სამყარო შენს ოთახში

gatloc-universe.jpg

მოგესალმები მკითხველო. ეს არის ახალი ბლოგი სამყაროზე. მისი ძირითადი მიმართულება იქნება ასტრონომია და კოსმოსი, მაგრამ ასევე შეეხება მეცნიერების სხვა სფეროებსაც. განსაკუთრებით მათ რომელიც ხაზს უსვამენ სამყაროს მასშტაბურ შეცნობას, როგორიცაა ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. მე არც თუ ისე ახალი ბლოგერი ვარ. აქამდე ვფლობდი მხოლოდ ერთ ბლოგს M(ichael’s)y images და იქაც ძირითადად კოსმოსის შესახებ ვწერდი, მაგრამ ასევე იყო სხვადასხვა თემებიც, საზოგადოებაზე, ღმერთზე, ცხოვრებაზე, ასევე იყო მცირე ნოველები და ჩანახატებიც.  თუმცა რადგან პოსტები კოსმოსზე აშკარად ჭარბობდა გადავწყვიტე, კოსმოსისთვის ცალკე ავტონომია მიმენიჭებინა. აი ისიც, ბევრი არ მიფიქრია ბლოგის სახელზე. ერთი წუთი დავყოვნდი მხოლოდ, კლავიატურაზე თითები გავაშეშე და დავფიქრდი რა უნდა ერქვას მიმზიდველ ბლოგს ასტრონომიის შესახებ, რომ წაკითხვა მოგინდეს? ბლოგი… ბლოგი, სამყარო, ინფორმაცია, ის რომელიც მოგაწვდის ინფორმაციას, აქვე შენ ოთახში, სადაც ზიხარ…  ამას ხომ ისედაც ყველა ბლოგი აკეთებს, არა თავად სამყარო უნდა გახსნას იქ სადაც ხარ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რამხელაა სამყარო, რა გვამოძრავებს, რა გვანიჭებს სიცოცხლის უნარს და შემოვიფარგლებით ძალზედ მიწიერი საგნებით, საგნები რომელიც ჩვენ შევქმენით. ჩვენი გაცრეცილი ყოველდღიურობა გვკეტავს სამყაროში რომელიც შემოიფარგლება ხშირად იმ ოთახით, სახლით, შენობით. ქუჩით, ქალაქით რომელშიც ცხოვრობ. მუშაობ, შემოიფარგლება კედლებით, ნივთებით. ზედაპირული ურთიერთობებით და ზედაპირული ამბებით. მე მინდა ამ ბლოგით თქვენს ოთახში შემოიჭრან ვარსკვლავები, გალაქტიკები, კვაზარები, პლანეტები და კოსმოსური მტვერი რომლისგანაც ახალი სიცოცხლე იბადება. მინდა იგრძნოთ რომ ოთახში რომელშიც თითქოს არაფერია, ჩვეულებვირივი საგნების გარდა, მოქმედებენ უხილავი ძალები და დაძრწიან უხილავი მატერიები. რომ სანამ თქვენ ბლოგის სათაურს კითხულობთ, თქვენ სხეულში მილიარდობით ნეიტრინო გაივლის, როგორც გამჭვირვალე მინაში, რომ თქვენ ოთახში არის უთვალავი უხილავი ბნელი მატერიის ნაწილაკი, რომლისთვისაც ასევე სრულიად გამჭვირვალე ხართ. მინდა თქვენც შეგიპყროთ გაოცებამ, სად ვართ? სად არის სამყაროს კიდე და დასაწყისი?

რამდენად გამომივა ეს არ ვიცი, შეფასება თქვენზე იყოს.

მე შევეცდები.

3 Responses to სამყარო შენს ოთახში

  1. გამოხმაურება: სამყარო შენს ოთახში | M(ichael's)y images

  2. niksologi says:

    მშვენიერი!
    მზაფრსიუჟეტიანი ფილმის თრეილერივით იკითხება About, კარგია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მიმტანის დღიური

ყოველდღიურობით დაღლილი მიმტანი წუწუნს იწყებს!

კუდიანის ბლოგი

vichoraot.wordpress.com © 2012 ~ 2016

Merz AnnA Blume

ანა ბლუმის დღიური

pretty much random

because we can

Why Evolution Is True

Why Evolution is True is a blog written by Jerry Coyne, centered on evolution and biology but also dealing with diverse topics like politics, culture, and cats.

Lucid Dreaming Georgia

ბლოგი სიზმრებსა და ძილზე

ტივტივა

ყველაზე საინტერესო ბლოგები მხოლოდ ჩვენთან!!! 2kci.wordpress.com

Z E I T G E I S T

ფილოსოფიური ბლოგი

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

პინგვინთა კუნძული

ბლოგი პინგვინეთიდან

Lizalinza's Blog

Just another WordPress.com site

ირმის ნახტომი

გოგონა უცნაური მაისურებით

Social Animal's Kingdom

I know but one freedom, and that is the freedom of the mind. Antoine De Saint-Exupery

WordPress.com

WordPress.com is the best place for your personal blog or business site.

M(ichael's)y images

ბლოგი ყველაფრის შესახებ

%d bloggers like this: