კეპლერის ახალი სიურპრიზი


hires

18 აპრილს კეპლერის მისიის მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენის შესახებ გახდა ცობილი. მისიაში ჩართულმა მეცნიერებმა განაცხადეს ორი ახალი პლანეტური სისტემის აღმოჩენის შესახებ, ამ სისტემებში (სულ შვიდი პლანეტაა) სამი პლანეტა მდებარეობს სასიცოცხლო ზონაში და მისიის ფარგლებში აღმოჩენილი პლანეტებიდან ყველაზე მეტად შეესაბამება დედამიწას. დედამიწის მსგავსი პლანეტები რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით განისაზღვრება, ესენია ზომა, დაშორება მშობელი ვარსკლვავიდან, (სასიცოცხლო ზონაში მდებარეობა) მასა და სიმკვრივე. ასევე შემცველობა. თუმცა შორეული პლანეტების შემცველობის შესწავლა ძალზედ რთულია.

შედარებითი ზმები: მარცხნიდან Kepler 22b, Kepler 69c, Kepler 62e, Kepler 62f და დედამიწა

742856main_lineup-1+refl_UPDATE

სისტემა Kepler 62

სისტემა ჩვენგან დაშოებლია 1200 სინთლის წლით. მასში მისიის მონაცემებით ხუთი პლანეტაა (შესაძლოა სხვა პლანეტებიც იყოს უფრო დაშორებული ორბიტებით) სამი პლანეტა Kepler 62b; Kepler 62c; და Kepler 62d; ვარსკვლავთან ახლოს მდებარეობენ და შესაბამისად სიცოცხლისთვის არასახარბიელოდ ცხელი გარემო აქვთ. თავად ვარსკვლავი Kepler 62, მზეზე ნაკლებად ბრწყინვალეა. Kepler 62e და Kepler 62f წარმოადგენენ სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტებს.  ორივე პლანეტა მდებარეობს სიცოცხლითვის ხელსაყლ ზონაში. Kepler 62f დედამიწას ზომით აღემატება მხოლოდ 40%-ით, (ორბიტული გარმოქცევა 267 დედამიწის დღე) Kepler 62e კი 60%-ით (ორბიტული გარემოქვა 122 დედიწის დღე) ზომების მიხედვით ისინი სავარაუდოდ დედამიწის მსგავსი კლდოვანი პლანეტები არიან, მათი ხელსაყრელი დაშორება კი ვარსკვლავიდან, შესაძლებელს ხდის წყლის თხევადი ოკეანეების არსებობას. ამ პლანეტებზე თავისუფლად შეიძლება არსებობდეს უცხო სიცოცხლე. თუმცა ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიიტყვით. ეს მხოლოდ პოტენციალია. თუმცა უფრო მთავარი ისაა რომ თუ ჩვენ შეგვიძლია სულ რაღაც 4 წელიწადში აღმოვაჩინოთ რამდენიმე დედამიწის მსგავსი პლანეტა (აღმოჩენილი პლანეტები დედამიწის ტყუპისცალები თუ არა რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით მსგავსნი ნამდვილად არიან)  გალაქტიკის პაწაწინა რეგიონში. ეს ნიშნავს რომ დედამიწის მსგავსი პლანეტები ყველგანაა და სიცოცხლეც დიდად სავარაუდოდ ყველგან იქნება. ამ ყველაფრის გაცნობიერება მნიშვნელოვნად გვეხმარება აღვიქვათ ჩვენი თავი უფრო ადეკვატურად და დავანგრიოთ ისეთი მტკიცებები რომლებიც დედამიწის უნიკალურობას ემხრობა.

742663main_Kepler-62-Diagram_4x3_946-710

სისტემა Kepler 69

სისტემა ჩვენგან დაშორებულია 2700 სინათლის წლით. ვარსკვლავი Kepler 69. ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავია. ვარსკვლავს გარემოექცევა ორი პლანეტა Kepler 69b და Kepler 69c. Kepler 69b სავარაუდოდ არის გაზის პლანეტა რომელიც ძალიან ახლოსაა მშობელ ვარსკვლავთან ამიტომ ის სიცოცხლისთვის არახელსაყრელია. Kepler 69c კი სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტაა, ის სასიცოცხლო ზონაში (შიდა ზღვართან) იმყოფება. და დედამიწაზე 70%-ით დიდია, თუმცა პლანეტებს Kepler 62e და Kepler 62f-ს უფრო ხელსაყრელი ზომები აქვთ დედამიწის მსგავსი ბიოსფეროს შესაქმნელად, თუმცა Kepler 69c-ს უპირატესობა მისი მშობელი ვარსკვლავია, რომელიც უფრო მეტად გავს ჩვენ მზეს ვიდრე Kepler 62. Kepler 69c  გარემოქცევას ვარსკვლავის გარშემო 242 დედამიწის დღეში ასრულებს. მზის ტიპის ვარსკვლავის გარშემო მყოფთა შორის ის ყველაზე ხელსაყრელი პლანეტაა სიცოცხლისთვის. აქამდე ამ კატეგორიაში ყველაზე უკეთეის ვარიანტი Kepler 22b ითვლებოდა, თუმცა Kepler 69c უფრო მცირეა და ამ შემთხვევაში მცირე პლანეტა ნიშნავს – დედამიწასთან მსგავსებას. რადგან დედამიწაზე შესამჩნევად დიდი პლანეტები უფრო სავარაუდოა იყვნენ წყლის, ან რაიმე უფრო მსუბუქი მატერიისგან შექმნილნი ვიდრე კლდე და ხმელეთი.

ამ აღმოჩენებთან ერთად ცნობილი გახდა ასევე რომ NASA 2017 წელს გეგმავს ახალი მისიის გაშვებას რომელიც უფრო ახლომდებარე პლანეტების ძებნას დაიწყებს. კეპლერის მისია ძალზედ წარმატებული გამოდგა, თუმცა მისი აღმოჩენები ძირითადად ჩვენგან ძალიან შორსაა. დედამიწის მსგავსი პლანეტების შესასწავლად საჭიროა მათი ატმოსფეროს ანაბეჭდები, რაც ასეთი შორეული პლანეტების შემთხვევაში როგორიცაა  Kepler 69c , Kepler 62e და Kepler 62f საკმაოდ ძნელია. ისინი ძალზედ შორს არიან. (ასევე შორსაა კეპლერის აღმოჩენილი პლანეტების უმეტესობა) ამიტომ ახალი მისიის მიზანი იქნება, უფრო ახლომდებარე პლანეტების მოძებნა და შესწავლა. კეპლერმა უკვე დაგვარწმუნა რომ პლანეტები ბევრია. ჩვენს გალაქტიკაში საშუალოდ ერთ ვარსკვლავზე ერთი პლანეტა მოდის. რაც იმას ნიშნავს რომ საშუალოდ, ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე 100 მილიარდი პლანეტაა. ასე რომ ჩვენი მეზობლებიც არ იქნებიან ობლად. მომავალი მისია უფრო მეტის იმედს იძლევა რადგან ახლომახლო პლანეტების ატმოსფეროს შესწავლა გაცილებით იოლი იქნება და, უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს.

742702main_Kepler-69-Diagram_4x3_946-710

 

Advertisements

One Response to კეპლერის ახალი სიურპრიზი

  1. Kepler 69c live says:

    Kepler 69c დან მოგესალმებით ვადასტურებ რომ ჩვენ არსებობა. სიცოცხლე არის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

%d bloggers like this: