მარსზე კოლონიის დაარსებისთვის პირველი ნაბიჯი მზადდება


1_mo-20lander-20cam-2019-20aa_thumbnail

ორგანიზაცია Mars One, რომელიც აპირებს 2025 წელს ადამიანები ჩაიყვანოს მარსზე, კოლონიის დასაარსებლად პირველი ნაბიჯისთვის ემზადება.  ორი დღის წინ მათ გამოაცხადეს თავისი გეგმების შესახებ. 2018 წელს ისინი აპირებენ კოსმოსური ეპოქის ისტორიაში პირველად,  მარსზე გაუშვან პირველი კერძო დაფინანსებით შექმნილი დასაჯდომი მოდული, რომელიც შეისწავლის ნიადაგს და ჩაატარებს რამდენიმე ექსპერიმენტს.

ბას ლანდსროპმა Mars One-ის ერთ-ერთ დამფუძნებელმა გამოაცხადა რომ 2018-ში განხორციელდება ორი მისია, რობოტული დასაჯდომი მოდული და საკომუნიკაციო ორბიტული სატელიტი გაემგზავრებიან წითელი პლანეტისკენ, ორბიტული სატელიტი გამოაგზავნის მონაცემებს დედამიწაზე და შემდგომ კოლონიას დაეხმარება დედამიწასთან კავშირში. (დავაზუსტებ რომ დასაჯდომი მოდული უპილოტო აპარატია)

ლანდსროპმა განაცხადა რომ “პირველი კერძო დაფინანსებით განხორციელებული მისია ისტორიული მნიშვნელობის იქნება” Mars One-მა კონტრაქტები გააფორმა Lockheed Martin და Surrey Satellite Technology Ltd. (SSTL) -თან, ორივე წამყვანი აეროკოსმოსური კომპანიაა კოსმოსური აპარატების შექმნის დიდი გამოცდილებით. ისინი შექმნიან რობოტულ აპარატს და საკომუნიკაციო სატელიტს.

აპარატი აღჭურვილი იქნება კამერებით, “აქანდაზით” (ნიადაგის ნიმუშების ასაღებად) და თხელი მზის პანელით რომელიც მარსზე პირველად გაივლის გამოცდას.

აპარატის დიზაინი დაფუძნებული იქნება NASA-ს წარმატებულ 2007 წლის მოდულზე – ფენიქსი, რომელიც აგრეთვე Lockheed Martin-მა შექმნა, ფენიქსმა აიღო ნიადაგის ნიმუშები და აღმოაჩინა წყლის ყინული მარსის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში.

“აპარატი მოიპოვებს მტკიცებულებებს იმ ტექნოლოგიების სარგებლიანობის შესახებ რომელიც მარსის კოლონიისთვის არის საჭირო”  თქვა ლანდსროპმა “ორ მაგალითს წარმოადგენს, გამოსაყენებლად ვარგისი წყლის მოპოვება ნიადაგიდან და  თხელი მზის პანელების მოწყობა, რომელიც გამოიმუშავებს დამატებით ენერგიას აპარატისთვის და კოლონისტებისთვის.”

მარსმავლები


RoverComparison

1960-იანი წლებიდან დაიწყო კოსმოსური ეპოქა და ადამიანმაც დატოვა დედამიწა. თუმცა მთვარეზე უფრო შორს მისი წასვლა რთული გამოდგა და მომავლისთვის გადაიდო, სამაგიეროდ ადამიანის შექმნილმა ჭკვიანმა მანქანებმა უკან მოიტოვეს მთვარე და მოინახულეს ჩვენი მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა და უამრავი მთვარე. შორეული პლანეტების და ციური სხეულების გამოსაკვლევად ჩამოყალიბდა ძირითადად სამი ტიპის მანქანა: 1) კოსმოსური ზონდი რომელიც პლანეტებს და ციურ სხეულებს ორბიტიდან ან სხეულთან ახლოს ჩავლისას სწავლობს, (კოსმოსში რჩება) უღებს სურათებს, იკვლევს მაგნიტურ ველს, რადიაციას და ა.შ. 2) დასაჯდომი მოდული ე.წ Lander არის სტატიკური აპარატი, რომელიც ჯდება პლანეტის (ციური სხეულის) ზედაპირზე, მას არ შეუძლია გადაადგილება. ის მხოლოდ დაშვების ადგილზე ატარებს კვლევას. სწავლობს გეოლოგიას ატმოსფეროს და ა.შ. 3) მესამე ეს არის მოსიარულე რობოტი, ე.წ Rover (მოსიარულე) რომელიც ჯდება პლანეტის ზედაპირზე, გადაადგილდება თავისი სამეცნიერო ინსტრუმენტებითურთ და შეუძლია, არა მარტო ერთ ადგილას არამედ ბევრ სხვადასხვა ადგილას აწარმოოს კვლევა.

Read more of this post

მარსის კოლონიზაცია – კითხვები და პასუხები


MARS-One

ორგანიზაცია Mars One გეგმავს მარსის კოლონიზაციის დაწყებას 2023 წელს. 2022 წელს პირველი ოთხი კოლონისტი გაეშურება მარსისკენ და 2023 წელს მოეწყობა ახალ ბინაში, მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ჩააკითხავს ახალი ჯგუფი საჭირო ინვენტარით და საკვების მარაგით. ამ თემაზე სულ ცოტა ხნის წინ დავწერე პოსტში რატომ არ მივფრინავთ მარსზე? თუ რატომ მივუბრუნდი საკითხს ასე მალე ამის მიზეზია space.com-ის ახალი ინტერვიუ Mars One-ის დამფუძნებელთან და გენერალურ დირექტორთან ბას ლანდსროპთან. Mars One შემოსავლების მისაღებად და ხარჯების დასაფარად  აპირებს პროექტი უპრეცედენტო მასშტაბის სატელევიზიო შოუდ აქციოს.

წარმოგიდგენთ space.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბას ლანდსროპთან

Read more of this post

რატომ არ მივფრინავთ მარსზე?


215693main_art_gall_mars_base_1200x900_full (1)

60-70-იან წლებში არსებობდა მზის სისტემაში მოგზაურობის თამამი ოცნება. მას შემდეგ რაც 1969 წელს ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა, ოცნებამ ხორცი შეისხა და მომავალი კოსმოსური მოგზაურობებიც გაცილებით ადვილი წარმოსადგენი გახდა. მითუმეტეს რომ კოსმოსის დასაპყრობად რესურსებს არ იშურებდნენ სუპერ სახელმწიფოები. ეს იყო არა მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, არამედ პოლიტიკა, მაგრამ ამ რბოლამ დიდი სამსახური გაუწია მეცნიერებას და ტექნოლოგიას. სადაც მთვარეზე გადავიდა ადამიანი, ცოტა ხანში მარსზეც დადგავს ფეხს. მაშინდელი წარმოდგენით, ახლა 2013-ში ალბათ კოლონიაც კი უნდა გვქონდეს წითელ პლანეტაზე. მაგრამ რეალობა უფრო მკაცრი გამოდგა. კოლონია თუ არა, პილოტირებულ მისიას რატომ არ ვგზავნით მარსზე? რა პრობლემაა? თუ მთვარეზე შეგვიძლია? საქმე ისაა რომ მარსი გაცილებით რთული მისიაა. ამ პოსტში ვეცდები განვიხილო მარსზე პილოტირებული მისიის მოწყობის მთავარი სიძნელეები, სანამ მთავარ საკითხებს მივადგები განვაგრძობ 1960-იანებიდან – უფროსწორად 1972-დან როცა უკანასკნელი აპოლო 17-ის მისია გაემგზავრა მთვარეზე და მას შემდეგ დაიხურა ეს პროგრამა.

Read more of this post

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: