამიწა ბრტყელი დისკოა.” მშვიდად ვეღარ ჩავუარე ამ ფრაზას. ბიბლია მეცნიერულად ზუსტია. მასში ისეთი ინფორმაციაც კი არის მოცემული, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიურ დროში. მაგალითად, წიგნ „ლევიანებში“ ძველი ისრაელისთვის ჩაწერილი იყო ჰიგიენასთან და კარანტინთან დაკავშირებული კანონები, მაშინ როცა გარშემო მცხოვრებმა ერებმა არაფერი იცოდნენ მსგავს საკითხებზე. იმ დროს, როდესაც დედამიწის ფორმის შესახებ არასწორი შეხედულებები იყო გავრცელებული, ბიბლია დედამიწას აღწერდა როგორც წრეს ანუ სფეროს (ესაია 40:22). ბიბლიაში ზუსტად არის აღნიშნული, რომ დედამიწა „არაფერზეა“ დაკიდებული (იობი 26:7, აქ). რა თქმა უნდა, ბიბლია არაა სამეცნიერო სახელმძღვანელო, მაგრამ მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებით ის ზუსტია.
    ბიბლია ისტორიულადაც ზუსტი და სანდოა. მასში მოცემული ინფორმაცია კონკრეტულია. ბიბლია არა მხოლოდ სახელებით იხსენიებს ცალკეულ პირებს, არამედ მათ წარმომავლობასაც გვატყობინებს *. მემატიანეებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად არაფერს ამბობდნენ თავიანთი ხალხის წარუმატებლობის შესახებ, ბიბლიის დამწერები გულწრფელად აღწერდნენ როგორც საკუთარ, ისე ერის შეცდომებს. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, „რიცხვნში“, მოსე მოიხსენიებს საკუთარ სერიოზულ შეცდომას, რომლისთვისაც მკაცრად დაისაჯა (რიცხვნი 20:2—12). ასეთი გულწრფელობა იშვიათია ისტორიულ ცნობებში, თუმცა ბიბლიისთვის დამახასიათებელია, რადგან ის ღვთისგან არის შთაგონებული.
    ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი წინასწარმეტყველება, რომელთაგან ბევრი უკვე შესრულდა. განვიხილოთ მაგალითი: ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნეში ცხოვრობდა, იეჰოვამ ქალაქ ბაბილონის განადგურება იწინასწარმეტყველა (ესაია 13:19; 14:22, 23). წინასწარმეტყველებაში დაწვრილებით იყო აღწერილი, თუ როგორ მოხდებოდა ეს. დამპყრობლები მდინარეს დააშრობდნენ და ბაბილონში უბრძოლველად შევიდოდნენ. ესაიას წინასწარმეტყველებაში ისიც კი იყო ნათქვამი, რომ ბაბილონს აიღებდა მეფე, რომლის სახელიც კიროსი იქნებოდა (ესაია 44:27—45:2).

    • michael says:

      “როგორც წრეს ანუ სფეროს”
      წრე და სფერო სხვადასხვა რამეა, წრე არის ორ განზომილებიანი, სფერო სამ განზომილებიანი.
      წრეს სფეროდ გასაღება, ახდენს სწორედ ისეთ შთაბეჭდილებას რომ თქვენი ინტერპრეტაციები დაფუძნებულია მხოლოდ თქვენს სურვილებზე.
      „არაფერზეა“ დაკიდებული
      დაკიდული რომ არაა საერთოდ? 😀
      მე მოგიყვან ჩინურ მითს რომელიც სამყაროს ევოლუციის მეცნიერულ სურათს უფრო მეტად გავს ვიდრე იუდაურ -ქრისტიანული შესაქმე. საინტერესოა ეგ როგორ აიხსნება.? ჩინური უფრო მართალია? თუ შემოქმედმა განგებ დაგვაბნია?

      რაც შეეხება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. ბიბლია უამრავი ძველი წიგნის კრებულია, რომელიც სხვადასხვა დროს დაიწერა.რომელშიც კიდევ უფრო მეტი ამბავია მონათხრობი, ვიდრე წიგნების რაოდენობაა. ამ უამრავი ამბიდან რომ რომელიმე შესაძლოა რაიმე მოვლენას დაემთხვა, ეს სრულებით ნორმალური შემთხვევაა, მითუმეტეს ბაბილონელებმა ებრაელები გადაასახლეს, დიდი დარტყმა მიაყენეს, რათქმაუნდა ლოგიკურად სავარაუდოა რომ ბაბილონის დაქცევას იწინასწარმეტყველებდა ვინმე, სულ თუ არაფერი გულს მოიფხანდა ამით. და ამ ამბებიდან ათასობით წლის მერე წინასწარმეტყველების ახდენაზე სასაცილოა საუბარი, როცა ძველი ცივილიზაციების უმეტესობა გამქრალია. დიახ გაქრებოდა მაშინდელი უამრავი ქალაქი, და ბევრჯერ დაიქცეოდა.

      ბიბლიის მეცნიერულ სიზუსტეზე სასაცილოა ლაპარაკი. დაბადებაში, ჯერ ჩნდება მცენარეები და მერე მზე. რაც სრული აბსურდია. მზე ჩერდება ცაზე, რომ ისრაელიანებმა ომი მოიგონ (აბსურდი) დიდი თევზის მუცელში ადამიანი ცხოვრობს საიმი დღე და მერე ცოცხალი გამოდის (წითელქუდას ზღაპარს გავს) გამოცხადებაში ნათქვამია რომ მეორედ მოსვლისას ვარსკვლავები დაეცემიან მთებს და გორებს, და ა.შ.
      ბიბლია აბსურდით არის სავსე. ეხლა ისღა დაგრჩენიათ რომ თითიდან გამოწოვილი ინტერპრეტაციები მოიგონოთ და თავი იმართლოთ.

      აღარ მსურს ეს ბიბლიის თემაზე კამათი.

  12. cotne says:

    უნდა გჯეროდეს იმის რაც ბიბლიაში წერია. ის არ არის მითებისა და ლეგენდების კრებული, ბიბლია ღვთის სიტყვაა, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია იცრუოს. ბიბლიაში მოხსენიებული მეცნიერული საკითხები პირდაპირ ეთანხმება მეცნიერულ აღმოჩენებს. მაშინ როდესაც ბიბლია იწერებოდა ადამიანებს დედამიწის შექმნასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ.დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1473 წელს მოსემ დაწერა, რომ დედამიწა არაფერზე ეკიდა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 732 წელს კი, წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა, რომ დედამიწას წრის ფორმა ჰქონდა. ბიბლიის დამწერების ეს აზრი ეწინააღმდეგებოდა იმ დროს გავრცეკლებულ შეხედულებებს. ესაიას სიტყვების წარმოთქმიდან თითქმის 200 წლის გასვლის შემდეგ გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა პითაგორამ ვარაუდი, რომ დედამიწა მრგვალი უნდა ყოფილიყო. მოსეს სიტყვების დაწერიდან კი 3000 წელზე მეტი იყო გასული როცა მეცნიერმა ისააკ ნიუტონმა დაასკვნა, რომ დედამიწა არაფერზე ეკიდა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 732 წელს ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ კაცი სახელად კიროსი ძლევამოსილ ქალაქ ბაბილონს დაიპყრობდა. ის ამოაშრობდა მდინარეს და ქალაქში ღიად დარჩენილი კარიბჭით შევიდოდა. ისტორიამ დაადასტურა, რომ ამ წინასწარმეტყველების ყველა დეტალი შესრულდა. ამავე ქალაქთან ბაბილონთან დაკავშირებით, ირენიამ იწინასწარმეტყველა, რომ ის ქვების გროვად იქცეოდა და აღარასოდეს დასახლდებოდა. სტრატეგიული ადგილმდებარეობის მიუხედავად ბაბილონი მართლაც ქვების გროვად იქცა და ასეა დღემდე. ოდინთანვე ბიბლიას ყველაზე მეტი მტერი ყავდა ვიდრე სხვა რომელიმე მტერს, კლავდნენ ბიბლიის მთარგმნელებს, მიუხედავად ამისა ბიბლია დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული წიგნია. ბიბლია მეცნიერულად ზუსტია!

  13. cotne says:

    “1 დღეში მართლა მილიონი წელი იგულისხმება თუ არა არავინ იცის. იმიტომ რომ ეს ინტერპრეტაცია არის ქრისტიანების განწირული ვაიფილოსოფიის შედეგი.” ბიბლიაში თვითონ წერია, რომ ერთ დღეში 24-საათიანი დღე არ იგულისხმება, ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „დღე“ დროის უფრო დიდ მონაკვეთზე მიუთითებს (დაბადება 2:4; ფსალმუნი 90:4).
    ფს 90:4 4 შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის,
    და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.

  14. michael says:

    არ მაინტერესებს ბიბლია!
    პოპოლ ვუდანაც შემიძლია მსგავსი წინასწარმეტყველების გამოდნობა.
    ძალიან გთხოვ სხვაგან იქადაგე ქრისტიანობა!

  15. cotne says:

    კარგი, დავანებოთ ბიბლიას, მაგრამ ერთ დღეში რომ დროის ძალიან დიდი მონაკვეთი იგულისხმება ეგ თვითონ ბიბლიაში წერია.

    შენ გიწერია, რომ ცოცხალი ორგანიზმები გარეგნულად რაც უფრო მეტად გვანან ერთმანეთს, მით უფრო მეტად ემთხვევა მათი დნმ-იც. აბა რატომ არის რომ ჭიაყელას და ადამიანის დნმ უფრო ემთხვევა ერთმანეთს ვიდრე დათვის და ადამიანის? ჭიაყელა უფრო გვგავს?

    • michael says:

      როცა დნმ-ის შედარებაზეა საუბარი, ბევრი დაბნეულობა მოაქვს ფართო პუბლიკაში, მეცნიერულ შედეგებს იმიტომ, რომ გასათვალისწინებელია, შედარების ტექნიკა. თუ შევადარებთ ორი სახეობის ცილის მასინთეირებელ გენებს მათი გენომების მსგავსება იმდენად ახლოს იქნება როგორც ეს ევოლუციის სხვა მტკიცებებიდან იქნება სავარაუდო, მაგრამ თუ შევადარებთ მთლიან გენომს, (ადამიანის გენომი მაგალითად შედგება 3 მილიარდი ბაზისური წყვილისგან) შესაძლოა მათი გენები არც ისე მსგავსი აღმოჩნდეს. ამის მიზეზია ის რომ ცილის მასენთიზირებელი გენები ის გენებია რომელიც რაღაცას აკეთებს, ანუ რომელიც აგებს ორგანიზმს, დანარჩენი გენები კი უბრალოდ Junk DNA-ია ანუ ნაგავი დნმ. ასევე გასათვალისწინებელია გენების რაოდენობა სხვადასხვა სახეობებში თანმიმდევრობა და მუტაციები., შეიძლება მე და ჭიაყელეას ბევრი ერთნაირი გენები გვაქვს, მაგრამ ჩემი მუტირებული გენი ცოტა სხვა ფუნქციას ასრულებს.

      ასე რომ ისე მარტივად არაა საქმე როგორც ამ პოსტში დავწერე, ყველაფერი რომ დაწვრილებით მომეყოლა, პოსტი კი არა წიგნი გამოვიდოდა.

      აღსანიშნავია რომ, Junk DNA-ის არსებობა ევოლუციის ნათელი მტკიცებულებაა. ის გენომის უდიდეს ნაწილს იკავებს, მაგალითად ადამიანის გენომის მხოლოდ 2% აკეთებს რაღაცას, დანარჩენი უბრალოდ უსაქმურად ზის. გონიერი შემოქმედის ნახელავი რომ იყოს ცოცხალი ორგანიზმი, მაშინ ყოვლისმცოდნე სულელურად რატომ ჩასვამდა არაფრის მაქნის 98%-ს? რაში დაჭირდებოდა ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე შემოქმედს ნაგავი დნმ? დნმ-ის ეს (ნაგავი) ნაწილი არ ასინთეზირებს ცილებს. ცილების სინთეზი კი მისი ერთადერთი საქმეა.
      Junk DNA-ში ასევე არის ე.წ ფსევდო გენები, რომლებიც წარსულში ქმნიდნენ ისეთ ორგანოების ინსტრუქციას რომლებიც დღევანდელ ორგანიზმებს არ გააჩნიათ. მაგალითად ადამიანის კუდი. ჩვენ დნმ-ში ჩაწერილია კუდის წარმოქმნის რეცეპტი. თუ ადამიანს არ აქვს კუდი და ეს გენები უბრალოდ გამორთულია, მაშინ რა საჭიროა საერთოდ მათი არსებობა? რა მიზანი აქვს ამ გენებს? ეს ფაქტები აშკარად მიუთითებს რომ ევოლუცია მოქმედებს.

  16. godprometheus says:

    შესანიშნავია, მეგობარო. p.s ფუნქცია დაკარგულ ორგანოს / დანამატს რუდიმენტი ეწოდება.

  17. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – Site Title

  18. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – პრომეთე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: