ევოლუცია და მისი მტკიცებულებები I ნაწილი
მარტი 29, 2013 30 Comments
საზგადოებაში მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანია. თეორიები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმით თუ რა დამოკიდებულებაა მათდამი პუბლიკის მხრიდან. ევოლუციის თეორია ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ყველაზე ცხელი თეორიაა. რომლის გარშემოც პუბლიკის მხრიდან ყველაზე მეტი გაუგებრობა და წინააღმდეგობაა, (არასამეცნიერო წრეებში) ამავე დროს ევოლუცია არის თეორია რომელიც ყველაზე კარგადაა დოკუმენტირებული და შემოწმებული. ევოლუციას აღიარებს ყველა სამეცნიერო აკადემია და მეცნიერთა უდიდესი ნაწილი. რადგან იგი 150 წლის მანძილზე უამრავი მეცნიერის მიერ უამრავჯერაა შემოწმებული, დატესტილი და მრავალი ფაქტით გამყარებული.