ევოლუცია და მისი მტკიცებულებები I ნაწილი


საზგადოებაში მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანია. თეორიები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იმით თუ რა დამოკიდებულებაა მათდამი პუბლიკის მხრიდან. ევოლუციის თეორია ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ყველაზე ცხელი თეორიაა. რომლის გარშემოც პუბლიკის მხრიდან ყველაზე მეტი გაუგებრობა და წინააღმდეგობაა, (არასამეცნიერო წრეებში) ამავე დროს ევოლუცია არის თეორია რომელიც ყველაზე კარგადაა დოკუმენტირებული და შემოწმებული. ევოლუციას აღიარებს ყველა სამეცნიერო აკადემია და მეცნიერთა უდიდესი ნაწილი. რადგან  იგი 150 წლის მანძილზე უამრავი მეცნიერის მიერ უამრავჯერაა შემოწმებული, დატესტილი და მრავალი ფაქტით გამყარებული.

evolution-tree

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია იმით რომ ევოლუცია ეხება სიცოცხლეს და მის განვითარებას. რელიგიურად მოტივირებული ჯგუფები ამ თეორიაში ხედავენ ღმერთის შემოქმედების “ხელყოფას” თუ სიცოცხლე განვითარდა ბუნებრივი კანონზომიერებების მიხედვით მაშ სადღაა ღმერთის შემოქმედების ადგილი? სწორედ ამ წინააღმდეგობის გამოა ჩემის აზრით ევოლუციის მიმარ უნდობლობა. მაგრამ ეს წინააღმდეგობა ძირითადად შეინიშნება ფუნდამენტალისტებში და იმ ხალხში რომელიც მეცნიერებისგან შორსაა და არ იცნობს მტკიცებულებებს. რათქმაუნდა თუ ელემენტარულ მეცნიერულ ბაზისს მოკლებული ხარ, უცნაურია იმის წარმოდგენა რომ ადამიანი წარმოიშვა ერთ უჯრედიანი სიცოცხლისგან, ჯერ თევზს გავდა, მერე ხვლიკს, მერე თაგვს და ა.შ მაიმუნამდე და ადამიანამდე. ეს ეწინააღმდეგება ე.წ თანდაყოლილ რწმენას. ჩვენ ვერსად ვხედავთ მაიმუნისგან წარმოიქმნებოდეს ადამიანი. ევოლუციის თეორიის უამრავი მტკიცებულების მიუხედავად არიან განათლებული ფუნდამენტალისტებიც რომლებიც მეცნიერულ სიცხადეს სწირავენ საკუთარ რწმენას. ისინი განგებ ამახინჯებენ მეცნიერულ ფაქტებს და ხანდახან მთელ მეცნიერებებსაც უგულვებელყოფენ. საინტერესო და საგულისხმო ისაა რომ ევოლუციის უარყოფას მხოლოდ რელიგიური მოტივები აქვს. ალბათ ძალიან ძნელად შეხვდებით ურელიგიო გონებაგახსნილ და განათლებულ (ე.წ სიცოცხლის მეცნიერებებში) ადამიანს რომელიც უარყოფს ევოლუციის თეორიას მხოლოდ იმიტომ რომ მისი დამადასტურებელი ფაქტები არ აკმაყოფილებს. ჩემი დაკვირვებით უარყოფის უკან ყოველთვის იმალება რწმენა და რელიგია რომელიც წინააღმდეგობაში მოდის “თავისით” განვითარებასთან. ყველაზე დიდ დარტყმას ალბათ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი იღებს. თუ ევოლუცია მართალია, მაშინ სადღაა სპეციალური შემოქმედება – ადამიანი? მაგრამ მიუხედავდ ამისა ბევრი გონება გახნილი რელიგიური ადამიანი ახერხებს ევოლუციის და შემოქმედების თანაბრად გაზიარებას. ახერხებს მოახდინოს ამ ორი სფეროს რელიგიის და მეცნიერების კოჰაბიტაცია. რადგან ადამიანთა უმრავლესობა რომელიც მეცნიერებას მეტ ნაკლებად იცნობს. აცნობიერებს რომ როცა ფაქტი აშკარად მიგანიშნებს კონკრეტულ მოვლენაზე, გონივრულია რომ სინამდვილედ მიიღო. რელიგიური რწმენა კი დრეკადია. (თუ ფუნდამენტალისტი არ ხარ) და შესაძლებელია მისი მტკიცებების მეტაფორულად აღქმა.

time_plus_adaption_and_mutiaion_is_evolution_by_unholyghost87-d4m4c00

რა არის (არ არის) ევოლუცია?

  • ბიოლოგიური ევოლუცია არის ცოცხალი ორგანიზმების თანდათანობითი ცვლილება თაობებში, გენეტიკური მუტაციების, მოდიფიკაციების და ბუნებრივი გადარჩევის გზით. რის შედეგადაც წარმოიქმნება განსხვავებები სხვადასხვა პოპულაციებს შორის. განსხვავებული მახასიათებლების დაგროვება კი დროის დიდ მონაკვეთზე იწვევს სხვადასხვა სახეობების წარმოშობას. ასე წარმოიქმნება ევოლუციური სიცოცხლის ხე.
  • ევოლუციის თეორია განსხაზღვრავს სიცოცხლის განვითარებას და არა მის წარმოშობას. მისი ცენტრალური მტკიცება მდგომარეობს იმაში რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ყავს საერთო წინაპარი. თეორია ათვლის წერტილად იღებს საერთო წინაპარს და არ მოიცავს მტკიცებებს იმის შესახებ როგორ წარმოიქმნა პირველი ცოცხალი ორგანიზმი. ზოგიერთი კრეაციონისტი განგებ ურევს ამ საკითხს ევოლუციასთან რადგან პირველი სიცოცხლის წარმოშობაზე ჯერ ჯერობით არ არსებობს აღწერის ზუსტი მოდელი. პირველი სიცოცხლის წარმოშობას ან დედამიწაზე “მოსვლას” ეხება თეორიები აბიოგენეზი და პანსპერმია. ევოლუციის თეორიისგან განსხვავებით ამ თეორიებში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი და გასაგები. ზოგი მიიჩნევს რომ ევოლუცია აბიოგენეზის გარეშე უთავო მხედარია. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. გააჩნია რა კუთხით განვიხილავთ, თუ განვიხილავთ ევოლუციას მაშინ, სხვა თეორიის პრობლემების შემოტანა არ იქნება სწორი.
  • გამოყოფენ მიკრო და მაკრო ევოლუციას. მიკრო ევოლუცია განსაზღვრავს სახეობის შიგნით მომხდარ ევოლუციას. ერთი სახეობის სხვადასხვა ვარიაციას. მაკრო ევოლუცია კი პასუხისმგებელია ახალი სახეობების წარმოშობაზე და განსაზღვრავს დიდ, მნიშვნელოვან ცვლილებებს. მაკრო და მიკრო ევოლუციას შორის განსხვავება მხოლოდ ისაა რომ მაკრო ევოლუციას უფრო დიდი დრო და მეტი ცვლილება სჭირდება ვიდრე მიკროს. (მექანიზმი ერთიდაიგივეა) ბუნებრივია დიდ ცვლილებებს მეტი დრო უნდა ვიდრე მცირეს. სახეობის შიგნით ცვლილებები უფრო მოკლე დროში ხდება, ვიდრე ახალი სახეობების განვითარება, რომელსაც უამრავი ცვლილება სჭირდება. მიკრო ევოლუციის რეალურობას თითქმის ყველა ევოლუციის მოწინააღმდეგე იზიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ახსნა, როგორ არის ის რომ ამდენი განსხვავებული  ჯიშის ძაღლი არსებობს, ან კატა. მათ უეჭველი ყავდათ საერთო წინაპარი. ზოგიერთი ჯიში სულ რაღაც 100-იოდე წლის წინაც კი ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა. ასე რომ მიკროევოლუციას აღიარებენ (სულ მთლად ბრტყელი დედამიწის მომხრე თუ არაა) მხოლოდ მაკრო ევოლუციასთან აქვთ პრობლემა. მაგრამ მიკრო და მაკრო ევოლუციას შორის საზღვარი არ არსებობს. არ არსებობს ისეთი მექანიზმი რაც მაკრო ევოლუციის პრევენციას ითავებს. მიეცი ევოლუციას დიდი დრო და მიკრო გახდება მაკრო. დაიცადე დიდ ხანს და ჩიხუახია და დობერმანი სულ სხვადასხვა სახეობები გახდებიან. (ჯერ ისედაც ხომ სულ სხვადასხვანაირები არიან)

dogs

  • თეორია – არ ნიშნავს ვარაუდს. სიტყვა თეორია ხშირად ხდება გაუგებრობების საფუძველი. ბევრს იგი ჰიპოთეზაში ეშლება. აშშ-ს ნაციონალური მეცნიერების აკადემიის მიხედვით, მეცნიერულ ენაზე. თეორია ნიშნავს რაიმე ბუნებრივი მოვლენის ან მოვლენათა ამოხსნის მოდელს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით, დაკვირვებებით და ექსპერიმენტით. რაც ევოლუციის თეორიას ნამდვილად არ აკლია. თუმცა არსებობს მეცნიერული თეორიები რომლელთა დაკვირვება და ფაქტებით გამყარება ჯერ ჯერობით ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთია მაგალითად სიმების თეორია ან თეორია მულტისამყაროს შესახებ. მათ აქვთ მათემატიკური საფუძველი. მაგრამ ექსპერიმენტული და დაკვირვებითი საფუძველი ჯერ ჯერობით არა. რაც შეეხება ევოლუციას. ევოლუცია როგორც უკვე ვთქვი მეცნიერებაში ყველაზე კარგად დოკუმენტირებული თეორიაა. არასწორია იმის თქმა რომ ევოლუცია მხოლოდ თეორიაა და არა ფაქტი. ევოლუცია რათქმაუნდა თეორიაა, მაგრამ არა ჰიპოთეზის და ვარაუდის კონტექსტით. მას ზურგს უმაგრებს უამრავი ფაქტი.
  • ევოლუცია არ არის მხოლოდ შემთხვევითი პროცესი. ის არის შემთხვევითი გენეტიკური მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის კომბინაცია. ბუნებრივი გადარჩევა თავის მხრივ ორგანიზებული სისტემაა. იგი დამოკიდებულია ადაპტაციურ რადიაციაზე და გარემო პირობებზე. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი პირველად წარმოადგინა ჩარლზ დარვინმა ნაშრომით “სახეობათა წარმოშობა” 1859. ბუნებრივ გადარჩევას ქვემოთ განვიხილავ. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია რადგან ევოლუციის მოწინააღმდეგეები ხშირად აპელირებენ სიტყვა “შემთხვევითით” ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ შემთხვევითობასთან “როგორ შეიძლება ისეთი უნიკალური არსება როგორიცაა ადამიანი, შემთხვევით წარმოშობილიყო?” და თითქოს აქ არის უდიდესი წინააღმდეგობა. (ჩემი აზრით შემთხვევითობა სულაც არ წარმოადგენს რაიმე ნაკლს. მაგრამ ეს ცალკე ვრცელი თემაა და აქ აღარ გავაგრძელებ)
  •  ბიოლოგიური ევოლუცია არ ნიშნავს პროგრესს. მისი მიმართულება არ არის ყოველთვის მარტივიდან რთული. ბუნებრივი გადარჩევა მხოლოდ უკეთეს შემგუებლობას აჯილდოებს. ამის მაგალითია თუნდაც ის ფაქტი რომ კომპლექსური და დიდებული დინოზავრების შთამომავლები არიან დღევანდელი ქათმები და ინდაურები. ხანდახან ევოლუციური პროცესები ისეთ რთულ და მოაზროვნე არსებებს ქმნიან როგორიცაა ვეშაპი ან ძაღლი. ან ჰომო ერექტუსი,  ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსი. მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. როცა ბუნებრივმა გადარჩევამ წაახალისა უფრო დიდი ტვინი, მეტი გამჭრიახობა, უფრო რთული მოქმედების უნარი.

sometimes evolution sucks

  • ევოლუციის მოწინააღმდეგეებისგან ხშირად გაიგნებთ მითს რომ თითქოს ევოლუციის თეორია სპეციალურად მოიგონეს ათეისტებმა რათა ღმერთის შემოქმედება დაეჩრდილათ. რაც რათქმაუნდა დიდი სისულელეა. ევოლუცია არის მეცნიერული თეორია. მეცნიერება არ მუშაობს რომელიმე რელიგიური ან მეტაფიზიკური რწმენის წინააღმდეგ ან სასარგებლოდ. მეცნიერება ობიექტურად იძიებს რეალობას. მას არ აქვს მიზანი გარდა სინამდვილის გაგებისა. რათქმაუნდა ცალკეულ მეცნიერებს შეიძლება აქვთ კონკრეტული მოტივი და შესაძლოა თეორიებსაც აყალიბებენ თავისი სუბიექტური მსოფმხედველობის მიხედვით, მაგრამ შემდგმში ამ თეორიას ამოწმებს სხვა უამრავი მეცნიერი. და თუ რეაური მეცნიერული საფუძველი არ აქვს თეორიას ის თეორია უარყოფილი და დავიწყებულია. დარვინს რაც არ უნდა ათეისტობა დავაბრალოთ. მას მერე უამრავმა მეცნიერმა მოიპოვა ევოლუციის მტკიცებულება. უამრავი მორწმუნე ადამიანი დარწმუნდა ევოლუციის რეალურობაში. უამრავმა რელიგიურმა ორგანიზაციამ თუ ეკლესიამ აღიარა ევოლუცია. დარჩნენ მხოლოდ ერთი მუჭა ფუნდამენტალისტები. რომლებიც ხშირად ახერხებენ მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ხალხის შეცდომაში შეყვანას.

ევოლუციის მექანიზმი

ევოლუციის ძრავს წარმოადგენს ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. ესენია გენეტიკური მუტაცია (ასევე ე.წ გენების დრეიფი)  და ბუნებრივი გადარჩევა.

მუტაცია

დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) წარმოადგენს ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ერთგვარ ინსტრუქციის წიგნს. მასში “ჩაწერილი” ინფორმაცია განსაზღვრავს ყველა ბიოქიმიურ რეაქციას და ყველა უჯრედის ფუნქციას. უჯრედების გაყოფისას დნმ ქმნის თავის ასლს რომელიც ახალი უჯრედის ნაწილი ხდება. ამგვარად გარდაეცემა ინფორმაცია ყველა უჯრედს. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების რეპროდუქციისას, მშობლების დნმ-იდან შეიქმნება ერთი დნმ. ანუ მშობლების დნმ-ები შთამომავალს გაუზიარებენ იმ ინფორმაციას რაც მათშია შენახული. შთამომავლობას გადაეცემა ორივე მშობლის გარკვეული მემკვიდრეობითი ინფორმაცია. მემკვიდრეობის გადაცემისას ზოგჯერ ხდება შეცდომა. (მუტაცია) შეცდომა ხანდახან საზიანოა ორგანიზმისთვის, ხანდახან ნეიტრალური და ზოგჯერ სასარგებლო. კრეაციონისტები ხშირად აპელირებენ ამ საკითხით და ისე გამოჰყავთ თითქოს ყველა მუტაცია საზიანოა. მაგრამ სამედიცინო პრაქტიკიდან ცნობილია უამრავი სასარგებლო მუტაცია. ერთ-ერთი მაგალითი უკავშირდება  სისხლის წითელი უჯრედებს. არსებობს ჰემოგლობინის კონტროლზე პასუხისმგებელ გენთა ორი ვარიაცია პირობითად A და S. ყოველ ადამიანს აქვს ამ გენების რომელიმე კომბინაცია AA, AS, ან SS. S ალელი რეზისტენტულია მალარიის მიმართ და ხშირად გვხვდება აფრიკაში. ამ გენის მუტაციამ (რეზისტენტულობამ მალარიისადმი) აფრიკაში მცხოვრებ მოსახლეობისთვის სარგებლობა მოიტანა მალარიისგან თავის დასაცავად. თუ გაქვს AS კომბინაცია, მალარიისგან უფრო დაცული ხარ ვიდრე AA კომბინაციის შემთხვევაში. თუმცა S ალელი რეზისტენტულია მალარიის მიმართ მაგრამ უარყოფითი მხარეც აქვს სხვა დაავადებასთან მიმართ. თუ ადამიანს ორივე მშობლისგან გადაეცემა S ალელი. SS კომბინაცია იწვევს ანემიას. ასევე აღსანიშნავია მემბრანის რეცეპტორის ცილის მუტაცია, რომელმაც ორგანიზმს შესძინა იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ რეზისტენტულობა.  სასარგებლოდ ითვლება ასევე სიბრძნის კბილის ამოსვლა. (მუტაცია რამაც გამოიწვია დაგვიანებული წყვილი კბილის ამოსვლა) რადგან უძველეს დროს როცა კბილების მოვლის და შენარჩუნების საშუალება არ იყო. რათქმაუნდა საკმაოდ გვიან ამოსულ დამატებით კბილებს დიდი სარგებლობა მოქონდათ.

point_mutation

გენების კოპირებისას მომხდარი შეცდომები შესაძლებელია შევადაროთ, წიგნების გადაწერას. სანამ ბეჭვდვას მოიგონებდნენ, მანამდე წიგნები ხელით იწერებოდა, ხელით გადაწერისას მეტი შანსია შეცდომები გაიპაროს, თუ ყოველი ახალი გადამწერი გადაიწერს არა პირველი წყაროდან არამედ წინამორბედისგან. შეცდომაც გამეორდება. ასობით და ათასობით გადაწერისას კი სხვებიც დაუშვებენ შეცდომებს. (დაგროვდება) ზოგჯერ ერთი ასოს ცვლილებამ შესაძლოა მთელ წინადადებას შეუცვალოს აზრი და კონტექსტი. ბუნებრივია რომ რაც მეტი დრო გავა, მეტი შეცდომა დაგროვდება და მართლაც უამრავი გადაწერის შემდეგ შესაძლოა სულ სხვა წიგნი მივიღოთ. ბუნებრივია გაჩნდება კითხვა, კი მაგრამ თუ ასე ხდებოდა, ძველი წიგნები რომლებიც მრავალჯერ გადაწერილია ხელით, სულ სხვა ინფორმაციას უნდა შეიცავდნენ ვიდრე პირველწყაროში იყო? საქმე ისაა რომ წიგნების შემთხვევაში, გადაწერა ყოველთვის წინამორბედისგან არ ხდებოდა. ყოველთვის გამოჩნდებოდა სხვა გადამწერი. სხვა სწავლული რომელიც სხვა წყაროდან გადაიწერდა. ზოგჯერ პირველი წყაროდან. ყოველთვის მოსალოდნელია ვიღაც დაინტერესებულიყო, შეედარებინა გადაწერილი ნიმუშები პირველ წყაროსთვის, ან შედარებით ადრეულ წყაროსთვის, შეცდომები ეპოვა და გამოესწორებინა. შეცდომები რათქმაუნდა იპარებოდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები ვინც მეტ ნაკლებად ასწორებდნენ. იყვნენ ადამიანები რომლებსაც სხვა წყაროებზე მიუწვდებოდათ ხელი. შეცდომები გენების გადაწერაში კი ბრმა პროცესია და მას არავინ ასწორებდა. ამიტომ დაგროვდა და გამოიწვია ცოცხალი ორგანიზმების ცვლილება. მაგრამ ევოლუცია მხოლოდ ეს არაა. უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბუნებრივი გადარჩევა.

ბუნებრივი გადარჩევა

ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს როგორც ფილტრი. ის გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს იმ ორგანიზმებს (პოპულაციებს) რომლებსაც აღმოაჩნდებათ სასარგებლო მუტაცია. სასარგებლო მუტაციის არსი მდგომარეობს, იმაში რომ მუტაციამ ან მუტაციათა ჯგუფმა. შექმნას უკეთესი პირობები გამრავლებისთვის. ე.წ რეპროდუქციული უპირატესობა. კონკრეტული თვისება ან ფუნქცია ორგანიზმში, რომელიც ხელს უწყობს უფრო წარმატებულ რეპროდუქციას ჯილდოვდება ბუნებრივი გადარჩევისგან. (გადარჩება) რეპროდუქციული უპირატესობა ნიშნავს გარემოსთან უკეთეს შეგუებასაც. რადგან, რაც უფრო კარგად არის ორგანიზმი ან პოპულაცია შეგუებული გარემო პირობებს. მით  მეტი შთამომავლობის დატოვება შეუძლია. შესაბამისად ორგანიზმები (პოპულაციები) რომლებსაც მუტაციების შედეგად აღმოაჩნდებათ რეპროდუქციული უპირატესობა უკეთესად გამრავლდებიან ვიდრე ის ორგანიზმები (პოპულაციები) რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ რეპროდუქციული უპირატესობა. ამგვარად ბუნებრივი გადარჩევა აჯილდოებს იმ ორგანიზმებს რომლებიც კარგად არიან შეგუებული თავის საცხოვრებელ გარემო პირობებს. ეს ნიშნავს რომ გარემო პირობები, ბუნებრივი გადარჩევა ირჩევს გარკვეულ მახასიათებლებს, გარკვეულ ფუნქციებს. სხვა ფუქნციებს კი თრგუნავს, რადგან იმ ორგანიზმებს (პოპულაციებს) რომლებსაც გადარჩენისვის ბრძოლაში არ აღმოაჩნდებათ საკმარისი რეპროდუქციული უპირატესობა, ნაკლებ შთამომავლობას დატოვებენ და საბოლოოდ გადაშენდებიან. (თუ გზაში არ წამოეწიათ სასარგებლო მუტაციები რომლებიც რეპროდუქციულ უპირატესობას მიანიჭებს მათ)  არსებული გენეტიკური მასალა და მუტაციები (გენეტიკური ვარიაციები) პირველადი მასალაა. ბუნებრივი გადარჩევა კი სკულპტორი, რომელიც ირჩევს სასარგებლო ფორმებს და მახასიათებლებს.

ბუნებრივი გადარჩევის უკეთ გასაგებად განვიხილოთ მარტივი მაგალითი ხოჭოებზე.

წარმოვიდგინოთ მწვანე ხოჭოების პოპულაცია რომელშიც ზოგიერთი ხოჭო მუტაციის გამო ყავისფერია, მწვანე ხოჭოებს ადვილად ამჩნევენ ფრინველები. ყავისფერი შედარებით შემუჩნეველი რჩებათ. ამიტომ მწვანე ხოჭოები უფრო ხშირად ხდებიან მტაცებლის ლუკმა. ამ  შემთხვევაში ხოჭოს ყავისფერი შეფერილობა წარმოადგენს რეპროდუქციულ უპირატესობას. რადგან ყავისფერი ხოჭოები მეტ ხანს ცოცხლობენ და მეტი შანსი აქვთ დატოვონ უფრო დიდი შთამომავლობა. მათ შთამომავლებს გადაეცემათ ყავისფერი ფერი (რეპოდუქციული უპირატესობა) მწვანე ხოჭოების შთამომავლობა კი თანდათან უფრო ცოტა იქნება, რადგან დატოვებენ უფრო და უფრო ცოტა შთამომავლებს. საბოლოოდ შეიძლება გაქრნენ კიდეც თუ გარემო პირობები მათ სასარგებლოდ არ შეიცვალა.

evolution

კიდევ ერთი მაგალითი. ამ შემთხვევაში რეპროდუქციული უპირატესობა არის მუქი ფერი.

NS

ახალი სახეობების წარმოქმნა

ახალი სახეობების წარმოქმნას განსაზღვრავს ადაპტაციური რადიაცია. ანუ სახეობების, პოპულაციების, გავრცელება და შემგუებლობა სხვადასხვა გარემო პირობებთან. როდესაც რომელიმე სახეობის მოზრდილი პოპულაცია ცხოვრობს ერთ გარემოში, ისინი წყვილდებიან, პოპულაციაში არსებულ გენებს უზიარებენ შთამომავლებს. თუ გარემო მეტ ნაკლებად სტაბილურია (კლიმატური პირობები, საკვების ტიპი და გავრცლება, მსხვერპლის და მტაცებელის გარკვეული სახეობა და გავრცელება) და ამავე დროს პოპულაციაც კარგად არის მორგებული თავის საცხოვრებელ პირობებს, მაშინ მათი შთამომავლები ძალიან ნელა განიცდიან ცვლილებას. რადგან მათი მახასიათებლები უკვე კარგადაა შეგუებული გარემოს. მაგრამ თუ პოპულაციას გამოეყო შედარებით მცირე ჯგუფი და დასახლდა სხვა გარემოში. ან მოხდა გაყოფა პოპულაციებს შორის. მაშინ ადაპტაციური რადიაცია ხელს შეუწყობს ცვლილებების დაჩქარებას. რადგან განსხვავებულ გარემოში (თუნდაც ოდნავ განსხვავებულში) უკვე სხვა თვისებებია უპირატესი. სხვა მტაცებლებია (ან იგივე მტაცებლების განსხვავებული გავრცელება) სხვა სიძნელეებს უკავშირდება საკვების მოპოვება და ა.შ. შესაბამისად ბუნებრივი გადარჩევა წაახალისებს იმ მუტაციებს რომლებიც ახალი გარემოსთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. აგრეთვე მცირე პოპულაციაში გენების ვარიაცია შედარებით ნაკლებია, ამიტომ ახალ მუტაციებს უფრო მეტი გასავალი ექნებათ. მრავალი თაობის შემდეგ, გაყოფილ პოპულაციებს შორის იმდენი გენეტიკური განსხვავება დაგროვდება, რომ შემდგომში კიდეც რომ გაერთიანდნენ ან მოუწიოთ ერთ გარემოში ცხოვრება. ვეღარ დაწყვილდებიან, ან მათი შთამომავლობა ვეღარ გამრავლდება. ადაპტაციური რადიაცია ახდენს პოპულაციის დიფერენციაციას გარემოსთან შემგუებლობის და გავრცელების მიხედვით. სახეობათა წარმოქმნაც აქ იწყება. საერთო წინაპირით დაკავშირებული ორი პოპულაცია, სხვადასხვა ევოლუციური ხაზის გამო (ბევრი სხვადასხვა განსხვავება დაგროვდა ცალკეულ შტოში) ვეღარ წყვილდება. ანუ გამოვიდა რომ სახეობა გაიყო ორ რასად ან სახეობად. რადგან ეს ორი სახეობა ვეღარ დაწყვილდება, ისინი ვერ გაცვლიან ერთმანეთში საერთო გენებს და ვეღარ გაუცვლიან იმ მახასიათებლებს რაც რომელიმე ერთ შტოში, პოპულაციაში განვითარდა. დროთა განმავლობაში მათი შთამომავლობები კიდევ უფრო შეიცვლებიან და მათი შთამომავლებიც გაიყოფიან. ამგვარად მივიღეთ სურათი სადაც დროის გაკრვეულ მომენტში ყველა ამ განსხვავებული სახეობას, რომლებიც დღეს შეიძლება საერთოდ არც გვანან ერთმანეთს. ყავდა საერთო წინაპარი.  ეს პროცესი პოპულაციებში მიმდინარეობს მრავალი თაობის განმავლობაში, ათასობით და მილიონობით წლის მანძილზე, ნაბიჯ ნაბიჯ, ცვლილებების დაგროვებით და არა უცებ. როგორც ზოგიერთი განგებ ამახინჯებს ევოლუციის კონტექსტს. მაიმუნისგან არ იბადება ადამიანი და არც დინოზავრისგან ქათამი. რათქმაუნდა თქვენ ვერ ნახავთ როგორ იქმნება რომელიმე სახეობა, როგორ იცვლება მაიმუნი ჰომო საპიენსად, 1. ჯერ ერთი, არ არსებობს არანაირი აუცილებლობა იმისა რომ ერთხელ ოდესღაც მომხდარი ცვლილება, განმეორდება. (კონკრეტული ევოლუციური საფეხური დამოკიდებული იყო კონკრეტულ მუტაციებზე და კონკრეტულ გარემო პირობებზე, რომლის ზუსტად განმეორებაც ძალზედ არასავარაუდოა) 2. მეორე რომც ხდებოდეს, ადამიანის წარმოშობას რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება, ასევე რამდენიმე გარდამავალი სახეობა. (ასევე აღსანიშნავია რომ თანამედროვე მაიმუნი. არ არის ჩვენი წინაპარი. ჩვენი წინაპარი დიდი ხნის წინ გადაშენდა. მან დატოვა ორი შტო ჰომინიდები ანუ ჩვენ და მაიმუნები. ასე რომ თანამედროვე მაიმუნები ბიძაშვილად უფრო გვერგებიან)

Whale_evolution

გარდამავალი სახეობები

სახეობათა ის მრავალფეროვნება რასაც დღეს ვხედავთ. წარმოშობილია საერთო წინაპრისგან. აქედან გამომდინარე შორეულ წარსულში, (დროის რომელიმე მომენტში და არა მთლიანად) არსებობდა გაცილებით ნაკლები სახეობა, რომელიც შემდეგ გავრცელდა დედამიწაზე სხვადასხვა გარემოში და დაიკავა მისთვის ხელსაყრელი ნიშა. რის გამოც სიცოცხლე დივერსიფიცირდა და წარმოიქმნა უამრავი სახეობა. ევოლუციური სურათიდან გამომდინარე ცხადია რომ დღევანდელი სახეობები მყისიერად არ წარმოქმნილან (შემდგომში განვიხილავ ამას) შესაბამისად წარსულში უნდა არსებულიყვნენ გარდამავალი სახეობები. სახეობები რომლებიც იცვლებოდნენ ათასობით, მილიონობით წლის მანძილზე და მიიღეს ისეთი სახე როგორიც დღეს აქვთ. მიუხედავად იმისა რომ კრეაციონისტები ირწმუნებიან თითქოს ასეთი სახეობები არ არსებობენ ბევრი გარდამავალი სახეობის ნამარხია აღმოჩენილი. თუნდაც ჰომინიდების ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ გარდამავალ სახეობებს უძველეს პრიმატსა და თანამედროვე ადამიანს შორის. გარდამავალი სახეობები რომლებმაც შექმნეს თანამედროვე ვეშაპი.

ამ თავის ქალების პატრონები სულაც არ არიან მხოლოდ თანამედროვე ადამიანები. ისინი არიან გარდამავალი სახეობები. უძველეს პრიმატსა და თანამედროვე ადამიანს შორის.მათი არსებობა ფაქტია და პირდაპირ ადასტურებს ადამიანის ევოლუციურ განვითარებას. კრეაციონისტებს ისღა დარჩათ გამუდმებით თქვან ტყუილი თითქოს ზოგიერთი მათგანი მაუმუნია ზოგი კი ადამიანი. რაც მეცნიერული ფაქტებით მტკიცდება რომ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყოველი მათგანის ანატომიური მახასიათებლები შეესაბამება მაიმუნისაც და ადამიანსაც. გარდამავალი სახეობები დადიოდნენ ორ ფეხზე, რაც ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ასევე მათი ანატომია, თავის ქალა, ყბები. სახის პროპორციები, თანდათან უფრო ემგვანება თანამედროვე ადამიანისას. მაგრამ მტკიცებულება მხოლოდ მსგავსებაში არაა. მეორე ნაწილში განვიხილავ სხვა მტკიცებულებებსაც.

hominids2_big

ev

P.S. ეს პოსტი ძალიან დიდი გამოდის ასე რომ მეორე ნაწილში გავაგრძელებ მტკიცებულებებზე საუბარს. თუ გსურთ მთლიანი სურათის შექმნა არ დაიზაროთ მეორე ნაწილის წაკითხვაც. გააგრძელეთ კითხვა მეორე ნაწილში

30 Responses to ევოლუცია და მისი მტკიცებულებები I ნაწილი

  1. რაც კი სოც-ქსელები აქვთ ჩამოთვლილი ყველგან დავაშეარე 😀

  2. ,,ამავე დროს ევოლუცია არის თეორია რომელიც ყველაზე კარგადაა დოკუმენტირებული და შემოწმებული. ევოლუციას აღიარებს ყველა სამეცნიერო აკადემია და მეცნიერთა უდიდესი ნაწილი. რადგან იგი 150 წლის მანძილზე უამრავი მეცნიერის მიერ უამრავჯერაა შემოწმებული, დატესტილი და მრავალი ფაქტით გამყარებული.”
    ???????

  3. john says:

    ბოლომდე ვერ დამტკიცდება ყველაფერი,ამის შესწავლას ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება. ევოლუციიის თეორია რომც იყოს 100%-ით დამტკიცებული ეს რას ცვლის . ევოლუციის თეორია ბიბლიასთან თუ ქრონოლოგიაში მოდის წინააღმდეგობაში ეს რას ცვლის ღვთის არსებობის თაობაზე. ვთქვათ ევოლუცია არის აბსოლიტური ჭეშმარიტება და ბიბლია არის ალეგორია,ევოლუცია ხსნის სიცოცხლის განვითარების ეტაპებს და უარყოფს ღვთის არსებობას მაგრამ ბოლომდე რატომ უნდა იყოს უარყოფილი ღმერთის არსებობა, თუნდაც იმ დიდი აფეთქების გამომწვევი ძალა. მე არცერთს არ ვუარყოფ და არც დარწმუნებული ვარ ყველა თეორიის სისწორეში,მაგრამ რატომ უნდა იქნას უარყოფილი ღვთის არსებობა. სამყარო უზარმაზარია,ჩვენი პლანეტა ზღვაში წვეთიც არაა სამყაროს ფონზე ამიტომ ადამიანების აზრები და დასკვნები მხოლოდ იმას ეფუძნება რისი დანახვაც და შეცნობაც შეძლო ადამიანმა,რატომ ამტკიცებს ზოგიერთი რომ ევოლუციის თოერია და სხვა მრავალი თეორიები ჭეშმარიტებაა მე რა ვიცი რა ხდება სადრაც მილიარდობით სინათლის წლით დაშორებულ პლანეტებზე და სისტემებზე, ევოლუციის ტეორია და ზოგადად სამყარსა და სიცოცხლის გაჩენის ახსნა დღესაც ძიების პროცესშია და არა დამტკიცებული რეალობა

    • michael says:

      ბოლომდე დამტკიცებას რას ეძახი?
      ევოლუცია დამტკიცებულია და ფაქტია! თუ აბსოლუტებს და 100%-იან დაჯერებას გულისხმობ მასე, იმაშინც ვერ იქნები დარწმუნებული რომ შენ რასაც აღიქვამ სამყაროდ ეგ ვირტუალური რეალობა არაა და ფილმი მატრიცას სცენარით არ მიმდინარეობს მოვლენები რეალობაში.
      ყველა ადეკვატური სტანდარტით ევოლუცია არის ფაქტი!

      შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოსტი არ წაგიკითხავს, სათაურის მიღმა.
      აქ საუბარი არ მაქვს იმაზე ევოლუციის თეორია გამორიცხავს თუ არა ღმერთს,
      თუ ჩემი პირადი აზრი გინდა ამ თემაზე, ევოლუცია აძევებს ღმერთს, უშუალო შემოქმედებიდან, ანუ სიცოცხლის ჩამოყალიბებას აღარ ჭირდება, გარეშე ძალა (ბუნების კანონების გარდა) შესაბამისად ღმერთი ზედმეტი ხდება ამ პროცესში. თუმცა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ღმერთი დიდი აფეთქების მიღმაა, ან პირველი უჯრედი ან დნმ შექმნა. როგორც გინდათ ისე დაიჯერეთ. ჩემი აზრით ეს არის უცოდინარობის არგუმენტის ნაწილი. როდესაც ღმერთი სულ უფრო შემცირებულ ცოდნის ხვრელებში უნდა ჩაატიო.

      “ადამიანების აზრები და დასკვნები მხოლოდ იმას ეფუძნება რისი დანახვაც და შეცნობაც შეძლო ადამიანმა”
      და რატომ უნდა ეფუძნებოდეს იმას რისი შეცნობაც პრინციპულად შეუძლებელია?

      “რატომ ამტკიცებს ზოგიერთი რომ ევოლუციის თოერია და სხვა მრავალი თეორიები ჭეშმარიტებაა მე რა ვიცი რა ხდება სადრაც მილიარდობით სინათლის წლით დაშორებულ პლანეტებზე და სისტემებზე”
      აქ რომ აღმოვაჩინეთ საკმარისი ფაქტები, ეს უკვე გვეუბნება რომ მართალია.

      • john says:

        ““ადამიანების აზრები და დასკვნები მხოლოდ იმას ეფუძნება რისი დანახვაც და შეცნობაც შეძლო ადამიანმა”
        და რატომ უნდა ეფუძნებოდეს იმას რისი შეცნობაც პრინციპულად შეუძლებელია?“

        მე ამ კითხვასაც ვსვამ,მაგრამ ასპროცენტიანი დაჯერება იმისა რომ შემთხვევით შეიქმნა ყველაფერი, საეჭვო ჩანს,აბსოლიტურად რომ გამოვრიცხოთ რწმენის ფაქტორი რომელიც დღეს სხვადასხვა რელიგიების იდეებითა და დოგმებით არის ადამიანის აზროვნებაში განვითარებული ლოგიკას რა ვუყოთ,თქვენ ფიქრობთ როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ,დაჯდებით და დაელოდებით როდის დაიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას თქვენი გონების და ხელების მოქმედების და სხვათა გარეშე? ესეც ხომ ფაქტია იმისა რომ რაღაცის მიღწევას ან შექმნას გონიერება სჭირდება,ამიტომ მე არ ვამტკიცებ არაფერს უფროსწორად ვერ რადგან ადამიანის მიერ ევოლუციის დაჯერება ეყრდნობა ისეთ ვარაუდს რომლის მიხედვითაც ადამიანი დაიბადებოდა მხოლოდ შემთხვევითი გზით,ანდა შემთხვევით გამოკვებებოდა,ან შემთხვევით დაიცავდა სპორტული ასპარეზობის დროს დადგენილ კანონებს. არსებობს სხვა რამეც კერძოდ კონკრეტიკა,ევოლუციამ როგორ უტოპიურადაც არ უნდა ჩანდეს რომ გაიზიაროს ღმერთის არსებობა,კითხვა იქნება მაინც ის რომ ღმერთამდე რა იყო, ევოლუცია იტყვის რომ ღმერთიც ანუ ამ სამყაროს შემოქმედი შემთხვევითობის წყალობით შეიქმნა. ასე რომ ფაქტი, სიცოცხლე რომელიც დედამიწაზეა, სრულებით შესაძლებელია იყოს შექმნილი ღვთის მიერ, დასაშვებია.ადამიანი ვერ შექმნიდა რობოტს ინტელექტი რომ არ ეხმარა,რობოტიკი “აზრზე” არაა რამ შექმნა ,რადგან ეს ბუნებაში კი არაა შეუცნობელი ანუ ზემდგომი ინტელექტის ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ არამედ რობოტის გადმოსახედიდან,ასე რომ ამ ლოგიკური ფაქტიდან გამომდინარე ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები დასაშვები მასზე გონიერი ინტელქტის მქონე შემქმნელის ინტელექტთან არაფერია ანუ ლოგიკურად ასეა. თუმცა ფაქტია რომ მე არ დამინახია შემოქმედი ფიზიკურად და არც სულიერებაში მქონია ღმერთთან შეხება,მაგრამ ჩემს ირგვლივ არსებული სამყაროს აღქმისას არ ვუგულებელყოფ შემქმნელის არსებობას,ევოლუციონისტი კი აბსოლიტურად უარყოფს. მე არ მაქვს პრობლემა არცერთ შეხედულებასთან მაგრამ მე პირადი შეხედულება მაქვს თუმცა ისეთი სადაც დარწმუნებული არაფერში არ ვარ. ადამიანს ვხედავ და ევოლუციის რეალობას უსუსურ ფაქტებში თითქმის მიზერულ ფაქტებში ვხედავ ,მაგრამ ადამიანის სულიერებას და ინტელექტს ფიზიკურად ვერ ვხედავ თუ არ შევისწავლე ადამიანი,ასევე ვერ ვხედავ ევოლუციისათვის დასაშვებ შემოქმედს და ვერ ვხედავ მის აზრებსა და შესაძლებლობებს,მაგრამ აქ წინააღმდეგობა მოდის უკვე შედარებისას რადგან მე შემოქმედს ვხედავ იმ შემოქმედებაში რაც ჩემს ირგვლივაა,თუმცა დარწმუნებით მე არ ვიცი რა ხდება! ამაზე კამათი და მსჯელობა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, ხანდახან ვფქრობ რომ რაიმის მტკიცებას აზრი არა აქვს და სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოზე ახსნა უსასრულოდ გაგრძელდება,ეს პროცესი დამტკიცებული კი არა მხოლოდ დარვინის თეორიაა,მხოლოდ ჰიპოთეზა,სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ახსნა ნეიტრალური შეხედულებებიდან უნდა მოხდეს და არა დარვინის ავტორიტეტიდან გამომდინარე,დარვინს არსად არ უთქვია ის რომ მისი თეორია ჭეშმარიტება იყო,სიკვდილის წინ მან მღვდელსაც კი მოუხმო,როგორც ჩვენი თვალით დანახული ფაქტებიდან,ისე ჩვენი გონიერებისა და ინტელექტის გათვალისწინებით რომელიც არ უგულებელყოფს იმის რწმენას ანუ ალბათობას რომ რასაც ვერ ვხედავთ ის რეალობა შეიძლება იყოს. არ მესმის დარვინი რატომაა ავტორიტეტი ბევრისთვის, მეც შემიძლია წამოვაყენო უმრავი თეორია დ ვამტკიცო მისი სისწორე. ვფიქრობ ის ვისაც შემოქმედებს იზიარებს ინტელექტის მიერ დარვინს კი არ უნდა უპირისპირდებოდნენ ან პირიქით ევოლუციონისტები იმათ ვისაც ღმერთის სწამს არამედ ყველა უნდა ცდილობდეს სიცოცხლის წარმოშობის დადგენას!

      • როგორც მე ვიცი, ერთი სახეობისგან ორ სახეობას ვერ წარმოქმნი. როგორც არ გინდა სცადო. დნა არ გაძლევს ამის უფლებას. მართალია შეგილია წარმოქმნა შავი ძაღლი თეთრი ძაღლისგან, მაგრამ კატას ვერ წარმოქმნი ძაღლისგან.

  4. michael says:

    როგორც ჩანს ევოლუციის პროცესი კიდევ უნდა განვმარტო
    ევოლუცია არ არის მხოლოდ შემთხვევითობა.
    რათქმაუნდა შემთხვევითობა დიდ როლს თამაშობს, ასევე ევოლუციას არ აქვს მიზანი და მიმართულება. მაგრამ შემთხვევით მუტაციებს გადაარჩევს ბუნებრივი გადარჩევა რომელიც არაშემთხვევით არჩევს, არა რაიმე მიზნის აღსასრულებლად, არამედ უბრალოდ მუტაცია რომელიც არ გამოადგება სახეობას, მისთვის ფატალურად სრულდება, ან მუტაცია ითრგუნება.
    ევოლუცია რომ მხოლოდ შემთხვევითობა იყოს, არაფერი არ ჩამოყალიბდებოდა, მითუმეტეს ასეთი რთული ორგანიზმები.
    ბუნებრივი გადარჩევა არის სისტემა, რომელიც არაშემთხვევიტად ირჩევს და სწორედ ეს ქმნის ასეთ კომპლექსურობას. ორივე პოსტი რომ კარგად წაგეკითხა ამას აღმოაჩენდი.
    დანარჩენზე მოგვიანებით გიპასუხებ. ახლა დრო არ მაქვს. ყურადღებით უნდა წავიკითხო.

  5. john says:

    ნუ შეწუხდებით,ეს საკითხები საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი,რა შეხედულებებიც ახლა არსებობს ეს შეიძლება შეიცვალოს და რათქმა უნდა შეიცვლება,სხვა ფაქტებიც დაგროვდება, კვლევების და მეცნიერების განვითარებაც გაფართოვდება და ბევრი შეხედულებაც რაც ახლა არსებობს შეიცვლება. ყველაფერი შესაძლებელია,როგორც არ უნდა სიღრმისეულად იქნას ადამიანისათვის ევოლუციის თეორია შესწავლილი მაინც ვერ იქნება უარყოფილი ის ფაქტი რომ რაღაცის შექმნას ვიღაც სჭირდება,ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად. ამ კომენტარის წერას სჭირდება ინტელექტი, და რატომ უგულებელყოფთ იმას რომ ცოცხალ ორგანიზმებს შორის და თვით ცოცხალი ორგანიზმების დამოკიდებულება და სტრუქტურა დარეგულირებული და წინასწარგანსაზღვრულია ინტელექტის ანუ ვიღაცის მიერ. თქვენ ფქრობთ რომ ჩვენს შორის მიმოწერის რეგულირება შემთხვევით ხდება? მე არ გეუბნებით დაიჯეროთ ღვთის არსებობა,გეუბნებით რომ მე ვერ ვუგულებელყოფ ღვთის არსებობას.

    • michael says:

      “ადამიანისათვის ევოლუციის თეორია შესწავლილი მაინც ვერ იქნება უარყოფილი ის ფაქტი რომ რაღაცის შექმნას ვიღაც სჭირდება”
      და თქვენ ამბობთ რომ შეხედულებები შესწავლილი გაქვთ?
      სამყაროში თითქმის არაფრის ჩამოყალიბებას არ ჭირდება ვიღაც, თქვენ რომ მეცნიერება გესმოდეთ ოდნავ მაინც, გეცოდინებოდათ რომ გალაქტიკებს, პლანეტებს, მზის სისტემებს, ციურ სხეულებს, ქმნის გრავიტაცია და იმპულსის მომენტი, (ანუ ფიზიკური კანონზომიერებები) ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას ევოლუცია და ა.შ.
      ფაქტობრივად არაფერს არ ჭირდება ვიღაც. პერსონალური შემოქმედი. დღესღეობით მეტნაკლებად რელავენტური აქტიური კამათი მიდის მხოლოდ სამყაროს როგორც მთლიანობის წარმოშობაზე (ანუ ჭრიდება თუ არა შემოქმედი) და ასევე უშუალოდ სიცოცხლის წარმოშობაზე. (ვგულისხმობ პირველ უჯრედს)
      და კიდევ უფრო გათვითცნობიერებული რომ იყოთ მეცნიერულ ფილოსოფიაში არც ასეთი დარწმუნებული იქნებოდით იმაში რომ თვით სამყაროსაც ჭირდება ვიღაც, ან საერთოდ ინტელექტი. რამეთუ არსებობს მეცნიერული ალტერნატივები სადაც არაპიროვნული პირველმიზეზი უფრო ადეკვატური და სავარაუდოა.ასევე წმინდა ფილოსოფიური თვალთახედვით არანაირი აუცილებლობა არაა რომ პირველმიზეზი პიროვნული და ინტელექტუალური სახის იყოს. შემოქმედის პიროვნულობა საკმაოდ გულუბრყვილო მიდგომაა სადაც უხერხულად იკვეთება ადამიანური სურვილების სამყაროზე პროექცია.

      “ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად”
      ეჭვი მეპარება, რადგან, თქვენ შემთხვევითობას იმგვარად იყენებთ ამ კომენტარში, თითქოს ჩემი კომენტარი და ორი უზარმაზარი პოსტი არც წაგეკითხოთ. იმიტომ რომ იქ გარკვევით განვმარტე შემთხვევითობის როლი. თქვენ კიდევ თითქოს აიგნორებთ ამ განმარტებას და ამბობთ დაახლოებით ასეთ რამეს “მე ვერ წარმომიდგენია შემთხვევითობამ რანაირად შექმნა”
      ევოლუციის მექანიზმი რომ გაგეგოთ, აღარ იტყოდით რომ ვიღაცის გონებაა საჭირო ორგანიზმების წარმოშობის ასახსნელად.

      ვიწრო შეხედულებაა ის რომ სტრუქტურას და ორგანიზებულობას მხოლოდ ინტელექტი და გონება ქმნის.

      ამ ყველაფერს ქმნის ასევე სამყაროს კანონზომიერება და გეომეტრია.

  6. john says:

    რასაც თქვენ წერთ ჩემს კომენტარზე უმიზეზოა,ჩემს კომენტარში არსად ჩანს ისეთი აზრი რომელიც თქვენს კომენტარს არ დაეთანხმებოდა იმაში რასაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენი თვალით დანახულს , განსხვავება სხვაა,მე მხოლოდ ვუშვებ ვიღაცის არსებობას რომელიც შესაძლოა ქმნიდეს რაიმეს ან ვინმეს,არალოგიკურია ამის უარყოფა,ვიმეორებ ვუშვებ და არ ვამტკიცებ,თქვენ კი ამტკიცებთ რომ ეს შეუძელებელია.

    ”სამყაროში თითქმის არაფრის ჩამოყალიბებას არ ჭირდება ვიღაც, თქვენ რომ მეცნიერება გესმოდეთ ოდნავ მაინც, გეცოდინებოდათ რომ გალაქტიკებს, პლანეტებს, მზის სისტემებს, ციურ სხეულებს, ქმნის გრავიტაცია და იმპულსის მომენტი, (ანუ ფიზიკური კანონზომიერებები) ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას ევოლუცია და ა.შ.”

    ეგ თქვენი აზრია (?) რომ სამყაროში რაიმის ჩამიყალიბებას არ სჭირდება ვიღაც, რაიმე სისტემის აშენებას სჭირდება ვიღაც ხშირ შემთხვევაში,თუ მსურს მაგალითად სახელმწიფოში არსებობდეს გამართული ეკონომიკა ამისათვის საჭირონი არიან ვიღაცეები ,ასე რომ ვერ მივიღებ ამ შენ აზრს რომ თითქმის არაფრის ჩამოყალიბებას არ სჭირდება ვიღაც,თან რატომ საუბრობთ ისეთი სიტყვებით როგორიცაა ”თითქმის”?. თქვენ ფიქრობთ რომ თუ პოლიტიკოსები არ ვარგანან სახელმწიფო აშენდება? 🙂

    თქვენ რა იცით მე მეცნიერება მესმის თუ არა, მხოლოდ კომენტარების საშუალებით რატომ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ოდნავ მაინც არ მესმის მეცნიერება? მეცნიერება განიმარტება როგორც ადამიანის უნარი შეიმეცნოს ყოველივე,ამიტომ თქვენი შეხედულება რომ მე ოდნავადაც არ მესმის მეცნიერება მხოლოდ იმით უპირისპირდება ჩემს შეხედულებას რომ თქვენს მსგავსად არ ვიზიარებ იმას რომ საერთოდ ვუგულებელყო სიცოცხლის შექმნა ვიღაცის მიერ. და თქვენ გგონიათ რომ მე არ მესმის ოდნავ მაინც მეცნიერება რომელიც აღმაქმევინებდა სამყაროს კანონზომიერებებს? თან შემთხვევითობაზე ანუ ინტელექტის არარსებობაზე საუბრობთ და თან კანონზომიერებებზე მესაუბრებით? ამასთან თუ თქვენ ფიქრობთ რომ მე ამ ეტაპზე არ ვარ გაცნობილის რაიმეს რატომ ფიქრობთ რომ ერთი დღის ,ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ არ მეცოდინება? ანუ გაიაზრეთ ის რომ შესწავლის პროცესი გრძელდება მანამ სანამ ინტერესი არსებობს,ასე რომ სიცოცხლის წარმოშობის ახსნის მცდელობები და ინტერესი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.

    ”ფაქტობრივად არაფერს არ ჭირდება ვიღაც. პერსონალური შემოქმედი. დღესღეობით მეტნაკლებად რელავენტური აქტიური კამათი მიდის მხოლოდ სამყაროს როგორც მთლიანობის წარმოშობაზე (ანუ ჭრიდება თუ არა შემოქმედი) და ასევე უშუალოდ სიცოცხლის წარმოშობაზე. (ვგულისხმობ პირველ უჯრედს)”

    არ ვიცი რას გულისხმობთ იმაში რომ ”ფაქტობრივად არაფერს არ ჭირდება ვიღაც.პერსონალური შემოქმედი.” მაგალითად ახალი სიცოცხლის დაბადება რომ მოხდეს მთელი რიგი ქმედებები უნდა განხორციელდეს, ინსტიქტიდან დაწყებული ფიზიკური ქმედებებით დამთავრებული. რა კანონზომიერებაზე საუბრობთ გააჩნია,თქვენი ეს აზრი ბევრი შინაარსის მატარებელი შეიძლება იყოს,პირდაპირ ან ჭეშმარიტებად ვერ მივიღებ,ვერც დაგეთანხმებით,იმიტომ რომ გაუგებარია მისი კონკრეტული შინაარსი.მეც ამაზე ვკამათობ თქვენთან და ზემოთაც დავწერე რომ ევოლუციამ რომც აღიაროს შემოქმედის არსებობა მაინც იქნება კითხვა იმასთან დაკავშირებით სჭირდება თუ არა შემოქმედი სამყაროსა და სიცოცხლეს,მე ამაზე პასუხი გაგეცით კონკრეტულ შემთხვევაში რომ სიცოცხლე რასაც სიცოცხლეს ვუწოდებთ თავისით ვერ დაიბადება და გაჩნდება,თუ არ მოხდა შეჯვარება და საკმაოდ რთულია იმის ახსნა ვინც ან რაც ამას განაპირობებს. ანუ ამის გამომწვევი მიზეზები. ასე რომ ამ საკითხში არალოგიკურია რომ გიპირისპირდებოდეთ და თქვენ არ მესმის რა დაინახეთ ჩემში ამ აზრის საწინააღმდეგო თუ მიპირისპირდებით.

    ”და კიდევ უფრო გათვითცნობიერებული რომ იყოთ მეცნიერულ ფილოსოფიაში არც ასეთი დარწმუნებული იქნებოდით იმაში რომ თვით სამყაროსაც ჭირდება ვიღაც, ან საერთოდ ინტელექტი. რამეთუ არსებობს მეცნიერული ალტერნატივები სადაც არაპიროვნული პირველმიზეზი უფრო ადეკვატური და სავარაუდოა.ასევე წმინდა ფილოსოფიური თვალთახედვით არანაირი აუცილებლობა არაა რომ პირველმიზეზი პიროვნული და ინტელექტუალური სახის იყოს. შემოქმედის პიროვნულობა საკმაოდ გულუბრყვილო მიდგომაა სადაც უხერხულად იკვეთება ადამიანური სურვილების სამყაროზე პროექცია.”

    მომიყვანეთ ჩემი კომენტარიდან მონაკვეთი სადაც მქონდეს ისეთი აზრი გატარებული თითქოს დარწმუნებული ვარ რაიმეში,პირიქით გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი ჩემი შემეცნების უნარიდან გამომდინარე რომ ვერცერთს მოსაზრებას ვერ ვუარყოფ,დარწმუნებული მე კი არ ვარ რაიმეში არამედ ადამიანების გარკვეული ნაწილია დარწმუნებილო სიცოცხლის და სამყაროს შექმნის შემთხვევით წარმოქმნაში,თუ დარწმუნებული ხართ და არიან ევოლუციონისტები რაიმე ინტელექტის არარსებობაში რატომღა მიდის კამათი სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის საწყისის ახსნაზე? მე ეს დავწერე ზემოთ ზუსტადაც რომ კამათი მიდის და რათქმა უნდა ვფიქრობ რომ კვლავაც გაგრძელდება.თითქოს მიპირისპირდებით სინამდვილეში კი ჩემს შეხედულებებს იმეორებთ.

    • michael says:

      “განსხვავება სხვაა,მე მხოლოდ ვუშვებ ვიღაცის არსებობას რომელიც შესაძლოა ქმნიდეს რაიმეს ან ვინმეს,არალოგიკურია ამის უარყოფა,ვიმეორებ ვუშვებ და არ ვამტკიცებ,თქვენ კი ამტკიცებთ რომ ეს შეუძელებელია.”
      შეუძლებელია მეთქი არსად მიხსენებია.
      ძალიან მცირე შანსი აქვს პერსონალურ შემოქმედს.
      “ეგ თქვენი აზრია (?) რომ სამყაროში რაიმის ჩამიყალიბებას არ სჭირდება ვიღაც”
      მეცნიერება ნაბიჯ ნაბიჯ ანახებს რომ სისტემები სამყაროში მუშაობენ და იქმნებიან მხოლოდ ფიზიკური კანონზომიერებებით და არ ჭირდებათ არანაირი გარეშე, ზებუნებრივი ძალა. მე არ მომიგონია ეს.

      “რაიმე სისტემის აშენებას სჭირდება ვიღაც ხშირ შემთხვევაში,თუ მსურს მაგალითად სახელმწიფოში არსებობდეს გამართული ეკონომიკა ამისათვის საჭირონი არიან ვიღაცეები ,ასე რომ ვერ მივიღებ ამ შენ აზრს რომ თითქმის არაფრის ჩამოყალიბებას არ სჭირდება ვიღაც,”
      აი ამას მეუბნებით და მერე გწყინთ რატომ ამბობთ რომ მეცნიერება არ მესმისო (თუ სწორედ მივხვდი თქვენი კომენტარის ტონს)
      მოგყავთ სრულიად არაადეკვატური შედარება. რადგან სისტემას ქმნის არამხოლოდ ინტელექტუალური არსება, არამედ თავად სამყაროს გეომეტრია და ბრმა კანონები. ის რომ მოწესრიგებული სისტემის შექმნას მაინცდამაინც პერსონალური შექმნელი ჭირდება არის სწორედ მეცნიერებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ილუზია.

      “თან რატომ საუბრობთ ისეთი სიტყვებით როგორიცაა ”თითქმის”?. თქვენ ფიქრობთ რომ თუ პოლიტიკოსები არ ვარგანან სახელმწიფო აშენდება?”

      თითქმის – ვახსენე იმიტომ რომ ზოგიერთი საკითხი სამყაროს შემეცნებაში ჯერ კიდევ მისტერიაა.
      პოლიტიკოსების და ქვეყნის მაგალითი არაადეკვატურია სამყაროს და სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით.

      “თქვენ რა იცით მე მეცნიერება მესმის თუ არა, მხოლოდ კომენტარების საშუალებით რატომ გრჩებათ შთაბეჭდილება რომ ოდნავ მაინც არ მესმის მეცნიერება?”

      ამაზე უკვე მოგახსენე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. შთაბეჭდილება მრჩება, სწორედ იქედან რომ “ვიღაცის” პერსონალური შემოქმედის როლს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას აძლევთ.
      მეცნიერება კი ანახებს რომ ყოველი სისტემა რომელიც ამოვხსენით მუშაობს ყოველგვარი ზებუნებრივი ძალის აუცილებლობის გარეშე.

      “ინტელექტის არარსებობაზე საუბრობთ და თან კანონზომიერებებზე მესაუბრებით?”
      კანონზომიერებები არანაირ კავშირში არაა ინტელექტან, მულტისამყაროს თუ დავუშვებთ, შესაძლოა არსებობდეს უთვალავი სამყარო, რომლებიც კანონზომიერნი იქნებიან და სულ არ იქნება საჭირო მათში იყოს ინტელექტის რამენაირი მარცვალი.

      “ანუ გაიაზრეთ ის რომ შესწავლის პროცესი გრძელდება მანამ სანამ ინტერესი არსებობს,ასე რომ სიცოცხლის წარმოშობის ახსნის მცდელობები და ინტერესი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.”
      So What?

      “არ ვიცი რას გულისხმობთ იმაში რომ ”ფაქტობრივად არაფერს არ ჭირდება ვიღაც.პერსონალური შემოქმედი.”
      ვგულისხმობ იმას რომ (მაგალითებს მოვიყვან) იმისთვის რომ გვქონდეს პლანეტა, არ გვჭირდება სუპერინტელექტი, პლანეტას შექმნის გრავიტაცია და იმპულსის მომენტი, ვარსკვლავურ მტვერისგან (იგივე განავრცეთ სხვა ციურ სხეულებზე) იმისთვის რომ გვქონდეს ქიმიური ელემენტები და ნივთიერებები, არ გვჭირდება, სუპერინტელექტუალური შემოქმედი რომელიც იტყვის “და დაჯგუფდნენ პროტონები და ნეიტრონები იმგვარად რომ გვქონდეს მენდელეევის ტაბულა” არამედ ამ საქმეს აკეთებს ფიზიკური კანონზომიერებები, ბირთვული ურთიერთქმედებები, ვარსკვლავების გულები რომელიც გრავიტაციის მიერ შექმნილი წნევით, ქმნიან ელემენტების სინთეზს.
      იმისთვის რომ გვქონდეს ბიომრავალფეროვნება, არ გვჭირდება სუპერინტელექტი რომელიც შექმნის მილიონობით სახეობას ცალ-ცალკე. იმისთვის რომ მზის სისტემა და გალაქტიკა იყოს ორგანიზებული და ჩვენი და სხვა პლანეტები დარჩნენ თავის ორბიტაზე, არ გვჭირდება სუპერინტელექტი. საკმარისია კვლავ გრავიტაცია და იმპულსის მომენტი.
      და ა.შ.
      რაც შეეხება მთლიანად სამყაროს შექმნას და პირველ ცოცხალ ორგანიზმს. აქაც კარგი მეცნიერული ალტერნატივები გვაქვს და მე ვერ ვხედავ ვერანაირ სერიოზულ მიზეზს იმის დასაჯერებლად რომ მაინცდამაინც ეს ორი მოვლენა იყოს გამონაკლისი, როცა სხვა მოვლენები თანმიმდევრულად იქნა ახსნილი, როცა მანამდე მისტერიად ითვლებოდა.

      “მომიყვანეთ ჩემი კომენტარიდან მონაკვეთი სადაც მქონდეს ისეთი აზრი გატარებული თითქოს დარწმუნებული ვარ რაიმეში,”

      “როგორც არ უნდა სიღრმისეულად იქნას ადამიანისათვის ევოლუციის თეორია შესწავლილი მაინც ვერ იქნება უარყოფილი ის ფაქტი რომ რაღაცის შექმნას ვიღაც სჭირდება,ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად. ამ კომენტარის წერას სჭირდება”

      ეს ციტატა თქვენი კომენტარიდან აშკარად მიქმნის შთაბეჭდილებას რომ ვიღაცის არსებობის საჭიროებაში ხართ დარწმუნებული. თუ დარწმუნებული არა, ყოველშემთხვევაში მის მხარეს იხრებით. თქვენი ლოგიკა ემყარება სამყაროს ყოველდღიურ აღქმას, ანიმიზმის ელემენტებით. არა მხოლოდ ყველაფერს აქვს მიზეზი, არამედ ანთროპომორფული ხასიათის მიზეზი. ანუ საჭიროა რომ ვიღაცამ შექმნას და მართოს, ან მინიმუმ შექმნას მაინც. არადა მთლიანი სამყაროს შექმნის პრობლემა სულ სხვა მასშტაბის პრობლემაა ვიდრე ჩვენი ყოველდღიური სამყაროს აღქმა. ძალზე მცირე და ძალზე დიდი მასშტაბები ჩვენი ინტუიციის და ლოგიკის საპირისპიროდ შეიძლება მოქმედებდნენ და ამის ნათელი დადასტურებაა კვანტური მექანიკა. საუბარი აღარაა ისეთ ანთროპომორფულ გულუბრყვილო იდეაზე როგორიცაა ვიღაცის საჭიროება. (პერსონალური პირველმიზეზის)

      “ეს გარკვეული ნაწილია დარწმუნებილო სიცოცხლის და სამყაროს შექმნის შემთხვევით წარმოქმნაში,თუ დარწმუნებული ხართ და არიან ევოლუციონისტები რაიმე ინტელექტის არარსებობაში რატომღა მიდის კამათი სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის საწყისის ახსნაზე?”

      შემოქმედის არ არსებობა არ ნიშნავს რომ სამყარო გინდა თუ არა შემთხვევით წარმოიშვა. პრობლემა ასე არ დგას “შემთხვევითობა თუ ღმერთი” “შემთხვევითობა VS ღმერთი” არამედ ქონდა თუ არა სამყაროს პირველმიზეზი და თუ ქონდა იყო თუ არა ის პიროვნული შემოქმედი” ჩემი აზრით მეცნიერებიდან გამომდინარე, პასუხი არაპიროვნული მიზეზისკენ იხრება. მაგრამ ვერდიქტი არ არის გამოტანილი. ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი დასკვნა არის “ცოდნა არ არსებობს” თუმცა ეს არ ნიშნავს რომ 50/50-ზე დგას საკითხი, ჩემი პირადი აზრით 99/1-ზეა.
      რათქმაუნდა გაკრვეული ცოდნა არსებობს სამყაროს ადრეულ ეტაპზე, იმ სახით წარმოშობაზე რა სახითაც ის ვიცით. ასევე ვიცით რომ ევოლუციას აქვს ადგილი. მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი დეტალი და კანონზომიერება რომელიც აღმოსაჩენია.
      ანუ კამათი მიდის არა იმაზე მართალია თუ არა ევოლუცია, არამედ კიდევ რა კანონზომიერებები შეიძლება არსებობდეს. კიდევ რა დეტალი შეიძლება გააჩნდეს ამ პროცესს.

  7. john says:

    ”“ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად”
    ეჭვი მეპარება, რადგან, თქვენ შემთხვევითობას იმგვარად იყენებთ ამ კომენტარში, თითქოს ჩემი კომენტარი და ორი უზარმაზარი პოსტი არც წაგეკითხოთ. იმიტომ რომ იქ გარკვევით განვმარტე შემთხვევითობის როლი. თქვენ კიდევ თითქოს აიგნორებთ ამ განმარტებას და ამბობთ დაახლოებით ასეთ რამეს “მე ვერ წარმომიდგენია შემთხვევითობამ რანაირად შექმნა”
    ევოლუციის მექანიზმი რომ გაგეგოთ, აღარ იტყოდით რომ ვიღაცის გონებაა საჭირო ორგანიზმების წარმოშობის ასახსნელად.”

    თქვენი პოსტში ის აზრებია რაც ევოლუციის წიგნებში,შესაბამისად თქვენ როდესაც ამბობთ რომ მე თითქოს თქვენი პოსტი არ წამიკითხავს ნიშნავს რომ არ წამიკითხვას ევოლუციაზეც :)თქვენ არ ვიცი რა განმარტეთ თქვენ კი არ განმარტეთ გადმოაკოპირეთ,თავი მოუყარეთ და ნაწილობრივ თქვენი შემეცნების უნარიდან გამომდინარე მიეცით გარკვეული ინტერპრეტაცია საკითხს,თუმცა ნებისმიერი ადამიანი თანაბარია და ამავე დროს განსხვავებული მოსაზრებების მქონეც,კარგია რომ გაქვთ ფართო შემეცნების უნარი და ცდილობთ გათვითცნობიერებას თუნდაც ჩემსას, შემთხვევითობის როლის შესახებ თქვენს განმარტებას კი არ ვაიგნორირებ არამედ ფართო გადმოსახედიდან ვუყურებ ანუ არ ვეძიები ბოლომდე ისეთ საკითხს სადაც ცდილობთ თავს მომახვიოთ თქვენი გადმოკოპირებული და ნაწილობრივ თქვენი შემეცნების უნარით დამუშავებული თეორია როდესაც ჩვეულებრივ ზოგადი შეხედულებები არ შეესაბამება ჩვენი ერთმანეთისას,უფრო სწორედ თქვენ მეკამათებით მე არ გეკამათებით კიდევ ერთხელ ჩემს აზრს ვწერ რომ მე არ გამოვრიცხავ არაფერს თქვენ კი ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერთ,ანუ მე ვუშვებ ღვთის არსებობასაც და შემთხვევითობასაც,თქვენ ცდილობთ სრულყოფილი სახე მისცეთ და ზოგადად ევოლუციონისტები ცდილობენ რომ სიცოცხლის ახსნას ჰქონდეს თითქოსდა დამაჯერებელი სახე და მხოლოდ თვალით დანახულ ფიზიკურ მოვლენებზე აგებს სიცოცხლის წარმოშობის შემთხვევითობის თეორიას,თვით აქაც ეს ევოლუციური შეხედულება წინააღმდეგობაში მოდის იმის დაჯერებასთან რომ ინტელექტი არ არსებობს,ფაქტია რომ ინტელექტი რომ არ იყოს არ იარსებებდა სიცოცხლის წარმოშობის არც სურვილი,არც ინტერესი და არც მისი ახსნის მცდელობები.

    • michael says:

      “თქვენ არ ვიცი რა განმარტეთ”
      წაიკითხეთ! დაფიქრდით და გეცოდინებათ :))
      “თქვენ კი არ განმარტეთ გადმოაკოპირეთ,”
      თუ უკვე ცნობილი იდეის და თეორიის განმარტებას, კოპირებას ეძახით, მაშინ ასეც შეიძლება ითქვას. მართალია მე ახალი არაფერი გამომიგონია. თუმცა სხვისი სიტყვები არ დამიკოპირებია პირდაპირი მნიშვნელობით.

      “ვუყურებ ანუ არ ვეძიები ბოლომდე ისეთ საკითხს სადაც ცდილობთ თავს მომახვიოთ თქვენი გადმოკოპირებული და ნაწილობრივ თქვენი შემეცნების უნარით დამუშავებული თეორია როდესაც ჩვეულებრივ ზოგადი შეხედულებები არ შეესაბამება ჩვენი ერთმანეთისას,”
      ფართო შეხედვას რას ეძახით? გაუგებარ ორჭოფობას? ფართო შეხედვას დავუძახებდი თქვენი მხრიდან მაშინ როცა მიმახვედრებდით რომ ახსნილი გაიგეთ, მაგრამ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ უშუალო პროცესთან დაკავშირებით, ან რაიმე პრობლემა აღმოაჩინეთ. ამის მაგივრად ვხედავ მხოლოდ ბუნდოვან 50/50-ზე პოზიციის გარშემო ტრიალს. თქვენ ისევ იმეორებთ სიტყვა შემთხვევითს, რომელსაც თქვენს ტონში მისტერიული საბურველი ახვევია, თითქოს ამბობთ “შემთხვევითობა ისეთი უცნაურია, რომ მე ვერ წარმომიდგენია მაგან რამე შექმნას” ეს მაშინ როცა განვმარტე რომ ევოლუციური პროცესის მთავარი არბიტრი არ არის შემთხვევითი.

      “თავს მომახვიოთ თქვენი გადმოკოპირებული და ნაწილობრივ თქვენი შემეცნების უნარით დამუშავებული თეორია”
      თავს კი არ გახვევთ, გიხსნით. თუ არ მეთანხმებით მაშინ უნდა ამიხსნათ კონკრეტულად რაში. თქვენ ამას არ აკეთებთ.

      ” ვწერ რომ მე არ გამოვრიცხავ არაფერს თქვენ კი ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერთ,”
      კიდევ არასწორად იყენებთ სიტყვა შემთხვევითს, ამის მერე როგორ დავიჯერო, რომ გულდასმით წაიკითხეთ ის რაც დავწერე. გარკვევით ავხსენი რომ ევოლუცია მხოლოდ შემთხვევითობა არაა (მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაიმე მიზანს ემსახურება) ასევე ზემო კომენტარში ისიც ვახსენე რომ საკითხი არ დგას ასე “შემთხვევითობა თუ პერსონალური შემოქმედი”.
      ამაზე მეტი რაღა ვქნა?

      “თქვენ ცდილობთ სრულყოფილი სახე მისცეთ და ზოგადად ევოლუციონისტები ცდილობენ რომ სიცოცხლის ახსნას ჰქონდეს თითქოსდა დამაჯერებელი სახე და მხოლოდ თვალით დანახულ ფიზიკურ მოვლენებზე აგებს სიცოცხლის წარმოშობის შემთხვევითობის თეორიას,თვით აქაც ეს ევოლუციური შეხედულება წინააღმდეგობაში მოდის იმის დაჯერებასთან რომ ინტელექტი არ არსებობს,ფაქტია რომ ინტელექტი რომ არ იყოს არ იარსებებდა სიცოცხლის წარმოშობის არც სურვილი,არც ინტერესი და არც მისი ახსნის მცდელობები.”

      რანაირად მოდის ევოლუციის შეხედულება წინააღმდეგობაში სუპერინტელექტის არ არსებობის დაჯერებასთან?
      სრულ აბსრუდს ამბობთ!

      ევოლუცია არის ბუნებრივი, ბრმა პროცესი. რომელიც ყველა ზებუნებრივი და ინტელექტუალური ძალის ჩაურევლად ხსნის ბიომრავალფეროვნებას.

      ეს რანაირად მოდის წინააღმდეგობაში ამასთან – “არ არსებობს სუპერინტელექტუალური ზებუნებრივი შემოქმედი”?

      თითქოსადა დამაჯერებელი სახის მიღებას ცდილობენ სწორედ ის ადამიანები რომლებმაც რწმენების მიხედვით უნდა ააგონ თავიანთი “მეცნიერება”.
      ევოლუცია არის ლეგიტიმური მეცნიერული თეორია, და მის მომხრეებს არაფერი უჭირთ იმისა რომ ვინმეს რამე მოაჩვენონ, ფაქტები თავად მეტყველებენ!

      სიცოცხლეს არაფერში ჭირდება ინტელექტის არსებობა. დედამიწაზე ინტელექტუალური ადამიანის წარმოშობამდე იყო უამრავი სახეობა რომელსაც მსგავსი არაფერი ქონდათ, მაგრამ სიცოცხლე მილიარდობით წელი გრძელდებოდა.
      სიცოცხლის წარმოშობას განაპირობებს ქიმია.

  8. john says:

    ”“ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად”
    ეჭვი მეპარება, რადგან, თქვენ შემთხვევითობას იმგვარად იყენებთ ამ კომენტარში, თითქოს ჩემი კომენტარი და ორი უზარმაზარი პოსტი არც წაგეკითხოთ. იმიტომ რომ იქ გარკვევით განვმარტე შემთხვევითობის როლი. თქვენ კიდევ თითქოს აიგნორებთ ამ განმარტებას და ამბობთ დაახლოებით ასეთ რამეს “მე ვერ წარმომიდგენია შემთხვევითობამ რანაირად შექმნა”
    ევოლუციის მექანიზმი რომ გაგეგოთ, აღარ იტყოდით რომ ვიღაცის გონებაა საჭირო ორგანიზმების წარმოშობის ასახსნელად.”

    როდესაც დავწერე: “ამ კომენტარს გააზრებულად გწერთ და არა გაუაზრებლად” აქ ვიგულისხმე რომ ინტელექტი რომ არა აზრობლივად დალაგებულ შინაარსიან კომენტარებს ვერ დავწერდი, მთლიან კონტექსტში ჩემს კომენტარებს თქვენებურ ინტერპრეტაციას ნუ აძლევთ ეგ თქვენი პრობლემაა თუ ფიქრობთ რომ აზრიანი კომენტარების წერას ინტელექტი არ სჭირდება(100%-ით ევოლუცია ხომ ამას ასწავლის ) და ჩემს ამ კომენტარს ნუ აძლევთ იმ აზრს თითქოს მე ეს კომენტარი იმდაგვარად ან ამდაგვარად გამოვიყენე.

    ინტელექტი არსებობს,ამ ინტელექტს ვიყენებთ ხშირ შემთხვევაში,როდესაც გვსურს რაიმე მოქმედების შესრულება,სულიერი ან ფიზიკური მდგომარეობის პროგრესირება
    დასაშვებია ზემდგომი ინტელექტის არსებობა,ანუ სამყაროს და სიცოცხლეს ჰყავდეს შემოქმედი,ამის უარყოფა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანურ შემეცნებასთან. ევოლუციური შემეცნება უარყოფს, არ სურს შემოქმედის არსებობის დაშვება იმის გამო რომ სამყაროსა და სიცოცხლის ახსნას ჰქონდეს 100%-იანი დამაჯერებელი სახე,ეს უკვე მიკერძოებაა,ყველაზე სწორი იმ შემთხვევაშია ადამიანის შემეცნების უნარი როდესაც იგი მისი ცნობიერებიდან გამომდინარე საკუთარ თავს არ უწესებს ცნობიერებაში შეზღუდვებს იმის გამო რომ თავის თავი დაარწმუნოს იმაში რაც ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული და უმეტესობა მოსაზრებებისა მხოლოდ თეორიები და ჰიპოთეზებია,ანუ უშვებს ყველაფრის შესაძლებლობას რადგან ადამიანს არც ის დაუმტკიცებია რომ არ არსებობს შემოქმედი,ამიტომ ყველაზე საუკეთესო მიდგომაა ნეიტრალური შეხეუდლებებიდან გამომდინარე გავეცნოთ და დავაკვირდეთ და ვიკვლიოთ სამყარო. ევოლუციის განვითარების ეტაპებიც მხოლოდ მცირე არქეოლოგიური მასალებს ეყრდნობა,ყოველი სიცოცხლის ფორმა რომელიც განიცდის მუტაციას იღუპება ან დეგრადირებულია,აქედან გამომდინარე იმის ახსნა რომ ასე სრულყოფილად სიცოცხლის ამდენი ფორმა არსებობს რომელიც შემთხვევით წარმოქმნილი უჯრედიდან განვითარების შედეგია, ეყრდნობა მხოლოდ ჰიპოთეზას და ჰიპოთეზას, ჰიპოთეზა ერთი უჯრედიდან ყველა სახეობის შეთხვევით წარმოქმნის შესახებ არადამაჯერებელია რადგან ამის დამაჯერებლობა რომ არ იქნას უკუგდებული უნდა აიხსნას სიცოცხლის პირველყოფილი უჯრედის საწყისი მიზეზი. თუ ეს საკითხი ამოუხსნელია ისევე როგორც მთელი სამყაროს საწყისის ე.წ დიდი აფეთქების თეორიისა მაშინ მცირე ფაქტებით აპელირება ჯერ კიდევ უცნობი რეალობებისა მტკიცება რეალობას არ მოგვცემს,არასდროს არ შეიძლება მტკიცება რა დონეზეც არ უნდა იქნას რაიმე მოვლენა ან საგანი შესწავლილი. რომც ამოიხსნას სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო ევოლუციის მიერ ეს მე არ მომცემს იმის გარანტიას რომ მე ყველაფერი მეცოდინება,ყოველთვის იარსებებს ადამიანში ინტერესი თუნდაც იმისა შემთხვევითობამ როგორ შექმნა იგი. ევოლუცია ვერ გასცემს ბევრ კითხვას პასუხს,უფრო სწორად დარვინის თეორია რომელიც ჰიპოთეზას ეფუძნება მხოლოდ ჩანასახშია და არა ასპროცენტიანი მტკიცებულება და ახსნა საწყისი სიცოცხლისა. დრო არსებობს ,მეცნიერება წინ წავა. ჩვენ მაინც არაფერი არ ვიცით,მხოლოდ ვიცით ის რასაც ვხედავთ და რა ინტელექტიც გაგვაჩნია,ფაქტების მეცნიერულად გააზრებისას და შესწავლისას კი ინტელექტს ვუხმობთ და ლოგიკას ვიყენებთ. აზრი არ აქვს კამათს. ჩემთვის პირადად სიცოცხლის აზრის ძიება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე არაფრის მომცემ მატერიებზე მსჯელობა რომელის შესწავლისას საბოლოოდ მოწიწებისა და გაოცებისკენ მივყავართ. ევოლუციის თეორისს თანახმად იგნორირება უკეთდება ადამიანის გრძნობებს ანუ გონებაში იმ აზრის უარყოფა ხდება რასაც ეწოდება ცნობიერების ყოველგვარი კვალის წაშლა თუ ეს ცნობიერება შემთხვევითობას არ მიაწერს ყველაფერს და ყოველივეს. თუმცაღა რელიგიაც ბევრ ადამიანურ გრძნობებს უკეთებს იგნორს და შეზღუდვებს. მოკლედ ჩვენი საუბარი უსასრულოდ გაგრძელდება სჯობს დავამთავროთ.

    • michael says:

      თუ ფიქრობთ რომ აზრიანი კომენტარების წერას ინტელექტი არ სჭირდება(100%-ით ევოლუცია ხომ ამას ასწავლის ) და ჩემს ამ კომენტარს ნუ აძლევთ იმ აზრს თითქოს მე ეს კომენტარი იმდაგვარად ან ამდაგვარად გამოვიყენე.

      კომენტარის წერას ჭირდება, სახეობების წარმოშობას არა.
      თუმცა კომპიუტერზე რომ შექმნათ ევოლუციის მსგავსი ალგორითმი ანბანისთვის, მაშინ ევოლუციის პროცესი შექმნის აზრიან წინადადებებს, ისე რომ ამ წინადადებების ავტორი არ იქნება არც ერთი უშუალო შემოქმედი.
      წარმოიდგინეთ რომ ეს ალგორითმი იგივე ბუნებრივი პირობებია.რომელიც ასევე ინტელექტისგან დამოუკიდებლად არსებობს.

      წარმოიდგინეთ კლავიატურა, რომელზეც ბეჭდავს მაიმუნი. მაიმუნმა არ იცის არც ანბანი და არც ენა, ასე რომ ის სრულიად შემთხვევით ასოებს ირჩევს. მაგრამ თუ Word-ში ჩაშენებულია ალგორითმი რომელიც ზოგიერთ ასოს ამოაგდებს “სიტყვებიდან” რის გამოც ზოგიერთი “სიტყვა” უფრო დაემგვანება აზრიანს, მივიღებთ ევოლუციის მსგავს პროცესს. ეს ამოგდების პროცესი სულ უნდა მეორდებოდეს. და საბოლოოდ მაიმუნის მიერ აკრეფილი უაზრო ტექსტიდან მიიღებთ რაღაც აზრიანს, ისე რომ მაიმუნს საერთოდ არ ქონია არანაირი მიზანი გამოეხატა რაიმე აზრი. რათქმაუნდა შეიძლება შემეკამათოთ რომ თავად იმ ალგორითმში იყო მიზანი ჩაშენებული. მაგრამ ბუნებაში ამ ალგორითმის როლს ასრულებს სიკვდილი ან ცოტა შთამომავლობის დატოვება. ორივე ბუნებრივი პროცესია. თუ ასოები იქნებოდნენ ცოცხალი არსებები, მათი ალგორითმი იქნებოდა არა ვიღაცის მიერ სპეციალურად დაწერილი კოდი, არამედ უბრალოდ ცოტა შთამომავლობა და სიკვდილი. რომელიც ცუდმა ბუნებრივმა პირობებმა განაპირობა.
      “დასაშვებია ზემდგომი ინტელექტის არსებობა,ანუ სამყაროს და სიცოცხლეს ჰყავდეს შემოქმედი,ამის უარყოფა წინააღმდეგობაში მოდის ადამიანურ შემეცნებასთან.”

      დასაშვები ყველაფერია, გააჩნია რა ალბათობით.
      დასაშვებად მე ისიც მიმაჩნია რომ ეს სამყარო ვირტუალური რეალობაა.
      მაგრამ მცირე პროცენტს ვაძლევ ამ იდეას. ისევე როგორც ზებუნებრივ სუპერინტელექტუალურ შემოქმედს.

      “ევოლუციური შემეცნება უარყოფს, არ სურს შემოქმედის არსებობის დაშვება იმის გამო რომ სამყაროსა და სიცოცხლის ახსნას ჰქონდეს 100%-იანი დამაჯერებელი სახე,”

      რატომ უნდა დაუშვას სრულიად უსარგებლო ჰიპოთეზა, როცა უკვე გვაქვს თეორია რომელიც ხსნის ბიომრავალფეროვნებას.
      თქვენდაუნებურად გამოხატავთ (შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით) იმას რომ მეცნიერებისგან შორს ხართ.
      მეცნიერება და ნატურალისტური ფილოსოფია, რომელზეც ის დგას, მიიჩევს რომ საწყისი ინტელექტუალრი პოზიცია არის ნატურალისტური სახის, მოვლენების ახსნა ნაყოფის მომტანია მხოლოდ ამ მეთოდით, კერძოდ მეცნიერული მეთოდით. თუ თეორია თვითმყოფადია, მაშინ რაში მჭირდება გარეშე ძალა? მითუმეტეს ზებუნებრივი კონცეპტი რომელიც მეცნიერული პროცესიდან სრულიად ამოვარდნილია? მეცნიერული ჰიპოთეზის მნიშვნელოვანი ელემენტი ოკამის სამართებლის პრინციპიც ზედმეტს ხდის რაიმეს დამატებას.
      თუ მეცნიერს თავის მონაცემებში, დამატებით შემოაქვს ტყის სულები და მსგავსი მისტერიები ის მეცნიერებას ვერ გააკეთებს, ის ვერაფერს აღმოაჩენს. მისი მისია ფიზიკური კანონზომიერებების აღმოჩენაა და არა შემოქმედის ჩაკვეხება იქ სადაც ცოდნის ხვრელებია. თუ რაიმეს ვერ ხსნის, უბრალოდ ამბობს რომ არ იცის. ასე რომ ის მეცნიერებიც კი რომლებსაც წამთ რელიგიის, იძულებულნი არიან ლაბორატორიაში დაივიწყონ ყველანაირი ღმერთი.
      დარვინმა შესანიშნავად ახსნა ეს პროცესი, ნეოდარვინისტებმა და გენეტიკის მკვლევარებმა მშვენივრად დაასრულეს და შეავსეს თეორია. შემოქმედი უბრალოდ აღარ არის საჭირო.

      100%-ს რაც შეეხება, მაგაზე ვთქვი უკვე რომ 100%-იანი დაჯერების საფუძველი იმასაც კი არ აქვს რომ ვირტუალურ რეალობაში არ ვცხოვრობთ,.

      “ეს უკვე მიკერძოებაა,ყველაზე სწორი იმ შემთხვევაშია ადამიანის შემეცნების უნარი როდესაც იგი მისი ცნობიერებიდან გამომდინარე საკუთარ თავს არ უწესებს ცნობიერებაში შეზღუდვებს იმის გამო რომ თავის თავი დაარწმუნოს იმაში რაც ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული და უმეტესობა მოსაზრებებისა მხოლოდ თეორიები და ჰიპოთეზებია,ანუ უშვებს ყველაფრის შესაძლებლობას რადგან ადამიანს არც ის დაუმტკიცებია რომ არ არსებობს შემოქმედი”

      მე პირადად არაფერში არ ვუწესებ ჩარჩოებს საკუთარ შეცნობას.
      უბრალოდ ევოლუცია არის უფრო მეტი ვიდრე ჰიპოთეზა, ის არის დამტკიცებული ფაქტი! და სწორედ იმდენ ნდობას იმსახურებს როგორც სხვა მყარად დაფუძნებული მეცნიერული ფაქტი, როგორიცაა მაგალითად ნიუტონის კანონები.

      დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, ისევ და ისევ გააჩნია რა დოზით და რა პროცენტით. ყველაფერი ერთნაირი სანდოობით არ სარგებლობს. რელიგიური პერსონალური ღმერთი და მეცნიერული ფაქტი ვერ იქნება ერთ დონეზე. ეს უაზრობაა!

      თქვენ ისიც არ დაგიმტკიცებიათ რომ ზევსი არ არსებობს! არც ოდინის არ არსებობა დაგიმტკიცებიათ! არც ბარბალესი, (ძალიან ბევრი მითოლოგიური ფიგურა კიდევ) მაგრამ ამის მიუხედავად სისულელეა თანაბრად განვიხილოთ ზევსი, ოდინი, ბარბალე და ევოლუცია.

      “ევოლუციის განვითარების ეტაპებიც მხოლოდ მცირე არქეოლოგიური მასალებს ეყრდნობა,ყოველი სიცოცხლის ფორმა რომელიც განიცდის მუტაციას იღუპება ან დეგრადირებულია,აქედან გამომდინარე იმის ახსნა რომ ასე სრულყოფილად სიცოცხლის ამდენი ფორმა არსებობს რომელიც შემთხვევით წარმოქმნილი უჯრედიდან განვითარების შედეგია, ეყრდნობა მხოლოდ ჰიპოთეზას და ჰიპოთეზას,”

      კიდევ ერთი მტკიცებულება რომ მეცნიერება და ევოლუცია არ გესმით!
      ევოლუცია მხოლოდ არქეოლოგიურ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. პოსტის მეორე ნაწილში მოვიყვანე ბევრი სხვა მტკიცებულებაც. რომელიც ან არ წაიკითხეთ ან დააიგნორეთ!

      მუტაციით არა მხოლოდ იღუპებიან, ხანდახან მუტაცია სასარგებლოდაც მოქმედებს.
      ამხელა კომენტარებს წერთ! თუმცა პოსტებს არ კითხულობთ! გადახედეთ გულდასმით!

      ევოლუცია არ არის ჰიპოთეზა! ის არის დამტკიცებული მეცნიერული თეორია!
      ელემენტარულად არ ცდილობთ გაიგოთ როგორ მუშაობს ევოლუცია და მხოლოდ ყურმოკრული რაღაცეებით აფასებთ.
      ამას აშკარად ვხედავ თქვენ კომენარში!

  9. dato says:

    მე ორივე ნაწილი წავიკითხე, მაგრამ ეგ მტკიცებები საკმარისი არაა იმიტომ, რო მ სიცოცხლის რაობა და მისი წარმოშობა უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს. ღვთის გარეშე ამ საიდუმლოს ახსნა ვარაუდებისა და ფანტაზიის სფეროა. დარვინმა სახელგანთქმული კემბრიჯის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველი ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ მისმა აზრებმა „ევოლუცია“ განიცადეს, მეცნიერი სიცოცხლის წარმოშობის უპირველეს მიზეზად ღვთის სემოქმედებით აქტს თვლიდა. ის წერდა: „იმის აღიარების შეუძლებლობა, რომ უზარმაზარი და საოცარი სამყარო ჩვენი, გონიერი არსებების, ჩათვლით შემთხვევით წარმოიშვა, მე მიმაჩნია ღვთის არსებობის მთავარ დამამტკიცებელ საბუთად“. XX საუკუნის პირველ ნახევარში ცხადი გახდა, რომ ბუნებრივი გადარჩევის თეორიით ვერანაირად ვერ აიხსნებოდა ზესახეობრივი ტაქსონების ფორმირება. გენეტიკის მონაცემები მკვეთრად გაემიჯნენ დარვინისეულ თვისებათა თანდათანობით ცვლილებების მექანიზმს. XX საუკუნის მეორე ნახევარში ევოლუციური თეორია დაიშალა მრავალ ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავ ჰიპოთეზებად, რომლებიც ვერანაირად ვერ აყალიბებდნენ რთული სისტემის ევოლუციის ძირითად მექანიზმს.
    ახალი მეცნიერული მონაცემები ცხადყოფდნენ იმ ჰიპოთეზის უმწეობას, რომელიც ითვალისწინებდა ბუნებრივი გადარცევის საშუალებით თითოეული ნიშან-თვისების ჩამოყალიბებას. ამის გამო 1968 წელს მოლეკულურ ბუიოლოგიაში მოღვაწე მეცნიერებმა კიმურამ, ჯუქსმა და კინგმა შემოგვთავაზეს ევოლუციის ჰიპოთეზა ნეიტრალური მუტაციების საფუძველზე. ეს მუტაციები არ ექვემდებარებოდა ბუნებრივი გადარჩევის პროცესებს. ამ „ნეიტრალურმა ევოლუციურმა თეორიამ“ მძაფრი კრიტიკა გამოიწვია ბუნებრივი გადარცევის „შემოქმედებითი როლის“ (დარვინის მიხედვით) მომხრე მეცნიერების მხრიდან.

    რუსმა მეცნიერებმა ი.ალტუხოვმა და ნ.ვორონცოვმა ივარაუდეს, რომ ევოლუციური განვითარება შესაძლებელია მოხდეს გენომის განსაზღვრულ ნაწილში ნახტომისებური ცვლილებების გზით. ნ.ვორონცოვმა აგრეთვე წამოაყენა ჰიპოთეზა მოზაიკური ევოლუციის თაობაზე (ორგანიზმის ფრაგმენტების ცვლილებების საშუალებით).

    თანამედროვე ევოლუციური თეორია წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაპირისპირო კონცეფციების ერთობლიობას, რომელთაგან ვერცერთი ვერ ხსნის ორგანიზმთა წარმოშობას!

  10. dato says:

    „რუდიმენტები, ასე ეძახიან იმ ორგანოებს, რომლებიც ცხოველებში თითქოს არავითარ ფუნქციას აღარ ასრულებენ, მაგრამ მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ორგანიზმის ევოლუციური წინაპრისთვის. მე-19 საუკუნეში მიჩნეული იყო, რომ ადამიანს 180-მდე რუდიმენტული ორგანო გააჩნდა. ამ ორგანოებს მიაკუთვნებდნენ თვალის მესამე ქუთუთოს, ფარისებრ და ნუშისებრ ჯირკვლებს, მუხლის მენისკს, აპენდიქსს, კუდუსუნს და მრავალ სხვა ორგანოს, რომელთა ფუნქციებიც არ იყო აღმოჩენილი და შესწავლილი. როგორც დადგინდა, ადამიანს არა აქვს არცერთი უსარგებლო ორგანო და ყველას თავის ფუნქცია გააჩნია.

    თვალის მესამე ქუთუთო ანუ ნახევარმთვარისებური ნაკეცი მდებარეობს თვალის შიგა კუთხეში და თვალის კაკალს ეხმარება შეტრიალდეს ნებისმიერი მიმართულებით. მის გარეშე მობრუნების კუთხე მკვეთრად შეზღუდული იქნებოდა. ის ატენიანებს თვალს და მონაწილეობს თვალში მოხვედრილი უცხო სხეულის ჩამოწმენდაში. ეს ნაკეცი გამოყოფს წებოვან ნივთიერებას, რომელიც აგროვებს უცხო ნაწილაკებს პატარა გროვებად და აადვილებს თვალის ზედაპირიდან მათ უსაფრთხო მოცილებას. ნახევარმთვარისებური ნაკეცი შეუძლებელია ჩაითვალოს ცხოველთა მოხამხამე აპკის ნაშთად იმ მიზეზის გამო, რომ ეს ორგანოები სხვადასხვა ნერვებით ინერვირდება.

    როგორც აღმოჩნდა, აპენდიქსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის იმუნურ სისტემაში, განსაკუთრებით კი ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდში. მას გააჩნია დამცველი ფუნქცია და ახორციელებს ბრმა ნაწლავის ბაქტერიული ფლორის კონტროლს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპენდიქსის ამოცლის შემთხვევაში იზრდება ავთვისებიან წარმონაქმნთა რისკი.

    ამერიკაში 30-იან წლებში ბავშვების ნახევარზე მეტს მოაცილეს „სრულიად უსარგებლო“ ნუშისებრი ჯირკვლები. დროთა განმავლობაში ნიუ-იორკის ონკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ამოცლილი ჰქონდათ ნუშისებრი ჯირკვლები, დაახლოებით სამჯერ მეტად იყვნენ დაავადებულნი ლიმფოგრანულო მატოზით – ავთვისებიანი დაავადებით.

    1889 წელს ფრანგმა ექიმმა ფ. გლენარმა წამოაყენა ორიგინალური კონცეფცია იმის შესახებ, რომ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილი არ არის, რასაც ის ხსნიდა ადამიანის ცხოველური წარმოშობით. ამის შესახებ მან 30-მდე სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა. ადამიანს, რომელსაც აწუხებდა ტკივილი კუჭის არეში, უსვამდნენ დიაგნოზს: „გლენარის სინდრომს“ (ნაწლავებისა და სხვა ორგანოების დაწევა). მათ ენიშნებოდათ ქირურგიული ჩარევით ბრმა ნაწლავის ფიქსაცია და გასტროპექსია – ეს რთული ოპერაციები მიზნად ისახავდა ბუნების „არასრულყოფილების“ გამოსწორებას.

    ი. მეჩნიკოვმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ევოლუციური განვითარების ეტაპებს გადის და ცუდადაა შეგუებული კვების რაციონს. ამ ჰიპოთეზით შთაგონებულმა ინგლისელმა ექიმმა ლეინმა დაიწყო ოპერაციების კეთება. იგი ადამიანებს უმოკლებდა მსხვილ ნაწლავს. პირველ რიგში ლეინს მიაჩნდა, რომ ადამიანებს ათავისუფლებდა ლპობის ბაქტერიებისაგან, რომლებიც მსხვილ ნაწლავებში ბინადრობენ. მას მიაჩნდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იყო უამრავი დაავადების განკურნება: დაწყებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით და დამთავრებული შიზოფრენიით. მარტო ლეინმა დაახლოებით ამ ტიპის 1000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა. მას მიმდევრებიც ბევრი ჰყავდა.

    ეს მონათხრობი დღეს განცვიფრებასა და გაოგნებას იწვევს. უნდა ითქვას, რომ ამ ექსპერიმენტების უკან ათასობით საბრალო მსხვერპლია, მათ შორის დაღუპულებიც

    საზღვარგარეთულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბიოგენეტიკური კანონი თითქმის აღარ განიხილება. მეცნიერთა უმრავლესობა გადაჭრით მიიჩნევს, რომ ის საერთოდ შეუძლებელია ხორციელდებოდეს ემბრიონში, რადგან ეწინააღმდეგება თეორიული ბიოლოგიის მთელ რიგ დებულებებს. რუსი მეცნიერები აგრძელებენ კავშირების ძიებას ჰიპოთეზურ ევოლუციასა და ემბრიონის აგებულებას შორის. ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაღწიეს. ცნობილი ემბრიოლოგი ა.ს.სევერცოვი ამბობს, რომ მეცნიერები მხოლოდ „ხელების ცეცებით“ ცდილობენ იპოვონ რაიმე ურთიერთკავშირი ევოლუციასა და ემბრიონს შორის.

    ემბრიონის განვითარების კვლევისას ბოლო დროს აღმოჩენილი კანონზომიერებები არ ეთანხმება ბიოგენეტიკურ კანონს. ამიტომ გასაკვირი არაა მეცნიერთა სკეპტიკური დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. ცნობილი ავტორიტეტი თანამედროვე ემბრიოლოგი ს.გილბერტი მეტად კატეგორიულია: „ემბრიოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის დამღუპველი კავშირი შეიქმნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში მოღვაწე ებრიოლოგისა და ფილოსოფოსის, ერნსტ ჰეკელის, მიერ“. ემბრიოლოგიაში ევოლუციური იდეის ერთერთი ყველაზე დამღუპველი შედეგი არის აბორტების გამართლება. მეცნიერ-ევოლუციონისტთა აზრით, ადრეულ სტადიებზე ორსულობის შეწყვეტა ნიშნავს არა ადამიანის, არამედ ჯერ კიდევ ცხოველის სიკვდილს. მართლმადიდებელი ეკლესია ბავშვთა მკვლელობის ამ ფაქტს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს.

    ევოლუციური მოძღვრების მიმდევრები თავისი სწავლების დასაბუთებისათვის მიმართავენ – გეოქრონოლოგიას და ბიოსტრატიგრაფიას, ისევე როგორც თქვენ ამ პოსტში. დარვინის დროს გეოლოგიურ-პალეონტოლოგიური მასალა ძალიან მწირი იყო. მას შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მილიონობით გაქვავებული ორგანიზმი.

    გეოლოგიური მეცნიერების დამაარსებელმა, ჩარლზ ლაიელმა, გეოქრონოლოგიას საფუძვლად დაუდო უნიფორმიზმის პრინციპი (მთელი გასული დროის მანძილზე თანამედროვე გეოლოგიური პირობების ექსტრაპოლაცია) და პალეონტოლოგიური ნეშტების მიხედვით გეოლოგიური ფენების დათარიღება (ხელმძღვანელობდა ნამარხებით).

    ლაიელი და დარვინი ახლო მეგობრები იყვნენ და არ არის გასაკვირი, თუ ლაიელმა გეოლოგია დააფუძნა დარვინის ჰიპოთეზის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ ფაქტობრივ მასალებზე. დაადგინო ასაკობრივი ტანაფარდობა შრეებისა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან დიდი მანძილითაა დაშორებული, როგორც წესი, შეუძლებელია. ორგანიზმთა ნეშტების არსებობა განალაგებს სრულიად კონკრეტულ რეპერებს.
    ასე მაგალითად, დევონური სისტემის ქანები პირველად გამოყვეს დევონშირის საგრაფოში, ხოლო პერმული – პერმის ოლქში. ამ ქანებს შორის ასაკობრივი თანაფარდობა მეცნიერებმა განსაზღვრეს ორგანული ნეშტების მიხედვით. დევონშირის დანალექებში დიდი რაოდენობით იყო თევზები, ხოლო პერმისაში – ქვეწარმავლები. ევოლუციური წარმოდგენების თანახმად, პერმული დანალექები უფრო ახალგაზრდაა, ამის გამო სკალაზე ის მოთავსებული უნდა იყოს დევონურზე ზემოთ. ევოლუციური თეორია თევზებიდან ქვეწარმავლების განვითარებამდე 100-120 მილიონ წელს გამოჰყოფს და ეს მნიშვნელობა აღებული არის პერმულ და დევონურ დანალექების ასაკებს შორის სხვაობად. ასე აღმოჩნდა გეოქრონოლოგიური სკალა მიჯაჭვული ჰიპოთეზური ევოლუციის მილიარდ წლებს.

    რაც შეეხება რადიოიზოტოპებიის მეთოდებით დათარირებას, მისი გამოყენება დაიწყეს მას შემდეგ, რაც დედამიწის სხვადასხვა პლასტების ასაკი სახელმძღვანელოდ აღებული ნამარხების დახმარებით ევოლუციური პრინციპით სრულიად იყო „განსაზღვრული“. თუ საკვლევ ობიექტში საწყისი იზოტოპის და მისი დაშლის პროდუქტის პროპორცია დაახლოებით ისეთივე აღმოჩნდებოდა, როგორც იმ წარმონაქმნში, რომლის ასაკიც უკვე „ცნობილი“ იყო, მაშინ ეს ობიექტი ეტალონის თანატოლად ჩაითვლებოდა. ამგვარად, რადიაციული მეთოდები მცდარ სისტემებს მიეწერა. ბევრ შემთხვევაში იზოტოპების მეთოდების გამოყენება შეუძლებელია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ურანისა და ტყვიის თავდაპირველი შემცველობის დადგენა ქერქის ქანებში შეუძლებელია და მეორე, მიწისქვეშა წყლებით დროთა განმავლობაში ხდება იზოტოპების გამორეცხვა. ამის გამო დანალექ ქანებში (რომლებშიც პოულობენ გაქვავებულ ნეშტთა უმრავლესობას) ასაკის განსაზღვრა იძლევა შედეგების ძალიან დიდ გაფანტულობას. მაგალითად, ახალი ზელანდიის ახალამოფრქვეული ლავა დაათარიღეს 1-3,5 მილიონი წლით, ხოლო 1986 წელს ამოფრქვეული სენტ-გელენსის ლავა – 0,4-3 მილიონი წლით, კოლორადოს პლატოს მეოთხეული ბაზალტების ასაკი, რომელიც გეოქრონოლოგიურ სკალაზე 10 ათას წელს შეესაბამება, იზოტოპური მეთოდით – 117-260 მილიონი წლით დათარიღდა. ახალ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემთა მიღების გამო სპეციალისტებს უწევთ დათარიღების ამ მეთოდიკის ხელახლა გადახედვა

  11. michael says:

    თქვენ ალბათ დიდი დოზით კითხულობთ კრეაციონისტულ ლიტერატურას, სადაც ძალიან ბევრი რამ უბრალოდ ტყუილია და ბევრი არგუმენტი კი მოძველებული.

    დარვინის სიტყვები საიდანაა? იქნებ მომიყვანოთ წყრო?
    ევოლუციის თეორია რომ გართულდა და წარმოშვა სხვადასხვა ქვე მიმართულებები. ეს არ ნიშნავს იმას რომ დაიშალა.

    “ახალი მეცნიერული მონაცემები ცხადყოფდნენ იმ ჰიპოთეზის უმწეობას, რომელიც ითვალისწინებდა ბუნებრივი გადარცევის საშუალებით თითოეული ნიშან-თვისების ჩამოყალიბებას.”

    ბიოლოგიური სისტემების უმეტესობა იხსნება ბუნებრივი გადარჩევის თეორიით. თუმცა არის ჯერ კიდევ ბევრი გასაგები, მაგალითად უჯრედულ პროცესებზე, ზოგიერთ ნიშან თვისებაზე. მაგრამ ის რომ ყველაფერი არ არის ახსნილი, არანაირად არ თიშავს ბუნებრივი გადარჩევის თეორიას თამაშიდან, ის რაც მან ახსნა უკვე საკმარისია ზოგადი სურათის დასახატად. ბუნებრივი გადარჩევა არის ერთადერთი კანდიდატი ამ თამაშში.სხვა მეცნიერული ალტერნატივა არ არსებობს. ზებუნებრივი ძალების შემოტანა, ანუ კრეაციონიზმი, მეცნიერება არაა. ეს არის უკვე “ჯადოსნობის” ძახილი, ყოველ ცოდნის ხვრელზე.

    “თანამედროვე ევოლუციური თეორია წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაპირისპირო კონცეფციების ერთობლიობას, რომელთაგან ვერცერთი ვერ ხსნის ორგანიზმთა წარმოშობას!”

    კი კრეაციონისტულ ვირტუალურ რეალობაში ასეა. მეცნიერულ წრეებში კი ყველაზე დიდი კონსენსუსია სხვა თეორიებთან შედარებით იმის შესახებ რომ ევოლუცია არის ფაქტი.
    რათქმაუნდა ამ კონსენსუსის მიღმა არის რამდენიმე “ვარიანტი” ევოლუციისა მაგალითად პუნქტუაციონისტები და უნიფრმისტები. მაგრამ ორვვე აღიარებს იმას რომ ევოლუცია არის ფაქტი,

    რაც შეეხება რუდიმენტებს, მაგ ინფორმაციას გადამოწმება უნდა.
    ისე კუდუსუნის ძვალი რა საჭიროა ვერ მეტყვი? რა ფუნქცია გამოუჩხრიკეს მას? ან ვეშაპის ბარძაყის ძვალს? რომელიც მუცელში იმყოფება და სხვა ძვლებს არც კი უ
    კავშირდება? ბარძაყის ძვალი წესით მენჯს უნდა შეუერთდეს ხომ? ვეშაპს, მენჯიც კი არ აქვს!

    ფსევდო გენებზე რას იტყვი? ადამიანს რაში ჭირდება გენების კომპლექტი რომელიც კუდის გაზრდას იწვევს? რაში გვჭირდება ისინი, თუნდაც დეაქტივირებული? ამის ერთადერთ ლოგიკურ ახსნად მიმაჩნია ის რომ ჩვენ წინაპარს ქონდა კუდი. თუ ევოლუცია არ მომხდარა, სად გაქრა ის კუდი? ფსევდოგენები ხომ ამის აშკარა მტკიცებულებაა?

    რაც შეეხება დარვინს და ჩარლზ ლაიელს,თუ ამ ორი ადამიანის ბიოგრაფიას გადაავლებთ თვალს ნახავთ რომ ლაიელმა დარვინის გაცნობამდე დაწერა მისი მთავარი ნაშრომი, გეოლოგიური პრინციპები.ბუნებრივი გადარჩევა ჯერ პროექტშიც არ იყო.ასე რომ ის ვერ მოარგებდა დარვინის თეორიას თავის გეოლოგიას. პირიქით, დარვინი როცა მოგზაურობდა ბიგლით 1830-იანებში, თან ქონდა ლაიელის წიგნი და მისმა გეოლოგიამ და იმ ფაქტებმა, რაც იხილა, დაარწმუნა რომ დედამიწას დიდი წარსული ქონდა.

    ასევე რაც შეეხება ჰეკელს, ჰეკელი მიიჩნევდა რომ ემბრიონული განვითარება იმეორებს ევოლუციურ საფეხურებს. ეს ძირითადად ასეცაა, უბრალოდ თანამედროვე მეცნიერებამ შეასწორა ის რომ ემბრიონი გადის წინაპარი და მონათესავე სახეობების ემბრიონებისთვის დამხასიათებელ პროცესებს და არ წარმოადგენს ზრდასრულ სახეობათა შორის ევოლუციის სიმულაციას.

    “ასაკის განსაზღვრა იძლევა შედეგების ძალიან დიდ გაფანტულობას. მაგალითად, ახალი ზელანდიის ახალამოფრქვეული ლავა დაათარიღეს 1-3,5 მილიონი წლით, ხოლო 1986 წელს ამოფრქვეული სენტ-გელენსის ლავა – 0,4-3 მილიონი წლით, კოლორადოს პლატოს მეოთხეული ბაზალტების ასაკი, რომელიც გეოქრონოლოგიურ სკალაზე 10 ათას წელს შეესაბამება, იზოტოპური მეთოდით – 117-260 მილიონი წლით დათარიღდა. ახალ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემთა მიღების გამო სპეციალისტებს უწევთ დათარიღების ამ მეთოდიკის ხელახლა გადახედვა”

    ამაზე კომპეტენტურ წყაროს ვერ მომაწვდით?
    ვგულისხმობ სამეცნიერო ჟურნალს. (ყოველგვარი იდეოლოგიური წინაპირობებისგან თავისუფალი)

  12. dato says:

    კუდუსუნის ძვალზეც იყო რაღაც განმარტება, ოღონდ აღარ მახსოვს ზუსტად რა იყო. ისე თუ ევოლუცია რეალური იქნებოდა, ჩვენ უნდა გვეპოვა მილიონობით გაქვავებული ფორმები, რომელებიც გვიჩვენებდა, თუ როგორ გადადიოდა სიცოცხლის ერთი ფორმა მეორეში. ნამარხი ნეშტების უზარმაზარ რაოდენობაში არ გვხვდება არც ერთი სავარაუდო გარდამავალი ფორმა. კვლევები იმდენად გულმოდგინე და ხანგრძლივი იყო, თუკი შუალედური ფორმები ოდესმე არსებობდნენ, შეუძლებელია, იგი ვერ აღმოეჩინათ. განამარხებულსახეობათა დიდი ნაწილი ჩნდება სავსებით ფორმირებული და ასევე ამთავრებენ თავიანთ ისტორიას.

    მცენარეთა მრავალფეროვანი სამყაროც ვერ მოექცა ევოლუციის კალაპოტში. მაგალითად, განამარხებული ყვავილოვანი მცენარეები უცბად ჩნდებიან დიდი რაოდენობით და თანაც მთლიანად ფორმირებულები. ეს შეუძლებელია აიხსნას ევოლუციური პალეონტოლოგიის პოზიციებიდან. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მცენარეთა ნამარხი ფორმები ცხადი მტკიცებულებაა სამყაროს შექმნისა და არა თავისთავად მიმდინარე ევოლუციისა.

    პალეონტოლოგების ასწლოვანი ძიების სრული წარუმატებლობა აშკარად აჩვენებს, რომ ბუნებაში გარდამავალი ფორმები არც არასოდეს არსებობდა. შუალედური რგოლების არარსებობა დარვინსაც აწუხებდა, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ ასეთი რგოლები მომავალში აუცილებლად აღმოჩნდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

    ევოლუციის თეორიის შემოწმება და დამტკიცება მხოლოდ პალეონტოლოგიას შეუძლია. გარდამავალი ფორმები არ არსებობს. რუსეტის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გენეტიკოსი კოროჩკინი მიუთითებს, რომ „ევოლუციური მოვლენები… ფორმულირდება როგორც სპეკულაციური კონცეფცია, რომელიც ექსპერიმენტულ შემოწმებას არ ექვემდებარება“. ევოლუციის უზარმაზარი შენობა ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა.

    თავგამოდებული ევოლუციონისტი ს.გულდიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მსხვილ გადასვლებში გარდამავალი ეტაპების გაქვავებული მოწმობები არ არსებობს… ევოლუციური თეორიის დიდი და გამაღიზიანებელი პრობლემა ყოველთვის იყო ჩვენი უუნარობა, რომ ბევრ შემთხვევაში, თუნდაც საკუთარ წარმოდგენებში, ვერ შევქმენით ფუნქციური შუალედური ფორმები.

    “ამაზე კომპეტენტურ წყაროს ვერ მომაწვდით?
    ვგულისხმობ სამეცნიერო ჟურნალს. (ყოველგვარი იდეოლოგიური წინაპირობებისგან თავისუფალი)”. კი ბატონო, ქართველმა აკადემიკოსმა არჩილ კოსტავამ ამ ბოლო წლებში გამოსცა წიგნი „მეტაკრიაცონიზმის შესავალი“. ეს წიგნი რუსეთში, პატრიარქ ალექსი II-ის კურთხევით, გამოიცა ბიოლოგიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც მრავალმხრივ არის განხილული ევოლუციური მოძღვრების დებულებების თუ „აღმოჩენების“ სიყალბე და ცდომილება. (გვ. 217-221). აქ წერია ზუსტად იგივე.

    • michael says:

      “კუდუსუნის ძვალზეც იყო რაღაც განმარტება,”
      ვეჭვობ ისეთივე შეთითხნილი როგორც სხვა არგუმენტები აქვთ ხოლმე.

      რაც შეეხება გარდამავალი ფორმების არ არსებობას, სრული აბსურდია! გარდამავალი ფორმები ამ პოსტშიც უხვად არის მოხსენიებული, თუნდაც ვეშაპების წინაპრები. თუნდაც ჰომინიდების ჯგუფი,ავსტრალოპითეკი (ცნობილი ლუსი, ტუმაი და ტურკანა)
      არქეოპტერიქსი. ყველაზე ცნობილი მაგალითი. დამატებით ინფო: http://evolution.berkeley.edu/evolibrary/article/lines_03

      თუმცა კრეაციონისტები ამ ფაქტების წინაშე მუდმივად იბრმავებენ თავს და უბრალოდ ამბობენ რომ ეს ცხოველები უბრალოდ გავს ერთმანეთს. ან სულაც ერთიდაიგივეა. სისტემატიურად აიგნორებენ მორფოლოგიას.

      რაც შეეხება იმას რომ გარდამავალი ფორმები ძალიან ბევრი უნდა ყოფილიყო დედამიწის ისტორიის მანძილზე ეს მართალია, მაგრამ ისიც ცნობილია რომ ნამარხის წარმოშობას სპეციალური პირობები უნდა და ყველა ცხოველი და სახეობა არ დარჩება განამარხებული. ასე რომ ძალიან ბევრი განამარხებული ფორმა უბრალოდ ვერ იქნება აღმოჩენილი ვერასდროს. იმიტომ რომ არ შემორჩა ფიზიკურად. მაგრამ საკმარისი ფორმები არის აღმოჩენილი იმისთვის რომ ევოლუციის ზოგადი სურათი აღვადგინოთ.

      კრეაციონისტები მხოლოდ იმას ხედავენ რაც უნდათ. მათი არგუმენტები ან ტყუილზეა დაფუძნებული ან სანახევრო სიმართლეზე.

      “ევოლუციის თეორიის შემოწმება და დამტკიცება მხოლოდ პალეონტოლოგიას შეუძლია”
      აბსურდული მტკიცებაა
      ასევე შეუძლია მოლეკულურ ბიოლოგიას, გენეტიკას, ბიოგეოგრაფიას!

      გენეტიკოსი კოროჩკინი მიუთითებს, რომ „ევოლუციური მოვლენები… ფორმულირდება როგორც სპეკულაციური კონცეფცია, რომელიც ექსპერიმენტულ შემოწმებას არ ექვემდებარება“. ევოლუციის უზარმაზარი შენობა ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა.

      რაღაც ხშირად მოგყავთ მხოლოდ რუსი და ქართველი “მეცნიერები”
      ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი შარლატანი ადვილად ასაღებს პუბლიკაზე ფსევდომეცნიერებას. (თუმცა ამერიკაშიც ხშირია მსგავსი ფაქტები)

      “კი ბატონო, ქართველმა აკადემიკოსმა არჩილ კოსტავამ ამ ბოლო წლებში გამოსცა წიგნი „მეტაკრიაცონიზმის შესავალი“. ეს წიგნი რუსეთში, პატრიარქ ალექსი II-ის კურთხევით, გამოიცა ბიოლოგიის ახალი სახელმძღვანელო, რომელშიც მრავალმხრივ არის განხილული ევოლუციური მოძღვრების დებულებების თუ „აღმოჩენების“ სიყალბე და ცდომილება. (გვ. 217-221). აქ წერია ზუსტად იგივე.”

      ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა უკვე მაგ აკადემიკოსის რეპუტაციაზე.
      იმიტომ რომ კურთხევის სახით “ლობირებს” რელიგიური ავტორიტეტი, რომელიც როგორც წესი ტენდენციურია და მხოლოდ მის მოსაწონ წიგნებს და აზრებს აძლევს კურთხევას. (რელიგიური ავტორიტეტი სხვაგვარად იქცეოდეს წარმოუდგენელია)

      თან მე გთხოვეთ სამეცნიერო ჟურნალი და არა წიგნი.
      დიდი განსხვავებაა, იმიტომ რომ წიგნის დაწერა ყველას შეუძლია. სამეცნიერო ჟურნალში კი ყველა ვერ გამოაქვეყნებს სტატიას. იმიტომ რომ ჟურნალში არსებობს peer review

      orthodoxy.ge-ს ფსევდომეცნიერება არ გამოგადგებათ, სამეცნიერო წყაროებს მიმართეთ!

  13. dato says:

    კაი მაინც საიდან გაჩნდა პირველი ცოცხალი ორგანიზმები? თუკი ერთი ორგანიზმიდან მეორის განვითარება როგორღაც წარმოსადგენია, თავისთავადი ჩასახვა ცოცხალი ორგანიზმისა ძნელად ასახსნელი და გაუგებარია. შესაძლოა არაცოცხალმა მატერიამ წარმოშვას სიცოცხლე? სავსებით ცხადია, რომ ეს კითხვა ყოველთვის ეჭვს იწვევდა.
    მოლეკულური ევოლუციის თეორიის თანახმად, პირველად ოკეანეში ან ხმელეთის ტენიან ადგილებში შემთხვევით წარმოიქმნა ამინომჟავათა მოლეკულები, შემდეგ ეს მოლეკულები შეჯგუფდნენ, შესქელდნენ და წარმოქმნეს ე.წ. კოაცერვატები. აი აქ დაიწყო ცილების ჩამოყალიბება. როგორც ვიცით, ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრებიდან კონკრეტული ცილის მოლეკულის წარმოქმნის ალბათობა სულ რაღაც 10-325 ტოლია. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ბუნებაში არსებობს არა მარტო სიცოცხლისათვის აუცილებელი 20 ამინომჟავა, არამედ სხვა დაახლოებით 300. მათ უმრავლესობას სიცოცხლისათვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. გარდა ამისა, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ამინომჟავები ერთმანეთს უფრო ძნელად უერთდებიან, ვიდრე იმ ნივთიერებათა მოლეკულებს, რომლებიც იგულისხმება, რომ უნდა ყოფილიყო პირველყოფილ „ბულიონში“. ამ გზით კიდევაც რომ მომხდარიყო ცილის წარმოქმნა, ის ბიოლოგიურად არააქტიური იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ბიოლოგიურად აქტიური ცილები შეიცავენ მხოლოდ მარცხნივ მბრუნავ ამინომჟავებს, ხოლო ქიმიური კანონებით შესაძლოა ისეთი ნარევის მიღება, რომელიც მარცხნივ და მარჯვნივ მბრუნავ ამინომჟავებს ერთნაირი შემთხვევითი პროპორციებით შეიცავენ. ამის გამო არ შეიძლება მარცხნივ მბრუნავი ამონომჟავები თავისთავად გამოცალკევდნენ მარჯვნივ მბრუნავებისგან და ჩამოაყალიბონ ცილა, ანუ შესაბამისად სიცოცხლე თავისთავად ვერ წარმოიშვება.

    მოლეკულების თვითგართულების პროცესი შეუძლებელია სხვა მიზეზთა გამოც. გავიხსენოთ თერმოდინამიკის მეორე საწყისი. ერთ-ერთი მისი ფორმულირება გვამცნობს: თავისთავად წარმოდგენილი ყოველი მოლეკულური სისტემა მიისწრაფვის უდიდესი ქაოსისკენ, მისი ენთროპია (ქაოსის ხარისხის მახასიათებელი სიდიდე) იზრდება. ამის გამო, მაგალითად, სითბო თავისთავად არ გადაეცემა ნაკლებად გამთბარი სხეულიდან უფრო გამთბარს.

    მოლეკულების თვითგართულების პროცესი, ანუ მოწესრიგებულობის თვითფორმირება ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე საწყისს, რადგან ამ პროცესს თან უნდა ახლდეს ენთროპიის შემცირება.

    • michael says:

      მოლეკულური ევოლუციის თეორიის თანახმად, პირველად ოკეანეში ან ხმელეთის ტენიან ადგილებში შემთხვევით წარმოიქმნა ამინომჟავათა მოლეკულები.

      სრულიად შემთხვევით ძნელი წარმოსადგენია, სავარაუდოდ ადგილი ქონდა ევოლუციას მოლეკულურ დონეზე. ამინო მჟავები აღმოჩენილია ასევე კომეტებზეც, ასე რომ, სასწაული არ გვჭირდება.
      არასწორია როცა სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით აპელირებთ, შემთხვევითობით. რთული მოლეკულები წარმოიქმნება ქიმიური პროცესებით. რთული ორგანული ნივთიერებები აღმოჩენილია იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, სატურნის თანამგზავრ ტიტანზე. შეიძლება იქ სიცოცხლე საერთოდ არაა, მაგრამ არის ორგანული ქიმიური პროცესები.სიცოცხლე კი სხვა არაფერია თუ არა ორგანული ქიმია (რთული ვარიანტი).

      მარცხენა და მარჯვენა ამინომჟავებს რაც შეეხება და ზოგადად პირველი სიცოცხლის წარმოშობის პრობლემას, მართალია ბევრი რამ ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ხართ რომ ეს მისტერიები გაძლევთ იმის საშუალებას რომ შემოქმედი და ზებუნებრივი ძალა ჩააკვეხოთ ამ ხვრელებში?
      იმისთვის რომ ზებუნებრივ შემოქმედებამდე მივიდეთ მაშინ, უნდა გამორიცხოთ ნებისმიერი ევოლუციური და ნატურალისტური ახსნა.რასაც ვერ გააკეთებთ “არ ვიცით როგორ შეიქმნა, ე.ი ღმერთმა ქნა” არის ლოგიკური ჩავარდნა, რომელსაც უცოდინარობის არგუმენტი ქვია.
      იგივე არგუმენტი მოქმედებდა, როცა არ ესმოდათ ნიუტონის კანონები და ციურ სხეულების მოძრაობას ანგელოზებს ან რაიმე ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ. გავიდა დრო და მეცნიერულმა ცოდნამ შეავსო ეს ხვრელი. არგუმენტი კი დარჩა საფუძვლის გარეშე.

      თერმოდინამიკაზე რასაც ამბობთ. ასევე კრეაციონისტების შემოტანილი გაუგებრობაა. განზრახ თუ უნებლიეთ.

      მოლეკულების თვითგართულების პროცესი აბსოლიტურად შესაძლებელია. და ეს არ ეწინააღმდეგება თერმოდინამიკას და არც ერთ კანონს!.

      მოლეკულების თვითგართულება რომ არ იყოს შესაძლებელი, რთული ქიმიური ნაერთები არ იქნებოდა ბუნებაში. ნახშირბადს აქვს თვისება, მრავალ ელემენტთან ქონდეს მტკიცე კავშირი რაც ქმნის რთულ ორგანულ ნაერთებს. ეს ხდება ქიმიის მეშვეობით,

      თერმოდინამიკის მეორე კანონთან გაუგებრობები წარმოშვა არასაკმარისად გააზრებულმა ენტროპიის პრინციპმა. ენტროპია ჩაკეტილ სისტემაში ყოველთვის იზრდება. მაგრამ დედამიწა და მასზე მიმდინარე ქიმიური პროცესები არ არის ჩაკეტილი სისტემა. დედამიწა ენერგიას იღებს მზისგან (ასევე საკუთარი წიაღიდან [გეოთერმული ენერგია]). ასე რომ ზოგიერთ სისტემაში შესაძლოა შემცირდეს ენტროპია ბუნებრივად, რომ მერე ამ სისტემამ უფრო მეტი ენერგია დახარჯოს და თავის მხრივ დააჩქაროს თერმული წონასწორობა, ანუ ენტროპიის მაქსიმუმი სამყაროში.

      საბოლოოდ ეს ყველაფერი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ. სამყაროს მასშტაბით ენტროპია ყოველთვის იზრდება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მის ცალკეულ რეგიონებში იყოს ფლუქტუაციები, მცირე რეგიონების სადაც ენტროპია დროებით მცირდება, რათა მის გარშემო შექმნას რეგიონები სადაც ენტროპია უფრო სწრაფად იზრდება.

      სწორედ ასეთი ენტროპიის შემცირებებია რთული ორგანული ქიმია და სიცოცხლე.
      უფრო მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ. გალაქტიკათშორისო სივრცეს უფრო მეტი ენტროპია აქვს, იმიტომ რომ უფრო ერთგვაროვანია, უფრო ახლოა თერმულ წონასწორობასთან, პლანეტებს და მზის სისტემებს ნაკლები ენტროპია აქვთ, იმიტომ რომ მათ აქვთ ორგანიზებულობა, სტრუქტურა, დინამიკა. თუ ენტროპიის შემცირება შეუძლებელია მაშინ რჩება ვარიანტი რომ ის ვიღაცამ შექმნა (მაგრამ იმ ვიღაცასაც ხომ ეხება იგივე პრობლემა?) თუმცა ჩვენ ვიცით კოსმოლოგიიდან რომ პლანეტარული სისტემის შექმნა თავისუფლად შეუძლია გრავიტაციას და იმპულსის მომენტს. ასევე ზეახალ ვარსკვლავებს. ე.ი სამყაროში ბუნებრივად იქმნება დაბალი ენტროპიის სტრუქტურები. გრავიტაციას შეუძლია შექმნას დაბალი ენტროპიის ორგანიზებული სტრუქტურები! ასევე შეუძლია ქიმიურ პროცესებს ატომების და მოლეკულების რთულ, დაბალ ენტროპიულ სტრუქტურებად რეკომბინირდეს.

      ვინც ამბობს რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი ეწინააღმდეგება ევოლუციას, მას არც ერთი არ ესმის სათანადოდ!

      ასევე ზოგიერთი საკითხში ცოდნის არ არსებობა არ გაძლევთ რამენაირ ლეგიტიმაციას, ჩასვათ ზებუნებრივი ძალები.

      ყველამ ვინც ეს მოინდომა, ისტორიულად კრახი განიცადა, იმიტომ რომ მეცნიერებამ ახსნა ის ხვრელი სადაც ეს ზებუნებრივი იყო მოთავსებული.

  14. dato says:

    მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირველადი ოკეანის პირობებში რნმ-ის სინთეზი სრულიად გამორიცხული იყო. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მონოსაქარიდ რიბოზას სინთეზიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

    ქრომოსომის კვლევაზე რას იტყვი? მისმა შედეგებმა აჩვენეს, რომ შესაძლებელია ყველა თანამედროვე ადამიანს ჰყავდა ერთი საერთო წინაპარი მამაკაცთა ხაზიდან. მიტოქონდრიის დნმ-ს შესწავლისას კი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველანი შესაძლებელია ერთი ქალისგან წარმოვიშვით, თუმცა გენეტიკოსები ვერ პასუხობენ კითხვას, ცხოვრობდნენ თუ არა მათ მიერ „აღმოჩენილი“ წინაპრები ერთდროულად. მეცნიერებმა ამ ჩვენს წინაპრებს „y ქრომოსომული ადამი“ და „მიტოქონდრიული ევა“ უწოდეს.

    კიდევ გავიმეორებ, რომ ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრებიდან კონკრეტული ცილის მოლეკულის წარმოქმნის ალბათობა 10-325 ტოლია.

    ბიოლოგიური მაკრომოლეკულა საიდანღაც და როგორღაც რომც წარმოქმნილიყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოცხალ უჯრედს. უჯრედის შედგენილობაში უამრავი მაკრომოლეკულა შედის. ისინი ერთმანეთს გარკვეული წესრიგით უკავშირდებიან. უჯრედისთვის აუცილებელი ფერმენტთა წარმოქმნის ალბათობა, თუნდაც მილიარდ წელიწადში ერთხელ არის სულ რაღაც 10-40000. ეს რიცხვი, როგორც ერთმა ავტორიტეტულმა ასტროფიზიკოსმა, ფრედ ჰოილმა, განაცხადა, „საკმაოდ ცოტაა იმისათვის, რომ დაიმარხოს დარვინი და მისი ევოლუციური თეორია“. მთელი მზის სისტემა რომ ადამიანებით აივსოს (10-50) და თვითოეული მათგანი რომ თვალდახუჭული ცდილობდეს რუბიკის კუბიკის აწყობას, ცოცხალი უჯრედისთვის აუცილებელი ფერმენტების წარმოქმნის ზემოთაღნიშნული ალბათობა, დაახლოებით ტოლი იქნებოდა ამ ადამინების მიერ კუბიკების წახნაგების ერთდროულად აწყობის ალბათობისა. იმიტომ გვაქვს შემთხვევითობასთან ასეთი დამოკიდებულება კრეაციონისტებს :დ

    ეს რაც შეეხება ფერმენტებს, მაგრამ უჯრედში არსებობს ბევრად უფრო რთული წარმონაქმნები. უჯრედის უკვე გამზადებული აუცილებელი ნივთიერებებით თვითაწყობის ალბათობა, თუნდაც ყველაზე ხელსაყრელ ქიმიურ გარემოში შეადგენს 10-100000000000. ეს სიდიდე თვალნათლივ გვიჩვენეს, თუ რაზეა ლაპარაკი. რა გზით „მოახერხეს“ მეცნიერებმა ასეთი უმნიშვნელო ალბათობის იგნორირება? მოლეკულური ევოლუციის მკვლევარები თავიანთ მეცნიერებას „მეტად ჰიპოთეზურს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ სიცოცხლის თვითწარმოშობის ალბათობის გამოთვლა არასდროს ხდებოდა და მხედველობაშიც არ ჰქონდათ, რადგან როგორც თქვენ ამბობთ ბლოგის ავტორო ევოლუციას დამტკიცებულ ფაქტად მიიჩნევდნენ, ხოლო მეცნიერები კი ცდილობდნენ აეხსნათ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.

    სიცოცხლის თვითწარმოშობა არც ისე ბუნებრივი პროცესია, როგორ გულუბრყვილოდაც ამას თქვენ და სხვა დარვინის მიმდევრები ვარაუდობთ. პირიქით, სულ დასაწყისიდან (რთულ მოლეკულათა წარმოქმნა) და სულ ბოლომდე (ადამიანის წარმოშობა) ეს არის შეუსაბამო, დაუჯერებელ, ურთიერთგამომრიცხავ შემთხვევათა უაზრო ხუხულა. სამართლიანი იქნება თუ დავასკვნით, რომ სპონტანური აბიოგენეზის ამჟამად აღიარებული სქემები მოკლებულია ყოველგვარ გონივრულობას. სიცოცხლის თვითწარმოშობის შეუძლებლობა ძველ და ახალ ევოლუციურ თეორიაშიც გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.

    მოლეკულური ფიზიკის, გენეტიკისა და ბიოქიმიის ფაქტები სრულად ამტკიცებენ ორგანიზმთა შემთხვევითი წარმოშობის შეუძლებლობას. მაშასადამე, აქედან გამომდინარეობს, რომ შემოქმედი გვყავს. გენიალური მეცნიერი მაქს ბორნი, კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, (ესეც ხომ რუსი არ არის) წერდა: „მატერიალიზმის დრო წავიდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფიზიკურ-ქიმიური ასპექტი არანაირად საკმარისი არ არის სიცოცხლის ფაქტორების გამოსახატავად, რომ არაფერი ვთქვათ აზროვნების ფაქტორების შესახებ“.

    შეეცადე იმის გააზრებას, თუ რამდენად უმნიშვნელო რიცხვია სიცოცხლის თვითჩასახვის ალბათობა. შესაძლოა თუ არა მაიმუნმა, რომელიც უბარტყუნებს კლავიშებზე, უეცრად დაბეჭდოს მთელი „ომი და მშვიდობა“? როგორც მათემატიკოსები ამბობენ, შესაძლებელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 10-5000000. გამოდის, რომ ერთი უმარტივესი უჯრედის შემთხვევით ჩამოყალიბების მოლოდინი, თუნდაც იდეალურ ჰიპოთეზურ პირობებში, ტოლია იმისა, რომ მაიმუნმა 20 ათასჯერ შესძლოს „ომი და მშვიდობის“ უშეცდომოდ სრულად დაბეჭდვა. როგორც ისააკ ნიუტონი ამბობს: „ბრმა ფიზიკური აუცილებლობებისგან, რომელიც ყველგან და ყოველთვის ერთნაირია, არ შეიძლება წარმოქმნილიყო არავითარი მრავალფეროვნება… შექმნილ არსებათა მრავალფეროვნება შესაძლოა წარმოშობილიყო თვითმყოფი არსების გონებითა და ნებით, რომელსაც მე უფალ ღმერთს ვუწოდებ“.

    აქ ზუსტად არ იწერება, ამიტომ ტირეების მაგივრად ხარისხი იგულისხმეთ.მაგალითად 10-5000000 იგულისხმეთ 10 ხარისხად 5000000.

  15. michael says:

    “მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პირველადი ოკეანის პირობებში რნმ-ის სინთეზი სრულიად გამორიცხული იყო. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მონოსაქარიდ რიბოზას სინთეზიც კი შეუძლებელი იქნებოდა.”

    წყარო მოაყოლეთ ხოლმე თან (ორთოდოქსი ჯი არ მიიღება)

    თან რნმ და მსგავსი რთული მოლეკულები სრულიად შემთხვევით არ ჩნდება, ამ ყველაფერს დიდი ალბათობით განაპირობებს სხვადასხვა ქიმიური რეაქციები. პირველი რეპლიკატორი მოლეკულები ალბათ გაცილებით მარტივი იყვნენ.

    ასე რომ აი ამის ხარისხი ამდენია. ჯერ ჯერობით ვერაფერს ამტკიცებს თქვენ მხარეს.

    კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ უნდა გამორიცხო ყველა ბუნებრივი შესაძლებლობა. რომ შემოქმედამდე მიხვიდე. ეგ ციფრები რამდენიც არ უნდა წერო, არაფერს ამტკიცებს. იმიტომ რომ შენი არგუმენტი სხვა არაფერია, თუ არა უცოდინარობის ხვრელებზე მითითება.

    მერე მნიშვნელოვან შეცდომას უშვებთ როცა, რაიმე მოვლენებს აცხადებთ რომ სრულიად შემთხვევით უნდა წარმოშობილიყო, ამიტომ წერთ სრულიად შემთხვევით წარმოშობის ალბათობის უზარმაზარ ციფრებს და აი ვითომ ეს ამტკიცებს რომ ის ვიღაცამ შექმნა.სინამდვილეში ყველა ადეკვატურ მეცნიერს ესმის რომ ევოლუციური პროცესები უჯრედის შექმნამდეც უნდა ყოფილიყო. თვითონ ევოლუციის პროცესი კი საკმაოდ კარგად ხსნის როგორ შეიძლება გართულდეს მარტივი სისტემა.

    ცოცხალ ბუნებას რომ დავანებოთ თავი, და ავიღოთ დედამიწა. თუ არ ვიცით, გრავიტაციას და იმპულსის მომენტს როგორ შეუძლია მზის სისტემის და პლანეტების ფორმირება. და დავუშვებთ რომ სრულიად შემთხვევით დაუკავშირდნენ ატომები ერთმანეთს, ამ შემთხვევაშიც მივიღებთ ასტრონომიულად მცირე ალბათობას.

    იგივე ეხება სიცოცხლეს.

    სიცოცხლის წარმოშობის ბუნებრიობას მარტო დარვინისტები არ ვარაუდობენ, ეს არის ზოგადად მეცნიერული და ნატურალისტური მიდგომა. იმიტომ რომ ნატურალისტურმა მეცნიერულმა მეთოდმა ახსნა ბევრი რამე სწორედ ბუნებრივად. ყოველგვარი შემოქმედის გარეშე. რატომ უნდა იყოს კონკრეტულად სიცოცხლის წარმოშობა გამონაკლისი? იმიტომ რომ რელიგიურად მოტივირებულ ჯგუფებს საკრალურად მიაჩნიათ?

    “შეეცადე იმის გააზრებას, თუ რამდენად უმნიშვნელო რიცხვია სიცოცხლის თვითჩასახვის ალბათობა. შესაძლოა თუ არა მაიმუნმა, რომელიც უბარტყუნებს კლავიშებზე, უეცრად დაბეჭდოს მთელი „ომი და მშვიდობა“? როგორც მათემატიკოსები ამბობენ, შესაძლებელია, მაგრამ ალბათობა ძალიან მცირეა, დაახლოებით 10-5000000. გამოდის”

    საქმეც იმაშია, რომ ევოლუციური პროცესი მხოლოდ შემთხვევითობა არაა!.

    “კიდევ გავიმეორებ, რომ ამინომჟავათა შემთხვევითი ნაკრებიდან კონკრეტული ცილის მოლეკულის წარმოქმნის ალბათობა 10-325 ტოლია.

    ბიოლოგიური მაკრომოლეკულა საიდანღაც და როგორღაც რომც წარმოქმნილიყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცოცხალ უჯრედს. უჯრედის შედგენილობაში უამრავი მაკრომოლეკულა შედის. ისინი ერთმანეთს გარკვეული წესრიგით უკავშირდებიან. უჯრედისთვის აუცილებელი ფერმენტთა წარმოქმნის ალბათობა, თუნდაც მილიარდ წელიწადში ერთხელ არის სულ რაღაც 10-40000”

    მაიკლ ბიჰის “განუყოფელი სირთულის” არგუმენტი ტრადიციულად.
    და პლუს შემთხვევითობის ძახილი და ციფრების ბრახუნი.

    განუყოფელი სირთულის შესახებ, შეგიძლია ამ ლექციის ნაწყვეტს უყურო.
    ცნობილი ბიოლოგი კენ მილერი (სხვათაშორის მორწმუნე კათოლიკეა) bacterial flagellum-ის მაგალითზე ძალიან კარგად ხსნის ამ არგუმენტის სიმცდარეს.

    1. სრულიად შემთხვევით არ ჩნდება რთული სისტემები, არამედ ევოლუციური პროცესებით
    2. რთული სისტემის ბოლომდე აუხსნელობის შემთხვევაშიც კი. მის ცალკეულ კომპონენტებს აქვთ გარკვეული ფუნქციები, რაც ნიშნავს იმას რომ უფრო ადრეულ ფორმებში შესაძლოა განსხვავებულ როლს ასრულებენ.

    “ქრომოსომის კვლევაზე რას იტყვი? მისმა შედეგებმა აჩვენეს, რომ შესაძლებელია ყველა თანამედროვე ადამიანს ჰყავდა ერთი საერთო წინაპარი მამაკაცთა ხაზიდან. მიტოქონდრიის დნმ-ს შესწავლისას კი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველანი შესაძლებელია ერთი ქალისგან წარმოვიშვით, თუმცა გენეტიკოსები ვერ პასუხობენ კითხვას, ცხოვრობდნენ თუ არა მათ მიერ „აღმოჩენილი“ წინაპრები ერთდროულად. მეცნიერებმა ამ ჩვენს წინაპრებს „y ქრომოსომული ადამი“ და „მიტოქონდრიული ევა“ უწოდეს.”

    და რისი მოსმენა გინდა ჩემგან?
    ამის შესახებ მეც ვიცი, მაგრამ ეს არ მატკიცებს რომ ბიბლიის დაბადება ნამდვილი ისტორიაა.

    y ქრომოსომული ადამის დროს იქნებოდნენ სხვა ადამიანებიც, უბრალოდ მათი შთამომავლობა არ შემორჩა დღემდე. ასევე მიტოქონდრიული ევას დროს იქნებოდნენ სხვა მდედრები. და შესაძლოა ჩვენი იგრეკ ქრომოსომული ადამი და მიტოქონდრიული ევა საუკუნეებითაც კი იყვნენ ერთმანეთს აცდენილი.

    ცნობილია რომ ჰომო საპიენსმა მცირე ჯგუფმა დატოვა აფრიკის კონტინენტი, ზოგი მეცნიერი 100-200 კაციან ჯგუფზეც კი საუბრობს. რა გასაკვირია რომ შესაძლოა მათ საერთო წინაპარი ყოლოდათ. ერთი დიდი ოჯახის შთამომავლები ყოფილიყვნენ. და მათგან გავრცელებულიყო დედამიწის ყველა კუთხეში ადამიანი.

  16. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – Site Title

  17. გამოხმაურება: ღმერთი მოკვდა – პრომეთე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: