Symphony of Science – მუსიკას + მეცნიერება


symphony-of-science-bundle-1-5-by-symphony-of-science

წინა პოსტები ცოტა რთულ საკითხებს ეხებოდა, შავი ხვრელები, დიდი აფეთქება და ბნელი მატერია. ისე კი შევეცადე მარტივად მიმეტანა მკითხველამდე. ამჯერად კი Relax and listen to Symphony of Science. ბევრს გექნებათ მოსმენილი, ვისაც არა და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ “მეცნიერების სიმფონია” ეს არის პროექტი რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზებას მუსიკით. მისი შექმნელი ჯონ დ. ბოსუელი ამბობს რომ პროექტის მიზანია მეცნიერული ცოდნის და ფილოსფიის მიტანა პუბლიკასთან. რაც ჩემი აზრით მისასალმებელია. მუსიკა ყველას უყვარს (ალბათ) და თუ ის რაიმე ღირებულს გეტყვის ან აღძრავს შთაგონებას, მაგას რა ჯობია. “მუსიკა და მეცნიერება ეს ჩემი ვნებაა” ამბობს იგი. “რომელთა გაერთიანებისკენაც მივილტვი, რათა მსმენელამდე მივიტანო ღირებული მესიჯი.”  Symphony of Science სხავდასხვა მეცნიერთა საუბარს თუ პრეზენტაციას მუსიკად აქცევს. არემიქსებს მათ საუბარს და ადებს მუსიკას. შემდეგი კი ძალიან საინტერესო გამოდის. რაც მთავარია შთამაგონებელიც კი. ძირითადად გააჩნია ელექტრონული მუსიკის ელემენტები.

Read more of this post

კოსმოსის გასაღები – ანუ საიდან ვიცით უცნაური რაღაცეები


699444main_QSOმკითხველთა მცირე აუდიტორია, რომელიც უკვე ყავს ბლოგს და მის facebook გვერდსაც ადევნებს თვალ ყურს, ალბათ შეამჩნევდა ვიდეოს, სტივენ ჰოკინგის – კოსმოსის გასაღები. ძალიან კარგი ფილმია, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და ახლად დაინტერესებული კოსმოსის ენთუზიასთებისთვის. facebook-ის გვერდზე მხოლოდ ბლოგის პოსტებს არ ვამისამართებ. “სამყარო შენს ოთახში”-ის პირწიგნაკს პატარა ავტონომია აქვს იმ გაგებით რომ ხშირად ვდებ იმ მასალას რაც ბლოგზე არ იდება. მაგალითად ცალკეული საინტერესო სურათები, ორ სიტყვიანი საინტერესო ამბები და ვიდეოები. ასეთი რამეების დადება აქ, ძალიან დააწვრილმანებდა ბლოგს და tumblr-ის იმ ბლოგებს დაამგვანებდა მხოლოდ gif-ებით რომაა გატენილი. მოკლედ რატომ დავიწყე ამხელა რამის მოყოლა. ჰოკინგის ფილმი რომ დავდე facebook-ზე, სულ არ ვაპირებდი ამ ფილმის სახელის გამოყენებას პოსტის სათაურად, მაგრამ მოგვიანებით ერთი კამათის ამბავი გამახსენდა და შემდეგ პოსტის დაწერაც მომინდა, სხვა უკეთესი სახელი ვერ მოვუფიქრე, თუ არა ისევ –  კოსმოსის გასაღები. ამ ფილმის სათაური მიტრიალებდა გონებაში და ვიფიქრე ჯანდაბას იყოს. ამაზე უკეთესი სახელი არც შეეფერება მეთქი.

Read more of this post

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ