ირმის ნახტომის ახალი რუკა
ივნისი 7, 2013 დატოვე კომენტარი
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს ჩვენი მშობლიური გალაქტიკის ლოკალური მკლავი რომელშიც ვცხოვრობთ გაცილებით დიდი აღმოჩნდა. შედეგები მიღებულ იქნა რადიოტელესკოპ VLBA-ის მეშვეობით. (Very Long Baseline Array)
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი (იგივე რძიანი გზა) უზარმაზარი სპირალური გალაქტიკაა, (ჩვენთვის უზარმაზარი, თორემ გალაქტიკებს შორის, სრულიად საშუალო ზომისად ითვლება) მისი დიამეტრი საშუალოდ 100 000 სინათლის წელია, ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან 25 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს, ერთ ორბიტულ გარემოქცევას გალაქტიკის ცენტრის გარშემო საშუალოდ 240 მილიონი წელს ანდომებს. თუ ელიფსური და არაწესიერი გალაქტიკები შედარებით ერთგვაროვნად გამოიყურებიან სპირალურ გალაქტიკაში შესამჩნევია მკლავები, რომლებიც ცენტრიდან გარეუბნებისკენ ვრცელდება, არსებობს მთავარი და პერიფერიული (განშტოებები) მკლავები. ჩვენი მზის სისტემა ორ მთავარ მკლავს პრესევსსა და მშვილდოსანს შორის იმყოფება შედარებით პერიფერიულ ლოკალურ განშტოებაზე. წინამდებარე კვლევებით გაირკვა რომ რომ ჩვენი რეგიონი არ არის ისეთი მცირე განშტოება როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ წარმოადგენს პრესევსის მკლავის უფრო ფართო განშტოებას. (დამოუკიდებელ მკლავს) მეცნიერებმა ინტერფერომეტრის და გადახრის გაზომვით (პარალაქსი) გამოყენებით გაზომეს მანძილი შორეული ნისლეულებამდე. რისი მეშვეობითაც გამოიკვეთა ლოკალური მკლავის უფრო დეტალური სურათი. მისი სიგრძე დაახლოებით 15 000 სინათლის წელია.