მარსზე კოლონიის დაარსებისთვის პირველი ნაბიჯი მზადდება


1_mo-20lander-20cam-2019-20aa_thumbnail

ორგანიზაცია Mars One, რომელიც აპირებს 2025 წელს ადამიანები ჩაიყვანოს მარსზე, კოლონიის დასაარსებლად პირველი ნაბიჯისთვის ემზადება.  ორი დღის წინ მათ გამოაცხადეს თავისი გეგმების შესახებ. 2018 წელს ისინი აპირებენ კოსმოსური ეპოქის ისტორიაში პირველად,  მარსზე გაუშვან პირველი კერძო დაფინანსებით შექმნილი დასაჯდომი მოდული, რომელიც შეისწავლის ნიადაგს და ჩაატარებს რამდენიმე ექსპერიმენტს.

ბას ლანდსროპმა Mars One-ის ერთ-ერთ დამფუძნებელმა გამოაცხადა რომ 2018-ში განხორციელდება ორი მისია, რობოტული დასაჯდომი მოდული და საკომუნიკაციო ორბიტული სატელიტი გაემგზავრებიან წითელი პლანეტისკენ, ორბიტული სატელიტი გამოაგზავნის მონაცემებს დედამიწაზე და შემდგომ კოლონიას დაეხმარება დედამიწასთან კავშირში. (დავაზუსტებ რომ დასაჯდომი მოდული უპილოტო აპარატია)

ლანდსროპმა განაცხადა რომ “პირველი კერძო დაფინანსებით განხორციელებული მისია ისტორიული მნიშვნელობის იქნება” Mars One-მა კონტრაქტები გააფორმა Lockheed Martin და Surrey Satellite Technology Ltd. (SSTL) -თან, ორივე წამყვანი აეროკოსმოსური კომპანიაა კოსმოსური აპარატების შექმნის დიდი გამოცდილებით. ისინი შექმნიან რობოტულ აპარატს და საკომუნიკაციო სატელიტს.

აპარატი აღჭურვილი იქნება კამერებით, “აქანდაზით” (ნიადაგის ნიმუშების ასაღებად) და თხელი მზის პანელით რომელიც მარსზე პირველად გაივლის გამოცდას.

აპარატის დიზაინი დაფუძნებული იქნება NASA-ს წარმატებულ 2007 წლის მოდულზე – ფენიქსი, რომელიც აგრეთვე Lockheed Martin-მა შექმნა, ფენიქსმა აიღო ნიადაგის ნიმუშები და აღმოაჩინა წყლის ყინული მარსის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში.

“აპარატი მოიპოვებს მტკიცებულებებს იმ ტექნოლოგიების სარგებლიანობის შესახებ რომელიც მარსის კოლონიისთვის არის საჭირო”  თქვა ლანდსროპმა “ორ მაგალითს წარმოადგენს, გამოსაყენებლად ვარგისი წყლის მოპოვება ნიადაგიდან და  თხელი მზის პანელების მოწყობა, რომელიც გამოიმუშავებს დამატებით ენერგიას აპარატისთვის და კოლონისტებისთვის.”

Advertisements

ეგზოპლანეტების “აწონვის” ახალი მეთოდი


HD_189733_b_deep_blue_dot

ეგზოპლანეტების მასის გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია, იმისთვის თუ რამდენად პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტაა სიცოცხლის არსებობისთვის. უკანასკნელ ოც წელიწადში მეცნიერებმა 900-ზე მეტი პლანეტა და 2300-ზე მეტი პოტენციური პლანეტა (საჭიროებს საბოლოო დადასტურებას) აღმოაჩინეს ჩვენი მზის სისტემის გარეთ. პლანეტის მასის გაგება მეცნიერებს ეხმარება იმის გაგებაში რამდენად ცხელი ან ცივია პლანეტა, აქვს თუ არა მაგნიტური ველი, კარგავს თუ არა ატმოსფერო აირებს და ა.შ.

“მასა ყველაფერზე მოქმედებს” ამბობს ჯულიენ დე უიტი მკვლევარი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან “თუ არ გაქვს ეს მონაცემი, მაშინ პლანეტის მახასიათებლების დიდი ნაწილი გაურკვეველი რჩება”

არსებული მეთოდები პლანეტების მასის გასაგებად ლიმიტირებულია, მთავარი ტექნიკა რომელსაც მეცნიერები იყენებენ არის რადიალური მეთოდი, ამ მეთოდის მიხედვით მეცნიერები აკვირდებიან მშობელი ვარსკვლავის განმეორებად რხევებს, რომელიც იმის ნიშანია რომ ვარსკვლავი და პლანეტა გრავიტაციულ ურთიერთქმედებას განიცდიან. გრავიტაცია თავის მხრივ დაკავშირებულია მასასთან. რაც მეტად ირხევა ვარსკვლავი მეტი მასა გააჩნია პლანეტას.

ამ მეთოდის პრობლემა ისაა რომ ის არ მუშაობს პლანეტური სისტემების ფართო სპექტრზე, იმ პლანეტებზე რომლებიც შესამჩნევად ვერ იწვევენ მშობელი ვარსკვლავის რხევას, მაგალითად მცირე მასის პლანეტები. ან პლანეტები რომელბსაც ფართო ორბიტა გააჩნიათ და ვარსკვლავიდან შედარებით შორს მდებარეობენ. 

მეცნიერები ამბობენ რომ შეიმუშავეს პლანეტების “აწონვის” ახალი მეთოდი. საჭიროა მხოლოდ ამ პლანეტების ატმოსფეროს დაკვირვება.

UpperAtmosphere

ატმოსფერო მაღალ ფენებში უფრო და უფრო თხელი ხდება, დედამიწის შემთხვევაშიც ასეა, რაც უფრო მაღლა ადიხარ, პლანეტის გრავიტაცია უფრო და უფრო სუსტდება. რადგან გრავიტაციის ძლიერება დამოკიდებულია პლანეტის მასაზე, მკვლევარებს შეუძლიათ გამოთვალონ ეგზოპლანეტის მასა, იმის მიხედვით თუ რამდენად თხელდება ატმოსფერო სიმაღლესთან ერთად. ამ ყველაფრისთვის საჭიროა ეგზოპლანეტის დაკვირვება მაშინ როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენსა და მშობელ ვარსკვლავს შორის. ატმოსფეროს დასაკვირვებლად საჭიროა მშობელი ვარსკვლავის სინათლემ გაიაროს პლანეტის ატმოსფეროში და ჩვენამდე მოაღწიოს. (ეს მეთოდი სამწუხაროდ მხოლოდ ატმოსფერის მქონე პლანეტებზე მოქმედებს, თუმცა თუ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები გვაინტერესებს, უატმოსფერო პლანეტები არც გამოგვადგება)

მეთოდის შესამოწმებლად, მკვლევარებმა ის გამოიყენეს ეგზოპლანეტაზე რომელიც ცნობილია როგორც HD189733b. პლანეტა მდებარეობს დედამიწიდან 63 სინათლის წლის მოშორებით. აღმოაჩინეს 2005 წელს. ახალი მეთოდით გამოთვლილი მასა დაემთხვა რადიალური მეთოდის მიღებულ პასუხს (დაახლოებით 1,15 იუპიტერის მასა)

ახალი მეთოდი ჯერ ჯერობით მოქმედებს მხოლოდ გაზის გიგანტებზე, (იუპიტერის და სატურნის მასის პლანეტები) მკვლევარები ამბობენ რომ ახალი მეთოდი საშუალებას მისცემს მათ გამოიკვლიონ ისეთი პლანეტები რომლებიც გარემოექცევიან ძალზედ აქტიურ ვარსკვლავებს. ასეთი პლანეტების მასის რადიალური მეთოდით გაგება ხანდახან ძალიან ძნელი და შეუძლებელიცაა, რადგან ვარსკვლავის რხევა ქაოტურია და ხშირად გამოწვეულია არა პლანეტის გამო არამედ ვარსკვლავის ზედაპირზე  კორონალური ამიფრქვევების შედეგად.

ჯეიმს ვების და EChO-ს მეშვეობით (ევროპილი კოსმოსური სააგენტოს პოტენციური ეგზოპლანეტებზე მონადირე კოსმოსური ტელესკოპი)  ტელესკოპის გაშვების შემთხვევაში ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდება დედამიწის მსგავსი (მცირე) პლანეტების მასის გაგებაც.

მეცნიერები დიდ იმედს ამყარებენ ახალ მეთოდზე.

SPACE.COM-ის მიხედვით

მულტი სამყარო, ბნელი დინება და კოპერნიკის პრინციპი


multiverse-de-es-schwertberger

მეოცე საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა რომ სამყარო სტატიკური და უცვლელია. ის არასდროს დაბადებულა და არც არსდროს შეწყვეტს არსებობას. ჩვენი გალაქტიკა მიიჩნეოდა კუნძულოვან სამყაროდ რომლის მიღმაც უსასრულო და უცვლელი წყვდიადი იწვა. ეს სურათი ედუინ ჰაბლის დაკვირვებებმა შეცვალა. აღმოჩნდა რომ პატარა ნისლეულები რომლებიც მაშინდელი ტელესკოპებით კარგად არც ჩანდა, სულაც არ იყო ნისლეულები. ისინი ისეთივე ვარსკვლავთა კუნძულებს წარმოადგენდნენ როგორც ჩვენი რძიანი გზა (ირმის ნახტომი) მანძილის გაზომვით აღმოჩნდა რომ ისინი ბევრად შორს იყვნენ ვიდრე სხვა ნებისმიერი ობიექტი გალაქტიკის შიგნით. ასევე აღმოჩნდა რომ გალაქტიკები მანძილის პროპორციულად აჩქარებით გვშორდებოდნენ. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო რომ მეცნიერებამ გააცნობიერა – სამყარო სტატიკური არაა! ის ფართოვდება, გალაქტიკები ასე ორგანიზებულად კი არ მოძრაობენ, არამედ თავად სივრცე იჭიმება. შესაბამისად თუ ამ სურათს უკან გადავახვევთ დროში მივდივართ მომენტამდე როდესაც სამყარო ძალზედ მცირე იყო.

Read more of this post

ირმის ნახტომის ახალი რუკა


local-arm-old-new-views

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ლოკალური მკლავი რომელშიც ვცხოვრობთ გაცილებით დიდი აღმოჩნდა. შედეგები მიღებულ იქნა რადიოტელესკოპ VLBA-ის მეშვეობით. (Very Long Baseline Array)

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი (იგივე რძიანი გზა) უზარმაზარი სპირალური გალაქტიკაა, (ჩვენთვის უზარმაზარი, თორემ გალაქტიკებს შორის, სრულიად საშუალო ზომისად ითვლება) მისი დიამეტრი საშუალოდ 100 000 სინათლის წელია, ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან   25 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, ერთ ორბიტულ გარემოქცევას გალაქტიკის ცენტრის გარშემო საშუალოდ 240 მილიონი წელს ანდომებს. თუ ელიფსური და არაწესიერი გალაქტიკები შედარებით ერთგვაროვნად გამოიყურებიან სპირალურ გალაქტიკაში შესამჩნევია მკლავები, რომლებიც ცენტრიდან გარეუბნებისკენ ვრცელდება, არსებობს მთავარი და პერიფერიული (განშტოებები) მკლავები. ჩვენი მზის სისტემა ორ მთავარ მკლავს პრესევსსა და მშვილდოსანს შორის იმყოფება შედარებით პერიფერიულ ლოკალურ განშტოებაზე. წინამდებარე კვლევებით გაირკვა რომ რომ ჩვენი რეგიონი არ არის ისეთი მცირე განშტოება როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ წარმოადგენს პრესევსის მკლავის უფრო ფართო განშტოებას. (დამოუკიდებელ მკლავს) მეცნიერებმა ინტერფერომეტრის და გადახრის გაზომვით (პარალაქსი) გამოყენებით გაზომეს მანძილი შორეული ნისლეულებამდე. რისი მეშვეობითაც გამოიკვეთა ლოკალური მკლავის უფრო დეტალური სურათი. მისი სიგრძე დაახლოებით 15 000 სინათლის წელია.

Read more of this post

კეპლერის ახალი სიურპრიზი


hires

18 აპრილს კეპლერის მისიის მნიშვნელოვანი ახალი აღმოჩენის შესახებ გახდა ცობილი. მისიაში ჩართულმა მეცნიერებმა განაცხადეს ორი ახალი პლანეტური სისტემის აღმოჩენის შესახებ, ამ სისტემებში (სულ შვიდი პლანეტაა) სამი პლანეტა მდებარეობს სასიცოცხლო ზონაში და მისიის ფარგლებში აღმოჩენილი პლანეტებიდან ყველაზე მეტად შეესაბამება დედამიწას. დედამიწის მსგავსი პლანეტები რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრით განისაზღვრება, ესენია ზომა, დაშორება მშობელი ვარსკლვავიდან, (სასიცოცხლო ზონაში მდებარეობა) მასა და სიმკვრივე. ასევე შემცველობა. თუმცა შორეული პლანეტების შემცველობის შესწავლა ძალზედ რთულია.

Read more of this post

სამყარო კიდევ უფრო ხნიერია


735681main_pia16873-43_946-710

ადრეული სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა, რომელიც შეადგინა პლანკმა

სამყარო კიდევ უფრო ხნიერია – ახალ მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ მეცნიერები. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ ცვლის საერთო სურათს. თუმცა ჩვენი ყოველდღიური სტანდარტებით 100 მილიონი წელი ძალიან დიდი დროა, სამყაროსთვის არც ისე დიდი დროა. ეს დაახლოებით იგივეა 14 წლამდე ბავშვის ასაკის განსაზღვრაში 1 თვე რომ შეგვეშალოს.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლანკის მისიის მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13.82 მილიარდ წელიწადს. აქამდე ყველაზე ზუსტი მონაცემები, ცნობილი იყო WMAP-ისგან 13.72 მილიარდი წელიწადი. თუმცა მეცნიერები ამბობენ რომ პლანკმა უფრო დეტალური მონაცემები მოაგროვა და შესაბამისად ახალი გაზომვები უფრო სანდოა. ახალი მონაცემები მიუთითებს არა მარტო სამყაროს ასაკზე არამედ მის შემცველობასა და მდგომარეობაზე. მაგალითად იგივე მონაცემების მიხედვით ირკვევა რომ სამყარო ოდნავ უფრო ნელა ფართოვდება და შესაბამისად უფრო ნაკლებ ბნელ ენერგიას შეიცავს.

Read more of this post

პაწაწინა მთვარის ზომის პლანეტა – ახალი რეკორდი მცირე ეგზოპლანეტების აღმოჩენაში


original

სურათზე მარცხნიდან მერკური, Kepler 37b და მთვარე

კეპლერის მისიის მეცნიერებმა დააანონსეს ახალი პლანეტური სისტემის აღმოჩენის შესახებ. პლანეტური სისტემა განსაკუთრებულია იმით რომ აღმოჩენილია უმცირესი ეგზოპლანეტა. პლანეტა Kepler 37b ყველაზე მცირე ზომის პლანეტაა არა მხოლოდ ეგზოპლანეტებს შორის არამედ ჩვენ მზის სისტემის პლანეტებს შორისაც. ის მერკურზე უფრო მცირეა და ზომით ოდნავ აღემატება ჩვენ მთვარეს. ეს აღმოჩენა არის ახალი ზღვარი პლანეტურ მეცნიერებაში.

Read more of this post

დედამიწის მსგავსი პლანეტები შესაძლოა უფრო ახლოა


724904main_Red Dwarf planet cfa_4x3_946-710

კოსმოსურ ტელესკოპ კეპლერის მეშვეობით, ასტრონომებმა ჰარვარდ სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრში გამოითვალეს რომ ჩვენს გალაქტიკაში  წითელი ჯუჯების 6% გააჩნიათ დედამიწის ზომების პლანეტები ე.წ “საცხოვრებელ ზონებში” ეს არის ზონა ვარსკვლავის გარშემო რომელშიც შესაძლებელია თხევადი წყლი არსებობა. 

მზის სამეზობლოში ვარსკვლავთა უმრავლესობა წითელი ჯუჯაა. მკვლევარებს სჯერათ რომ დედამიწის ზომის პლანეტა, ზომიერი ტემპერატურით, შეიძლება მდებარეობდეს მხოლოდ 13 სინათლის წლის მოშორებით. “ჩვენ არ ვიცით შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსებობა პლანეტაზე რომელიც წითელ ჯუჯას გარემოექცევა, მაგრამ ეს აღმოჩენები გამოწვევას უზმადებს ჩემს ცნობისმოყვარეობას, თუ სიცოცხლის კოსმოსური აკვნები, უფრო სხვადასხვაგვარია ვიდრე ჩვენ ადამიანებს წარმოგვიდგენია.” ამბობს ნატალი ბათალჰა კეპლერის მისიის მეცნიერი.

Read more of this post

კოსმოსის გასაღები – შავი ხვრელები, ჰიპოთეზა თუ ფაქტი?


როგორც უკვე დაგპირდით ეს არის გაგრძელება პოსტისა კოსმოსი გასაღები – ანუ საიდან ვიცით უცნაური რაღაცეები და აი მივადექით მისტერიულ შავ ხვრელებს. ამ ობიექტებზეც ხშირად უკითხავთ “ჰიპოთეზაა თუ არსებობს მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი?”

რადგან ამის გაგება გვსურს მოვყვეთ შავი ხვრელების ისტორია:

Supermassive_black_hole

Read more of this post

კოსმოსის გასაღები – ანუ საიდან ვიცით უცნაური რაღაცეები


699444main_QSOმკითხველთა მცირე აუდიტორია, რომელიც უკვე ყავს ბლოგს და მის facebook გვერდსაც ადევნებს თვალ ყურს, ალბათ შეამჩნევდა ვიდეოს, სტივენ ჰოკინგის – კოსმოსის გასაღები. ძალიან კარგი ფილმია, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ახლად დაინტერესებული კოსმოსის ენთუზიასთებისთვის. facebook-ის გვერდზე მხოლოდ ბლოგის პოსტებს არ ვამისამართებ. “სამყარო შენს ოთახში”-ის პირწიგნაკს პატარა ავტონომია აქვს იმ გაგებით რომ ხშირად ვდებ იმ მასალას რაც ბლოგზე არ იდება. მაგალითად ცალკეული საინტერესო სურათები, ორ სიტყვიანი საინტერესო ამბები და ვიდეოები. ასეთი რამეების დადება აქ, ძალიან დააწვრილმანებდა ბლოგს და tumblr-ის იმ ბლოგებს დაამგვანებდა მხოლოდ gif-ებით რომაა გატენილი. მოკლედ რატომ დავიწყე ამხელა რამის მოყოლა. ჰოკინგის ფილმი რომ დავდე facebook-ზე, სულ არ ვაპირებდი ამ ფილმის სახელის გამოყენებას პოსტის სათაურად, მაგრამ მოგვიანებით ერთი კამათის ამბავი გამახსენდა და შემდეგ პოსტის დაწერაც მომინდა, სხვა უკეთესი სახელი ვერ მოვუფიქრე, თუ არა ისევ –  კოსმოსის გასაღები. ამ ფილმის სათაური მიტრიალებდა გონებაში და ვიფიქრე ჯანდაბას იყოს. ამაზე უკეთესი სახელი არც შეეფერება მეთქი.

Read more of this post

ალკუბიერეს ძრავი – შორეული კოსმოსური მოგზაურობის შესაძლებლობა


საუკუნეების მანძილზე უცქერდნენ ცას ვარსკვლავთმრიცხველები, ასტრონომები და ასტროლოგები, ალბათ სრულიად უცოდინარი გლეხები და მონებიც, რომელსაც ქონდათ დიდი ცნობისმოყავრეობა, მაგრამ განათლების საშუალება არა. ათასობით თაობას აინტერესებდა რა ხდებოდა ცაში. მაგრამ ალბათ ძალიან ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს რომ ერთ დღესაც ადამიანი ჩაჯდებოდა ხომალდში და გადაცურავდა კოსმოსურ ზღვას, ისევე როგორც წყალთა ზღვას სერავენ მოგზაურები და ვაჭრები. როდესაც გამოიკვეთა სურათი რომ პლანეტები და მთვარეები რაღაც დედამიწის მსგავსი სამყაროებია, მიწით მთებით და შესაძლოა სხვა რამეებითაც, გაჩნდა შორეული მოგზაურობების ოცნებაც, მაგრამ ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო სხვა პლანეტებზე მოგზაურობა როდესაც ჯერ ფრენის ოცნებაც კი არ იყო რეალობასთან.

original

Read more of this post

მთვარეები – დამოუკიდებელი სამყაროები


საუკუნეების განმავლობაში ღამის ცაზე ვუყურებდით ჩვენი თანამგზავრის ლაქებიან სახეს და ვცდილობდით გაგვეგო რა არის. რისთვის არის… ის ხან ღვთაება იყო, ხან მნათობი, სპეციალურად ღამის გასანათებლად. (დაბადება 1.16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.) მაგრამ ახალ ეპოქაში, მეცნიერების განვითარებამ გამოავლინა რომ მთვარე ისეთივე სხეულია როგორც დედამიწა. მას აქვს მთები, ველები და კრატერები. დედამიწის მსგავსად ისიც ქანების და კლდის დიდი სფეროა, იმ განსხვავებით რომ მთვარე შიშველია, არც წყალი, არც სიცოცხლე. ამ ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაირკვა რომ ჩვენი მთვარე არ არის ერთადერთი თანამგზავრი რომელიც პლანეტას გარემოექცევა. 1610 წელს გალილეომ იხილა იუპიტერის ოთხი დიდი მთვარე. დედამიწა ერთადერთი არ ყოფილა რომელსაც ყავს ბუნებრივი თანამგზავრი. მეოცე საუკუნის განმავლობაში როცა ადამიანმა შორეულ კოსმოსში ზონდების გაგზავნა დაიწყო, გამოვლინდა რომ ვენერას და მერკურის გარდა ყველა პლანეტას ყავს თავისი მთვარეები. დიდ პლანეტებს კი თანამგზავრთა მთელი ანტურაჟი ახლავს.  ჩვენ მზის სისტემაში 300-ზე მეტი მთვარეა. ასეთი დიდი რაოდენობის გამო ძალზედ მრავალფეროვანია მათი ტიპები. ჩვენ მზის სისტემაში, ბუნებრივი თანამგზავრები კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ ვიდრე პლანეტები, რათქმაუნდა თუ გამოვრიცხავთ დედამიწას, რადგან დედამიწა მრავალფეროვნების და ფერადოვანი სამყაროს ჩემპიონია. მაგრამ დედამიწა ჩვენთვის ნაცნობი ადგილია. მთვარეები კი განსხავებულ და მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ, გადავხედოთ რამდენიმე საინტერესო მთვარეს:

Read more of this post

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

Dedicated To Spinoza

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

The WordPress.com Blog

The latest news on WordPress.com and the WordPress community.

%d bloggers like this: