მთვარეები – დამოუკიდებელი სამყაროები


საუკუნეების განმავლობაში ღამის ცაზე ვუყურებდით ჩვენი თანამგზავრის ლაქებიან სახეს და ვცდილობდით გაგვეგო რა არის. რისთვის არის… ის ხან ღვთაება იყო, ხან მნათობი, სპეციალურად ღამის გასანათებლად. (დაბადება 1.16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.) მაგრამ ახალ ეპოქაში, მეცნიერების განვითარებამ გამოავლინა რომ მთვარე ისეთივე სხეულია როგორც დედამიწა. მას აქვს მთები, ველები და კრატერები. დედამიწის მსგავსად ისიც ქანების და კლდის დიდი სფეროა, იმ განსხვავებით რომ მთვარე შიშველია, არც წყალი, არც სიცოცხლე. ამ ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაირკვა რომ ჩვენი მთვარე არ არის ერთადერთი თანამგზავრი რომელიც პლანეტას გარემოექცევა. 1610 წელს გალილეომ იხილა იუპიტერის ოთხი დიდი მთვარე. დედამიწა ერთადერთი არ ყოფილა რომელსაც ყავს ბუნებრივი თანამგზავრი. მეოცე საუკუნის განმავლობაში როცა ადამიანმა შორეულ კოსმოსში ზონდების გაგზავნა დაიწყო, გამოვლინდა რომ ვენერას და მერკურის გარდა ყველა პლანეტას ყავს თავისი მთვარეები. დიდ პლანეტებს კი თანამგზავრთა მთელი ანტურაჟი ახლავს.  ჩვენ მზის სისტემაში 300-ზე მეტი მთვარეა. ასეთი დიდი რაოდენობის გამო ძალზედ მრავალფეროვანია მათი ტიპები. ჩვენ მზის სისტემაში, ბუნებრივი თანამგზავრები კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ ვიდრე პლანეტები, რათქმაუნდა თუ გამოვრიცხავთ დედამიწას, რადგან დედამიწა მრავალფეროვნების და ფერადოვანი სამყაროს ჩემპიონია. მაგრამ დედამიწა ჩვენთვის ნაცნობი ადგილია. მთვარეები კი განსხავებულ და მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ, გადავხედოთ რამდენიმე საინტერესო მთვარეს:

Read more of this post

2036 წელს აპოფისი არ ემუქრება დედამიწას


asteroid-hits-earthგახსოვთ ალბათ სულ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც 2012 წლის აპოკალიფსის ისტერიკა ოდნავ მინავლდა, გავრცელდა ამბავი ასტეროიდის შესახებ რომელიც პოტენციურ საფრთხეს წაროადგენდა დედამიწისთვის 2036 წელს. უფროსწორად ყურადღება მიიპყრო ამ ამბავმა, თორემ მანამდე ასტეროიდიც იყო ცნობილი და პოტენციური საფრთხეც. უბრალოდ ფართო პუბლიკამ მას შემდეგ მიაქცია ყურადღება, რაც აპოკალიფსის თემა აქტუალური გახდა. ეს ამბავი არ იყო შეთხზული ჭორებისა და ლეგენდებისგან. ასტეროიდი ნამდვილად არსებობს და 2029-სა და 2036-ში მართლაც ახლოს ჩაგვიქროლებს, მისი ზომა და კინეტიკური ენერგია დედამიწასთან შეჯახებისას საკმარისია იმისთვის რომ გამოიწვიოს აფეთქება რომელიც 20-ჯერ უფრო ძლიერი იქნება ვიდრე დღეს არსებული ყველაზე უფრო ძლიერი ატომური ბომბისა. იგი აღმოაჩინეს 2004 წელს და მალევე მოხვდა პოტენციურად საშიშ ობიექტთა სიაში. რადგან ის დროდადრო უახლოვდებოდა დედამიწას და გამოთვლების შედეგად 2036-ში შესაძლოა შეგვჯახებოდა კიდეც. მაგრამ ეს მხოლოდ ალბათობა იყო (1 შანსი 40 000-დან) რადგან არ არსებობდა ზუსტი მონაცემები აპოფისის ტრაექტორიაზე. დასაკვირვებლად ასტრონომებისთვის აპოფისი ფრიად რთული სამიზნე გამოდგა. რადგან შორეული ასტეროიდები, რომელიც არარეგულარული ფორმის არიან და სხვა ციურ სხეულებზე გაცილებით მცირე ზომის, სინათლეს ცუდად (და ცოტას) ირეკლავენ. ობიექტის დიდი ნაწილი წყვდიადში რჩება და რთულია მისი ზომის და ტრაექტორიის განსაზღვრა. მაგრამ ასტრონომების თქმით აპოფისი დაკვირვებისთვის ახლა შედარებით მოსახერხებელ ადგილას იმყოფება, ის 14 მილიონი კილომეტრის მანძილზე გვერდს უვლის დედამიწას. რამაც ასტრონომებს საშუალება მისცა უკეთ შეესწავლათ ობიექტის ტრაექტორია და დაედგინათ ზუსტი ზომა.

Read more of this post

რატომ არ მივფრინავთ მარსზე?


215693main_art_gall_mars_base_1200x900_full (1)

60-70-იან წლებში არსებობდა მზის სისტემაში მოგზაურობის თამამი ოცნება. მას შემდეგ რაც 1969 წელს ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა, ოცნებამ ხორცი შეისხა და მომავალი კოსმოსური მოგზაურობებიც გაცილებით ადვილი წარმოსადგენი გახდა. მითუმეტეს რომ კოსმოსის დასაპყრობად რესურსებს არ იშურებდნენ სუპერ სახელმწიფოები. ეს იყო არა მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, არამედ პოლიტიკა, მაგრამ ამ რბოლამ დიდი სამსახური გაუწია მეცნიერებას და ტექნოლოგიას. სადაც მთვარეზე გადავიდა ადამიანი, ცოტა ხანში მარსზეც დადგავს ფეხს. მაშინდელი წარმოდგენით, ახლა 2013-ში ალბათ კოლონიაც კი უნდა გვქონდეს წითელ პლანეტაზე. მაგრამ რეალობა უფრო მკაცრი გამოდგა. კოლონია თუ არა, პილოტირებულ მისიას რატომ არ ვგზავნით მარსზე? რა პრობლემაა? თუ მთვარეზე შეგვიძლია? საქმე ისაა რომ მარსი გაცილებით რთული მისიაა. ამ პოსტში ვეცდები განვიხილო მარსზე პილოტირებული მისიის მოწყობის მთავარი სიძნელეები, სანამ მთავარ საკითხებს მივადგები განვაგრძობ 1960-იანებიდან – უფროსწორად 1972-დან როცა უკანასკნელი აპოლო 17-ის მისია გაემგზავრა მთვარეზე და მას შემდეგ დაიხურა ეს პროგრამა.

Read more of this post

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: