მულტი სამყარო, ბნელი დინება და კოპერნიკის პრინციპი
ივლისი 1, 2013 7 Comments
მეოცე საუკუნის დასაწყისში ითვლებოდა რომ სამყარო სტატიკური და უცვლელია. ის არასდროს დაბადებულა და არც არსდროს შეწყვეტს არსებობას. ჩვენი გალაქტიკა მიიჩნეოდა კუნძულოვან სამყაროდ რომლის მიღმაც უსასრულო და უცვლელი წყვდიადი იწვა. ეს სურათი ედუინ ჰაბლის დაკვირვებებმა შეცვალა. აღმოჩნდა რომ პატარა ნისლეულები რომლებიც მაშინდელი ტელესკოპებით კარგად არც ჩანდა, სულაც არ იყო ნისლეულები. ისინი ისეთივე ვარსკვლავთა კუნძულებს წარმოადგენდნენ როგორც ჩვენი რძიანი გზა (ირმის ნახტომი) მანძილის გაზომვით აღმოჩნდა რომ ისინი ბევრად შორს იყვნენ ვიდრე სხვა ნებისმიერი ობიექტი გალაქტიკის შიგნით. ასევე აღმოჩნდა რომ გალაქტიკები მანძილის პროპორციულად აჩქარებით გვშორდებოდნენ. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო რომ მეცნიერებამ გააცნობიერა – სამყარო სტატიკური არაა! ის ფართოვდება, გალაქტიკები ასე ორგანიზებულად კი არ მოძრაობენ, არამედ თავად სივრცე იჭიმება. შესაბამისად თუ ამ სურათს უკან გადავახვევთ დროში მივდივართ მომენტამდე როდესაც სამყარო ძალზედ მცირე იყო.