მარსზე კოლონიის დაარსებისთვის პირველი ნაბიჯი მზადდება


1_mo-20lander-20cam-2019-20aa_thumbnail

ორგანიზაცია Mars One, რომელიც აპირებს 2025 წელს ადამიანები ჩაიყვანოს მარსზე, კოლონიის დასაარსებლად პირველი ნაბიჯისთვის ემზადება.  ორი დღის წინ მათ გამოაცხადეს თავისი გეგმების შესახებ. 2018 წელს ისინი აპირებენ კოსმოსური ეპოქის ისტორიაში პირველად,  მარსზე გაუშვან პირველი კერძო დაფინანსებით შექმნილი დასაჯდომი მოდული, რომელიც შეისწავლის ნიადაგს და ჩაატარებს რამდენიმე ექსპერიმენტს.

ბას ლანდსროპმა Mars One-ის ერთ-ერთ დამფუძნებელმა გამოაცხადა რომ 2018-ში განხორციელდება ორი მისია, რობოტული დასაჯდომი მოდული და საკომუნიკაციო ორბიტული სატელიტი გაემგზავრებიან წითელი პლანეტისკენ, ორბიტული სატელიტი გამოაგზავნის მონაცემებს დედამიწაზე და შემდგომ კოლონიას დაეხმარება დედამიწასთან კავშირში. (დავაზუსტებ რომ დასაჯდომი მოდული უპილოტო აპარატია)

ლანდსროპმა განაცხადა რომ “პირველი კერძო დაფინანსებით განხორციელებული მისია ისტორიული მნიშვნელობის იქნება” Mars One-მა კონტრაქტები გააფორმა Lockheed Martin და Surrey Satellite Technology Ltd. (SSTL) -თან, ორივე წამყვანი აეროკოსმოსური კომპანიაა კოსმოსური აპარატების შექმნის დიდი გამოცდილებით. ისინი შექმნიან რობოტულ აპარატს და საკომუნიკაციო სატელიტს.

აპარატი აღჭურვილი იქნება კამერებით, “აქანდაზით” (ნიადაგის ნიმუშების ასაღებად) და თხელი მზის პანელით რომელიც მარსზე პირველად გაივლის გამოცდას.

აპარატის დიზაინი დაფუძნებული იქნება NASA-ს წარმატებულ 2007 წლის მოდულზე – ფენიქსი, რომელიც აგრეთვე Lockheed Martin-მა შექმნა, ფენიქსმა აიღო ნიადაგის ნიმუშები და აღმოაჩინა წყლის ყინული მარსის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში.

“აპარატი მოიპოვებს მტკიცებულებებს იმ ტექნოლოგიების სარგებლიანობის შესახებ რომელიც მარსის კოლონიისთვის არის საჭირო”  თქვა ლანდსროპმა “ორ მაგალითს წარმოადგენს, გამოსაყენებლად ვარგისი წყლის მოპოვება ნიადაგიდან და  თხელი მზის პანელების მოწყობა, რომელიც გამოიმუშავებს დამატებით ენერგიას აპარატისთვის და კოლონისტებისთვის.”

ეგზოპლანეტების “აწონვის” ახალი მეთოდი


HD_189733_b_deep_blue_dot

ეგზოპლანეტების მასის გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია, იმისთვის თუ რამდენად პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტაა სიცოცხლის არსებობისთვის. უკანასკნელ ოც წელიწადში მეცნიერებმა 900-ზე მეტი პლანეტა და 2300-ზე მეტი პოტენციური პლანეტა (საჭიროებს საბოლოო დადასტურებას) აღმოაჩინეს ჩვენი მზის სისტემის გარეთ. პლანეტის მასის გაგება მეცნიერებს ეხმარება იმის გაგებაში რამდენად ცხელი ან ცივია პლანეტა, აქვს თუ არა მაგნიტური ველი, კარგავს თუ არა ატმოსფერო აირებს და ა.შ.

“მასა ყველაფერზე მოქმედებს” ამბობს ჯულიენ დე უიტი მკვლევარი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან “თუ არ გაქვს ეს მონაცემი, მაშინ პლანეტის მახასიათებლების დიდი ნაწილი გაურკვეველი რჩება”

არსებული მეთოდები პლანეტების მასის გასაგებად ლიმიტირებულია, მთავარი ტექნიკა რომელსაც მეცნიერები იყენებენ არის რადიალური მეთოდი, ამ მეთოდის მიხედვით მეცნიერები აკვირდებიან მშობელი ვარსკვლავის განმეორებად რხევებს, რომელიც იმის ნიშანია რომ ვარსკვლავი და პლანეტა გრავიტაციულ ურთიერთქმედებას განიცდიან. გრავიტაცია თავის მხრივ დაკავშირებულია მასასთან. რაც მეტად ირხევა ვარსკვლავი მეტი მასა გააჩნია პლანეტას.

ამ მეთოდის პრობლემა ისაა რომ ის არ მუშაობს პლანეტური სისტემების ფართო სპექტრზე, იმ პლანეტებზე რომლებიც შესამჩნევად ვერ იწვევენ მშობელი ვარსკვლავის რხევას, მაგალითად მცირე მასის პლანეტები. ან პლანეტები რომელბსაც ფართო ორბიტა გააჩნიათ და ვარსკვლავიდან შედარებით შორს მდებარეობენ. 

მეცნიერები ამბობენ რომ შეიმუშავეს პლანეტების “აწონვის” ახალი მეთოდი. საჭიროა მხოლოდ ამ პლანეტების ატმოსფეროს დაკვირვება.

UpperAtmosphere

ატმოსფერო მაღალ ფენებში უფრო და უფრო თხელი ხდება, დედამიწის შემთხვევაშიც ასეა, რაც უფრო მაღლა ადიხარ, პლანეტის გრავიტაცია უფრო და უფრო სუსტდება. რადგან გრავიტაციის ძლიერება დამოკიდებულია პლანეტის მასაზე, მკვლევარებს შეუძლიათ გამოთვალონ ეგზოპლანეტის მასა, იმის მიხედვით თუ რამდენად თხელდება ატმოსფერო სიმაღლესთან ერთად. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ეგზოპლანეტის დაკვირვება მაშინ როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენსა და მშობელ ვარსკვლავს შორის. ატმოსფეროს დასაკვირვებლად საჭიროა მშობელი ვარსკვლავის სინათლემ გაიაროს პლანეტის ატმოსფეროში და ჩვენამდე მოაღწიოს. (ეს მეთოდი სამწუხაროდ მხოლოდ ატმოსფერის მქონე პლანეტებზე მოქმედებს, თუმცა თუ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები გვაინტერესებს, უატმოსფერო პლანეტები არც გამოგვადგება)

მეთოდის შესამოწმებლად, მკვლევარებმა ის გამოიყენეს ეგზოპლანეტაზე რომელიც ცნობილია როგორც HD189733b. პლანეტა მდებარეობს დედამიწიდან 63 სინათლის წლის მოშორებით. აღმოაჩინეს 2005 წელს. ახალი მეთოდით გამოთვლილი მასა დაემთხვა რადიალური მეთოდის მიღებულ პასუხს (დაახლოებით 1,15 იუპიტერის მასა)

ახალი მეთოდი ჯერ ჯერობით მოქმედებს მხოლოდ გაზის გიგანტებზე, (იუპიტერის და სატურნის მასის პლანეტები) მკვლევარები ამბობენ რომ ახალი მეთოდი საშუალებას მისცემს მათ გამოიკვლიონ ისეთი პლანეტები რომლებიც გარემოექცევიან ძალზედ აქტიურ ვარსკვლავებს. ასეთი პლანეტების მასის რადიალური მეთოდით გაგება ხანდახან ძალიან ძნელი და შეუძლებელიცაა, რადგან ვარსკვლავის რხევა ქაოტურია და ხშირად გამოწვეულია არა პლანეტის გამო არამედ ვარსკვლავის ზედაპირზე  კორონალური ამიფრქვევების შედეგად.

ჯეიმს ვების და EChO-ს მეშვეობით (ევროპილი კოსმოსური სააგენტოს პოტენციური ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპი)  ტელესკოპის გაშვების შემთხვევაში ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდება დედამიწის მსგავსი (მცირე) პლანეტების მასის გაგებაც.

მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ ახალ მეთოდზე.

SPACE.COM-ის მიხედვით

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: