ირმის ნახტომის ახალი რუკა
ივნისი 7, 2013 დატოვე კომენტარი
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ლოკალური მკლავი რომელშიც ვცხოვრობთ გაცილებით დიდი აღმოჩნდა. შედეგები მიღებულ იქნა რადიოტელესკოპ VLBA-ის მეშვეობით. (Very Long Baseline Array)
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი (იგივე რძიანი გზა) უზარმაზარი სპირალური გალაქტიკაა, (ჩვენთვის უზარმაზარი, თორემ გალაქტიკებს შორის, სრულიად საშუალო ზომისად ითვლება) მისი დიამეტრი საშუალოდ 100 000 სინათლის წელია, ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან 25 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, ერთ ორბიტულ გარემოქცევას გალაქტიკის ცენტრის გარშემო საშუალოდ 240 მილიონი წელს ანდომებს. თუ ელიფსური და არაწესიერი გალაქტიკები შედარებით ერთგვაროვნად გამოიყურებიან სპირალურ გალაქტიკაში შესამჩნევია მკლავები, რომლებიც ცენტრიდან გარეუბნებისკენ ვრცელდება, არსებობს მთავარი და პერიფერიული (განშტოებები) მკლავები. ჩვენი მზის სისტემა ორ მთავარ მკლავს პრესევსსა და მშვილდოსანს შორის იმყოფება შედარებით პერიფერიულ ლოკალურ განშტოებაზე. წინამდებარე კვლევებით გაირკვა რომ რომ ჩვენი რეგიონი არ არის ისეთი მცირე განშტოება როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ წარმოადგენს პრესევსის მკლავის უფრო ფართო განშტოებას. (დამოუკიდებელ მკლავს) მეცნიერებმა ინტერფერომეტრის და გადახრის გაზომვით (პარალაქსი) გამოყენებით გაზომეს მანძილი შორეული ნისლეულებამდე. რისი მეშვეობითაც გამოიკვეთა ლოკალური მკლავის უფრო დეტალური სურათი. მისი სიგრძე დაახლოებით 15 000 სინათლის წელია.
თუ ფიქრობთ რომ ჩვენი გალაქტიკის კვლევა უფრო ადვილია ვიდრე მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლით მოშორებული შორეული გალაქტიკებისა, ცდებით. როგორც ფილ პლეიტი ამბობს, ჩვენი გალაქტიკის კვლევა დაახლოებით შეგვიძლია შევადაროთ სიტუაციას: – ხარ ტყეში, შორს წასვლა არ შეგიძლია, შენი დავალებაა გაარკვიო ტყის ფართობი და ზომა. შიგნიდან გარკვევა ყოველთვის უფრო ძნელია. ვიდრე ვერმფრენიდან გადმოხედვა
ახალი აღმოჩენა კი საკუთარ სახლში სრულიად ახალი ოთახის აღმოჩენის ტოლფასია.
აღსანიშნავია კიდევ ერთი აღმოჩენა. მეცნიერებმა კომპიუტერული სიმულაციის დახმარებით მოახერხეს სპირალური მკლავების შენარჩუნების საიდუმლო აღმოეჩინათ. როგორც უკვე აღვწერეთ სპირალური გალაქტიკის მკლავები ცენტრიდან გარეუბნებისკენ იშლება. ცენტრთან ახლოს ვარსკვლავები უფრო სწრაფად ბრუნავენ ცენტრის გარშემო ვიდრე გარე უბნებში. ამიტომ ერთი შეხედვით მკლავები უნდა დაიშალოს, მაგრამ კომპიუტერულმა სიმულაციამ სხვაგვარად აჩვენა. მეცნიერებმა შექმნეს მცირე გალაქტიკის სიმულაციური მოდელი 100 მილიონი ვარსკვლავით, ნისლეულებით და ღრუბლებით. შესაბამის გრავიტაციულ პირობებში. რეზულტატმა აჩვენა რომ სპირალური მკლავების წარმოშობა უკავშირდება ტალღების სიმკვრივეს, ეს რეგიონები გზის გადატვირთულ ნაწილს მოგვაგონებს სადაც მოძრაობის სიმჭიდროვე მატულობს, ცალკეული ავტომობილები შედიან და გამოდიან გადატვირთულ ზონაში, ეს ზონა კი რჩება შემჭიდროვებული.
ჩვენი გალაქტიკა ჩვენი დიდი სახლია, რომელიც შეიძლება ვერასდროს დავიპყროთ ან დავასახლოთ ადამიანებით, მაგრამ იმის ცოდნა მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორია ის, რა ხდება მის უზარმაზარ სივრცეებში. წინ ტექნოლოგიური საუკუნეა რომელიც ალბათ კიდევ ბევრ აღმოჩენას გვპირდება.
წყარო: slate.com/bad_astronomy