მთვარეები – დამოუკიდებელი სამყაროები
იანვარი 15, 2013 %(count)s კომენტარი
საუკუნეების განმავლობაში ღამის ცაზე ვუყურებდით ჩვენი თანამგზავრის ლაქებიან სახეს და ვცდილობდით გაგვეგო რა არის. რისთვის არის… ის ხან ღვთაება იყო, ხან მნათობი, სპეციალურად ღამის გასანათებლად. (დაბადება 1.16 გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, – დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად – და ვარსკვლავები.) მაგრამ ახალ ეპოქაში, მეცნიერების განვითარებამ გამოავლინა რომ მთვარე ისეთივე სხეულია როგორც დედამიწა. მას აქვს მთები, ველები და კრატერები. დედამიწის მსგავსად ისიც ქანების და კლდის დიდი სფეროა, იმ განსხვავებით რომ მთვარე შიშველია, არც წყალი, არც სიცოცხლე. ამ ახალი ეპოქის დასაწყისშივე გაირკვა რომ ჩვენი მთვარე არ არის ერთადერთი თანამგზავრი რომელიც პლანეტას გარემოექცევა. 1610 წელს გალილეომ იხილა იუპიტერის ოთხი დიდი მთვარე. დედამიწა ერთადერთი არ ყოფილა რომელსაც ყავს ბუნებრივი თანამგზავრი. მეოცე საუკუნის განმავლობაში როცა ადამიანმა შორეულ კოსმოსში ზონდების გაგზავნა დაიწყო, გამოვლინდა რომ ვენერას და მერკურის გარდა ყველა პლანეტას ყავს თავისი მთვარეები. დიდ პლანეტებს კი თანამგზავრთა მთელი ანტურაჟი ახლავს. ჩვენ მზის სისტემაში 300-ზე მეტი მთვარეა. ასეთი დიდი რაოდენობის გამო ძალზედ მრავალფეროვანია მათი ტიპები. ჩვენ მზის სისტემაში, ბუნებრივი თანამგზავრები კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ ვიდრე პლანეტები, რათქმაუნდა თუ გამოვრიცხავთ დედამიწას, რადგან დედამიწა მრავალფეროვნების და ფერადოვანი სამყაროს ჩემპიონია. მაგრამ დედამიწა ჩვენთვის ნაცნობი ადგილია. მთვარეები კი განსხავებულ და მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობენ, გადავხედოთ რამდენიმე საინტერესო მთვარეს: