მულტი სამყარო, ბნელი დინება და კოპერნიკის პრინციპი


multiverse-de-es-schwertberger

მეოცე საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა რომ სამყარო სტატიკური და უცვლელია. ის არასდროს დაბადებულა და არც არსდროს შეწყვეტს არსებობას. ჩვენი გალაქტიკა მიიჩნეოდა კუნძულოვან სამყაროდ რომლის მიღმაც უსასრულო და უცვლელი წყვდიადი იწვა. ეს სურათი ედუინ ჰაბლის დაკვირვებებმა შეცვალა. აღმოჩნდა რომ პატარა ნისლეულები რომლებიც მაშინდელი ტელესკოპებით კარგად არც ჩანდა, სულაც არ იყო ნისლეულები. ისინი ისეთივე ვარსკვლავთა კუნძულებს წარმოადგენდნენ როგორც ჩვენი რძიანი გზა (ირმის ნახტომი) მანძილის გაზომვით აღმოჩნდა რომ ისინი ბევრად შორს იყვნენ ვიდრე სხვა ნებისმიერი ობიექტი გალაქტიკის შიგნით. ასევე აღმოჩნდა რომ გალაქტიკები მანძილის პროპორციულად აჩქარებით გვშორდებოდნენ. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო რომ მეცნიერებამ გააცნობიერა – სამყარო სტატიკური არაა! ის ფართოვდება, გალაქტიკები ასე ორგანიზებულად კი არ მოძრაობენ, არამედ თავად სივრცე იჭიმება. შესაბამისად თუ ამ სურათს უკან გადავახვევთ დროში მივდივართ მომენტამდე როდესაც სამყარო ძალზედ მცირე იყო.

აინშტაინის თეორიამ და ჰაბლის აღმოჩენებმა საფუძველი დაუდო დიდი აფეთქების თეორიას. ე.ი სამყარო ყოველთვის არ არსებობდა. ის ოდესღაც გაჩნდა. ოდესღაც ყველაფერი დაიწყო. ეს მეოცე საუკუნის უდიდესი აღმოჩენა და მისტერიაა. მაგრამ იქნებ ყველაფერი აქ არ მთავრდება? იქნებ დიდი აფეთქების მიღმა კვლავ არის რაღაც. შეიძლება არც არის ასე, მაგრამ ასე იყო ჩვენი პლანეტის შემთხვევაშიც. დედამიწა სამყაროს ცენტრში ეგონათ, მერე აღმოჩნდა რომ არა, დედამიწა არაა ცენტრი, მზეა, მერე აღმოჩნდა რომ მზეც არ არის სამყაროს ცენტრი, შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩვენი მზე და პლანეტა არაა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი ტრილიონობით ციურ სხეულთა შორის. შემდეგ გალაქტიკა იყო ერთადერთი კუნძულოვანი სამყაროს ცენტრი, მაგრამ რეალობა კვლავ სხვა გამოდგა. ჩვენი გალაქტიკაც მხოლოდ ერთ-ერთი მტვრის ნაწილაკია, გალაქტიკათა ოკეანეში. იქნებ ჩვენი სამყაროც უბრალოდ ერთ-ერთი სამყაროა, სამყაროთა უსასრულო ოკეანეში? ჩვენ ცნობიერებაში სიტყვა სამყარო ყველაფერს არსებულს გამოხატავს, ყოველშემთხვევაში სიტყვამ ამ მნიშვნელობით დაიწყო არსებობა. ყველაფერი ის რაც არსებობს და შესაძლებელია არსებობდეს. უნივერსუმი. მაგრამ დღეს ისეთი დარწმუნებულები აღარ ვართ რომ ერთ მთლიან უნივერსუმში ვცხოვრობთ. ალბათ ეს მეგა სამყაროა, მეგავერსი, (მულტი სამყარო)  რატომ ვფიქრობთ ასე? შესაძლოა იმიტომ რომ გადავწყვიტოთ პირველი მიზეზის პრობლემა. დიდი აფეთქების გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა გვგონია რომ წარსულის პერსპექტივა უნდა გაგრძელდეს – დეცენტრალიზება. კოპერნიკის პრინციპი (კოპერნიკის ჰელიოცენტრულმა მოდელმა დაუდო საფუძველი, პრინციპს რომ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი არ არის გამორჩეული) ანდაც უბრალოდ ადამიანის ფანტაზია აბსოლიტურ ზღვარს ვერ ეგუება და უნდა რაღაც იპოვოს უკანასკნელი ღობის უკან. შესაძლოა ვფიქრობთ რომ გვჭირდება რაღაც ბაზისური სცენა, სადაც ყველაფერი (რაც ვიცით) უნდა განვითარდეს.

multiverse-3-sam-del-russi

მაგრამ მხოლოდ ესეც არაა. ჩვენთვის ცნობილ სამყაროში, იშვიათია კენტი მოვლენები. მოვლენებს განაპირობებს ფიზიკური კანონზომიერებები. რომლებიც ყველგან ერთნაირად მოქმედებს. ამიტომ ფიზიკური მოვლენები თითქმის ყოველთვის განმეორებადია. არ არსებობს მხოლოდ ერთი კვაზარი ან მხოლოდ ერთი შავი ხვრელი. თუ ერთ რომელიმე ადგილას მოხდა ისე რომ მატერია საკმარისად შეიკუმშა შავი ხვრელის გასაჩენად, მაშინ ეს მოვლენა სხვა ადგილას აუცილებლად მოხდება, რადგან 1) სამყარო უზარმაზარია და 2) ფიზიკური კანონზომიერებები ყველგან ერთნაირად მოქმედებს. სწორედ ამიტომ მგონია რომ სიცოცხლეც არ უნდა იყოს უნიკალური. სადღაც, თუნდაც ძალიან შორს ეს კვლავ უნდა მომხდარიყო, სადღაც უნდა დაბადებულიყო სიცოცხლე (თუმცა სანამ არ ვიცით მანამდე მაინც ვერ ვიტყვით დარწმუნებით) სწორედ ამ პერსპექტივიდან, უფრო მოსალოდნელია რომ სამყაროც, უნივერსუმიც იგივე პრინციპს ემორჩილება. დიდი აფეთქებაც ალბათ ერთ ერთი ფეიერვერკია უთვალავ ფეიერვერკს შორის.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა გვაქვს რამდენიმე მეცნიერული თეორია რომელიც ირიბად მიგვანიშნებს რომ მულტი სამყარო უნდა არსებობდეს. მაგალითად ინფლაციის თეორია, რომელიც ამბობს რომ სამყარო დიდი აფეთქების შემდეგ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ექსპონენციალურად გაფართოვდა. თეორიის შედეგად იქმნება სურათი სადაც შესაძლებელია წარმოიქმნას მიზეზ შედეგობრივად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროთა უბნები ან სამყაროები, რომლებიც  დამოუკიდებლად გაივლიან ევოლუციის საფეხურებს. ასევე სუპერსიმების თეორიაში და M თეორიაში, გვხვდება მეგა სამყაროს მხარდაჭერა. ჯერ ჯერობით ინფლაციური თეორია ყველაზე კარგად ხსნის კოსმოლოგიაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა ჰორიზონტის პრობლემა და სამყაროს გეომეტრია. მაგრამ მულტისამყაროს თემა გაცილებით ჰიპოთეტური და სპეკულაციურია. რაც შეეხება სუპერ სიმებს და M თეორიას. აქ ჯერ ემპირული მონაცემები არ გვაქვს და შესაძლოა ასეც წარმოვაჩინოთ საკითხი რომ მეგა სამყაროს იდეა უბრალოდ თეორიას დაჭირდა. არ გვაქვს ხელშესახები მონაცემები და ფაქტები იმისა რომ სიმების თეორია მართალია და შესაბამისად მულტი სამყაროც. შესაძლოა ეს მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი სამყაროს მათემატიკური მოდელია. არსებობს კიდევ რამდენიმე პრობლემა რომლის გადაწყვეტაც თითქოს მულტი სამყაროს იდეაში მდგომარეობს. მაგალითად სამყაროს დაბალი  ენტროპიის პრობლემა დასაწყისში. თუ ჩვენი სამყარო წარმოქმნა მეგა სამყარომ მაშინ დაბალი ენტროპიის პრობლემა იხსნება, რადგან სისტემა აღარაა ჩაკეტილი. მაგრამ თუ არ ვცდები ამ საკითხზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.

String_Theory_by_seanwendt

თეორიტიკოსები ბევრს ფიქრობენ მულტი სამყაროზე. რა ემპირული მონაცემები გვჭირდება რომ მულტი სამყაროს რეალურობა (ან პირიქით) გვაჩვენოს? სამყაროში უამრავი უცნაური რამ ხდება. WMAP-ის მონაცემების ანალიზისას, მეცნიერებმა შეამჩნიეს უცნაური მოვლენა, მათი აზრით, მიკროტალღურ ფონურ  რუკაზე ერთ-ერთ უბანში გალაქტიკათა ჯგუფს აქვს ოდნავ განსხვავებული არა შემთხვევითი სიჩქარე. ამ მოვლენას მათ ბნელი დინება უწოდეს. ჩამოყალიბდა ჰიპოთეზა რომ ეს მოვლენა გამოწვეულია ჩვენი სამყაროს სხვა სამყაროსთან გრავიტაციული ურთიერთქმედებით. მაგრამ ეს მხოლოდ მეცნიერთა მცირე ჯგუფმა გაიზიარა. WMAP-ის მონაცმების შემდგომ ახალი უფრო ზუსტი ანალიზის შესაძლებლობა გაჩნდა ევროპული სატელიტ პლანკის სახით. პლანკმა ისევე როგორც WMAP-მა აღწერა ადრეული სამყაროს ტემპერატურული რუკა. ფონური მიკროტალღური გამოსხივება. მისმა უფრო ზუსტმა მონაცემებმა საშუალება მოგვცა სამყაროს ასაკი კიდევ უფრო დაგვეზუსტებინა. (ამ თემაზე იხილე პოსტი) პლანკის მიხედვით მეცნიერთა ნაწილი ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით ამტკიცებს რომ ახალი მონაცემები მულტი სამყაროს თეორიის მყარ მტკიცებულებას მოიცავს. ლაურა მერსინი ჰოუტონი, თეორიული ფიზიკის და კოსმოლოგიის პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსტეტში და პროფესორი რიჩარდ ჰოლმანი კარნეგი მელონის უნივერსტეტიდან აცხადებენ რომ პლანკის მონაცემების შესწავლის შემდეგ ისინი დარწმუნებულნი არიან რომ აქვთ მულტისამყაროს არსებობის აშკარა მტკიცებულება.

6a00d8341bf7f753ef019102d14f9c970c-500wi

საინტერესოა რას მოგვიტანს მომავალი კვლევები. ბევრი მეცნიერი ჯერ კიდევ კრიტიკულად უყურებს ამ საკითხს, მიზეზი შემდგომში მდგომარეობს: ორი წლის წინ მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ზეახალი ვარსკვლავების მეშვეობით განსაზღვრა გალაქტიკათა მოძრაობის სიჩქარე და აღმოაჩინა რომ ე.წ ბნელ დინებას არ აქვს ადგილი. გალაქტიკათა სიჩქარე აბსოლიტურად ჯდება სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელში. ასე რომ მეცნიერთა წრეებში ამ საკითხზე ჯერ ჯერობით დიდი გაუგებრობაა და წინააღმდეგობებია. რომელია შეცდომა? ზეახალი ვარსკვლავების მიხედვით ჩატარებული დაკვირვება თუ პლანკის და WMAP-ის მონაცემები. შესაძლოა ამ უკანაკნელის ინტერპრეტაციაშია პრობლემა.

იმედი მაქვს გაირკვევა ყველაფერი, დრო და მეცნიერთა დაუღალავი შრომა ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ჩვენც გვეცოდინება, მულტი სამყაროში ვცხოვრობთ თუ ერთადერთ უნიკალურ უნივერსუმში. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმდენადვე დიდი როგორც გეოცენტრული მოდელიდან ჰელიოცენტრულ მოდელზე გადასვლას ქონდა. სად პაწაწინა მზის სისტემა (ჩვენთვის მაინც უზარმაზარია) და სად მთელი გალაქტიკა 100 000 სინათლის წელზე გადაჭიმული. და კიდევ 100 მილიარდი გალაქტიკა. ასევე, სად ერთი სამყარო და სად უამრავი. ჩვენი აღქმის თვალსაწიერი წარმოუდგენლად იზრდება.

ამ ყველაფერზე ფიქრიც კი საოცარია. შეეცადეთ რომ გაწვდეთ მასშტაბებს!

7 Responses to მულტი სამყარო, ბნელი დინება და კოპერნიკის პრინციპი

  1. gela says:

    magaria
    dzaan magaria

  2. Gogi Gogoberidze says:

    საფუძველი არათუ აინშტაინის თეორიამ არამედ ჯერ პირველად ჟორჟ ლემეტრმა და ფრიდმანმა დაუდეს მათემატიკური გამოთვლების შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ გაამყარა ჰაბლის აღმოჩნებემა ეს თეორია. ჟორჟ ლემეტრს თავიდან საერთდ არ ეთანხმებოდა აინშტაინი.

  3. Gogi Gogoberidze says:

    რაც შეეხება ბნელ დინებას კოსმოლოგებს ამ ფენომენზე ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი რადგანაც ეს ფენომენი საერთოდ არღვევს მეცნიერების წარმოდგენებს სამყაროზე

  4. Gogi Gogoberidze says:

    მულტი სამყაროები ამ ფენომენთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, ეს უბრალოდ ერთეული მეცნიერების ვარაუდებია, ეს ნაკადი საერთოდ არ მიუთითებს იმაზე, რომ ნაკადი რამე კავშირშია მულტი სამყაროების არსებობასთან.

    არის ფილმი ამ თემაზე და იქ არც ერთი მეცნიერი არ ამტკიცებს მსგავს რამეს, ისინი აცადებენ, რომ საერთოდ არ ესმით ის თუ რა ფენომენთან აქვთ შეხება და ბიბისის ამ ფილმში არც ერთი მათგანი არ აღნიშნავს იმას, რომ ეს ფენომენი რაიმე კავშირშია მულტი სამყაროებთან: https://rutube.ru/video/7729d9b80e4ab07e6a0cfb69b8c381e7/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: